მნიშვნელოვანი ინფორმაცია
პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

20

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 03:06-ზე, მთვარე თევზებში იქნება 16:24-დან - კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა, მაგრამ გამოცდა სხვა დროისთვის გადადეთ. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. არასასურველი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისთვის. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი.
მოზაიკა
წიგნები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
სპორტი
Faceამბები
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სკოლის დამთავრების შემდეგ პირდაპირ მონასტერში წავედი... ჩემი შემოსავლის წყარო ხატვა და დეკორაციების კეთებაა" - თვითნასწავლი მხატვრის საოცარი შემოქმედება და ოცნება საკუთარ გამოფენაზე
"სკოლის დამთავრების შემდეგ პირდაპირ მონასტერში წავედი... ჩემი შემოსავლის წყარო ხატვა და დეკორაციების კეთებაა" - თვითნასწავლი მხატვრის საოცარი შემოქმედება და ოცნება საკუთარ გამოფენაზე

გეგ­მავს ყო­ველ­დღე შექ­მნას ყვე­ლა იმ ქარ­თვე­ლი გე­ნი­ა­ლუ­რი მსა­ხი­ო­ბის პორ­ტრე­ტი, ვინც თა­ვი­სი სი­ტყვა და­ტო­ვა ხე­ლოვ­ნე­ბა­ში, მისი ოც­ნე­ბაა მო­ა­წყოს გა­მო­ფე­ნა - ეს თვით­ნას­წავ­ლი მხატ­ვა­რი ლუკა ორ­ჯო­ნი­კი­ძეა, რომ­ლის ნა­მუ­შევ­რებ­საც სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მო­წო­ნე­ბა და ინ­ტე­რე­სი ახ­ლავს...

ლუკა ორ­ჯო­ნი­კი­ძე თა­ვის შე­მოქ­მე­დე­ბა­ზე და სა­ინ­ტე­რე­სო ცხოვ­რე­ბა­ზე გვე­სა­უბ­რა...

- ლუკა, სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში თქვენს ნა­მუ­შევ­რებს ძა­ლი­ან დიდი აღ­ფრთო­ვა­ნე­ბა მოყ­ვა, პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი მხატ­ვა­რი ხართ?

- თვით­ნას­წავ­ლი მხატ­ვა­რი გახ­ლა­ვართ... პრო­ფე­სი­ით მხატ­ვა­რი დე­და­ჩე­მია, დამ­თავ­რე­ბუ­ლი აქვს თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო სამ­ხატ­ვრო აკა­დე­მია. ხატ­ვა ჩემ­თვის უცხო არ იყო, თუმ­ცა არას­დროს მი­ფიქ­რია, რომ ხატ­ვას და­ვი­წყებ­დი. 13 წლის ასაკ­ში მყავ­და საყ­ვა­რე­ლი მომ­ღე­რა­ლი ემი უა­ი­ნ­ჰა­უ­სი, რაც ჩემი ხატ­ვის და­წყე­ბის შთა­გო­ნე­ბა გახ­და. მისი და­ახ­ლო­ე­ბით ასი პორ­ტრე­ტი მაქვს შეს­რუ­ლე­ბუ­ლი. ყვე­ლა­ფე­რი აქე­დან და­ი­წყო... ჩემ­თვის ვხა­ტავ­დი პორ­ტრე­ტებს, სკო­ლის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ მი­ვი­ღე გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, რომ მო­ნას­ტერ­ში წავ­სუ­ლი­ყა­ვი. 6 წელი ვი­ცხოვ­რე მო­ნას­ტერ­ში, სა­დაც და­ვი­წყე ხატ­წე­რა, ხა­ტებს მო­ნას­ტრის­თვის ვწერ­დი. ჩემი პე­და­გო­გი დე­და­ჩე­მი იყო. ყო­ველ­თვის ვი­ღებ­დი მის კრი­ტი­კას და მის რჩე­ვებს ვით­ვა­ლის­წი­ნებ­დი...

- მო­ნას­ტერ­ში ცხოვ­რე­ბის შე­სა­ხებ უფრო მეტი რომ გვი­თხრათ...

- ბი­ძა­ჩე­მი (დე­დის ძმა) დე­კა­ნო­ზია, ბავ­შვო­ბი­დან ეკ­ლე­სი­ურ ოჯახ­ში ვიზ­რდე­ბო­დი, ბი­ძა­ჩემს სტი­ქა­როს­ნად დავ­ყვე­ბო­დი, შემ­დეგ მამა თე­ო­დო­რე გიგ­ნა­ძის სუ­ლი­ე­რი შვი­ლი გავ­ხდი... დღემ­დე არ ვიცი ჩემი ბავ­შვუ­რი ახი­რე­ბა იყო თუ უფ­ლის ნება, გა­დავ­წყვი­ტე მო­ნას­ტერ­ში წავ­სუ­ლი­ყა­ვი, ჩემ­თვის მო­ნას­ტერ­ში გა­ტა­რე­ბუ­ლი ყო­ვე­ლი დღე ძვირ­ფა­სი იყო, რის­თვი­საც უფალს მად­ლო­ბას ვუხ­დი, ვი­ყა­ვი შიო მღვი­მის მო­ნას­ტერ­ში, სა­დაც შვი­ლი­ვით მი­მი­ღო წი­ნამ­ძღვარ­მა და ძმა­სა­ვით საძ­მომ... 6 წელი ვი­ყა­ვი მორ­ჩი­ლი, ბოლო სამი წელი ჩემი მორ­ჩი­ლე­ბა ტრა­პე­ზო­ბა იყო... მო­ნას­ტერ­ში ცხოვ­რე­ბა საკ­მა­ოდ რთუ­ლია, თუმ­ცა რამ­დე­ნა­დაც რთუ­ლია, იმ­დე­ნად მეტი სი­ხა­რუ­ლია... ამ ეტაპ­ზე ვცხოვ­რობ ერში, ეს ჩემი პი­რა­დი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა იყო, თუმ­ცა ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა სა­ბო­ლოო არ არის!

- ახ­სე­ნეთ, რომ კერ­პი გყავ­დათ...

- 13 წლის ასაკ­ში ჩემი კერ­პი ემი უა­ი­ნ­ჰა­უ­სი გახ­და, რო­გორც სა­უ­კე­თე­სო მომ­ღე­რა­ლი, მიყ­ვარს მუ­სი­კა და დღემ­დე ეს მომ­ღე­რა­ლი ჩემ­თვის სა­უ­კე­თე­სოა! მისი სიმ­ღე­რე­ბი მეხ­მა­რე­ბო­და მხატ­ვრო­ბა­ში, ასე­ვე მაქვს 13 წლის ასაკ­ში გა­კე­თე­ბუ­ლი, ხის ფირ­ფი­ტებ­ზე ამოტვიფ­რუ­ლი ჩემი შეს­რუ­ლე­ბით ემი უა­ი­ნ­ჰა­უ­სის ბი­ოგ­რა­ფი­უ­ლი წიგ­ნი (ნა­ხა­ტე­ბით).

- ჟან­რობ­რი­ვად რამ­დე­ნად მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნია თქვე­ნი შე­მოქ­მე­დე­ბა?

- ძი­რი­თა­დად ხა­ტებს ვწერ და პორ­ტრე­ტის­ტი ვარ, სხვა ჟან­რის ნა­მუ­შევ­რებ­ზე იშ­ვი­ა­თად ვმუ­შა­ობ. ბავ­შვო­ბი­დან მი­ტა­ცებ­და ძვე­ლი ქარ­თუ­ლი ფილ­მე­ბი, რაც ინ­სპი­რა­ცია გახ­და, გე­ნი­ა­ლუ­რი ქარ­თვე­ლი მსა­ხი­ო­ბე­ბის პორ­ტრე­ტე­ბი შე­მექ­მნა. რაც იხი­ლეთ, ეს მცი­რე ნა­წი­ლია… ვგეგ­მავ და ვმუ­შა­ობ ყო­ველ­დღე შევ­ქმნა ყვე­ლა იმ ქარ­თვე­ლი გე­ნი­ა­ლუ­რი მსა­ხი­ო­ბის პორ­ტრე­ტი, ვინც თა­ვი­სი სი­ტყვა და­ტო­ვა ხე­ლოვ­ნე­ბა­ში, ჩემი ოც­ნე­ბაა მო­ვა­წყო გა­მო­ფე­ნა სა­ხელ­წო­დე­ბით „ეს ჩვენ შევ­ქმე­ნით ეპო­ქა". ამის გარ­და, ვწერ მო­თხრო­ბებს, ნო­ვე­ლებს, წე­რი­ლებს და ასე­ვე დიდი სურ­ვი­ლი მაქვს წიგ­ნე­ბის გა­მოშ­ვე­ბის...

- რამ­დე­ნად ხელ­საყ­რე­ლი გა­რე­მოა დღეს მხატ­ვრის­თვის სა­ქარ­თვე­ლო­ში?

- ამ თე­მას­თან და­კავ­ში­რე­ბით ჩემი აზრი ის არის რომ, მხატ­ვარს თუ ხატ­ვა უნდა, ყველ­გან და ყვე­ლაფ­რით და­ხა­ტავს... მინ­და გი­თხართ, რომ ჩვენს დრო­ში, ძა­ლი­ან ბევ­რი მხატ­ვა­რი გვყავს, რომ­ლე­ბიც ჩრდილ­ში იმ­ყო­ფე­ბი­ან და მხო­ლოდ სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლე­ბით ვხე­დავთ კან­ტი­კუნ­ტად მათ ნა­მუ­შევ­რებს, რაც ძა­ლი­ან სამ­წუ­ხა­როა.

- რას ეტყო­დით იმ ადა­მი­ა­ნებს, რომ­ლე­ბიც თქვენს ნა­მუ­შევ­რებ­ზე დიდ აღ­ფრთო­ვა­ნე­ბას გა­მო­ხა­ტა­ვენ?

- პირ­ველ რიგ­ში, ძა­ლი­ან დიდი მად­ლო­ბა მინ­და მო­ვუ­ხა­დო იმ სა­ქე­ბა­რი და გა­მამ­ხნე­ვე­ბე­ლი სი­ტყვე­ბი­სათ­ვის ყვე­ლას, რომ­ლებ­საც ჩემ­თვის იმე­ტე­ბენ. ეს დიდი მო­ტი­ვა­ცი­აა ჩემ­თვის, არა მხო­ლოდ კო­მენ­ტა­რე­ბით არა­მედ პი­რად­შიც ძა­ლი­ან ბევ­რი ადა­მი­ა­ნი მწერს, თუ რო­გო­რი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლია, რა­საც ვა­კე­თებ. მგო­ნი რომ, სა­ქარ­თვე­ლო­ში პირ­ვე­ლი ვარ, ვი­საც ასე­თი ჩა­ნა­ფიქ­რი აქვს, რომ შექ­მნას დიდი არ­ტის­ტე­ბის პორ­ტრე­ტე­ბი.

- კი­დევ რო­მე­ლი არ­ტის­ტე­ბის და­ხატ­ვას აპი­რებთ?

- ბევ­რი სა­ო­ცა­რი სა­ხეა, რომ­ლის და­ხატ­ვა­საც ვა­პი­რებ, დიდი რა­მაზ ჩხიკ­ვა­ძე, ერო­სი მან­ჯგა­ლა­ძე, ვე­რი­კო ან­ჯა­ფა­რი­ძე, იპო­ლი­ტე ხვი­ჩია, ულა­მა­ზე­სი მე­დეა ჯა­ფა­რი­ძე და უამ­რა­ვი სხვა... ფა­ტი­მას შე­სა­ნიშ­ნა­ვი რო­ლის შემ­სრუ­ლე­ბე­ლი, ულა­მა­ზე­სი თა­მარ კო­კო­ვა და კი­ნო­სა და თე­ატ­რის სხვა მსა­ხი­ო­ბე­ბის პორ­ტრე­ტე­ბის შეს­რუ­ლე­ბას ვა­პი­რებ, რომ­ლე­ბიც ჩემი მუ­ზე­ბი არი­ან. ჩემი ჩა­ნა­ფიქ­რი მინ­და ბო­ლომ­დე მი­ვიყ­ვა­ნო, და ქარ­თველ ახალ­გაზ­რდებს შე­ვახ­სე­ნო თუ რა­ო­დენ დიდი გე­ნი­ო­სი არ­ტის­ტე­ბი გვყავ­და, რომ­ლე­ბიც თით­ქოს მი­ვი­წყე­ბულ­ნი არი­ან. მინ­და მკი­თხველს მივ­მარ­თო, რომ არას­დროს და­ი­ვი­წყოს ქარ­თუ­ლი კულ­ტუ­რა, რო­გო­რი­ცაა ძვე­ლი კინო ხე­ლოვ­ნე­ბა, სა­დაც ნამ­დვი­ლი სის­პე­ტა­კეა!. მინ­და მად­ლო­ბა მო­გი­ხა­დოთ, რომ და­ინ­ტე­რეს­დით ჩემი ნა­ხა­ტე­ბით. და­ვა­მა­ტებ, რომ კი­დევ ბევ­რი მაქვს სას­წავ­ლი, და­სახ­ვე­წი. მინ­და გავ­ხდე ნამ­დვი­ლი მხატ­ვა­რი. ეს ჩემი ყვე­ლა­ზე დიდი ოც­ნე­ბაა.

- და­ხა­ტუ­ლი გყავთ სა­სუ­ლი­ე­რო პი­რე­ბი...

- დიახ მყავს და­ხა­ტუ­ლი ჩვე­ნი უწ­მინ­დე­სი და უნე­ტა­რე­სი ილია მე­ო­რე, ალექ­სან­დრე ოქ­რო­პი­რი­ძე, წმინ­და მა­მე­ბი და სა­სუ­ლი­ე­რო პი­რე­ბი...

- ამ­ჯე­რად რა არის თქვე­ნი პრო­ფე­სია?

- სკო­ლის შემ­დეგ პირ­და­პირ მო­ნას­ტერ­ში წა­ვე­დი, ამი­ტომ პრო­ფე­სი­ის არ­ჩე­ვა­ზე არ მი­ფიქ­რია, თუმ­ცა ჩემი შე­მო­სავ­ლის წყა­რო არის სხვა­დას­ხვა ხელ­ნა­კე­თი დე­კო­რა­ცი­ე­ბის კე­თე­ბა და ხატ­ვა.

მკითხველის კომენტარები / 18 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მაია
0

გაიხარეთ ძალიან ლამაზი ნახატებია და როგორი კარგი ჩანაფიქრი გაქვთ წარმატებები კარგო ადამიანო

მმმმ
1

რა კარგია

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
პირველებმა ბექა ონიანზე სასტიკი ანგარიშსწორების პირველი კადრები მოიპოვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

"სკოლის დამთავრების შემდეგ პირდაპირ მონასტერში წავედი... ჩემი შემოსავლის წყარო ხატვა და დეკორაციების კეთებაა" - თვითნასწავლი მხატვრის საოცარი შემოქმედება და ოცნება საკუთარ გამოფენაზე

"სკოლის დამთავრების შემდეგ პირდაპირ მონასტერში წავედი... ჩემი შემოსავლის წყარო ხატვა და დეკორაციების კეთებაა" - თვითნასწავლი მხატვრის საოცარი შემოქმედება და ოცნება საკუთარ გამოფენაზე

გეგმავს ყოველდღე შექმნას ყველა იმ ქართველი გენიალური მსახიობის პორტრეტი, ვინც თავისი სიტყვა დატოვა ხელოვნებაში, მისი ოცნებაა მოაწყოს გამოფენა - ეს თვითნასწავლი მხატვარი ლუკა ორჯონიკიძეა, რომლის ნამუშევრებსაც სოციალურ ქსელში განსაკუთრებული მოწონება და ინტერესი ახლავს...

ლუკა ორჯონიკიძე თავის შემოქმედებაზე და საინტერესო ცხოვრებაზე გვესაუბრა...

- ლუკა, სოციალურ ქსელში თქვენს ნამუშევრებს ძალიან დიდი აღფრთოვანება მოყვა, პროფესიონალი მხატვარი ხართ?

- თვითნასწავლი მხატვარი გახლავართ... პროფესიით მხატვარი დედაჩემია, დამთავრებული აქვს თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია. ხატვა ჩემთვის უცხო არ იყო, თუმცა არასდროს მიფიქრია, რომ ხატვას დავიწყებდი. 13 წლის ასაკში მყავდა საყვარელი მომღერალი ემი უაინჰაუსი, რაც ჩემი ხატვის დაწყების შთაგონება გახდა. მისი დაახლოებით ასი პორტრეტი მაქვს შესრულებული. ყველაფერი აქედან დაიწყო... ჩემთვის ვხატავდი პორტრეტებს, სკოლის დამთავრების შემდეგ მივიღე გადაწყვეტილება, რომ მონასტერში წავსულიყავი. 6 წელი ვიცხოვრე მონასტერში, სადაც დავიწყე ხატწერა, ხატებს მონასტრისთვის ვწერდი. ჩემი პედაგოგი დედაჩემი იყო. ყოველთვის ვიღებდი მის კრიტიკას და მის რჩევებს ვითვალისწინებდი...

- მონასტერში ცხოვრების შესახებ უფრო მეტი რომ გვითხრათ...

- ბიძაჩემი (დედის ძმა) დეკანოზია, ბავშვობიდან ეკლესიურ ოჯახში ვიზრდებოდი, ბიძაჩემს სტიქაროსნად დავყვებოდი, შემდეგ მამა თეოდორე გიგნაძის სულიერი შვილი გავხდი... დღემდე არ ვიცი ჩემი ბავშვური ახირება იყო თუ უფლის ნება, გადავწყვიტე მონასტერში წავსულიყავი, ჩემთვის მონასტერში გატარებული ყოველი დღე ძვირფასი იყო, რისთვისაც უფალს მადლობას ვუხდი, ვიყავი შიო მღვიმის მონასტერში, სადაც შვილივით მიმიღო წინამძღვარმა და ძმასავით საძმომ... 6 წელი ვიყავი მორჩილი, ბოლო სამი წელი ჩემი მორჩილება ტრაპეზობა იყო... მონასტერში ცხოვრება საკმაოდ რთულია, თუმცა რამდენადაც რთულია, იმდენად მეტი სიხარულია... ამ ეტაპზე ვცხოვრობ ერში, ეს ჩემი პირადი გადაწყვეტილება იყო, თუმცა ეს გადაწყვეტილება საბოლოო არ არის!

- ახსენეთ, რომ კერპი გყავდათ...

- 13 წლის ასაკში ჩემი კერპი ემი უაინჰაუსი გახდა, როგორც საუკეთესო მომღერალი, მიყვარს მუსიკა და დღემდე ეს მომღერალი ჩემთვის საუკეთესოა! მისი სიმღერები მეხმარებოდა მხატვრობაში, ასევე მაქვს 13 წლის ასაკში გაკეთებული, ხის ფირფიტებზე ამოტვიფრული ჩემი შესრულებით ემი უაინჰაუსის ბიოგრაფიული წიგნი (ნახატებით).

- ჟანრობრივად რამდენად მრავალფეროვანია თქვენი შემოქმედება?

- ძირითადად ხატებს ვწერ და პორტრეტისტი ვარ, სხვა ჟანრის ნამუშევრებზე იშვიათად ვმუშაობ. ბავშვობიდან მიტაცებდა ძველი ქართული ფილმები, რაც ინსპირაცია გახდა, გენიალური ქართველი მსახიობების პორტრეტები შემექმნა. რაც იხილეთ, ეს მცირე ნაწილია… ვგეგმავ და ვმუშაობ ყოველდღე შევქმნა ყველა იმ ქართველი გენიალური მსახიობის პორტრეტი, ვინც თავისი სიტყვა დატოვა ხელოვნებაში, ჩემი ოცნებაა მოვაწყო გამოფენა სახელწოდებით „ეს ჩვენ შევქმენით ეპოქა". ამის გარდა, ვწერ მოთხრობებს, ნოველებს, წერილებს და ასევე დიდი სურვილი მაქვს წიგნების გამოშვების...

- რამდენად ხელსაყრელი გარემოა დღეს მხატვრისთვის საქართველოში?

- ამ თემასთან დაკავშირებით ჩემი აზრი ის არის რომ, მხატვარს თუ ხატვა უნდა, ყველგან და ყველაფრით დახატავს... მინდა გითხართ, რომ ჩვენს დროში, ძალიან ბევრი მხატვარი გვყავს, რომლებიც ჩრდილში იმყოფებიან და მხოლოდ სოციალური ქსელებით ვხედავთ კანტიკუნტად მათ ნამუშევრებს, რაც ძალიან სამწუხაროა.

- რას ეტყოდით იმ ადამიანებს, რომლებიც თქვენს ნამუშევრებზე დიდ აღფრთოვანებას გამოხატავენ?

- პირველ რიგში, ძალიან დიდი მადლობა მინდა მოვუხადო იმ საქებარი და გამამხნევებელი სიტყვებისათვის ყველას, რომლებსაც ჩემთვის იმეტებენ. ეს დიდი მოტივაციაა ჩემთვის, არა მხოლოდ კომენტარებით არამედ პირადშიც ძალიან ბევრი ადამიანი მწერს, თუ როგორი განსაკუთრებულია, რასაც ვაკეთებ. მგონი რომ, საქართველოში პირველი ვარ, ვისაც ასეთი ჩანაფიქრი აქვს, რომ შექმნას დიდი არტისტების პორტრეტები.

- კიდევ რომელი არტისტების დახატვას აპირებთ?

- ბევრი საოცარი სახეა, რომლის დახატვასაც ვაპირებ, დიდი რამაზ ჩხიკვაძე, ეროსი მანჯგალაძე, ვერიკო ანჯაფარიძე, იპოლიტე ხვიჩია, ულამაზესი მედეა ჯაფარიძე და უამრავი სხვა... ფატიმას შესანიშნავი როლის შემსრულებელი, ულამაზესი თამარ კოკოვა და კინოსა და თეატრის სხვა მსახიობების პორტრეტების შესრულებას ვაპირებ, რომლებიც ჩემი მუზები არიან. ჩემი ჩანაფიქრი მინდა ბოლომდე მივიყვანო, და ქართველ ახალგაზრდებს შევახსენო თუ რაოდენ დიდი გენიოსი არტისტები გვყავდა, რომლებიც თითქოს მივიწყებულნი არიან. მინდა მკითხველს მივმართო, რომ არასდროს დაივიწყოს ქართული კულტურა, როგორიცაა ძველი კინო ხელოვნება, სადაც ნამდვილი სისპეტაკეა!. მინდა მადლობა მოგიხადოთ, რომ დაინტერესდით ჩემი ნახატებით. დავამატებ, რომ კიდევ ბევრი მაქვს სასწავლი, დასახვეწი. მინდა გავხდე ნამდვილი მხატვარი. ეს ჩემი ყველაზე დიდი ოცნებაა.

- დახატული გყავთ სასულიერო პირები...

- დიახ მყავს დახატული ჩვენი უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე, ალექსანდრე ოქროპირიძე, წმინდა მამები და სასულიერო პირები...

- ამჯერად რა არის თქვენი პროფესია?

- სკოლის შემდეგ პირდაპირ მონასტერში წავედი, ამიტომ პროფესიის არჩევაზე არ მიფიქრია, თუმცა ჩემი შემოსავლის წყარო არის სხვადასხვა ხელნაკეთი დეკორაციების კეთება და ხატვა.