პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა ახალი პოლიტიკური ჯგუფის - "ევროოპტიმისტების" რეგისტრაციას მხარი დაუჭირა.
აღნიშნული პოლიტიკური ჯგუფი ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" ყოფილმა წევრებმა - რომან გოცირიძემ და ხატია დეკანოიძემ დააფუძნეს.
მანამდე პარლამენტმა დაჩქარებული წესით რეგლამენტში ცვლილებები განახორციელა, რომლის მიხედვით, პარლამენტში საარჩევნო ბლოკის სიით გასული დეპუტატები წარმდგენი პარტიისა და ფრაქციის დატოვების შემთხვევაში, პოლიტიკური ჯგუფის შექმნას შეძლებენ.