ასპინძის მუნიციპალიტეტში, მდინარე მტკვარში მაშველები არასრულწლოვან გოგოს ეძებენ.
არსებული ინფორმაციით, ბავშვები ე.წ. ერეკლეს ნახიდართან მდინარეში ბანაობდნენ, რა დროსაც ერთ-ერთი მათგანი მდინარემ წაიღო.
როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, მდინარე მტკვარში სამძებრო სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს და პროცესში სამაშველო სამსახურია ჩართული.