ავტორი:

"ძალიან მეგოიმება, ვაკიდან რომ იწყებენ ხოლმე ყველაფერს, გეგონება ვაკის გარდა ხალხი არ ცხოვრობდეს" - ალეკო ელისაშვილი

"ძალიან მეგოიმება, ვაკიდან რომ იწყებენ ხოლმე ყველაფერს, გეგონება ვაკის გარდა ხალხი არ ცხოვრობდეს" - ალეკო ელისაშვილი

"თითქოს რაღაცას ფაფხურობს მერია, მაგრამ ჯერ ერთი, ძალიან გვიან დაიწყო ის ყველაფერი, რაც დაიწყო და მერე ძალიან უთავბოლოდ ახორციელებს", - ამის შესახებ პარლამენტის წევრმა ალეკო ელისაშვილმა "პალიტრანიუსისა" და რადიო " პალიტრას" გადაცემაში "საქმე" თბილისის სატრანსპორტო პოლიტიკაზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, იქიდან გამომდინარე, რომ ხალხის ყველაზე დიდ ნაკადს მეტრო ემსახურება, დედაქალაქის მერიისთვის სწორედ მისი ინფრასტრუქტურის მოწესრიგება უნდა ყოფილიყო პრიორიტეტი.

"თითქოს რაღაცას ფაფხურობს მერია, მაგრამ ჯერ ერთი, ძალიან გვიან დაიწყო ის ყველაფერი, რაც დაიწყო და მერე ძალიან უთავბოლოდ ახორციელებს. ნებისმიერ საქმეს ხომ თავის თანამიმდევრობები და ლოგიკა აქვს, სახლს ხომ ვერ ააშენებ სახურავიდან, ან პირდაპირ კედლების შენებას ხომ ვერ დაიწყებ?! საძირკვლიდან უნდა დაიწყო. ჯერ უნდა გაიაზრო, უნდა გრძნობდე, ხედავდე სად არის პრობლემები და მერე უნდა დაგეგმო გამოსავალი.

მოდით გავიხსენოთ, ვაკეში იყო პირველი. ჯერ ძალიან მეგოიმება, ვაკიდან რომ იწყებენ ხოლმე ყველაფერს, გეგონება, ვაკის გარდა ხალხი არ ცხოვრობდეს და იმათთვის არ იყოს მნიშვნელოვანი რაღაცის გაკეთება. პირველი ეცნენ და ვაკე დახაზეს... მე ამის მომხრე ვარ, რომ იხაზება. გააგრძელეთ კითხვა