საზოგადოება
მსოფლიო

10

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 19:15-ზე, მთვარე მორიელში იქნება 23:58-დან დაგეგმეთ მნიშვნელოვანი საქმეები, შეხვედრები. მოაგვარეთ ფინანსური დოკუმენტები, საკითხები. კარგია ახალი საქმეების დაწყება. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. ცუდი დღეა სასამართლო საქმეებისთვისა და განქორწინებისთვის. მოერიდეთ კონფლიქტს. უფრო მეტი, გაამყარეთ ურთიერთობა ნათესავებთან. კარგი დღეა უფროსთან საქმეების განსახილველად, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. ამ დღეს დაწყებული მოგზაურობა ან მივლინება საინტერესოდ ჩაივლის. არასასურველია ქორწინება და ნიშნობა. არ გადატვირთოთ კუჭი. შეამცირეთ ალკოჰოლის დოზა და სიგარეტის რაოდენობა. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
პოლიტიკა
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"დასავლელი პარტნიორები დაიღალნენ მმართველი პარტიის განცხადებებით, რომ საქართველოს ომში ჩათრევას ცდილობენ, ეს არის კრემლის პროპაგანდა" - კალიურანდი
"დასავლელი პარტნიორები დაიღალნენ მმართველი პარტიის განცხადებებით, რომ საქართველოს ომში ჩათრევას ცდილობენ, ეს არის კრემლის პროპაგანდა" - კალიურანდი

ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტის წევ­რე­ბი, კო­ლე­გე­ბი ევ­რო­კავ­ში­რის სხვა ინ­სტი­ტუ­ტე­ბი­დან და სხვა და­სავ­ლე­ლი პარტნი­ო­რე­ბი და­ი­ღალ­ნენ ქარ­თვე­ლი თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რე­ბი­სა და მმარ­თვე­ლი პარ­ტი­ის წევ­რე­ბის გან­ცხა­დე­ბე­ბით, რომ სა­ქარ­თვე­ლოს ომში ჩათ­რე­ვას და სა­ქარ­თვე­ლო­ში ე.წ. მე­ო­რე ფრონ­ტის გახ­სნას ცდი­ლო­ბენ, ეს არის კრემ­ლის პრო­პა­გან­დის სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო, ეს სი­მარ­თლეს არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა, - ამის შე­სა­ხებ ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტარ­მა, მა­რი­ნა კა­ლი­უ­რან­დმა ბრი­უ­სელ­ში, ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტში ევ­რო­კავ­ში­რი-სა­ქარ­თვე­ლოს სა­პარ­ლა­მენ­ტო ასო­ცი­რე­ბის კო­მი­ტე­ტის (PAC) მე-12 სხდო­მა­ზე გა­ნა­ცხა­და.

"ჩვენ ამას არ ვუ­სურ­ვებთ სა­ქარ­თვე­ლოს და ქარ­თველ ხალ­ხს. არ­ცერთ თქვენს მე­გო­ბარს არას­დროს ნდო­მე­ბია თქვე­ნი ჩათ­რე­ვა სის­ხლი­ან ომში. ჩვენ გვახ­სოვს 2008 წლის ომი“, - აღ­ნიშ­ნა ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტარ­მა.

ის ასე­ვე გა­მო­ეხ­მა­უ­რა პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რის, თავ­მჯდო­მა­რე შალ­ვა პა­პუ­აშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბას, რომ სა­ქარ­თვე­ლომ ევ­რო­კო­მი­სი­ის 12 რე­კო­მენ­და­ცი­ის 80 პრო­ცენ­ტი უკვე შე­ას­რუ­ლა.

"ორი­ო­დე დღის წინ წა­ვი­კი­თხე, სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რე შალ­ვა პა­პუ­აშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ კო­მი­სი­ის 12 რე­კო­მენ­და­ცი­ი­დან 80 პრო­ცენ­ტი უკვე შეს­რუ­ლე­ბუ­ლია და შე­დე­გად, ის ელის ევ­რო­პე­ლი პარტნი­ო­რე­ბის სა­მარ­თლი­ან შე­ფა­სე­ბას შე­მოდ­გო­მა­ზე. ვწუხ­ვარ, რომ ეს გან­ცხა­დე­ბე­ბი აჩენს კი­თხვებს იმ ინ­ფორ­მა­ცი­ი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რო­მე­ლიც ჩვენ გვაქვს სა­ქარ­თვე­ლოს სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დო­ე­ბის­გან, ასე­ვე კო­მი­სი­ის­გან და და­სავ­ლე­ლი პარტნი­ო­რე­ბის­გან. წლე­ბის წინ სა­ქარ­თვე­ლო აღ­მო­სავ­ლურ პარტნი­ო­რებს შო­რის ლი­დე­რი იყო, ფაქ­ტია, რომ პროგ­რე­სი 12 პრი­ო­რი­ტეტ­თან და­კავ­ში­რე­ბით დღემ­დე არას­რუ­ლი და ხში­რად ზე­და­პი­რუ­ლია. ეს ასე­ვე გავ­ლე­ნას ახ­დენს იმა­ზე, რომ დღეს სა­ქარ­თვე­ლო ჩა­მორ­ჩე­ბა უკ­რა­ი­ნა­სა და მოლ­დო­ვას ზო­გი­ერთ ძი­რი­თად სფე­რო­ებ­ში“, - აღ­ნიშ­ნა ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტარ­მა.

მკითხველის კომენტარები / 52 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ტოტო
1

ძალიან უსინდისოთ იქცევიან,ფაქტიურად პირდაპირი მოწოდებებია მთავრობის წინააღმდეგ.საქართველო ნამდვილად იყო და არის ევროპული ცივილიზაციისა და კულტურის ქვეყანა,ყოველგვარი ზედმეტი შექების გარეშე.

ის,რომ მთავრობის წევრები თავისუფლად აფიქსირებენ საკუთარ აზრს,ამბობენ რა არის მათი აზრით სწორი ან ცუდი არ არის ეს უპირველესი საზომი დემოკრატიის ? თუ რასაც ჩაგძახებენ ყოველგვარი ანალიზის გამო უნდა იმეორო ? ქართველებს არ უყვართ როცა რაიმეს აძალებენ ან როცა ჩვენ აზრს არ ითვალისწინებენ.

GG
1

ეეე ბებო ეს ჩვენ დავიღალეთ თქვენი ფაპირებებით და ზღაპრებით

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"დასავლელი პარტნიორები დაიღალნენ მმართველი პარტიის განცხადებებით, რომ საქართველოს ომში ჩათრევას ცდილობენ, ეს არის კრემლის პროპაგანდა" - კალიურანდი

"დასავლელი პარტნიორები დაიღალნენ მმართველი პარტიის განცხადებებით, რომ საქართველოს ომში ჩათრევას ცდილობენ, ეს არის კრემლის პროპაგანდა" - კალიურანდი

ევროპარლამენტის წევრები, კოლეგები ევროკავშირის სხვა ინსტიტუტებიდან და სხვა დასავლელი პარტნიორები დაიღალნენ ქართველი თანამდებობის პირებისა და მმართველი პარტიის წევრების განცხადებებით, რომ საქართველოს ომში ჩათრევას და საქართველოში ე.წ. მეორე ფრონტის გახსნას ცდილობენ, ეს არის კრემლის პროპაგანდის სახელმძღვანელო, ეს სიმართლეს არ შეესაბამება, - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, მარინა კალიურანდმა ბრიუსელში, ევროპარლამენტში ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის (PAC) მე-12 სხდომაზე განაცხადა.

"ჩვენ ამას არ ვუსურვებთ საქართველოს და ქართველ ხალხს. არცერთ თქვენს მეგობარს არასდროს ნდომებია თქვენი ჩათრევა სისხლიან ომში. ჩვენ გვახსოვს 2008 წლის ომი“, - აღნიშნა ევროპარლამენტარმა.

ის ასევე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარის, თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილის განცხადებას, რომ საქართველომ ევროკომისიის 12 რეკომენდაციის 80 პროცენტი უკვე შეასრულა.

"ორიოდე დღის წინ წავიკითხე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ კომისიის 12 რეკომენდაციიდან 80 პროცენტი უკვე შესრულებულია და შედეგად, ის ელის ევროპელი პარტნიორების სამართლიან შეფასებას შემოდგომაზე. ვწუხვარ, რომ ეს განცხადებები აჩენს კითხვებს იმ ინფორმაციიდან გამომდინარე, რომელიც ჩვენ გვაქვს საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებისგან, ასევე კომისიისგან და დასავლელი პარტნიორებისგან. წლების წინ საქართველო აღმოსავლურ პარტნიორებს შორის ლიდერი იყო, ფაქტია, რომ პროგრესი 12 პრიორიტეტთან დაკავშირებით დღემდე არასრული და ხშირად ზედაპირულია. ეს ასევე გავლენას ახდენს იმაზე, რომ დღეს საქართველო ჩამორჩება უკრაინასა და მოლდოვას ზოგიერთ ძირითად სფეროებში“, - აღნიშნა ევროპარლამენტარმა.