მოზაიკა
მსოფლიო

20

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 03:06-ზე, მთვარე თევზებში იქნება 16:24-დან - კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა, მაგრამ გამოცდა სხვა დროისთვის გადადეთ. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. არასასურველი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისთვის. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი.
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
უკრაინული გამოცემის თანახმად, მიხეილ სააკაშვილის ძმა ადასტურებს, რომ ლიზა იასკოს შვილი მისი ძმისგან შეეძინა - "ის გოგონაა, მე ვნახე, მიხეილს ბავშვი არ უნახავს"
უკრაინული გამოცემის თანახმად, მიხეილ სააკაშვილის ძმა ადასტურებს, რომ ლიზა იასკოს შვილი მისი ძმისგან შეეძინა - "ის გოგონაა, მე ვნახე, მიხეილს ბავშვი არ უნახავს"

უკ­რა­ი­ნუ­ლი გა­მო­ცე­მა "სტრა­ნა“ წერს, რომ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის ძმამ, და­ვით სა­ა­კაშ­ვილ­მა და­ა­დას­ტუ­რა გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია, რომ­ლის თა­ნახ­მა­დაც, უკ­რა­ი­ნის რა­დას დე­პუ­ტატს ლიზა იას­კოს შვი­ლი ექ­სპრე­ზი­დენტ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის­გან შე­ე­ძი­ნა.

"დიახ, ის მი­ხე­ი­ლის შვი­ლია, გო­გო­ნაა, და­ახ­ლო­ე­ბით ექ­ვსი თვის წინ და­ი­ბა­და, მე ვნა­ხე, მი­ხე­ილს ბავ­შვი არ უნა­ხავს", - Strana და­ვით სა­ა­კაშ­ვი­ლის ამ კო­მენ­ტარს ავ­რცე­ლებს.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ 1-ლ ივ­ნისს, ბავ­შვთა დაც­ვის სა­ერ­თა­შო­რი­სო დღეს, უკ­რა­ი­ნის რა­დას დე­პუ­ტატ­მა ლიზა იას­კომ, სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ემო­ცი­უ­რი პოს­ტი გა­მო­აქ­ვეყ­ნა. 32 წლის იას­კო წერ­და, რომ დედა გახ­და. ის მი­ა­ნიშ­ნებ­და, რომ მისი პირ­ვე­ლი შვი­ლის მამა, სა­ვა­რა­უ­დოდ, ცი­ხე­ში მყო­ფი სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტი, 55 წლის მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლია.

იას­კო ასე­ვე წერ­და ბავ­შვის უკ­რა­ი­ნულ ფეს­ვებ­ზე და მას მა­მის უკ­რა­ი­ნუ­ლი გაგ­რძე­ლე­ბა უწო­და. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია ის ფაქ­ტიც, რომ იას­კოს პოს­ტში არ და­უ­კონ­კრე­ტე­ბია, თუ რო­დის და­ი­ბა­და მისი შვი­ლი, არც სქე­სი და არც ბავ­შვის სა­ხე­ლი უხ­სე­ნე­ბია. პე­რი­ო­დუ­ლად მე­დი­ა­ში ვრცელ­დე­ბო­და ფო­ტო­ე­ბი, რაც ლიზა იას­კოს ორ­სუ­ლო­ბას ადას­ტუ­რებ­და, თუმ­ცა ამ თე­მა­ზე ღიად არ­ცერ­თი მხა­რე არ ლა­პა­რა­კობ­და.

ლიზა იას­კოს გავ­რცე­ლე­ბუ­ლი პოს­ტის შემ­დეგ, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის ოჯახს ამ თე­მა­ზე მე­დი­ა­ში კო­მენ­ტა­რი არ გა­უ­კე­თე­ბია. არც თა­ვად სა­ა­კაშ­ვილს და­უ­დას­ტუ­რე­ბია სა­ჯა­როდ ბავ­შვის მა­მო­ბა. მკი­თხველს შე­ვახ­სე­ნებთ, რომ ექ­სპრე­ზი­დენ­ტმა 2021 წლის დე­კემ­ბერ­ში, "ფე­ის­ბუ­ქის" სა­კუ­თარ გვერ­დზე გა­ავ­რცე­ლა გან­ცხა­დე­ბა, რომ სოფო ნი­ჟა­რა­ძე­სა და მას სა­ერ­თო შვი­ლი ჰყავ­დათ.

უკ­რა­ი­ნუ­ლი მე­დია იას­კოს სა­ვა­რა­უ­დო ორ­სუ­ლო­ბის შე­სა­ხებ, ჯერ კი­დევ 2022 წლის თე­ბერ­ვალ­ში წერ­და, თუმ­ცა იქვე აკონ­კრე­ტებ­დნენ, რომ ქალს მუ­ცე­ლი არ ეტყო­ბო­და. ამ დროს მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი 5 თვის და­კა­ვე­ბუ­ლი იყო. რამ­დე­ნი­მე თვე­ში ტე­ლე­კომ­პა­ნია "იმედ­მა“ სი­უ­ჟე­ტი მო­ამ­ზა­და ექ­სპრე­ზი­დენ­ტი­სა და ლი­ზას სა­ერ­თო შვილ­ზე, რომ­ლის თა­ნახ­მა­დაც, გი­უ­ლი ალა­სა­ნი­ამ შვი­ლიშ­ვილს თით­ქოს კი­ევ­ში ბინა გა­და­უ­ფორ­მა. თუმ­ცა მა­შინ ეს ინ­ფორ­მა­ცია სა­ა­კაშ­ვი­ლის დე­დას ოფი­ცი­ა­ლუ­რად არ და­უ­დას­ტუ­რე­ბია.

თე­ბერ­ვალ­ში უკ­რა­ი­ნულ­მა მე­დი­ამ გა­მო­აქ­ვეყ­ნა სტა­ტია, რო­მელ­შიც წერ­და, რომ სა­ა­კაშ­ვი­ლი იას­კოს და­შორ­და.

"მან ორ­სუ­ლო­ბა მო­ი­გო­ნა. მი­შას და დე­და­მისს უთხრა, რომ ბავ­შვს ელო­დე­ბო­და. ამ­გვა­რად, აი­ძუ­ლა მას გა­და­ე­ღო ვი­დეო-აღი­ა­რე­ბა მათი ურ­თი­ერ­თო­ბის შე­სა­ხებ სა­ა­კაშ­ვი­ლის სა­ქარ­თვე­ლო­ში წას­ვლამ­დე. რო­დე­საც გი­სო­სებს მიღ­მა აღ­მოჩ­ნდა, ვი­დეო თა­ვად გა­ა­სა­ჯა­რო­ვა" - გან­მარ­ტავს წყა­რო ექ­სპრე­ზი­დენ­ტის ახლო წრი­დან. მათი ურ­თი­ერ­თო­ბა მას შემ­დეგ დას­რულ­და, რო­დე­საც გა­ირ­კვა, რომ მი­შას მთე­ლი ქო­ნე­ბა დე­დის სა­ხელ­ზე იყო რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი. ასე­ვე, წყა­როს ცნო­ბით, იას­კო ეჭ­ვი­ა­ნობ­და მის პა­ტა­რა ქა­ლიშ­ვილ­ზე ელის-მა­რი­ა­ზე, სთხო­ვა ბავ­შვის სუ­რა­თე­ბი სა­კან­ში არ ჰქო­ნო­და გა­მო­ფე­ნი­ლი. ახლა, როცა სა­ა­კაშ­ვი­ლი ცი­ხე­ში მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბა­შია, ლი­ზას ის თით­ქმის არ ახ­სოვს,“ - წერ­და strana.news.

წა­ი­კი­თხეთ ასე­ვე:

მკითხველის კომენტარები / 42 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გულშემატკივარი
0

ხომ არ გაგვენთავისუფლებინა, ბავშვის სანახავად. რა ვიცით, რა ხდება. იქნებ ბავშვს კიდევ, ძმა შესძენოდა. აააა რას იტყვით.

უკაცრავად
4

ყველა ქორწინების გარე დაბადებულ ბავშვზე აქვეყნებთ სტატიებს?ამ ავადმყოფების ოჯახებისგან და საყვარლებისგან დაგვასვენეთ!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვოლოდიმირ ზელენსკი, რომში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს ჯეი დი ვენსს და სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოს შეხვდა
ავტორი:

უკრაინული გამოცემის თანახმად, მიხეილ სააკაშვილის ძმა ადასტურებს, რომ ლიზა იასკოს შვილი მისი ძმისგან შეეძინა - "ის გოგონაა, მე ვნახე, მიხეილს ბავშვი არ უნახავს"

უკრაინული გამოცემის თანახმად, მიხეილ სააკაშვილის ძმა ადასტურებს, რომ ლიზა იასკოს შვილი მისი ძმისგან შეეძინა - "ის გოგონაა, მე ვნახე, მიხეილს ბავშვი არ უნახავს"

უკრაინული გამოცემა "სტრანა“ წერს, რომ მიხეილ სააკაშვილის ძმამ, დავით სააკაშვილმა დაადასტურა გავრცელებული ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, უკრაინის რადას დეპუტატს ლიზა იასკოს შვილი ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისგან შეეძინა.

"დიახ, ის მიხეილის შვილია, გოგონაა, დაახლოებით ექვსი თვის წინ დაიბადა, მე ვნახე, მიხეილს ბავშვი არ უნახავს", - Strana დავით სააკაშვილის ამ კომენტარს ავრცელებს.

შეგახსენებთ, რომ 1-ლ ივნისს, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს, უკრაინის რადას დეპუტატმა ლიზა იასკომ, სოციალურ ქსელში ემოციური პოსტი გამოაქვეყნა. 32 წლის იასკო წერდა, რომ დედა გახდა. ის მიანიშნებდა, რომ მისი პირველი შვილის მამა, სავარაუდოდ, ციხეში მყოფი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, 55 წლის მიხეილ სააკაშვილია.

იასკო ასევე წერდა ბავშვის უკრაინულ ფესვებზე და მას მამის უკრაინული გაგრძელება უწოდა. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ იასკოს პოსტში არ დაუკონკრეტებია, თუ როდის დაიბადა მისი შვილი, არც სქესი და არც ბავშვის სახელი უხსენებია. პერიოდულად მედიაში ვრცელდებოდა ფოტოები, რაც ლიზა იასკოს ორსულობას ადასტურებდა, თუმცა ამ თემაზე ღიად არცერთი მხარე არ ლაპარაკობდა.

ლიზა იასკოს გავრცელებული პოსტის შემდეგ, მიხეილ სააკაშვილის ოჯახს ამ თემაზე მედიაში კომენტარი არ გაუკეთებია. არც თავად სააკაშვილს დაუდასტურებია საჯაროდ ბავშვის მამობა. მკითხველს შევახსენებთ, რომ ექსპრეზიდენტმა 2021 წლის დეკემბერში, "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე გაავრცელა განცხადება, რომ სოფო ნიჟარაძესა და მას საერთო შვილი ჰყავდათ.

უკრაინული მედია იასკოს სავარაუდო ორსულობის შესახებ, ჯერ კიდევ 2022 წლის თებერვალში წერდა, თუმცა იქვე აკონკრეტებდნენ, რომ ქალს მუცელი არ ეტყობოდა. ამ დროს მიხეილ სააკაშვილი 5 თვის დაკავებული იყო. რამდენიმე თვეში ტელეკომპანია "იმედმა“ სიუჟეტი მოამზადა ექსპრეზიდენტისა და ლიზას საერთო შვილზე, რომლის თანახმადაც, გიული ალასანიამ შვილიშვილს თითქოს კიევში ბინა გადაუფორმა. თუმცა მაშინ ეს ინფორმაცია სააკაშვილის დედას ოფიციალურად არ დაუდასტურებია.

თებერვალში უკრაინულმა მედიამ გამოაქვეყნა სტატია, რომელშიც წერდა, რომ სააკაშვილი იასკოს დაშორდა.

"მან ორსულობა მოიგონა. მიშას და დედამისს უთხრა, რომ ბავშვს ელოდებოდა. ამგვარად, აიძულა მას გადაეღო ვიდეო-აღიარება მათი ურთიერთობის შესახებ სააკაშვილის საქართველოში წასვლამდე. როდესაც გისოსებს მიღმა აღმოჩნდა, ვიდეო თავად გაასაჯაროვა" - განმარტავს წყარო ექსპრეზიდენტის ახლო წრიდან. მათი ურთიერთობა მას შემდეგ დასრულდა, როდესაც გაირკვა, რომ მიშას მთელი ქონება დედის სახელზე იყო რეგისტრირებული. ასევე, წყაროს ცნობით, იასკო ეჭვიანობდა მის პატარა ქალიშვილზე ელის-მარიაზე, სთხოვა ბავშვის სურათები საკანში არ ჰქონოდა გამოფენილი. ახლა, როცა სააკაშვილი ციხეში მძიმე მდგომარეობაშია, ლიზას ის თითქმის არ ახსოვს,“ - წერდა strana.news.

წაიკითხეთ ასევე: