საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"რუსი მამაკაცი, რომელიც ზვიგენმა შეჭამა, ტურისტი არ იყო, ის რამდენიმე თვის წინ ეგვიპტეში დასახლდა" - რა ხდება ცნობილი შემზარავ ფაქტზე
"რუსი მამაკაცი, რომელიც ზვიგენმა შეჭამა, ტურისტი არ იყო, ის რამდენიმე თვის წინ ეგვიპტეში დასახლდა" - რა ხდება ცნობილი შემზარავ ფაქტზე

მე­დი­ის ცნო­ბით, 8 ივ­ნისს, ეგ­ვიპ­ტე­ში, ჰურ­გა­და­ში, ზღვა­ში ბა­ნა­ო­ბი­სას რუსი მა­მა­კა­ცი ზვი­გენ­მა შე­ჭა­მა. თავ­დას­ხმის ამ­სახ­ვე­ლი ვი­დეო ინ­ტერ­ნეტ­ში გავ­რცელ­და. მას­ში ჩანს, რო­გორ ით­რევს ზვი­გე­ნი მა­მა­კაცს წყალ­ში, შე­ში­ნე­ბუ­ლი ხალ­ხი კი სა­სო­წარ­კვე­თი­ლი ყვი­რის.

ეგ­ვიპ­ტის გა­რე­მოს დაც­ვის სა­მი­ნის­ტრომ Facebook-ზე ინ­ფორ­მა­ცია გა­ავ­რცე­ლა, რომ ზვი­გენ­მა ახალ­გაზ­რდა კა­ცის სი­ცო­ცხლე ეგ­ვიპ­ტის პო­პუ­ლა­რულ კუ­რორტ ჰურ­გა­და­ში იმ­სხვერ­პლა. გარ­დაც­ვლი­ლი 23 წლის ვლა­დი­მერ პო­პო­ვია, რო­მე­ლიც არ იყო ტუ­რის­ტი და რე­ა­ლუ­რად, უკვე რამ­დე­ნი­მე თვე იყო გა­სუ­ლი, რაც ეგ­ვიპ­ტე­ში და­სახ­ლდა. გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, პო­პო­ვის შეყ­ვა­რე­ბულ­მა წყლი­დან თავი უვ­ნებ­ლად და­აღ­წია.

"ყვე­ლა­ფე­რი წა­მებ­ში მოხ­და. მაშ­ვე­ლე­ბი ძა­ლი­ან სწრა­ფად რე­ა­გი­რებ­დნენ, თუმ­ცა შე­უძ­ლე­ბე­ლი იყო მისი დახ­სნა. რა­ტომ­ღაც მა­შინ­ვე ვიგ­რძე­ნი, რომ ზვი­გე­ნი იყო, წა­მოვ­ხტი და ყვი­რი­ლი და­ვი­წყე: "ზვი­გე­ნე­ბი, ზვი­გე­ნე­ბი! თავს უშ­ვე­ლეთ!" თუმ­ცა ვე­რა­ვინ მიხ­ვდა, რა ხდე­ბო­და", - გა­ნა­ცხა­და ერთ-ერ­თმა თვითმხილ­ველ­მა რუ­სულ ტე­ლე­კომ­პა­ნია REN-TV-სთან.

"სა­ში­ნე­ლე­ბაა, ამ ბი­ჭის ნაშ­თე­ბი იქ არის. ვკან­კა­ლებ. ზვი­გენ­მა ის ბიჭი ჩემს თვალ­წინ შე­ჭა­მა. მგო­ნი სას­მე­ლი მჭირ­დე­ბა, თავს ძა­ლი­ან ცუ­დად ვგრძნობ", - გა­ნუ­ცხა­და ქალ­მა ტე­ლეგ­რა­მის არხ, Baza-ს.

ხე­ლი­სუფ­ლე­ბის გან­ცხდე­ბით, მათ ზვი­გე­ნი და­ი­ჭი­რეს და ლა­ბო­რა­ტო­რი­ა­ში შე­სა­მოწ­მებ­ლად გა­და­იყ­ვა­ნეს.

წყალ­ში აქ­ტი­ვო­ბე­ბი კვი­რამ­დე შე­ი­ზღუ­და. წი­თე­ლი ზღვის რე­გი­ო­ნებ­ში ზვი­გე­ნის თავ­დას­ხმა იშ­ვი­ა­თია, თუმ­ცა გა­სულ წელს ჰურ­გა­და­ში ორი თავ­დას­ხმა მოხ­და, რომ­ლის დრო­საც ავ­სტრა­ლი­ე­ლი და რუ­მი­ნე­ლი ტუ­რის­ტე­ბი და­ი­ღუპ­ნენ.

წყა­რო: nypost

მო­ამ­ზა­და: ანა სი­ბოშ­ვილ­მა

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 36 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
v
1

ამ კადრებით რა გავიგოთ

მარი
1

ეგვიპტის ხელისუფლებამ თუ იცის,რომ ზვიგენმა უკვე რამდენიმე ადამიანი იმსხვეპლა იქ,რატომ უშვებენ ტურისტებს ასეთ ზონაში? საწყალი ბიჭი,ღმერთმა ნათელში ამყოფოს,საშინელი სიკვდილია,მტერსაც არ ვუსურვებდი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

"რუსი მამაკაცი, რომელიც ზვიგენმა შეჭამა, ტურისტი არ იყო, ის რამდენიმე თვის წინ ეგვიპტეში დასახლდა" - რა ხდება ცნობილი შემზარავ ფაქტზე

"რუსი მამაკაცი, რომელიც ზვიგენმა შეჭამა, ტურისტი არ იყო, ის რამდენიმე თვის წინ ეგვიპტეში დასახლდა" - რა ხდება ცნობილი შემზარავ ფაქტზე

მედიის ცნობით, 8 ივნისს, ეგვიპტეში, ჰურგადაში, ზღვაში ბანაობისას რუსი მამაკაცი ზვიგენმა შეჭამა. თავდასხმის ამსახველი ვიდეო ინტერნეტში გავრცელდა. მასში ჩანს, როგორ ითრევს ზვიგენი მამაკაცს წყალში, შეშინებული ხალხი კი სასოწარკვეთილი ყვირის.

ეგვიპტის გარემოს დაცვის სამინისტრომ Facebook-ზე ინფორმაცია გაავრცელა, რომ ზვიგენმა ახალგაზრდა კაცის სიცოცხლე ეგვიპტის პოპულარულ კურორტ ჰურგადაში იმსხვერპლა. გარდაცვლილი 23 წლის ვლადიმერ პოპოვია, რომელიც არ იყო ტურისტი და რეალურად, უკვე რამდენიმე თვე იყო გასული, რაც ეგვიპტეში დასახლდა. გავრცელებული ინფორმაციით, პოპოვის შეყვარებულმა წყლიდან თავი უვნებლად დააღწია.

"ყველაფერი წამებში მოხდა. მაშველები ძალიან სწრაფად რეაგირებდნენ, თუმცა შეუძლებელი იყო მისი დახსნა. რატომღაც მაშინვე ვიგრძენი, რომ ზვიგენი იყო, წამოვხტი და ყვირილი დავიწყე: "ზვიგენები, ზვიგენები! თავს უშველეთ!" თუმცა ვერავინ მიხვდა, რა ხდებოდა", - განაცხადა ერთ-ერთმა თვითმხილველმა რუსულ ტელეკომპანია REN-TV-სთან.

"საშინელებაა, ამ ბიჭის ნაშთები იქ არის. ვკანკალებ. ზვიგენმა ის ბიჭი ჩემს თვალწინ შეჭამა. მგონი სასმელი მჭირდება, თავს ძალიან ცუდად ვგრძნობ", - განუცხადა ქალმა ტელეგრამის არხ, Baza-ს.

ხელისუფლების განცხდებით, მათ ზვიგენი დაიჭირეს და ლაბორატორიაში შესამოწმებლად გადაიყვანეს.

წყალში აქტივობები კვირამდე შეიზღუდა. წითელი ზღვის რეგიონებში ზვიგენის თავდასხმა იშვიათია, თუმცა გასულ წელს ჰურგადაში ორი თავდასხმა მოხდა, რომლის დროსაც ავსტრალიელი და რუმინელი ტურისტები დაიღუპნენ.

წყარო: nypost

მოამზადა: ანა სიბოშვილმა