ავტორი:

ვრცელდება ინფორმაცია, რომ მსახიობი შონ პენი თბილისშია

ვრცელდება ინფორმაცია, რომ მსახიობი შონ პენი თბილისშია

რეჟისორი და მსახიობი შონ პენი თბილისშია. როგორც ცნობილია, ის 10 ივნისს ამბის თხრობის ფესტივალს, ZEG, დახურავს. საუბრის მთავარი თემა კი იქნება ომი უკრაინაში და ოკუპაცია.

შონ პენის საქართველოში ვიზიტის შესახებ ინფორმაციას და მის "თბილისურ კადრებს" "მთავარი არხი" ავრცელებს.

ცნობისთვის, შონ პენი უკრაინაში ომის დაწყების დღიდან უკრაინელთა გვერდითაა არა მხოლოდ სიტყვებით, არამედ ფიზიკურად. ომის დაწყების შემდეგ, ის სამჯერ იმყოფებოდა უკრაინაში. პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის კი საკუთარი "ოსკარი" გადასცა და უთხრა, რომ ჯილდოს უკრაინის გამარჯვების შემდეგ დაიბრუნებს.

გარდა ამისა, შონ პენი უკრაინაში ომზე და რუსულ ოკუპაციაზე ფილმს იღებს.

იხილეთ ასევე: