პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება

14

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 01:30-ზე, მთვარე მშვილდოსანშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული.
სამართალი
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სამშენებლო კომპანიები, რომლებიც ამ სქემას მიმართავენ, ჩვენგან უფასოდ იღებენ ფულს, შემდეგ კი..." - ფრთხილად, სამშენებლო თაღლითობა! - როგორ დავიცვათ თავი ამისგან?
"სამშენებლო კომპანიები, რომლებიც ამ სქემას მიმართავენ, ჩვენგან უფასოდ იღებენ ფულს, შემდეგ კი..." - ფრთხილად, სამშენებლო თაღლითობა! - როგორ დავიცვათ თავი ამისგან?

სა­პარ­ლა­მენ­ტო ჯგუ­ფი "მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი“ მშე­ნებ­ლო­ბის სფე­რო­ში და­ნერ­გილ ერ­თგვარ თაღ­ლი­თო­ბა­ზე ალა­პა­რაკ­და. ლა­პა­რა­კია სქე­მა­ზე, რი­თიც არა­ერ­თი ადა­მი­ა­ნი და­ზა­რალ­და - მი­ი­ღო რო­გორც ფი­ნან­სუ­რი, ასე­ვე მო­რა­ლუ­რი ზი­ა­ნი, სამ­შე­ნებ­ლო კომ­პა­ნი­ებ­მა კი მო­ა­ხერ­ხეს და ასე­თი ადა­მი­ა­ნე­ბის ხარ­ჯზე ხელი მო­ით­ბეს. პარ­ტია "მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის" გე­ნე­რა­ლუ­რი მდი­ვა­ნი ივა­ნე ნო­რა­კი­ძე, თბი­ლი­სის სხვა­დას­ხვა უბან­ში, რამ­დე­ნი­მე კონ­კრე­ტუ­ლი ფაქ­ტი­დან გა­მომ­დი­ნა­რე თაღ­ლი­თურ სქე­მა­ზე სა­უბ­რობს და მო­ქა­ლა­ქე­ებს მო­უ­წო­დებს, მშე­ნე­ბა­რე ბი­ნის შე­ძე­ნამ­დე ყუ­რა­დღე­ბა გა­მო­ი­ჩი­ნონ.

ივა­ნე ნო­რა­კი­ძე:

- გვაქვს კონ­კრე­ტუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია თაღ­ლი­თუ­რი სქე­მის შე­სა­ხებ და მა­გა­ლი­თე­ბი, რო­გორ სარ­გებ­ლობს ზო­გი­ერ­თი სამ­შე­ნებ­ლო კომ­პა­ნია ნდო­ბით, მო­ტყუ­ე­ბით ზი­ანს აყე­ნებს ადა­მი­ა­ნებს და სხვე­ბის გა­ღა­ტა­კე­ბის გზით ცდი­ლობს გამ­დიდ­რე­ბას. ეს სქე­მა შე­ე­ხე­ბა მშე­ნე­ბა­რე ბი­ნე­ბის მყიდ­ვე­ლებს - თქვენ ყი­დუ­ლობთ ბი­ნას მა­ნამ, ვიდ­რე სა­ძირ­კველს ჩა­ას­ხა­მენ და მისი ასე­თი კონ­დი­ცი­ის გამო იხ­დით გა­ცი­ლე­ბით ნაკ­ლებს, ვიდ­რე აშე­ნე­ბუ­ლი ფარ­თის შემ­თხვე­ვა­ში გა­და­იხ­დი­დით - პი­რო­ბი­თად, თუკი აშე­ნე­ბუ­ლი კვად­რა­ტუ­ლი ღირს 1000 დო­ლა­რი, წი­ნას­წარ შე­ძე­ნის შემ­თხვე­ვა­ში შე­იძ­ლე­ბა 500 დო­ლა­რად მოგ­ცენ, ბუ­ნებ­რი­ვია, ასე­თი შე­თა­ვა­ზე­ბა ბევ­რი ადა­მი­ა­ნის­თვის არის მიმ­ზიდ­ვე­ლი. მას შემ­დეგ, რო­დე­საც ეს შე­ნო­ბა უკვე აშენ­დე­ბა და მხო­ლოდ მისი ექ­სპლუ­ა­ტა­ცი­ა­ში მი­ღე­ბაა დარ­ჩე­ნი­ლი, სამ­შე­ნებ­ლო კომ­პა­ნი­ე­ბი გა­ტყო­ბი­ნე­ბენ, რომ გარ­კვე­უ­ლი პრობ­ლე­მე­ბის გამო მშე­ნებ­ლო­ბის დას­რუ­ლე­ბას ვე­ღარ ახერ­ხე­ბენ და გა­დახ­დი­ლი თან­ხის უკან დაბ­რუ­ნე­ბას გთა­ვა­ზო­ბენ. სა­ერ­თოდ უბი­ნა­ოდ და თან­ხის გა­რე­შე დარ­ჩე­ნით შე­ში­ნე­ბუ­ლი უყოყ­მა­ნოდ თან­ხმდე­ბით თან­ხის უკან მი­ღე­ბას.

ბუ­ნებ­რი­ვია, ვე­რა­ვის გა­ამ­ტყუ­ნებ ამის გამო, ჯერ კი­დევ "ცენ­ტრ პო­ინ­ტის" და "აქ­სი­სის" მწა­რე გა­მოც­დი­ლე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე ბევ­რი ადა­მი­ა­ნი შე­ში­ნე­ბუ­ლია. სი­ნამ­დვი­ლე­ში რა ხდე­ბა, თაღ­ლი­თო­ბით და­კა­ვე­ბუ­ლი სამ­შე­ნებ­ლო კომ­პა­ნი­ე­ბის მი­ზა­ნია აშე­ნე­ბუ­ლი ფარ­თო­ბი ორ­მაგ ფა­სად გა­ყი­დონ. ანუ გა­მო­დის, რომ სამ­შე­ნებ­ლო კომ­პა­ნი­ე­ბი, რომ­ლე­ბიც ამ მე­თოდს მი­მარ­თა­ვენ, გარ­კვე­უ­ლი დრო­ით ჩვენ­გან უფა­სოდ იღე­ბენ ფულს, შემ­დეგ ამ ფულს გვიბ­რუ­ნე­ბენ და იგი­ვე ქო­ნე­ბას, რაც წე­სით ჩვე­ნი უნდა გამ­ხდა­რი­ყო, ყი­დი­ან ორ­მაგ ფა­სად. მსგავ­სი არა­ერ­თი და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი უკვე მი­მარ­თავს დახ­მა­რე­ბის­თვის იუ­რის­ტებს, ზოგი კი ფიქ­რობს, რომ თან­ხის სრუ­ლე­ბით და­კარ­გვას გა­და­ურ­ჩა. ასე­თი ფაქ­ტე­ბი ძი­რი­თა­დად, თბი­ლის­სა და ბა­თუმ­ში ხდე­ბა, იქ, სა­დაც მშე­ნებ­ლო­ბის ბუ­მია.

- მყიდ­ვე­ლი, ხომ ხე­დავს დას­რუ­ლე­ბულ შე­ნო­ბას, რო­გორ შე­იძ­ლე­ბა მისი დარ­წმუ­ნე­ბა, რომ მშე­ნებ­ლო­ბა ვერ და­ას­რუ­ლეს?

- კონ­კრე­ტუ­ლი ფაქ­ტი ვი­ცით, ბა­თუმ­ში ერთ-ერ­თმა კომ­პა­ნი­ამ 20 სარ­თუ­ლი უკვე აა­შე­ნა, მყიდ­ვე­ლებს ბი­ნე­ბის ღი­რე­ბუ­ლე­ბის 90% უკვე გა­და­ახ­დე­ვი­ნა, ახლა კი სთა­ვა­ზობს თან­ხე­ბის უკან დაბ­რუ­ნე­ბას იმ მო­ტი­ვით, რომ მშე­ნებ­ლო­ბას დათ­ქმულ ვა­დებ­ში ვე­ღარ ას­რუ­ლე­ბენ. ვარ­კე­თილ­ში აშე­ნებს კორ­პუსს ერთი სამ­შე­ნებ­ლო კომ­პა­ნია, რო­მელ­მაც თით­ქმის და­ას­რუ­ლა მშე­ნებ­ლო­ბა, მაგ­რამ ლიფტს არ აკე­თებს და მყიდ­ვე­ლებს ეუბ­ნე­ბა ფი­ნან­სუ­რი პრობ­ლე­მე­ბი გვაქვს და თქვენ გა­დახ­დილ თან­ხას და­გიბ­რუ­ნებ­თო. დიდ დი­ღომ­შია კი­დევ ერთი კომ­პა­ნია, რო­მე­ლიც 12-სარ­თუ­ლი­ა­ნის ბოლო ორ სარ­თულს აღარ აკე­თებს და ეგეც ფუ­ლის დაბ­რუ­ნე­ბას სთა­ვა­ზობს მყიდ­ვე­ლებს. ამ კომ­პა­ნი­ე­ბის სა­ხე­ლებს მალე და­ვა­სა­ხე­ლებ, რო­დე­საც ამის უფ­ლე­ბას და­ზა­რა­ლე­ბუ­ლე­ბი მომ­ცე­მენ.

- ასეთ შემ­თხვე­ვა­ში, რას სთა­ვა­ზობთ მყიდ­ველს, რა შე­იძ­ლე­ბა რომ გა­ა­კე­თოს?

- მხო­ლოდ ერთი გა­მო­სა­ვა­ლია, რო­დე­საც გა­ვა­ფორ­მებთ ხელ­შეკ­რუ­ლე­ბას უძ­რა­ვი ქო­ნე­ბის ყიდ­ვის თა­ო­ბა­ზე, მა­შინ, რო­დე­საც ის არ არის აშე­ნე­ბუ­ლი, აუ­ცი­ლებ­ლად უნდა მი­ვუ­თი­თოთ, რომ სამ­შე­ნებ­ლო კომ­პა­ნი­ის მიერ დათ­ქმუ­ლი ვა­დის დარ­ღვე­ვის შემ­თხვე­ვა­ში, კომ­პა­ნი­ას უნდა და­ე­კის­როს ჯა­რი­მა და პირ­გა­სამ­ტეხ­ლო, ჩვენს სა­სარ­გებ­ლოდ. ანუ, იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ ბინა არ დას­რულ­დე­ბა, იგი­ვე თან­ხა კი არ უნდა დაგ­ვიბ­რუ­ნოს, რა თან­ხაც ჩვენ მას წი­ნას­წარ გა­და­ვუ­ხა­დეთ, არა­მედ უნდა დაგ­ვიბ­რუ­ნოს ჯა­რი­მით და პირ­გა­სამ­ტეხ­ლო­თი, რაც ერ­თგვა­რი კომ­პენ­სა­ცია იქ­ნე­ბა. თუ ეს პუნ­ქტი ჩვენს ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა­ში იქ­ნე­ბა, და­მერ­წმუ­ნეთ, რომ ასეთ შემ­თხვე­ვა­ში სამ­შე­ნებ­ლო კომ­პა­ნი­ას აღარ ექ­ნე­ბა იმის მო­ტი­ვა­ცია, რომ ეს ბინა ხე­ლახ­ლა გა­და­ყი­დოს სხვა მყიდ­ველ­ზე, რად­გან თქვენ­თან ან­გა­რიშს­წო­რე­ბა მას ძვი­რი და­უჯ­დე­ბა, ამი­ტომ ეს პრობ­ლე­მა ამით მოგ­ვარ­დე­ბა. არ­სე­ბობს მო­საზ­რე­ბა, რომ კა­ნო­ნით უნდა აიკ­რძა­ლოს ე.წ. ჰა­ე­რის გა­ყიდ­ვა, ანუ თუკი სახ­ლი აშე­ნე­ბუ­ლი არ არის, რე­ესტრმა ამო­ნა­წე­რი არ უნდა გას­ცეს და შე­სა­ბა­მი­სად, შე­უძ­ლე­ბე­ლი უნდა შე­იქ­მნას მისი გა­ყიდ­ვა. თუმ­ცა, ამ ინი­ცი­ა­ტი­ვა­საც აქვს ორი მხა­რე. მე­ო­რეს მხრივ, ეს გა­მო­იწ­ვევს იმას, რომ ის ადა­მი­ა­ნე­ბი, ვი­საც ურ­ჩევ­ნი­ათ, რომ გარ­კვე­უ­ლი რის­კი გა­ი­ღონ და უფრო ია­ფად შე­ი­ძი­ნონ უძ­რა­ვი ქო­ნე­ბა, ამას ვერ შეძ­ლე­ბენ და კე­თილ­სინ­დი­სი­ე­რი სამ­შე­ნებ­ლო კომ­პა­ნი­ე­ბიც, რომ­ლე­ბიც პა­ტი­ოს­ნად ას­რუ­ლე­ბენ თა­ვის საქ­მი­ა­ნო­ბას, დათ­ქმულ ვა­დებ­ში აბა­რე­ბენ მყიდ­ვე­ლებს უძ­რავ ქო­ნე­ბას, და­ზა­რალ­დე­ბი­ან, რად­გან წი­ნას­წარ ეს კომ­პა­ნი­ე­ბი ვერ შეძ­ლე­ბენ მყიდ­ვე­ლე­ბის­გან ფუ­ლის მი­ღე­ბას. რად­გან ვი­ცით, რომ ბევ­რი კომ­პა­ნია არ მი­მარ­თავს სა­ბან­კო სესხს, არ აქვს თა­ვი­სი კა­პი­ტა­ლი, უბ­რა­ლოდ, ბი­ნის მყიდ­ვე­ლე­ბის­გან წი­ნას­წარ აღე­ბუ­ლი თან­ხით ახერ­ხებს მშე­ნებ­ლო­ბას და ბევ­რი მათ­გა­ნი კე­თილ­სინ­დი­სი­ე­რად იქ­ცე­ვა. თუმ­ცა, რო­გორც გი­თხა­რით, არ­სე­ბობს ასე­თი თაღ­ლი­თუ­რი სქე­მე­ბიც და ჩემს მიერ ჩა­მოთ­ვლილ რჩე­ვებს თუ გა­ით­ვა­ლის­წი­ნებთ, ასე­თი თაღ­ლი­თუ­რი სქე­მე­ბის­გან 100%-ით იქ­ნე­ბით და­ცუ­ლი.

ჩვენ, პარ­ტია "მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი“ პარ­ლა­მენ­ტში ამ სა­კითხს აუ­ცი­ლებ­ლად და­ვა­ყე­ნებთ და ვიმ­სჯე­ლებთ სა­კა­ნონ­მდებ­ლო გა­და­წყვე­ტის გზებ­ზე. თუმ­ცა, მა­ნამ­დე ყუ­რა­დღე­ბით იყა­ვით და აუ­ცი­ლებ­ლად დე­ტა­ლუ­რად, გულ­დას­მით გა­ე­ცა­ნით ხელ­შეკ­რუ­ლე­ბას და ჩა­ა­მა­ტე­ბი­ნეთ მას­ში სამ­შე­ნებ­ლო კომ­პა­ნი­ას პირ­გა­სამ­ტეხ­ლოს და ჯა­რი­მის მუხ­ლი, რათა იყოთ და­ცუ­ლი.

მკითხველის კომენტარები / 16 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
სიმართლე
1

სამშენებლო ნებართვებს ვინც გასცემს, 100%-ით დასაჭერია ყველა, მაგრამ ვინც უნდა დაიჭიროს წილში ჰყავთ........

კოტე
0

3 ბიჭი მყავს 2 ბინა ხომ მაინც უნდა ვიყიდო როგორ გეკითხებით ეს ბანდიტები რაც შეიძლება იაფად აშენებენ ისეთი თხელი კედლებია ქმარი ცოლს ჩურჩულით უნდა ელაპარაკოს ისე გაძვირდა ჩემნაირი რიგითი ექიმი ვერ იყიდის სამაგიერო ყიდულობენ არაქართველები სეისმედეგობაზე ხომ ზედმეტია ლაპარაკი რაღაც კონტროლი ხომ უნდა იყოს

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილს გირაო პატიმრობით შეუცვალა
ავტორი:

"სამშენებლო კომპანიები, რომლებიც ამ სქემას მიმართავენ, ჩვენგან უფასოდ იღებენ ფულს, შემდეგ კი..." - ფრთხილად, სამშენებლო თაღლითობა! - როგორ დავიცვათ თავი ამისგან?

"სამშენებლო კომპანიები, რომლებიც ამ სქემას მიმართავენ, ჩვენგან უფასოდ იღებენ ფულს, შემდეგ კი..." - ფრთხილად, სამშენებლო თაღლითობა! - როგორ დავიცვათ თავი ამისგან?

საპარლამენტო ჯგუფი "მოქალაქეები“ მშენებლობის სფეროში დანერგილ ერთგვარ თაღლითობაზე ალაპარაკდა. ლაპარაკია სქემაზე, რითიც არაერთი ადამიანი დაზარალდა - მიიღო როგორც ფინანსური, ასევე მორალური ზიანი, სამშენებლო კომპანიებმა კი მოახერხეს და ასეთი ადამიანების ხარჯზე ხელი მოითბეს. პარტია "მოქალაქეების" გენერალური მდივანი ივანე ნორაკიძე, თბილისის სხვადასხვა უბანში, რამდენიმე კონკრეტული ფაქტიდან გამომდინარე თაღლითურ სქემაზე საუბრობს და მოქალაქეებს მოუწოდებს, მშენებარე ბინის შეძენამდე ყურადღება გამოიჩინონ.

ივანე ნორაკიძე:

- გვაქვს კონკრეტული ინფორმაცია თაღლითური სქემის შესახებ და მაგალითები, როგორ სარგებლობს ზოგიერთი სამშენებლო კომპანია ნდობით, მოტყუებით ზიანს აყენებს ადამიანებს და სხვების გაღატაკების გზით ცდილობს გამდიდრებას. ეს სქემა შეეხება მშენებარე ბინების მყიდველებს - თქვენ ყიდულობთ ბინას მანამ, ვიდრე საძირკველს ჩაასხამენ და მისი ასეთი კონდიციის გამო იხდით გაცილებით ნაკლებს, ვიდრე აშენებული ფართის შემთხვევაში გადაიხდიდით - პირობითად, თუკი აშენებული კვადრატული ღირს 1000 დოლარი, წინასწარ შეძენის შემთხვევაში შეიძლება 500 დოლარად მოგცენ, ბუნებრივია, ასეთი შეთავაზება ბევრი ადამიანისთვის არის მიმზიდველი. მას შემდეგ, როდესაც ეს შენობა უკვე აშენდება და მხოლოდ მისი ექსპლუატაციაში მიღებაა დარჩენილი, სამშენებლო კომპანიები გატყობინებენ, რომ გარკვეული პრობლემების გამო მშენებლობის დასრულებას ვეღარ ახერხებენ და გადახდილი თანხის უკან დაბრუნებას გთავაზობენ. საერთოდ უბინაოდ და თანხის გარეშე დარჩენით შეშინებული უყოყმანოდ თანხმდებით თანხის უკან მიღებას.

ბუნებრივია, ვერავის გაამტყუნებ ამის გამო, ჯერ კიდევ "ცენტრ პოინტის" და "აქსისის" მწარე გამოცდილებიდან გამომდინარე ბევრი ადამიანი შეშინებულია. სინამდვილეში რა ხდება, თაღლითობით დაკავებული სამშენებლო კომპანიების მიზანია აშენებული ფართობი ორმაგ ფასად გაყიდონ. ანუ გამოდის, რომ სამშენებლო კომპანიები, რომლებიც ამ მეთოდს მიმართავენ, გარკვეული დროით ჩვენგან უფასოდ იღებენ ფულს, შემდეგ ამ ფულს გვიბრუნებენ და იგივე ქონებას, რაც წესით ჩვენი უნდა გამხდარიყო, ყიდიან ორმაგ ფასად. მსგავსი არაერთი დაზარალებული უკვე მიმართავს დახმარებისთვის იურისტებს, ზოგი კი ფიქრობს, რომ თანხის სრულებით დაკარგვას გადაურჩა. ასეთი ფაქტები ძირითადად, თბილისსა და ბათუმში ხდება, იქ, სადაც მშენებლობის ბუმია.

- მყიდველი, ხომ ხედავს დასრულებულ შენობას, როგორ შეიძლება მისი დარწმუნება, რომ მშენებლობა ვერ დაასრულეს?

- კონკრეტული ფაქტი ვიცით, ბათუმში ერთ-ერთმა კომპანიამ 20 სართული უკვე ააშენა, მყიდველებს ბინების ღირებულების 90% უკვე გადაახდევინა, ახლა კი სთავაზობს თანხების უკან დაბრუნებას იმ მოტივით, რომ მშენებლობას დათქმულ ვადებში ვეღარ ასრულებენ. ვარკეთილში აშენებს კორპუსს ერთი სამშენებლო კომპანია, რომელმაც თითქმის დაასრულა მშენებლობა, მაგრამ ლიფტს არ აკეთებს და მყიდველებს ეუბნება ფინანსური პრობლემები გვაქვს და თქვენ გადახდილ თანხას დაგიბრუნებთო. დიდ დიღომშია კიდევ ერთი კომპანია, რომელიც 12-სართულიანის ბოლო ორ სართულს აღარ აკეთებს და ეგეც ფულის დაბრუნებას სთავაზობს მყიდველებს. ამ კომპანიების სახელებს მალე დავასახელებ, როდესაც ამის უფლებას დაზარალებულები მომცემენ.

- ასეთ შემთხვევაში, რას სთავაზობთ მყიდველს, რა შეიძლება რომ გააკეთოს?

- მხოლოდ ერთი გამოსავალია, როდესაც გავაფორმებთ ხელშეკრულებას უძრავი ქონების ყიდვის თაობაზე, მაშინ, როდესაც ის არ არის აშენებული, აუცილებლად უნდა მივუთითოთ, რომ სამშენებლო კომპანიის მიერ დათქმული ვადის დარღვევის შემთხვევაში, კომპანიას უნდა დაეკისროს ჯარიმა და პირგასამტეხლო, ჩვენს სასარგებლოდ. ანუ, იმ შემთხვევაში, თუ ბინა არ დასრულდება, იგივე თანხა კი არ უნდა დაგვიბრუნოს, რა თანხაც ჩვენ მას წინასწარ გადავუხადეთ, არამედ უნდა დაგვიბრუნოს ჯარიმით და პირგასამტეხლოთი, რაც ერთგვარი კომპენსაცია იქნება. თუ ეს პუნქტი ჩვენს ხელშეკრულებაში იქნება, დამერწმუნეთ, რომ ასეთ შემთხვევაში სამშენებლო კომპანიას აღარ ექნება იმის მოტივაცია, რომ ეს ბინა ხელახლა გადაყიდოს სხვა მყიდველზე, რადგან თქვენთან ანგარიშსწორება მას ძვირი დაუჯდება, ამიტომ ეს პრობლემა ამით მოგვარდება. არსებობს მოსაზრება, რომ კანონით უნდა აიკრძალოს ე.წ. ჰაერის გაყიდვა, ანუ თუკი სახლი აშენებული არ არის, რეესტრმა ამონაწერი არ უნდა გასცეს და შესაბამისად, შეუძლებელი უნდა შეიქმნას მისი გაყიდვა. თუმცა, ამ ინიციატივასაც აქვს ორი მხარე. მეორეს მხრივ, ეს გამოიწვევს იმას, რომ ის ადამიანები, ვისაც ურჩევნიათ, რომ გარკვეული რისკი გაიღონ და უფრო იაფად შეიძინონ უძრავი ქონება, ამას ვერ შეძლებენ და კეთილსინდისიერი სამშენებლო კომპანიებიც, რომლებიც პატიოსნად ასრულებენ თავის საქმიანობას, დათქმულ ვადებში აბარებენ მყიდველებს უძრავ ქონებას, დაზარალდებიან, რადგან წინასწარ ეს კომპანიები ვერ შეძლებენ მყიდველებისგან ფულის მიღებას. რადგან ვიცით, რომ ბევრი კომპანია არ მიმართავს საბანკო სესხს, არ აქვს თავისი კაპიტალი, უბრალოდ, ბინის მყიდველებისგან წინასწარ აღებული თანხით ახერხებს მშენებლობას და ბევრი მათგანი კეთილსინდისიერად იქცევა. თუმცა, როგორც გითხარით, არსებობს ასეთი თაღლითური სქემებიც და ჩემს მიერ ჩამოთვლილ რჩევებს თუ გაითვალისწინებთ, ასეთი თაღლითური სქემებისგან 100%-ით იქნებით დაცული.

ჩვენ, პარტია "მოქალაქეები“ პარლამენტში ამ საკითხს აუცილებლად დავაყენებთ და ვიმსჯელებთ საკანონმდებლო გადაწყვეტის გზებზე. თუმცა, მანამდე ყურადღებით იყავით და აუცილებლად დეტალურად, გულდასმით გაეცანით ხელშეკრულებას და ჩაამატებინეთ მასში სამშენებლო კომპანიას პირგასამტეხლოს და ჯარიმის მუხლი, რათა იყოთ დაცული.