მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება

1

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პირველი ივლისი, სამშაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 12:13-ზე, მთვარე ქალწულშია – სიტყვას დღეს განსაკუთრებული ძალა აქვს, ტყუილად ლაპარაკი არ შეიძლება. კარგია ლოცვა, სიმღერა და წმინდა ტექსტების კითხვა. ფილტვები დაუცველია. ადვილია გაცივება. არ არის რეკომენდებული კბილების ამოღება. არ მიირთვათ ქათამი და კვერცხი. მიირთვით ხილი, შეგიძლიათ დალიოთ მწვანე ან მცენარეული ჩაი. რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. ახალი კავშირების დამყარება. სარეკლამო კამპანიების, კონფერენციების და მსგავსი ღონისძიებების ჩატარება. გამოიყენეთ სიტყვები პარტნიორების, ინვესტორების და სპონსორების დასარწმუნებლად. ბიზნესმენებმა ხელი უნდა შეუწყონ და დააფინანსონ შემოქმედებითი ადამიანები. ბევრმა მუშაობამ შეიძლება გამოიწვიოს გადაღლილობა.
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვმასპინძლობთ კახეთს – "ქართული კუთხეების ფესტივალი" წისქვილის ეზოში
ვმასპინძლობთ კახეთს – "ქართული კუთხეების ფესტივალი" წისქვილის ეზოში

შა­ბათ-კვი­რას, 10-11 ივ­ნისს, წის­ქვი­ლის ეზო­ში მი­სულ სტუმ­რებს ამ­ჯე­რად კა­ხე­თის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი უმას­პინ­ძლე­ბენ, წა­რუდ­გე­ნენ მათ თა­ვი­ანთ ავ­თენ­ტურ ფოლკ­ლორ­სა და ქო­რე­ოგ­რა­ფი­ას და გა­უ­მას­პინ­ძლდე­ბი­ან კა­ხუ­რი ღვი­ნი­თა და კერ­ძე­ბით.

10 ივ­ნისს „წის­ქვილ­ში“ არ­სე­ბუ­ლი სცე­ნა ან­სამ­ბლ „ყვა­რელს“ და­ეთ­მო­ბა, რომ­ლე­ბიც სტუმ­რე­ბის­თვის ფოლკ­ლო­რულ სიმ­ღე­რებს შე­ას­რუ­ლე­ბენ. 11 ივ­ნისს კი, სტუმ­რე­ბის წი­ნა­შე ან­სამ­ბლი „კახ­თა“ წარ­დგე­ბა.

კა­ხუ­რი დღე­ე­ბის ფარ­გლებ­ში, წის­ქვი­ლის ეზო­ში მო­ე­წყო­ბა გა­მო­ფე­ნა-გა­ყიდ­ვა, სა­დაც წარ­მოდ­გე­ნი­ლი იქ­ნე­ბა კა­ხე­თი­დან ჩა­მო­ტა­ნი­ლი პრო­დუქ­ცია და ქარ­თუ­ლი კომ­პა­ნი­ე­ბის ად­გი­ლობ­რი­ვი ნა­წარ­მი. კა­ხუ­რი ღვი­ნის და­სა­გე­მოვ­ნებ­ლად გა­ი­მარ­თე­ბა დე­გუს­ტა­ცი­აც.

ამას­თან ერ­თად, სტუმ­რებს ექ­ნე­ბათ შე­საძ­ლებ­ლო­ბა და­ეს­წრონ მას­ტერკლა­სებს, ის­წავ­ლონ კა­ხუ­რი კერ­ძე­ბის მომ­ზა­დე­ბა და გა­ეც­ნონ გას­ტრო­ნო­მი­ულ სი­ახ­ლე­ებს. მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი გა­სარ­თო­ბი აქ­ტი­ვო­ბა დახ­ვდე­ბათ ბავ­შვებ­საც, მათ­თვის სპე­ცი­ა­ლუ­რად მო­წყო­ბილ სა­ბავ­შვო ზო­ნა­ში.

ღო­ნის­ძი­ე­ბა „წის­ქვი­ლი ჯგუ­ფის“ ახა­ლი ინი­ცი­ა­ტი­ვის, „ქარ­თუ­ლი კუ­თხე­ე­ბის ფეს­ტი­ვა­ლის“ ფარ­გლებ­ში იმარ­თე­ბა. გა­სუ­ლი ორი შა­ბა­თი-კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში, რეს­ტო­რან­ში მი­სულ სტუმ­რებს მას­პინ­ძლო­ბა უკვე გა­უ­წია იმე­რეთ­მა და სვა­ნეთ­მა. ფეს­ტი­ვა­ლი 30 ივ­ლი­სამ­დე გაგ­რძელ­დე­ბა და კა­ხე­თის შემ­დეგ, ყო­ველ მე­ო­რე შა­ბათ-კვი­რას, თა­ვის კუ­თხეს წა­რად­გენს სა­მეგ­რე­ლო, რაჭა, გუ­რია და აჭა­რა.

გა­ით­ვა­ლის­წი­ნეთ, ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე დას­წრე­ბა თა­ვი­სუ­ფა­ლია. მეტი დე­ტა­ლის სა­ნა­ხა­ვად ეს­ტუმ­რეთ „წის­ქვი­ლის“ ფე­ის­ბუქ გვერდს ან გა­და­დით ღო­ნის­ძი­ე­ბის ბმულ­ზე.

NS

ავტორი:

ვმასპინძლობთ კახეთს – "ქართული კუთხეების ფესტივალი" წისქვილის ეზოში

ვმასპინძლობთ კახეთს – "ქართული კუთხეების ფესტივალი" წისქვილის ეზოში

შაბათ-კვირას, 10-11 ივნისს, წისქვილის ეზოში მისულ სტუმრებს ამჯერად კახეთის წარმომადგენლები უმასპინძლებენ, წარუდგენენ მათ თავიანთ ავთენტურ ფოლკლორსა და ქორეოგრაფიას და გაუმასპინძლდებიან კახური ღვინითა და კერძებით.

10 ივნისს „წისქვილში“ არსებული სცენა ანსამბლ „ყვარელს“ დაეთმობა, რომლებიც სტუმრებისთვის ფოლკლორულ სიმღერებს შეასრულებენ. 11 ივნისს კი, სტუმრების წინაშე ანსამბლი „კახთა“ წარდგება.

კახური დღეების ფარგლებში, წისქვილის ეზოში მოეწყობა გამოფენა-გაყიდვა, სადაც წარმოდგენილი იქნება კახეთიდან ჩამოტანილი პროდუქცია და ქართული კომპანიების ადგილობრივი ნაწარმი. კახური ღვინის დასაგემოვნებლად გაიმართება დეგუსტაციაც.

ამასთან ერთად, სტუმრებს ექნებათ შესაძლებლობა დაესწრონ მასტერკლასებს, ისწავლონ კახური კერძების მომზადება და გაეცნონ გასტრონომიულ სიახლეებს. მრავალფეროვანი გასართობი აქტივობა დახვდებათ ბავშვებსაც, მათთვის სპეციალურად მოწყობილ საბავშვო ზონაში.

ღონისძიება „წისქვილი ჯგუფის“ ახალი ინიციატივის, „ქართული კუთხეების ფესტივალის“ ფარგლებში იმართება. გასული ორი შაბათი-კვირის განმავლობაში, რესტორანში მისულ სტუმრებს მასპინძლობა უკვე გაუწია იმერეთმა და სვანეთმა. ფესტივალი 30 ივლისამდე გაგრძელდება და კახეთის შემდეგ, ყოველ მეორე შაბათ-კვირას, თავის კუთხეს წარადგენს სამეგრელო, რაჭა, გურია და აჭარა.

გაითვალისწინეთ, ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია. მეტი დეტალის სანახავად ესტუმრეთ „წისქვილის“ ფეისბუქ გვერდს ან გადადით ღონისძიების ბმულზე.

NS