პოლიტიკა
მსოფლიო
Faceამბები
სამართალი
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ყველანაირად ვეცდებით, ეს ნანის ყურამდე არ მივიდეს... ბრალდება რომ წავიკითხე, შოკისმომგვრელი იყო!" - რატომ გახდა ნანი ბრეგვაძის დაცვა საჭირო სოცქსელში?
"ყველანაირად ვეცდებით, ეს ნანის ყურამდე არ მივიდეს... ბრალდება რომ წავიკითხე, შოკისმომგვრელი იყო!" - რატომ გახდა ნანი ბრეგვაძის დაცვა საჭირო სოცქსელში?

ორი დღეა, სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ქარ­თუ­ლი სცე­ნის დე­დოფ­ლის - ნანი ბრეგ­ვა­ძის მხარ­და­სა­ჭე­რი პოს­ტე­ბი გა­მოჩ­ნდა... ვი­ნა­ი­დან მომ­ღერ­ლის მი­მართ ყვე­ლა მხო­ლოდ დიდ პა­ტი­ვის­ცე­მას და სიყ­ვა­რულს გა­მო­ხა­ტავს, გა­ო­ცე­ბას იწ­ვევ­და, რა სა­ჭი­რო გახ­და მისი ვინ­მეს­გან დაც­ვა. ამის გა­სარ­კვე­ვად თა­ვად ნანი ბრეგ­ვა­ძე­საც და­ვუ­კავ­შირ­დით...

ნანი ბრეგ­ვა­ძე:

- ქალ­ბა­ტო­ნო ნანი, რა­ტომ გახ­და თქვე­ნი დაც­ვა სა­ჭი­რო, ვინ­მეს­გან კრი­ტი­კა იყო?

- არა­ფე­რი ვიცი, სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში არა­ფე­რი მი­ნა­ხავს... დიდი ხა­ნია, არ­სად გავ­სულ­ვარ... ჩვე­ნი არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი მუ­სი­კო­სის - ლექ­სო თო­რა­ძის სა­ხე­ლო­ბის "თო­რა­ძის სა­ერ­თა­შო­რი­სო ფეს­ტი­ვა­ლი" გა­იხ­სნა, სა­დაც ლექ­სოს დას­თან - ნინო თო­რა­ძეს­თან ერ­თად ვიმ­ყო­ფე­ბო­დი. შემ­დეგ ზურა შე­ვარ­დნა­ძეს­თან ვი­ყა­ვით, იქ იმ­ყო­ფე­ბო­და რუსი-ებ­რა­ე­ლი მე­ვი­ო­ლი­ნე, მეც ცოტა წა­ვიმ­ღე­რე... მეტს ვე­რა­ფერს გე­ტყვით... არაფ­რის თავი არ მაქვს, დღე და ღამ იმას ვფიქ­რობ, ჩემი ქვე­ყა­ნა გა­ი­მარ­თოს და ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად იყოს...

ერთ-ერთი მხარ­და­სა­ჭე­რი პოს­ტი და­ვით ოქი­ტაშ­ვილს ეკუთ­ვნო­და და ვი­თა­რე­ბა­ში გა­სარ­კვე­ვად მას მივ­მარ­თეთ...

- გა­მოჩ­ნდა პოს­ტე­ბი, სა­დაც წე­რენ, ნანი საბ­ჭო­თა მომ­ღე­რა­ლი იყოო და ახლა აღარ მოს­წონს, მა­შინ რა­ტომ არ თქვა უარი რუ­სეთ­ში ვარ­სკვლა­ვის გახ­სნა­ზეო... საბ­ჭო­თა დროს და­ვი­ბა­დეთ და გა­ვი­ზარ­დეთ, რა ვქნათ ახლა?! შე­იძ­ლე­ბა დღეს რუ­სე­თი ჩვენ­ზე მე­ტად არა­ვის სძულ­დეს, მაგ­რამ მა­შინ რა და რო­გორ ხდე­ბო­და, ხომ ყვე­ლამ კარ­გად ვი­ცით!

ნანი ბრეგ­ვა­ძე არის ის­ტო­რია! რაც მან შექ­მნა თა­ვი­სი ქვეყ­ნის­თვის... წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია მის მი­მართ ბუ­ლინ­გი! მა­შინ ის დრო იყო, საბ­ჭო­თა კავ­შირ­ში შე­მა­ვა­ლი რეს­პუბ­ლი­კე­ბის ხე­ლო­ვა­ნებს არ შე­ეძ­ლოთ სა­ზღვარ­გა­რეთ წას­ვლა, უშიშ­რო­ე­ბა ყო­ველ წამს უკან დაჰ­ყვე­ბო­და...

- ამის ახ­სნა დღეს ვინ­მეს სჭირ­დე­ბა?

- არ უნდა სჭირ­დე­ბო­დეთ! ყვე­ლა­ზე დიდი სა­ში­ნე­ლე­ბა კი ის არის, რომ ამ ქალ­ბა­ტონს ცილი დას­წა­მეს, თით­ქოს თვითმფრი­ნა­ვის ბი­ჭე­ბის დახ­ვრე­ტა­ზე ხელი მო­ა­წე­რა... გეგა კო­ბა­ხი­ძის დე­დას ჰკი­თხეთ და ის გე­ტყვით სი­მარ­თლეს!..წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად

მკითხველის კომენტარები / 24 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გაოგნებულს
2

მთელი საქართველოს სახელით ნუ გამოხტი....

მიშა ტერ-პეტროსიანი
17

პლანეტარული , მსოფლიო დონის სუპერ-მომღერლის, ქათამაძის სამშობლოში ვიღაც ნანი ბრეგვაძე განა რა სახსენებელია?😂🤣

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ყირიმის ანექსიისთვის დაწესებული სანქციები ერთი წლით გაახანგრძლივა
ავტორი:

"ყველანაირად ვეცდებით, ეს ნანის ყურამდე არ მივიდეს... ბრალდება რომ წავიკითხე, შოკისმომგვრელი იყო!" - რატომ გახდა ნანი ბრეგვაძის დაცვა საჭირო სოცქსელში?

"ყველანაირად ვეცდებით, ეს ნანის ყურამდე არ მივიდეს... ბრალდება რომ წავიკითხე, შოკისმომგვრელი იყო!" - რატომ გახდა ნანი ბრეგვაძის დაცვა საჭირო სოცქსელში?

ორი დღეა, სოციალურ ქსელში ქართული სცენის დედოფლის - ნანი ბრეგვაძის მხარდასაჭერი პოსტები გამოჩნდა... ვინაიდან მომღერლის მიმართ ყველა მხოლოდ დიდ პატივისცემას და სიყვარულს გამოხატავს, გაოცებას იწვევდა, რა საჭირო გახდა მისი ვინმესგან დაცვა. ამის გასარკვევად თავად ნანი ბრეგვაძესაც დავუკავშირდით...

ნანი ბრეგვაძე:

- ქალბატონო ნანი, რატომ გახდა თქვენი დაცვა საჭირო, ვინმესგან კრიტიკა იყო?

- არაფერი ვიცი, სოციალურ ქსელში არაფერი მინახავს... დიდი ხანია, არსად გავსულვარ... ჩვენი არაჩვეულებრივი მუსიკოსის - ლექსო თორაძის სახელობის "თორაძის საერთაშორისო ფესტივალი" გაიხსნა, სადაც ლექსოს დასთან - ნინო თორაძესთან ერთად ვიმყოფებოდი. შემდეგ ზურა შევარდნაძესთან ვიყავით, იქ იმყოფებოდა რუსი-ებრაელი მევიოლინე, მეც ცოტა წავიმღერე... მეტს ვერაფერს გეტყვით... არაფრის თავი არ მაქვს, დღე და ღამ იმას ვფიქრობ, ჩემი ქვეყანა გაიმართოს და ყველაფერი კარგად იყოს...

ერთ-ერთი მხარდასაჭერი პოსტი დავით ოქიტაშვილს ეკუთვნოდა და ვითარებაში გასარკვევად მას მივმართეთ...

- გამოჩნდა პოსტები, სადაც წერენ, ნანი საბჭოთა მომღერალი იყოო და ახლა აღარ მოსწონს, მაშინ რატომ არ თქვა უარი რუსეთში ვარსკვლავის გახსნაზეო... საბჭოთა დროს დავიბადეთ და გავიზარდეთ, რა ვქნათ ახლა?! შეიძლება დღეს რუსეთი ჩვენზე მეტად არავის სძულდეს, მაგრამ მაშინ რა და როგორ ხდებოდა, ხომ ყველამ კარგად ვიცით!

ნანი ბრეგვაძე არის ისტორია! რაც მან შექმნა თავისი ქვეყნისთვის... წარმოუდგენელია მის მიმართ ბულინგი! მაშინ ის დრო იყო, საბჭოთა კავშირში შემავალი რესპუბლიკების ხელოვანებს არ შეეძლოთ საზღვარგარეთ წასვლა, უშიშროება ყოველ წამს უკან დაჰყვებოდა...

- ამის ახსნა დღეს ვინმეს სჭირდება?

- არ უნდა სჭირდებოდეთ! ყველაზე დიდი საშინელება კი ის არის, რომ ამ ქალბატონს ცილი დასწამეს, თითქოს თვითმფრინავის ბიჭების დახვრეტაზე ხელი მოაწერა... გეგა კობახიძის დედას ჰკითხეთ და ის გეტყვით სიმართლეს!..წაიკითხეთ სრულად