უკრაინაში მებრძოლი ქართველი სამხედრო ზურაბ მუშუქია, რომლის ფრონტზე გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია ვრცელდებოდა, ცოცხალია.
არსებული ინფორმაციით, ზურაბ მუშუქიას ოჯახთან კომუნიკაცია უკვე ჰქონდა.
ცნობისთვის, უკრაინაში მებრძოლი ზურაბ მუშუქიას გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია 7 ივნისს გავრცელდა. ვრცელდებოდა ცნობები, რომ ის ბახმუტთან აფეთქებას ემსხვერპლა, თუმცა მოგვიანებით გაირკვა, რომ ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება და ქართველი სამხედრო ცოცხალია.