სამხედრო
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მეფე ლირი, დონ-კიხოტი მაქვს ნათამაშები, მაგრამ ყველას უჩა ზერაგია ახსოვს" - ნუგზარ ყურაშვილი ნახევარსაუკუნოვან სასცენო მოღვაწეობასა და სერიალ "ცხელ ძაღლზე"
"მეფე ლირი, დონ-კიხოტი მაქვს ნათამაშები, მაგრამ ყველას უჩა ზერაგია ახსოვს" - ნუგზარ ყურაშვილი ნახევარსაუკუნოვან სასცენო მოღვაწეობასა და სერიალ "ცხელ ძაღლზე"

არით­მე­ტი­კა ჩემი ძლი­ე­რი მხა­რე არ არის, ამი­ტომ ციფ­რებ­ში ახ­ლარ­თულ­მა, როცა თი­თებ­ზე ნუგ­ზარ ყუ­რაშ­ვი­ლის სცე­ნა­ზე მოღ­ვა­წე­ო­ბის წლებს ვით­ვლი­დი, დახ­მა­რე­ბა ვთხო­ვე. "სუ­რა­თი" კი ასე­თია: ნა­ხე­ვა­რი სა­უ­კუ­ნე ქარ­თულ სცე­ნა­ზეა. თბი­ლის­ში თე­ატ­რი­სა და კი­ნოს სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ, სო­ხუ­მის თე­ატ­რში გა­ა­ნა­წი­ლეს, სა­დაც სამი წელი იმუ­შა­ვა. დე­და­ქა­ლაქ­ში, რე­ჟი­სორ ლერი პაქ­საშ­ვი­ლის და­არ­სე­ბულ ახ­მე­ტე­ლის თე­ატ­რში კი 1981 წლი­დან დღემ­დე მოღ­ვა­წე­ობს. 2017 წლის 14 იან­ვარს მისი სა­ხე­ლო­ბის ვარ­სკვლა­ვი ამა­ვე თე­ატ­რის შე­სას­ვლელ­თან გა­იხ­სნა. იმა­ვე წელს მო­ზარდ მა­ყუ­რე­ბელ­თა თე­ატ­რში აღი­ნიშ­ნა მსა­ხი­ო­ბის სცე­ნა­ზე მოღ­ვა­წე­ო­ბის 45 წელი, რად­გან ამ თე­ატრთა­ნაც მრა­ვალ­წლი­ა­ნი თა­ნამ­შრომ­ლო­ბა აკავ­ში­რებს და ბე­ნე­ფისს იქაც იმ­სა­ხუ­რებ­და. თა­ვად კი არც თე­ატ­რა­ლურ რო­ლებს ით­ვლის, არც კი­ნო­რო­ლებს, თუმ­ცა, საკ­მა­ოდ ბევ­რია ისე­ვე, რო­გორც ჯილ­დო­ე­ბი და პრე­მი­ე­ბი.

- ბა­ტო­ნო ნუგ­ზარ, თქვე­ნი ხმა სცე­ნი­დან ყო­ველ­თვის გა­მორ­ჩე­უ­ლად კარ­გად ის­მის. სამ­სა­ხი­ო­ბო კა­რი­ე­რის სა­წყის ეტაპ­ზე დიქ­ტო­რა­დაც მუ­შა­ობ­დით. ამ გზას შემ­დეგ­შიც რა­ტომ არ გაჰ­ყე­ვით?

- დიახ, ასე იყო. სო­ხუ­მი­დან ვარ, იქ მაქვს სკო­ლა დამ­თავ­რე­ბუ­ლი. მა­შინ თე­ატ­რა­ლუ­რი ინ­სტი­ტუ­ტის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ, მსა­ხი­ო­ბებს ანა­წი­ლებ­დნენ და მე სო­ხუმ­ში გა­მიშ­ვეს. ხში­რად მახ­სენ­დე­ბა იქა­უ­რი ხან­ში შე­სუ­ლი, ბო­ბო­ლა არ­ტის­ტე­ბი რო­გორ კარ­გად დაგ­ვხვდნენ ახალ თა­ო­ბას. წრფე­ლი გუ­ლით შეგ­ვიყ­ვა­რეს და მას შემ­დეგ, მეც სულ ვცდი­ლობ ახალ­გაზ­რდებს გვერ­დში და­ვუდ­გე, ვუ­გულ­შე­მატ­კივ­რო... გა­მოც­დი­ლი მაქვს და ვიცი, რას ნიშ­ნავს თბი­ლი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა და რამ­დე­ნად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ადა­მი­ა­ნი­სათ­ვის. სო­ხუ­მის თე­ატ­რში სამი წელი ვი­მუ­შა­ვე, მერე თბი­ლის­ში გად­მო­ვე­დი. ერთხანს თით­ქოს არ­ტის­ტო­ბა­ზე გული მქონ­და აყ­რი­ლი. სწო­რედ იმ დროს ვნა­ხე, რომ რა­დიო-ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში დიქ­ტო­რი სჭირ­დე­ბო­დათ. კონ­კურ­სი ტარ­დე­ბო­და. იოლი არ იყო იქ მოხ­ვედ­რა არ იყო, მაგ­რამ ბედი მა­ინც ვცა­დე. ტე­ლე­ვი­ზი­ას ნუგ­ზარ ფო­ფხა­ძე ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და, რა­დი­ოს კი, პეტ­რე შა­მა­თა­ვა. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, მა­შინ რო­გო­რი დრო იყო, ლექ­სი "კო­მუ­ნის­ტი" ზე­პი­რად უნდა გცოდ­ნო­და და შა­მა­თა­ვას ვიდ­რე არ ეტყო­დი, მუ­შა­ო­ბას არ და­გა­წყე­ბი­ნებ­და. სხვა რა გზა მქონ­და, ვის­წავ­ლე და ჩა­ვა­ბა­რე, მაგ­რამ მა­ლე­ვე და­მა­ვი­წყდა. ამიყ­ვა­ნეს. საკ­მა­ოდ სა­ინ­ტე­რე­სო სა­მუ­შაო იყო და საკ­მა­ოდ დატ­ვირ­თუ­ლიც ვი­ყა­ვი, ჩემი ხმა "ოფი­ცი­ა­ლურ" გა­და­ცე­მებ­საც მო­უხ­და და იმ თე­მებ­საც, როცა მხატ­ვრუ­ლი კი­თხვა იყო სა­ჭი­რო. მოკ­ლედ, ჩემ­ზე ტა­ცი­ა­ო­ბა გახ­ლდათ... მაგ­რამ მერე მა­ინც არ­ტის­ტო­ბამ სძლია. თუმ­ცა არ­სად მივ­სულ­ვარ და თე­ატ­რში აყ­ვა­ნის სურ­ვი­ლი არ გა­მო­მით­ქვამს, ყვე­ლა­ფე­რი თა­ვის­თა­ვად მოხ­და. ერთ დღეს ქუ­ჩა­ში ცხო­ნე­ბუ­ლი ლერი პაქ­საშ­ვი­ლი შემ­ხვდა. თე­ატ­რის და­არ­სე­ბის შე­სა­ხებ თა­ვი­სი ჩა­ნა­ფიქ­რი გა­მან­დო და მი­თხრა, ჩემ­თან მო­დიო. მეც მი­ვე­დი და დავ­რჩი.

- ის რომ არა, გი­ფიქ­რი­ათ, რა შე­იძ­ლე­ბო­და მომ­ხდა­რი­ყო?

- ხომ იცი, ცხოვ­რე­ბა რო­გო­რია, დღეს არ იცი, ხვალ რა მოხ­დე­ბა და ვერც მო­მა­ვალს გან­სა­ზღვრავ. ზო­გა­დად, გეგ­მე­ბი არ მიყ­ვარს. სა­ერ­თოდ, ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში ყვე­ლა­ფე­რი სპონ­ტა­ნუ­რად, მო­უ­ლოდ­ნე­ლად ხდე­ბა. ცხოვ­რე­ბას არ ვე­ჭი­და­ვე­ბი, არც იმა­ზე ვფიქ­რობ, გინ­და თუ არა ამ ფილმში უნდა გა­და­მი­ღონ ან ეს როლი ვი­თა­მა­შო-მეთ­ქი. ღვთის წყა­ლო­ბით, ყვე­ლა­ფე­რი ყო­ველ­თვის თა­ვი­სით მო­დი­ო­და.

- ბოლო წლებ­ში, რეზო ესა­ძემ თა­ვის უკა­ნას­კნელ ფილმში გა­და­გი­ღოთ, ხომ?

- კი, ფილ­მი უკვე ეკ­რა­ნებ­ზე გა­მო­ვი­და და იქ მიშა გო­მი­აშ­ვილ­თან, დათო დვა­ლიშ­ვილ­თან და სხვებ­თან ერ­თად, ერთ-ერთ მთა­ვარ როლს ვთა­მა­შობ. "თვე, რო­გორც ერთი დღე" ბა­ტო­ნი რე­ზოს ბოლო ფილ­მია. "გე­ნი­ა­ლუ­რი" ურ­თი­ერ­თო­ბა გვქონ­და ჩვენ. მთე­ლი ცხოვ­რე­ბა ჩემი გა­და­ღე­ბა უნ­დო­და, მაგ­რამ ეს არ ხდე­ბო­და. ახალ­გაზ­რდო­ბის წლებ­ში შეხ­ვედ­რი­სას, სულ ამა­ზე იწყებ­და ლა­პა­რაკს, ერთხე­ლაც გავ­ბრაზ­დი, - მე თქვენ რა­მე­ში გა­ვალ­დე­ბუ­ლებთ, არი­ქა, გინ­და თუ არა, გა­და­მი­ღეთ? სულ ამა­ზე რა­ტომ მე­ლა­პა­რა­კე­ბით, რა­შია საქ­მე? რა ვქნა, ნუ გა­და­მი­ღებთ-მეთ­ქი! - ეგ რა შუ­ა­შია? მარ­თლა მინ­დაო, - და­ი­წყო თა­ვი­სე­ბუ­რად. "ნე­ი­ლო­ნის ნაძ­ვის ხეს" რომ იღებ­და, მა­შინ ახ­მე­ტე­ლის თე­ატ­რში მუ­შა­ო­ბა ახა­ლი და­წყე­ბუ­ლი მქონ­და. ფილმზე მი­მიწ­ვია, მეც ავ­ტო­ბუ­სის ერთ-ერთი მგზავ­რი უნდა ვყო­ფი­ლი­ყა­ვი, მაგ­რამ გა­და­ღე­ბე­ბი რა­ი­ონ­ში უნდა ყო­ფი­ლი­ყო, იქ უნდა დავ­რჩე­ნი­ლი­ყა­ვი, ეს კი დიდ დროს მო­ი­თხოვ­და. მა­შინ თე­ატ­რში სულ მთა­ვა­რი რო­ლე­ბი მქონ­და და ცხო­ნე­ბულ­მა ლერი პაქ­საშ­ვილ­მა არ გა­მიშ­ვა. ბა­ტო­ნი რეზო სულ ამ ამ­ბავს მახ­სე­ნებ­და, - გახ­სოვს, მა­შინ უარი რომ მი­თხა­რიო?! ერთხე­ლაც, რუს­თა­ვე­ლის თე­ატ­რში ქარ­თუ­ლი თე­ატ­რის დღე აღი­ნიშ­ნე­ბო­და. მე და ჩემი ცხო­ნე­ბუ­ლი ძმა­კა­ცი დიმა ჯა­ი­ა­ნი ერ­თად მივ­დი­ო­დით. ცოტა შეგ­ვაგ­ვი­ან­და და შე­სას­ვლელ­ში რეზო ესა­ძე შეგ­ვხვდა. სად ხარ, ბიჭო, თა­ვის დრო­ზე არ უნდა მოხ­ვი­დე? ამ­დენ ხანს აქ გე­ლო­დე­ბიო! - ამ სი­ტყვე­ბით ხელ­ში სცე­ნა­რი შე­მა­ჩე­ჩა, პერ­სო­ნა­ჟის სა­ხე­ლი და­მი­სა­ხე­ლა, - ახლა ვერ­სად წა­მიხ­ვალ, ითა­მა­შე­ბო. ასე მოვ­ხვდი მის ბოლო ფილმში.

- პე­და­გო­გი­ურ საქ­მი­ა­ნო­ბა­ზე არას­დროს გი­ფიქ­რი­ათ? ან მე­ტყვე­ლე­ბა­ში მომ­ზა­დე­ბა­ზე, რაც ასე­თი პრობ­ლე­მა­ტუ­რია ახალ­გაზ­რდა მსა­ხი­ო­ბებ­თან...

- სხვა­თა შო­რის, ერთხელ ვცა­დე. ჩემი ნა­თე­სა­ვის ბავ­შვი სა­მე­დი­ცი­ნო­ზე სწავ­ლობ­და და უცებ მსა­ხი­ო­ბო­ბაც მო­ინ­დო­მა. მის­მა მშობ­ლებ­მა მო­მიყ­ვა­ნეს, თე­ატ­რა­ლურ­ში ჩა­ბა­რე­ბა უნდა და მი­ხე­დეო. მგო­ნია, სა­კა­ი­ფოდ მო­ვამ­ზა­დე. პირ­ველ ტურ­ზე რომ გა­სუ­ლა, სა­გა­მოც­დო კო­მი­სი­ი­დან ერთ-ერთი პი­როვ­ნე­ბა და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლა, თუ ვის­თან ემ­ზა­დე­ბო­და. ამ ბიჭს და­უტ­რა­ბა­ხია, ბა­ტონ ნუგ­ზარ ყუ­რაშ­ვილ­თა­ნო. მას კი ჩა­უ­ლა­პა­რა­კია, რო­გორ და­უმ­სგავ­სე­ბია თა­ვის თავ­სო... მე ვას­წავ­ლე ის, რაც ვი­ცო­დი და რაც შე­მეძ­ლო, არ ვიცი, რა­ტომ იყო ეს ცუდი. იმ ქალ­ბა­ტონს და­ვუ­რე­კე და ვკი­თხე, ჩემი მომ­ზა­დე­ბუ­ლი ბავ­შვი რა­ტომ და­ი­წუ­ნა. არა, კი არ და­ვი­წუ­ნე, პი­რი­ქი­თო, - ასე თქვა.

- შე­იძ­ლე­ბა მისი სი­ტყვე­ბი ცუ­დად სუ­ლაც არ გა­ვი­გოთ, პი­რი­ქით, თან, კონ­ტექსტს გა­აჩ­ნია...

- არ ვიცი, მა­ინც გულ­ზე მომ­ხდა. მა­შინ დავ­ფიქ­რდი, რომ ბავ­შვს შე­მიძ­ლია ის ვას­წავ­ლო, რაც ვიცი, ჩემი გან­ცდე­ბი გა­ვუ­ზი­ა­რო, გა­დავ­დო. ვე­ცა­დო გულ­სა და სულ­ში ჩა­ვუ­დო, ეს კი ცოტა რთუ­ლი მეჩ­ვე­ნე­ბა. თან, შე­იძ­ლე­ბა ადა­მი­ა­ნი კარ­გი არ­ტის­ტი იყოს, მაგ­რამ პე­და­გო­გი - ძა­ლი­ან ცუდი. ერთხელ მო­ზარდ მა­ყუ­რე­ბელ­თა თე­ატ­რში დიმა ხვთი­სი­აშ­ვილ­მა კრე­ბა მო­იწ­ვია, - ბა­ტო­ნი ნუგ­ზა­რის გარ­და, სცე­ნი­დან დარ­ბაზ­ში არა­ვის ხმა არ ის­მი­სო. ამ თე­მა­ზე მა­ყუ­რებ­ლის წე­რი­ლე­ბიც მო­დის. სამ­წუ­ხა­როდ, თე­ატ­რა­ლურ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ამა­ზე არა­ვინ ზრუ­ნავს, არ ას­წავ­ლი­ან, არა­და, აუ­ცი­ლე­ბე­ლია მე­ტყვე­ლე­ბას კარ­გი მსა­ხი­ო­ბი ას­წავ­ლი­დეს. რა აზრი აქვს სპექ­ტაკლს, სა­დაც მსა­ხი­ო­ბის მე­ტყვე­ლე­ბა არ ის­მის?!

- თქვე­ნი მე­ტყვე­ლე­ბის პე­და­გო­გი რომ გუ­რამ სა­ღა­რა­ძე იყო, კი გე­ტყო­ბათ... მას­თან და­კავ­ში­რე­ბით ამო­მი­ტივ­ტივ­და ახლა ეს თემა: ბოლო პე­რი­ოდ­ში ხში­რად სხვა­დას­ხვა არხზე მსა­ხი­ო­ბებს ლექ­სე­ბის წა­სა­კი­თხად იწ­ვე­ვენ. რო­გორ უყუ­რებთ ამ თე­მას?

- ტე­ლე­ვი­ზორ­ში რა­საც ვხე­დავ, ეს არის მძი­მე შემ­თხვე­ვა... მურ­მან ჯი­ნო­რია რა­ტომ არის კარ­გი მკი­თხვე­ლი? იმი­ტომ, რომ ლექ­სის კი­თხვი­სას სცე­ნა­რი აქვს, მას მიჰ­ყვე­ბა და ამ­ბავს ჰყვე­ბა; ყვე­ლა ლექ­სის წა­კი­თხვი­სას სპექ­ტაკლს თა­მა­შობს. სხვე­ბი კი ამის ნა­ხე­ვარ­საც ვერ აკე­თე­ბენ.

- მეც არ მომ­წონს ეს ტენ­დენ­ცია, მაგ­რამ ფაქ­ტია, სა­ზო­გა­დო­ე­ბის დიდ ნა­წილ­ში პო­პუ­ლა­რო­ბით სარ­გებ­ლობს, და­დე­ბი­თი კო­მენ­ტა­რე­ბიც ხში­რია...

- არ მომ­წონს რბი­ლი ნათ­ქვა­მია. სო­ცი­ა­ლურ სივ­რცე­ში კო­მენ­ტა­რებს არ ვკი­თხუ­ლობ, მაგ­რამ გა­აჩ­ნია, ვინ წერს და­დე­ბითს. ჩემი შვი­ლი, თა­მუ­ნა მე­ტყვის ხოლ­მე, - ასე ნუ ლა­პა­რა­კობ, თო­რემ ეგო­ნე­ბათ, ვი­ღა­ცის გშურ­სო. ვისი უნდა მშურ­დეს ან რა­ტომ? განა კარ­გის თქმა არ შე­მიძ­ლია?! აი, მა­გა­ლი­თად, დღეს მო­ვის­მი­ნე ჯგუ­ფი "ალეგ­რო". სამი ბი­ჭია, არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვად ლა­მა­ზად, ხმებ­ში მღე­რი­ან. მა­ნამ­დე ვი­ღაც გა­მო­ვი­და და ეგო­ნა, რომ მღე­რო­და, მე კი შევ­წუხ­დი. აქ ვი­ღაც სუფ­რას­თან რა­ღა­ცას რომ და­ა­ჩხი­კი­ნებს, მე­ო­რე დღეს სცე­ნა­ზე გა­მო­დის... შენ ჩემი სიმ­ღე­რა მო­გის­მე­ნია?! კარ­გად ვმღე­რი, მაგ­რამ მა­ყუ­რე­ბელს არ ვა­კად­რებ სცე­ნა­ზე გა­მო­ვი­დე და ვიმ­ღე­რო, თუ ეს სპექ­ტაკლში არ მი­წევს. სა­ერ­თოდ, ადა­მი­ანს თავი არ უნდა მო­ა­ბეზ­რო, არც შენი ყო­ფით და არც ლა­პა­რა­კით. რამ­დე­ნიც ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში და­გი­ძა­ხე­ბენ, იმ­დენ­ჯერ კი არ უნდა გა­იქ­ცე, არც ყვე­ლა­ფერ­ზე უნდა ისა­უბ­რო. ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში ზის არ­ტის­ტი და ძრო­ხის შო­ბა­დო­ბის თე­მა­ზე სა­უბ­რობს. ბიჭო, შენ რა იცი?! შე­იძ­ლე­ბა ინ­ტერ­ვი­უს ყვე­ლა თე­მა­ზე იძ­ლე­ო­დე?!

- ეს შე­იძ­ლე­ბა იმით აიხ­სნას, რომ ჩვენ სა­ზო­გა­დო­ე­ბის წევ­რე­ბი ვართ და ყვე­ლა თე­მა­ზე ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი აზრი გვაქვს...

- ჰო, მაგ­რამ კომ­პე­ტენ­ტუ­რი აზრი?! ასე არ არის. ვერ გვექ­ნე­ბა, რად­გან ყვე­ლა სა­კითხს შე­სა­ბა­მი­სი ცოდ­ნა სჭირ­დე­ბა. ანდა, რა­მეს თუ ამ­ბობ, დას­ძი­ნე, - "ჩემი აზ­რით" და მტკი­ცე­ბუ­ლე­ბით ფორ­მა­ში არ ისა­უბ­რო. არც ის მომ­წონს, ეთერ­ში ოჯა­ხურ ამ­ბებს რომ ჰყვე­ბი­ან. ასეთ გა­და­ცე­მა­ში მიწ­ვე­ვენ ხოლ­მე, მაგ­რამ არ მეს­მის, სა­ჯა­როდ და საქ­ვეყ­ნოდ ეს რა­ტომ მოვ­ყვე?!

- მე­უღ­ლე და ორი შვი­ლი რომ გყავთ, ეს ვიცი, მაგ­რამ ტე­ლე­ვი­ზი­ით არ მახ­სენ­დე­ბა თქვე­ნი სიყ­ვა­რუ­ლის ამ­ბავ­ზე გე­სა­უბ­როთ...

- კი ბა­ტო­ნო! კი­დევ შვი­ლიშ­ვი­ლიც მყავს კარ­გი, ანუ­კა. მე­ო­რე კურ­სის სტუ­დენ­ტია. შე­მიძ­ლია და­ვიტ­რა­ბა­ხო, რომ უჭ­კვი­ა­ნე­სი და ულა­მა­ზე­სია... სე­რი­ო­ზუ­ლი თე­მე­ბი არ უნ­დათ, მა­ყუ­რე­ბე­ლი უნდა გა­ვარ­თო­თო. დღეს ეს არის ჩვე­ნი ტე­ლე­ვი­ზია...

- ორი თე­ატ­რის მსა­ხი­ო­ბი ხართ. ცოტა ხნის წინ ახ­მე­ტე­ლის თე­ატ­რში პრე­მი­ე­რა გქონ­დათ, სა­დაც "თეთრ ბა­ი­რა­ღებ­ში" ისი­დო­რეს როლს ას­რუ­ლებთ. აქამ­დე დუმ­ბა­ძის არა­ერთ ნა­წარ­მო­ებ­ში გი­თა­მა­ში­ათ...

- კი, ნო­დარ დუმ­ბა­ძე ამო­უ­წუ­რა­ვი მწე­რა­ლია, 7 ათას­ჯერ რომ შე­გიძ­ლია წა­ი­კი­თხო, ისე­თი. მას ხალ­ხის დიდი სიყ­ვა­რუ­ლი მოს­დევს. ჯერ კი­დევ 22 წლის ვი­ყა­ვი, როცა სო­ხუმ­ში ლი­მო­ნას როლი შე­ვას­რუ­ლე. შემ­დეგ­შიც ვი­თა­მა­შე ლი­მო­ნა და თბი­ლის­ში გად­მო­სულ სო­ხუ­მის თე­ატ­რშიც. ახლა რაღა დრო­ის ჩემი ლი­მო­ნაა და ისი­დო­რეს როლი მაქვს. მინ­დო­და, ჩემი ისი­დო­რე გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ყო­ფი­ლი­ყო. პირ­ველ რიგ­ში, იმის ხაზ­გას­მა მსურ­და, რომ ის ხან­ში შე­სუ­ლი კაცი არ არის, მაქ­სი­მუმ 60 წლი­საა. სა­ცო­და­ვი და და­ძა­ბუ­ნე­ბუ­ლი კი არ გახ­ლავთ, არა­მედ და­ბოღ­მი­ლია იმა­ზე, რომ მისი შვი­ლი და შვი­ლიშ­ვი­ლი უპატ­რო­ნოდ და­ტო­ვა, თო­რემ სი­ძის სიკ­ვდილს სულ არ ნა­ნობს. სა­კუ­თარ თავს ამას ვერ პა­ტი­ობს, ვერ ხარ­შავს. ეს მო­მენ­ტი მინ­დო­და და­მე­ჭი­რა და და­ვი­ჭი­რე კი­დეც!

- ელო­დით, რომ დღეს­დღე­ო­ბით "თეთ­რი ბა­ი­რა­ღე­ბი" მა­ყუ­რებ­ლის ინ­ტე­რესს გა­მო­იწ­ვევ­და? პი­რა­დად მე, არ ვე­ლო­დი...

- არც მე და ეს არა­ერ­თხელ ვთქვი კი­დეც, მაგ­რამ ბი­ლე­თებს ვერ იშო­ვი. გარ­და იმი­სა, რომ ამ მწე­რალს და ნა­წარ­მო­ებს მა­ყუ­რებ­ლის დიდი სიყ­ვა­რუ­ლი პირ­ვე­ლი­ვე დღე­ე­ბი­დან მოს­დევს, გე­ტყვი, ასეთ დიდ ინ­ტე­რესს რა იწ­ვევს: ადა­მი­ა­ნი გა­უ­ხეშ­და, სენ­ტი­მენ­ტე­ბი მო­აკ­ლდა და გულ­ში ჩამ­წვდო­მი სი­უ­ჟე­ტი რომ და­ი­ნა­ხა, მო­ვი­და და ამო­იხ­ვნე­შა. ამ სპექ­ტაკლში მეც სი­ა­მოვ­ნე­ბით ვთა­მა­შობ. თით­ქოს აქ ყვე­ლა გმი­რი და ყვე­ლა დე­ტა­ლი შე­ნია.

- თქვით, ხალ­ხს სენ­ტი­მენ­ტე­ბი მო­ე­ნატ­რაო და თუ გახ­სოვთ, რო­მელ ფილმზე იტი­რეთ ბო­ლოს?

- ამ ბოლო დროს ყვე­ლა­ფერ­ზე ვტი­რი, დავ­ბერ­დი ალ­ბათ (იღი­მის). ეტყო­ბა, ემო­ცი­უ­რად რა­ღაც მაკ­ლია, და­უკ­მა­ყო­ფი­ლებ­ლო­ბის გრძნო­ბა მაქვს. ისე კი, ნე­ო­რე­ა­ლიზ­მი მიყ­ვარს, იტა­ლი­უ­რი და ფრან­გუ­ლი ფილ­მე­ბი. ამე­რი­კე­ლებ­მა დაგვღა­ლეს თა­ვის ბა­ხა­ბუ­ხით, თუმ­ცა რა­საკ­ვირ­ვე­ლია, კარ­გი ფილ­მე­ბი მა­თაც აქვთ, უკვე კლა­სი­კად ქცე­უ­ლი. ვთქვათ, რო­გო­რიც არის "ნათ­ლია".

- და­ბო­ლოს, ესეც მინ­და გი­თხრათ. იცო­დით, რომ თურ­მე ახალ­გაზ­რდებს შო­რის "ცხე­ლი ძაღ­ლი" ძა­ლი­ან პო­პუ­ლა­რუ­ლია? ფრა­ზე­ბი, სცე­ნე­ბი ზე­პი­რად იცი­ან. რამ­დე­ნი­მე თვის წინ, სე­რი­ა­ლი კვლავ გა­ვი­და ეთერ­ში და ალ­ბათ ინ­ტე­რე­სიც გა­ნახ­ლდა... ამ სე­რი­ალ­მა დიდი პო­პუ­ლა­რო­ბა მო­გი­ტა­ნათ...

- კი, ასეა. ამ სე­რი­ა­ლის გა­მოს­ვლის შემ­დეგ რა კუ­რი­ო­ზი არ მომ­ხდა­რა. ერთხელ ავ­ტო­ბუს­ში ახალ­გაზ­რდა ბიჭ­მა მთხო­ვა, მოდი, სცე­ნა გა­ვი­თა­მა­შო­თო. ქა­ლებ­მაც ხმა აუ­ბეს, - მი­დით რა, მი­დით, ბა­ტო­ნო ნუგ­ზარ, გა­ი­თა­მა­შე­თო. გა­და­ვი­რიე, - ხალ­ხო, გი­ჟე­ბი ხომ არ ხარ-მეთ­ქი?! სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ფან-კლუ­ბი ყო­ფი­ლა. ვი­ღა­ცამ მეტ­რო­ში ფოტო გა­და­მი­ღო და იქ დადო. ვი­ღა­ცე­ბი კი­თხუ­ლობ­დნენ, - ვა, უჩა ზე­რა­გი­აც მეტ­რო­თი მგზავ­რობ­სო?! ერთი ასე­თი შემ­თხვე­ვაც მქონ­და, ავ­ტო­ბუს­ში ახ­ლო­ბელ­მა და­მი­რე­კა და ცოტა ომა­ხი­ა­ნი სა­უ­ბა­რი გა­მო­მი­ვი­და. ჩემ წინ ორი ქალი იჯდა და ერთ-ერთი შე­წუხ­და, - "ოოო", - თქვა და ორ­ჯერ ხელი ისე აიქ­ნია, ჩემ­კენ არ გა­მო­უ­ხე­დავს. ტრან­სპორ­ტში ხმა­მაღ­ლა რომ სა­უბ­რო­ბენ, მეც არ მიყ­ვარს, ახ­ლო­ბელს და­ვემ­შვი­დო­ბე და იმ ქალ­ბა­ტონს მო­ვუ­ბო­დი­შე: უკაც­რა­ვად, ხმა­მაღ­ლა თუ მო­მი­ვი­და, ვერ მოვ­ზო­მე, მაგ­რამ სა­უ­ბა­რი მალე და­ვას­რუ­ლე-მეთ­ქი. გა­ჩე­რე­ბა­ზე რომ ჩავ­დი­ო­დი, ქალ­ბა­ტო­ნებს გვერ­დით ჩა­ვუ­ა­რე, ჩა­ფიქ­რე­ბულ­მა შე­მომ­ხე­და და უცებ და­ი­მორ­ცხვა, სა­ხე­ზე ხელი აი­ფა­რა, - ვა­ი­მეო. მიც­ნო და ალ­ბათ იფიქ­რა, ეს რო­გორ მო­მი­ვი­და, შე­ნიშ­ვნა ვის მი­ვე­ციო... აი, ეს არის კინო. მეფე ლირი, დონ-კი­ხო­ტი და რა ვიცი, კი­დევ ისე­თი რო­ლე­ბი მაქვს ნა­თა­მა­შე­ბი, მაგ­რამ მა­ინც ყვე­ლას უჩა ზე­რა­გია ახ­სოვს. სე­რი­ა­ლი ეთერ­ში პირ­ვე­ლად რომ გა­ვი­და, დიდი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა მოჰ­ყვა. მერე მი­ნელ­და. 20 წლის შემ­დეგ, ახ­ლა­ხან, ახ­ლან­დელ­მა ახალ­გაზ­რდო­ბა­მაც ნახა და ყვე­ლა­ფე­რი ხე­ლახ­ლა და­ი­წყო. რა თქმა უნდა, ეს გულ­და­სა­წყვე­ტია, მაგ­რამ ზედ­მე­ტი ლაი-ლაი არ უნდა იმას, რომ პო­პუ­ლა­რო­ბა კი­ნოს მო­აქვს, ხალ­ხი ამით გცნობს. არ და­ი­ჯე­რო, ვინც იტყვის, არ მიყ­ვარს რომ მცნო­ბენ, მა­წუ­ხე­ბე­ნო. ზღა­პა­რია ეს, სი­ა­ფან­დო­ბა! არ გე­სი­ა­მოვ­ნე­ბა ვინ­მე რომ მოვა და გე­ტყვის, - ანა, შენ გე­ნაც­ვა­ლე რა კარ­გი გოგო ხარო?! გიჟი უნდა იყო, არ გე­სი­ა­მოვ­ნოს. ასეა, ჩემს გა­მოც­დი­ლე­ბას ენდე. მით უმე­ტეს, როცა მსა­ხი­ო­ბი ხარ, ეს შენი პრო­ფე­სი­ის შე­მად­გე­ნე­ლი ნა­წი­ლია.

- დიდი მად­ლო­ბა, მიყ­ვარს თქვენ­თან ინ­ტერ­ვი­უ­ე­ბი...

- მეც ძა­ლი­ან მიყ­ვარ­ხარ, ჩემო კარ­გო!..

ანა კა­ლან­და­ძე

ჟურ­ნა­ლი "გზა"

მკითხველის კომენტარები / 9 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
izi
0

ზერაგიას უყურა მილიონმა კაცმა , თეატრში მეფე ლირი ნახა მაქსიმუმ 1000 ადამიანმა. ისე რამაზ ჩხიკვაძის მერე ლირი რამ გათამაშა.

11
0

ვინმემ მოიკითხეთ „ჟურნალისტკა'' :დ

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ახალი რომის პაპის ასარჩევად კონკლავი სიქსტეს კაპელაში დღეს შეიკრიბება
ავტორი:

"მეფე ლირი, დონ-კიხოტი მაქვს ნათამაშები, მაგრამ ყველას უჩა ზერაგია ახსოვს" - ნუგზარ ყურაშვილი ნახევარსაუკუნოვან სასცენო მოღვაწეობასა და სერიალ "ცხელ ძაღლზე"

"მეფე ლირი, დონ-კიხოტი მაქვს ნათამაშები, მაგრამ ყველას უჩა ზერაგია ახსოვს" - ნუგზარ ყურაშვილი ნახევარსაუკუნოვან სასცენო მოღვაწეობასა და სერიალ "ცხელ ძაღლზე"

არითმეტიკა ჩემი ძლიერი მხარე არ არის, ამიტომ ციფრებში ახლართულმა, როცა თითებზე ნუგზარ ყურაშვილის სცენაზე მოღვაწეობის წლებს ვითვლიდი, დახმარება ვთხოვე. "სურათი" კი ასეთია: ნახევარი საუკუნე ქართულ სცენაზეა. თბილისში თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ, სოხუმის თეატრში გაანაწილეს, სადაც სამი წელი იმუშავა. დედაქალაქში, რეჟისორ ლერი პაქსაშვილის დაარსებულ ახმეტელის თეატრში კი 1981 წლიდან დღემდე მოღვაწეობს. 2017 წლის 14 იანვარს მისი სახელობის ვარსკვლავი ამავე თეატრის შესასვლელთან გაიხსნა. იმავე წელს მოზარდ მაყურებელთა თეატრში აღინიშნა მსახიობის სცენაზე მოღვაწეობის 45 წელი, რადგან ამ თეატრთანაც მრავალწლიანი თანამშრომლობა აკავშირებს და ბენეფისს იქაც იმსახურებდა. თავად კი არც თეატრალურ როლებს ითვლის, არც კინოროლებს, თუმცა, საკმაოდ ბევრია ისევე, როგორც ჯილდოები და პრემიები.

- ბატონო ნუგზარ, თქვენი ხმა სცენიდან ყოველთვის გამორჩეულად კარგად ისმის. სამსახიობო კარიერის საწყის ეტაპზე დიქტორადაც მუშაობდით. ამ გზას შემდეგშიც რატომ არ გაჰყევით?

- დიახ, ასე იყო. სოხუმიდან ვარ, იქ მაქვს სკოლა დამთავრებული. მაშინ თეატრალური ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ, მსახიობებს ანაწილებდნენ და მე სოხუმში გამიშვეს. ხშირად მახსენდება იქაური ხანში შესული, ბობოლა არტისტები როგორ კარგად დაგვხვდნენ ახალ თაობას. წრფელი გულით შეგვიყვარეს და მას შემდეგ, მეც სულ ვცდილობ ახალგაზრდებს გვერდში დავუდგე, ვუგულშემატკივრო... გამოცდილი მაქვს და ვიცი, რას ნიშნავს თბილი დამოკიდებულება და რამდენად მნიშვნელოვანია ადამიანისათვის. სოხუმის თეატრში სამი წელი ვიმუშავე, მერე თბილისში გადმოვედი. ერთხანს თითქოს არტისტობაზე გული მქონდა აყრილი. სწორედ იმ დროს ვნახე, რომ რადიო-ტელევიზიაში დიქტორი სჭირდებოდათ. კონკურსი ტარდებოდა. იოლი არ იყო იქ მოხვედრა არ იყო, მაგრამ ბედი მაინც ვცადე. ტელევიზიას ნუგზარ ფოფხაძე ხელმძღვანელობდა, რადიოს კი, პეტრე შამათავა. მოგეხსენებათ, მაშინ როგორი დრო იყო, ლექსი "კომუნისტი" ზეპირად უნდა გცოდნოდა და შამათავას ვიდრე არ ეტყოდი, მუშაობას არ დაგაწყებინებდა. სხვა რა გზა მქონდა, ვისწავლე და ჩავაბარე, მაგრამ მალევე დამავიწყდა. ამიყვანეს. საკმაოდ საინტერესო სამუშაო იყო და საკმაოდ დატვირთულიც ვიყავი, ჩემი ხმა "ოფიციალურ" გადაცემებსაც მოუხდა და იმ თემებსაც, როცა მხატვრული კითხვა იყო საჭირო. მოკლედ, ჩემზე ტაციაობა გახლდათ... მაგრამ მერე მაინც არტისტობამ სძლია. თუმცა არსად მივსულვარ და თეატრში აყვანის სურვილი არ გამომითქვამს, ყველაფერი თავისთავად მოხდა. ერთ დღეს ქუჩაში ცხონებული ლერი პაქსაშვილი შემხვდა. თეატრის დაარსების შესახებ თავისი ჩანაფიქრი გამანდო და მითხრა, ჩემთან მოდიო. მეც მივედი და დავრჩი.

- ის რომ არა, გიფიქრიათ, რა შეიძლებოდა მომხდარიყო?

- ხომ იცი, ცხოვრება როგორია, დღეს არ იცი, ხვალ რა მოხდება და ვერც მომავალს განსაზღვრავ. ზოგადად, გეგმები არ მიყვარს. საერთოდ, ჩემს ცხოვრებაში ყველაფერი სპონტანურად, მოულოდნელად ხდება. ცხოვრებას არ ვეჭიდავები, არც იმაზე ვფიქრობ, გინდა თუ არა ამ ფილმში უნდა გადამიღონ ან ეს როლი ვითამაშო-მეთქი. ღვთის წყალობით, ყველაფერი ყოველთვის თავისით მოდიოდა.

- ბოლო წლებში, რეზო ესაძემ თავის უკანასკნელ ფილმში გადაგიღოთ, ხომ?

- კი, ფილმი უკვე ეკრანებზე გამოვიდა და იქ მიშა გომიაშვილთან, დათო დვალიშვილთან და სხვებთან ერთად, ერთ-ერთ მთავარ როლს ვთამაშობ. "თვე, როგორც ერთი დღე" ბატონი რეზოს ბოლო ფილმია. "გენიალური" ურთიერთობა გვქონდა ჩვენ. მთელი ცხოვრება ჩემი გადაღება უნდოდა, მაგრამ ეს არ ხდებოდა. ახალგაზრდობის წლებში შეხვედრისას, სულ ამაზე იწყებდა ლაპარაკს, ერთხელაც გავბრაზდი, - მე თქვენ რამეში გავალდებულებთ, არიქა, გინდა თუ არა, გადამიღეთ? სულ ამაზე რატომ მელაპარაკებით, რაშია საქმე? რა ვქნა, ნუ გადამიღებთ-მეთქი! - ეგ რა შუაშია? მართლა მინდაო, - დაიწყო თავისებურად. "ნეილონის ნაძვის ხეს" რომ იღებდა, მაშინ ახმეტელის თეატრში მუშაობა ახალი დაწყებული მქონდა. ფილმზე მიმიწვია, მეც ავტობუსის ერთ-ერთი მგზავრი უნდა ვყოფილიყავი, მაგრამ გადაღებები რაიონში უნდა ყოფილიყო, იქ უნდა დავრჩენილიყავი, ეს კი დიდ დროს მოითხოვდა. მაშინ თეატრში სულ მთავარი როლები მქონდა და ცხონებულმა ლერი პაქსაშვილმა არ გამიშვა. ბატონი რეზო სულ ამ ამბავს მახსენებდა, - გახსოვს, მაშინ უარი რომ მითხარიო?! ერთხელაც, რუსთაველის თეატრში ქართული თეატრის დღე აღინიშნებოდა. მე და ჩემი ცხონებული ძმაკაცი დიმა ჯაიანი ერთად მივდიოდით. ცოტა შეგვაგვიანდა და შესასვლელში რეზო ესაძე შეგვხვდა. სად ხარ, ბიჭო, თავის დროზე არ უნდა მოხვიდე? ამდენ ხანს აქ გელოდებიო! - ამ სიტყვებით ხელში სცენარი შემაჩეჩა, პერსონაჟის სახელი დამისახელა, - ახლა ვერსად წამიხვალ, ითამაშებო. ასე მოვხვდი მის ბოლო ფილმში.

- პედაგოგიურ საქმიანობაზე არასდროს გიფიქრიათ? ან მეტყველებაში მომზადებაზე, რაც ასეთი პრობლემატურია ახალგაზრდა მსახიობებთან...

- სხვათა შორის, ერთხელ ვცადე. ჩემი ნათესავის ბავშვი სამედიცინოზე სწავლობდა და უცებ მსახიობობაც მოინდომა. მისმა მშობლებმა მომიყვანეს, თეატრალურში ჩაბარება უნდა და მიხედეო. მგონია, საკაიფოდ მოვამზადე. პირველ ტურზე რომ გასულა, საგამოცდო კომისიიდან ერთ-ერთი პიროვნება დაინტერესებულა, თუ ვისთან ემზადებოდა. ამ ბიჭს დაუტრაბახია, ბატონ ნუგზარ ყურაშვილთანო. მას კი ჩაულაპარაკია, როგორ დაუმსგავსებია თავის თავსო... მე ვასწავლე ის, რაც ვიცოდი და რაც შემეძლო, არ ვიცი, რატომ იყო ეს ცუდი. იმ ქალბატონს დავურეკე და ვკითხე, ჩემი მომზადებული ბავშვი რატომ დაიწუნა. არა, კი არ დავიწუნე, პირიქითო, - ასე თქვა.

- შეიძლება მისი სიტყვები ცუდად სულაც არ გავიგოთ, პირიქით, თან, კონტექსტს გააჩნია...

- არ ვიცი, მაინც გულზე მომხდა. მაშინ დავფიქრდი, რომ ბავშვს შემიძლია ის ვასწავლო, რაც ვიცი, ჩემი განცდები გავუზიარო, გადავდო. ვეცადო გულსა და სულში ჩავუდო, ეს კი ცოტა რთული მეჩვენება. თან, შეიძლება ადამიანი კარგი არტისტი იყოს, მაგრამ პედაგოგი - ძალიან ცუდი. ერთხელ მოზარდ მაყურებელთა თეატრში დიმა ხვთისიაშვილმა კრება მოიწვია, - ბატონი ნუგზარის გარდა, სცენიდან დარბაზში არავის ხმა არ ისმისო. ამ თემაზე მაყურებლის წერილებიც მოდის. სამწუხაროდ, თეატრალურ უნივერსიტეტში ამაზე არავინ ზრუნავს, არ ასწავლიან, არადა, აუცილებელია მეტყველებას კარგი მსახიობი ასწავლიდეს. რა აზრი აქვს სპექტაკლს, სადაც მსახიობის მეტყველება არ ისმის?!

- თქვენი მეტყველების პედაგოგი რომ გურამ საღარაძე იყო, კი გეტყობათ... მასთან დაკავშირებით ამომიტივტივდა ახლა ეს თემა: ბოლო პერიოდში ხშირად სხვადასხვა არხზე მსახიობებს ლექსების წასაკითხად იწვევენ. როგორ უყურებთ ამ თემას?

- ტელევიზორში რასაც ვხედავ, ეს არის მძიმე შემთხვევა... მურმან ჯინორია რატომ არის კარგი მკითხველი? იმიტომ, რომ ლექსის კითხვისას სცენარი აქვს, მას მიჰყვება და ამბავს ჰყვება; ყველა ლექსის წაკითხვისას სპექტაკლს თამაშობს. სხვები კი ამის ნახევარსაც ვერ აკეთებენ.

- მეც არ მომწონს ეს ტენდენცია, მაგრამ ფაქტია, საზოგადოების დიდ ნაწილში პოპულარობით სარგებლობს, დადებითი კომენტარებიც ხშირია...

- არ მომწონს რბილი ნათქვამია. სოციალურ სივრცეში კომენტარებს არ ვკითხულობ, მაგრამ გააჩნია, ვინ წერს დადებითს. ჩემი შვილი, თამუნა მეტყვის ხოლმე, - ასე ნუ ლაპარაკობ, თორემ ეგონებათ, ვიღაცის გშურსო. ვისი უნდა მშურდეს ან რატომ? განა კარგის თქმა არ შემიძლია?! აი, მაგალითად, დღეს მოვისმინე ჯგუფი "ალეგრო". სამი ბიჭია, არაჩვეულებრივად ლამაზად, ხმებში მღერიან. მანამდე ვიღაც გამოვიდა და ეგონა, რომ მღეროდა, მე კი შევწუხდი. აქ ვიღაც სუფრასთან რაღაცას რომ დააჩხიკინებს, მეორე დღეს სცენაზე გამოდის... შენ ჩემი სიმღერა მოგისმენია?! კარგად ვმღერი, მაგრამ მაყურებელს არ ვაკადრებ სცენაზე გამოვიდე და ვიმღერო, თუ ეს სპექტაკლში არ მიწევს. საერთოდ, ადამიანს თავი არ უნდა მოაბეზრო, არც შენი ყოფით და არც ლაპარაკით. რამდენიც ტელევიზიაში დაგიძახებენ, იმდენჯერ კი არ უნდა გაიქცე, არც ყველაფერზე უნდა ისაუბრო. ტელევიზიაში ზის არტისტი და ძროხის შობადობის თემაზე საუბრობს. ბიჭო, შენ რა იცი?! შეიძლება ინტერვიუს ყველა თემაზე იძლეოდე?!

- ეს შეიძლება იმით აიხსნას, რომ ჩვენ საზოგადოების წევრები ვართ და ყველა თემაზე ინდივიდუალური აზრი გვაქვს...

- ჰო, მაგრამ კომპეტენტური აზრი?! ასე არ არის. ვერ გვექნება, რადგან ყველა საკითხს შესაბამისი ცოდნა სჭირდება. ანდა, რამეს თუ ამბობ, დასძინე, - "ჩემი აზრით" და მტკიცებულებით ფორმაში არ ისაუბრო. არც ის მომწონს, ეთერში ოჯახურ ამბებს რომ ჰყვებიან. ასეთ გადაცემაში მიწვევენ ხოლმე, მაგრამ არ მესმის, საჯაროდ და საქვეყნოდ ეს რატომ მოვყვე?!

- მეუღლე და ორი შვილი რომ გყავთ, ეს ვიცი, მაგრამ ტელევიზიით არ მახსენდება თქვენი სიყვარულის ამბავზე გესაუბროთ...

- კი ბატონო! კიდევ შვილიშვილიც მყავს კარგი, ანუკა. მეორე კურსის სტუდენტია. შემიძლია დავიტრაბახო, რომ უჭკვიანესი და ულამაზესია... სერიოზული თემები არ უნდათ, მაყურებელი უნდა გავართოთო. დღეს ეს არის ჩვენი ტელევიზია...

- ორი თეატრის მსახიობი ხართ. ცოტა ხნის წინ ახმეტელის თეატრში პრემიერა გქონდათ, სადაც "თეთრ ბაირაღებში" ისიდორეს როლს ასრულებთ. აქამდე დუმბაძის არაერთ ნაწარმოებში გითამაშიათ...

- კი, ნოდარ დუმბაძე ამოუწურავი მწერალია, 7 ათასჯერ რომ შეგიძლია წაიკითხო, ისეთი. მას ხალხის დიდი სიყვარული მოსდევს. ჯერ კიდევ 22 წლის ვიყავი, როცა სოხუმში ლიმონას როლი შევასრულე. შემდეგშიც ვითამაშე ლიმონა და თბილისში გადმოსულ სოხუმის თეატრშიც. ახლა რაღა დროის ჩემი ლიმონაა და ისიდორეს როლი მაქვს. მინდოდა, ჩემი ისიდორე განსხვავებული ყოფილიყო. პირველ რიგში, იმის ხაზგასმა მსურდა, რომ ის ხანში შესული კაცი არ არის, მაქსიმუმ 60 წლისაა. საცოდავი და დაძაბუნებული კი არ გახლავთ, არამედ დაბოღმილია იმაზე, რომ მისი შვილი და შვილიშვილი უპატრონოდ დატოვა, თორემ სიძის სიკვდილს სულ არ ნანობს. საკუთარ თავს ამას ვერ პატიობს, ვერ ხარშავს. ეს მომენტი მინდოდა დამეჭირა და დავიჭირე კიდეც!

- ელოდით, რომ დღესდღეობით "თეთრი ბაირაღები" მაყურებლის ინტერესს გამოიწვევდა? პირადად მე, არ ველოდი...

- არც მე და ეს არაერთხელ ვთქვი კიდეც, მაგრამ ბილეთებს ვერ იშოვი. გარდა იმისა, რომ ამ მწერალს და ნაწარმოებს მაყურებლის დიდი სიყვარული პირველივე დღეებიდან მოსდევს, გეტყვი, ასეთ დიდ ინტერესს რა იწვევს: ადამიანი გაუხეშდა, სენტიმენტები მოაკლდა და გულში ჩამწვდომი სიუჟეტი რომ დაინახა, მოვიდა და ამოიხვნეშა. ამ სპექტაკლში მეც სიამოვნებით ვთამაშობ. თითქოს აქ ყველა გმირი და ყველა დეტალი შენია.

- თქვით, ხალხს სენტიმენტები მოენატრაო და თუ გახსოვთ, რომელ ფილმზე იტირეთ ბოლოს?

- ამ ბოლო დროს ყველაფერზე ვტირი, დავბერდი ალბათ (იღიმის). ეტყობა, ემოციურად რაღაც მაკლია, დაუკმაყოფილებლობის გრძნობა მაქვს. ისე კი, ნეორეალიზმი მიყვარს, იტალიური და ფრანგული ფილმები. ამერიკელებმა დაგვღალეს თავის ბახაბუხით, თუმცა რასაკვირველია, კარგი ფილმები მათაც აქვთ, უკვე კლასიკად ქცეული. ვთქვათ, როგორიც არის "ნათლია".

- დაბოლოს, ესეც მინდა გითხრათ. იცოდით, რომ თურმე ახალგაზრდებს შორის "ცხელი ძაღლი" ძალიან პოპულარულია? ფრაზები, სცენები ზეპირად იციან. რამდენიმე თვის წინ, სერიალი კვლავ გავიდა ეთერში და ალბათ ინტერესიც განახლდა... ამ სერიალმა დიდი პოპულარობა მოგიტანათ...

- კი, ასეა. ამ სერიალის გამოსვლის შემდეგ რა კურიოზი არ მომხდარა. ერთხელ ავტობუსში ახალგაზრდა ბიჭმა მთხოვა, მოდი, სცენა გავითამაშოთო. ქალებმაც ხმა აუბეს, - მიდით რა, მიდით, ბატონო ნუგზარ, გაითამაშეთო. გადავირიე, - ხალხო, გიჟები ხომ არ ხარ-მეთქი?! სოციალურ ქსელში ფან-კლუბი ყოფილა. ვიღაცამ მეტროში ფოტო გადამიღო და იქ დადო. ვიღაცები კითხულობდნენ, - ვა, უჩა ზერაგიაც მეტროთი მგზავრობსო?! ერთი ასეთი შემთხვევაც მქონდა, ავტობუსში ახლობელმა დამირეკა და ცოტა ომახიანი საუბარი გამომივიდა. ჩემ წინ ორი ქალი იჯდა და ერთ-ერთი შეწუხდა, - "ოოო", - თქვა და ორჯერ ხელი ისე აიქნია, ჩემკენ არ გამოუხედავს. ტრანსპორტში ხმამაღლა რომ საუბრობენ, მეც არ მიყვარს, ახლობელს დავემშვიდობე და იმ ქალბატონს მოვუბოდიშე: უკაცრავად, ხმამაღლა თუ მომივიდა, ვერ მოვზომე, მაგრამ საუბარი მალე დავასრულე-მეთქი. გაჩერებაზე რომ ჩავდიოდი, ქალბატონებს გვერდით ჩავუარე, ჩაფიქრებულმა შემომხედა და უცებ დაიმორცხვა, სახეზე ხელი აიფარა, - ვაიმეო. მიცნო და ალბათ იფიქრა, ეს როგორ მომივიდა, შენიშვნა ვის მივეციო... აი, ეს არის კინო. მეფე ლირი, დონ-კიხოტი და რა ვიცი, კიდევ ისეთი როლები მაქვს ნათამაშები, მაგრამ მაინც ყველას უჩა ზერაგია ახსოვს. სერიალი ეთერში პირველად რომ გავიდა, დიდი გამოხმაურება მოჰყვა. მერე მინელდა. 20 წლის შემდეგ, ახლახან, ახლანდელმა ახალგაზრდობამაც ნახა და ყველაფერი ხელახლა დაიწყო. რა თქმა უნდა, ეს გულდასაწყვეტია, მაგრამ ზედმეტი ლაი-ლაი არ უნდა იმას, რომ პოპულარობა კინოს მოაქვს, ხალხი ამით გცნობს. არ დაიჯერო, ვინც იტყვის, არ მიყვარს რომ მცნობენ, მაწუხებენო. ზღაპარია ეს, სიაფანდობა! არ გესიამოვნება ვინმე რომ მოვა და გეტყვის, - ანა, შენ გენაცვალე რა კარგი გოგო ხარო?! გიჟი უნდა იყო, არ გესიამოვნოს. ასეა, ჩემს გამოცდილებას ენდე. მით უმეტეს, როცა მსახიობი ხარ, ეს შენი პროფესიის შემადგენელი ნაწილია.

- დიდი მადლობა, მიყვარს თქვენთან ინტერვიუები...

- მეც ძალიან მიყვარხარ, ჩემო კარგო!..

ანა კალანდაძე

ჟურნალი "გზა"