მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება

14

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 23:39-ზე, მთვარე თევზებში იქნება 03-44-დან –რეკომენდებულია კოლექტიური მუშაობა, ერთობლივი პრობლემების გადაჭრა. ფინანსური საკითხების მოგვარება. მშენებლობის დაწყება. ძველი კავშირების გაძლიერება. მოერიდეთ ეგოიზმს და საკუთარი შესაძლებლობების გადაჭარბებულ შეფასებას. გამოავლინეთ ლიდერის თვისებები. არ არის რეკომენდებული შურისა და ბოროტების გამოვლენა. აქტიურია ზურგის ზედა ნაწილი. გაუფრთხილდით ხერხემალს. მთვარის ამ დღეს შექმნილი ოჯახები იშვიათად იშლება ეჭვიანობის, ღალატის ან ფინანსური პრობლემების გამო.
სამართალი
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
შოიგუს დიდი ტყუილი - უკრაინელების კომბაინების აფეთქება რუსეთის თავდაცვის მინისტრმა გერმანული "ლეოპარდების" განადგურებად გაასაღა
შოიგუს დიდი ტყუილი - უკრაინელების კომბაინების აფეთქება რუსეთის თავდაცვის მინისტრმა გერმანული "ლეოპარდების" განადგურებად გაასაღა
  • ირაკ­ლი ალა­დაშ­ვი­ლის ბლო­გი

რუ­სე­თის არ­მი­ა­ში დიდი ჯილ­დო აქვთ და­წე­სე­ბუ­ლი მათ­თვის, ვინც ბრძო­ლის ველ­ზე პირ­ველ "ლე­ო­პარ­დი-2"-ის ტი­პის ტანკს გა­უ­ნად­გუ­რებს უკ­რა­ი­ნე­ლებს.

ალ­ბათ ამი­ტო­მაც, რუს ოკუ­პან­ტებს ყველ­გან ეს "ლე­ო­პარ­დე­ბი" ელან­დე­ბათ და პირ­ვე­ლი მათ­გა­ნი ჯერ კი­დევ სამი თვის წინ "აა­ფეთ­ქეს", მა­შინ, რო­დე­საც ამ ტი­პის ტან­კე­ბი ჩა­ტა­ნი­ლიც კი არ იყო უკ­რა­ი­ნის მი­წა­ზე.

  • მაგ­რამ ერ­თია, რო­მე­ლი­მე რუსი პრო­პა­გან­დის­ტის "ყვი­რი­ლი" სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში "ლე­ო­პარ­დის" მო­რიგ "აფეთ­ქე­ბა­ზე" და სულ სხვა დო­ნეა, რო­დე­საც თა­ვად რუ­სე­თის თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრი შო­ი­გუ ოფი­ცი­ა­ლუ­რად აცხა­დებს 8(რვა) გა­ნად­გუ­რე­ბუ­ლი "ლე­ო­პარ­დის" შე­სა­ხებ და ამის შემ­დეგ რუ­სე­თის თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო თა­ვი­სი მი­ნის­ტრის სი­ტყვე­ბის და­მა­დას­ტუ­რე­ბელ ვი­დე­ო­კად­რებს ავ­რცე­ლებს, სა­დაც თით­ქოს სწო­რედ ამ "ლე­ო­პარ­დე­ბის" აფეთ­ქე­ბის მო­მენ­ტე­ბია გა­მო­სა­ხუ­ლი...

ვი­დეო გა­და­ღე­ბუ­ლია რუ­სუ­ლი Ка-52 "ალი­გა­ტო­რის" ტი­პის დამ­რტყმე­ლი შვე­ულმფრე­ნის ოპ­ტი­კურ-ელექტრო­ნუ­ლი სა­მიზ­ნე მო­წყო­ბი­ლო­ბის მიერ, შორი მან­ძი­ლი­დან და აჩ­ვე­ნებს "ალი­გა­ტო­რი­დან" გაშ­ვე­ბუ­ლი მარ­თვა­დი ტანკსა­წი­ნა­აღ­მდე­გო რა­კე­ტის მოხ­ვედ­რას მინ­დორ­ში უძ­რა­ვად მდგარ რა­ღაც ტექ­ნი­კა­ზე...

სულ მცი­რე­ო­დე­ნი ანა­ლი­ზი დას­ჭირ­დათ სამ­ხედ­რო საქ­მე­ში მეტ­ნაკ­ლე­ბად გათ­ვით­ცნო­ბი­ე­რე­ბულ ბლო­გე­რებს, მათ შო­რის - თა­ვად რუ­სე­ბის რი­გებ­ში, რომ თა­ვი­ან­თი თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრი­სა და მისი სა­მი­ნის­ტროს სა­მარ­ცხვი­ნო ტყუ­ი­ლი გა­მო­ე­აშ­კა­რა­ვე­ბი­ნათ...

რუ­სუ­ლი "ალი­გა­ტო­რი­დან" გაშ­ვე­ბუ­ლი მარ­თვა­დი რა­კე­ტა მარ­თლაც ხვდე­ბა და აფეთ­ქებს მინ­დორ­ში უძ­რა­ვად მდგარ ტექ­ნი­კას, მაგ­რამ ისი­ნი "ლე­ო­პარდ-2"-ის ტი­პის ტან­კე­ბი კი არა, არა­მედ... ჩვე­უ­ლებ­რი­ვი კომ­ბა­ი­ნე­ბი არი­ან...

ჯერ საბ­ჭო­თა, შემ­დეგ კი - რუ­სუ­ლი წარ­მო­ე­ბის ოპ­ტი­კურ-ელექტრო­ნუ­ლი სა­მიზ­ნე მო­წყო­ბი­ლო­ბე­ბი მა­ღა­ლი ხა­რის­ხით არას­დროს გა­მო­ირ­ჩე­ოდ­ნენ, მაგ­რამ რო­გორ მოხ­და, რომ ჯერ რუ­სუ­ლი "ალი­გა­ტო­რის" ეკი­პაჟ­მა კომ­ბა­ი­ნი ტან­კის­გან ვერ გა­არ­ჩია (რაც ასე თუ ისე და­საშ­ვე­ბია ექ­სტრე­მა­ლურ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში, რო­დე­საც რუსი პი­ლო­ტე­ბი ყო­ველ წამს "სტინ­გე­რის" სა­ზე­ნი­ტო რა­კე­ტის მოხ­ვედ­რას ელო­დე­ბი­ან), ხოლო შემ­დეგ რუ­სე­თის გენშტაბ­ში, კომ­პი­უ­ტე­რებ­თან მსხდო­მი მა­ღალ­ჩი­ნო­სა­ნი ოფიც­რე­ბი ვერ მიხ­ვდნენ, რომ "ალი­გა­ტო­რის" ოპ­ტი­კურ სა­მიზ­ნე­ში ამო­ღე­ბულ ტექ­ნი­კას ბორ­ბლე­ბი ეყე­ნა, ხოლო რაც მათ ტან­კის ლუ­ლად მი­იჩ­ნი­ეს, სი­ნამ­დვი­ლე­ში კომ­ბა­ი­ნის გრძე­ლი "მკლა­ვი" გახ­ლდათ, აღე­ბუ­ლი ხორ­ბლის სატ­ვირ­თო მან­ქა­ნე­ბის ძა­რა­ში ჩა­საყ­რე­ლად...წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად

მკითხველის კომენტარები / 28 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გოგა
7

ვავა უკრაინე ვავა უკრაინე ვავა უკრაინე ვავა უკრაინე ვავა უკრაინე ვავა უკრაინე ვავა უკრაინე ვავა უკრაინე ვავა უკრაინე ვავა 

გოჩა
3

და აფეთქებულ ტანკებს რატომ არ ანახებენ აა.ლეოპარდებს

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
აშშ უკრაინისთვის გაგზავნის Patriot -ის სარაკეტო კომპლექსებს, რომელთა ღირებულებსაც ევროკავშირი აანაზღაურებს - რა გეგმა აქვს აშშ-ის პრეზიდენტს?
ავტორი:

შოიგუს დიდი ტყუილი - უკრაინელების კომბაინების აფეთქება რუსეთის თავდაცვის მინისტრმა გერმანული "ლეოპარდების" განადგურებად გაასაღა

შოიგუს დიდი ტყუილი - უკრაინელების კომბაინების აფეთქება რუსეთის თავდაცვის მინისტრმა გერმანული "ლეოპარდების" განადგურებად გაასაღა
  • ირაკლი ალადაშვილის ბლოგი

რუსეთის არმიაში დიდი ჯილდო აქვთ დაწესებული მათთვის, ვინც ბრძოლის ველზე პირველ "ლეოპარდი-2"-ის ტიპის ტანკს გაუნადგურებს უკრაინელებს.

ალბათ ამიტომაც, რუს ოკუპანტებს ყველგან ეს "ლეოპარდები" ელანდებათ და პირველი მათგანი ჯერ კიდევ სამი თვის წინ "ააფეთქეს", მაშინ, როდესაც ამ ტიპის ტანკები ჩატანილიც კი არ იყო უკრაინის მიწაზე.

  • მაგრამ ერთია, რომელიმე რუსი პროპაგანდისტის "ყვირილი" სოციალურ ქსელებში "ლეოპარდის" მორიგ "აფეთქებაზე" და სულ სხვა დონეა, როდესაც თავად რუსეთის თავდაცვის მინისტრი შოიგუ ოფიციალურად აცხადებს 8(რვა) განადგურებული "ლეოპარდის" შესახებ და ამის შემდეგ რუსეთის თავდაცვის სამინისტრო თავისი მინისტრის სიტყვების დამადასტურებელ ვიდეოკადრებს ავრცელებს, სადაც თითქოს სწორედ ამ "ლეოპარდების" აფეთქების მომენტებია გამოსახული...

ვიდეო გადაღებულია რუსული Ка-52 "ალიგატორის" ტიპის დამრტყმელი შვეულმფრენის ოპტიკურ-ელექტრონული სამიზნე მოწყობილობის მიერ, შორი მანძილიდან და აჩვენებს "ალიგატორიდან" გაშვებული მართვადი ტანკსაწინააღმდეგო რაკეტის მოხვედრას მინდორში უძრავად მდგარ რაღაც ტექნიკაზე...

სულ მცირეოდენი ანალიზი დასჭირდათ სამხედრო საქმეში მეტნაკლებად გათვითცნობიერებულ ბლოგერებს, მათ შორის - თავად რუსების რიგებში, რომ თავიანთი თავდაცვის მინისტრისა და მისი სამინისტროს სამარცხვინო ტყუილი გამოეაშკარავებინათ...

რუსული "ალიგატორიდან" გაშვებული მართვადი რაკეტა მართლაც ხვდება და აფეთქებს მინდორში უძრავად მდგარ ტექნიკას, მაგრამ ისინი "ლეოპარდ-2"-ის ტიპის ტანკები კი არა, არამედ... ჩვეულებრივი კომბაინები არიან...

ჯერ საბჭოთა, შემდეგ კი - რუსული წარმოების ოპტიკურ-ელექტრონული სამიზნე მოწყობილობები მაღალი ხარისხით არასდროს გამოირჩეოდნენ, მაგრამ როგორ მოხდა, რომ ჯერ რუსული "ალიგატორის" ეკიპაჟმა კომბაინი ტანკისგან ვერ გაარჩია (რაც ასე თუ ისე დასაშვებია ექსტრემალურ სიტუაციაში, როდესაც რუსი პილოტები ყოველ წამს "სტინგერის" საზენიტო რაკეტის მოხვედრას ელოდებიან), ხოლო შემდეგ რუსეთის გენშტაბში, კომპიუტერებთან მსხდომი მაღალჩინოსანი ოფიცრები ვერ მიხვდნენ, რომ "ალიგატორის" ოპტიკურ სამიზნეში ამოღებულ ტექნიკას ბორბლები ეყენა, ხოლო რაც მათ ტანკის ლულად მიიჩნიეს, სინამდვილეში კომბაინის გრძელი "მკლავი" გახლდათ, აღებული ხორბლის სატვირთო მანქანების ძარაში ჩასაყრელად...წაიკითხეთ სრულად