საზოგადოება
მსოფლიო

16

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 01:14-ზე, მთვარე მერწყულშია – რეკომენდებულია კოლექტიური მუშაობა, ერთობლივი პრობლემების გადაჭრა. ფინანსური საკითხების მოგვარება. მშენებლობის დაწყება. ძველი კავშირების გაძლიერება. გამოავლინეთ ლიდერის თვისებები. არ არის რეკომენდებული შურისა და ბოროტების გამოვლენა. ეგოიზმის და საკუთარი შესაძლებლობების გადაჭარბებული შეფასება. გაუფრთხილდით ხერხემალს. დღე კარგია მარხვისთვის. კარგია რომანტიკული შეხვედრა წყნარ ატმოსფეროში.
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ბრალდებულმა მსხვერპლს დანით დაზიანებები მიაყენა და გვამი ნაგვის ურნასთან დატოვა" - ნაფიცებმა განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილ მკვლელობაზე განაჩენი გამოიტანეს
"ბრალდებულმა მსხვერპლს დანით დაზიანებები მიაყენა და გვამი ნაგვის ურნასთან დატოვა" - ნაფიცებმა განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილ მკვლელობაზე განაჩენი გამოიტანეს

ნა­ფიც­მა მსა­ჯუ­ლებ­მა გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სი­სას­ტი­კით ჩა­დე­ნი­ლი მკვლე­ლო­ბის საქ­მე­ზე ბრალ­დე­ბუ­ლი დამ­ნა­შა­ვედ ცნეს. ინ­ფორ­მა­ცი­ას პრო­კუ­რა­ტუ­რა ავ­რცე­ლებს.

  • საქ­მე ეხე­ბა 2022 წლის 30 სექ­ტემ­ბერს მომ­ხდარ ფაქტს, რო­დე­საც ბრალ­დე­ბულ­მა მსხვერ­პლს და­ნით სხე­ულ­ზე და­ზი­ა­ნე­ბე­ბი მი­ა­ყე­ნა, შემ­დეგ კი კვა­ლის და­ფარ­ვის მიზ­ნით, გვა­მი სახ­ლი­დან გა­რეთ გა­ი­ტა­ნა და ნაგ­ვის ურ­ნას­თან და­ტო­ვა.

"ნა­ფიც­მა მსჯუ­ლებ­მა გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სი­სას­ტი­კით ჩა­დე­ნი­ლი მკვლე­ლო­ბის ფაქ­ტზე ბრალ­დე­ბუ­ლი დამ­ნა­შა­ვედ ცნეს. თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლო­ში ნა­ფიც­მა მსა­ჯუ­ლებ­მა გა­ნი­ხი­ლეს საქ­მე, რო­მე­ლიც გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სი­სას­ტი­კით ჩა­დე­ნილ მკვლე­ლო­ბას შე­ე­ხე­ბო­და.

სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე დად­გინ­და, რომ და­ზა­რა­ლე­ბულს ბრალ­დე­ბულ­თან დიდი ხნის ურ­თი­ერ­თო­ბა აკავ­ში­რებ­და. 2022 წლის 30 სექ­ტემ­ბერს, მათ ბრალ­დე­ბუ­ლის სახ­ლში იჩხუ­ბეს, რა დრო­საც ბრალ­დე­ბულ­მა მსხვერ­პლს და­ნით სხე­ულ­ზე და­ზი­ა­ნე­ბე­ბი მი­ა­ყე­ნა, შემ­დეგ კი კვა­ლის და­ფარ­ვის მიზ­ნით, გვა­მი სახ­ლი­დან გა­რეთ გა­ი­ტა­ნა და ნაგ­ვის ურ­ნას­თან და­ტო­ვა.

სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე ბრალ­დე­ბის მხა­რემ წა­რად­გი­ნა მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი, რო­მელ­თა ერ­თობ­ლი­ო­ბა ბრალ­დე­ბუ­ლის მიერ და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნა­სა და პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის­გან თა­ვის დაღ­წე­ვის მიზ­ნით მის შემ­დგომ მოქ­მე­დე­ბას ადას­ტუ­რებ­და. ნა­ფი­ცი მსა­ჯუ­ლე­ბი, საქ­მის გა­რე­მო­ე­ბე­ბი­სა და მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის დე­ტა­ლუ­რად შეს­წავ­ლის შემ­დეგ, დარ­წმუნ­დნენ პრო­კუ­რა­ტუ­რის პო­ზი­ცი­ის მარ­თე­ბუ­ლო­ბა­ში და ბრალ­დე­ბუ­ლი სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 109-ე მუხ­ლის "მ“ ქვე­პუნ­ქტით (გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სი­სას­ტი­კით ჩა­დე­ნი­ლი გან­ზრა­ხი მკვლე­ლო­ბა) დამ­ნა­შა­ვედ ცნეს.

სა­სა­მარ­თლომ ბრალ­დე­ბულს სას­ჯე­ლის სა­ხით 20 წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა შე­უ­ფარ­და" - ნათ­ქვა­მია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გულშემატკივარი
0

მუხ­ლის "მ“ ქვე­პუნ­ქტით (გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სი­სას­ტი­კით ჩა­დე­ნი­ლი გან­ზრა­ხი მკვლე­ლო­ბა) დამ­ნა­შა­ვედ ცნეს.

სა­სა­მარ­თლომ ბრალ­დე­ბულს სას­ჯე­ლის სა­ხით 20 წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა შე­უ­ფარ­და" - ნათ­ქვა­მია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.!!!!!!!და უვადო რომელ და რა .თუ ვინმემ იცით გთხოვთ დაწერეთ დანაშაულზე შეიძლება მიესაჯოს მართლა ძალიან მაინტერესებს!მადლობა

ზ. ვ.
2

რა ამბავია 20 წელი?! 2 წელი მიგეცათ პირობითი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ მიმდინარეობს საქალაქო სასამართლოში „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის პროცესი
ავტორი:

"ბრალდებულმა მსხვერპლს დანით დაზიანებები მიაყენა და გვამი ნაგვის ურნასთან დატოვა" - ნაფიცებმა განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილ მკვლელობაზე განაჩენი გამოიტანეს

"ბრალდებულმა მსხვერპლს დანით დაზიანებები მიაყენა და გვამი ნაგვის ურნასთან დატოვა" - ნაფიცებმა განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილ მკვლელობაზე განაჩენი გამოიტანეს

ნაფიცმა მსაჯულებმა განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი მკვლელობის საქმეზე ბრალდებული დამნაშავედ ცნეს. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

  • საქმე ეხება 2022 წლის 30 სექტემბერს მომხდარ ფაქტს, როდესაც ბრალდებულმა მსხვერპლს დანით სხეულზე დაზიანებები მიაყენა, შემდეგ კი კვალის დაფარვის მიზნით, გვამი სახლიდან გარეთ გაიტანა და ნაგვის ურნასთან დატოვა.

"ნაფიცმა მსჯულებმა განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი მკვლელობის ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნეს. თბილისის საქალაქო სასამართლოში ნაფიცმა მსაჯულებმა განიხილეს საქმე, რომელიც განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილ მკვლელობას შეეხებოდა.

სასამართლო პროცესზე დადგინდა, რომ დაზარალებულს ბრალდებულთან დიდი ხნის ურთიერთობა აკავშირებდა. 2022 წლის 30 სექტემბერს, მათ ბრალდებულის სახლში იჩხუბეს, რა დროსაც ბრალდებულმა მსხვერპლს დანით სხეულზე დაზიანებები მიაყენა, შემდეგ კი კვალის დაფარვის მიზნით, გვამი სახლიდან გარეთ გაიტანა და ნაგვის ურნასთან დატოვა.

სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარემ წარადგინა მტკიცებულებები, რომელთა ერთობლიობა ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენასა და პასუხისმგებლობისგან თავის დაღწევის მიზნით მის შემდგომ მოქმედებას ადასტურებდა. ნაფიცი მსაჯულები, საქმის გარემოებებისა და მტკიცებულებების დეტალურად შესწავლის შემდეგ, დარწმუნდნენ პროკურატურის პოზიციის მართებულობაში და ბრალდებული სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის ,,მ“ ქვეპუნქტით (განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი განზრახი მკვლელობა) დამნაშავედ ცნეს.

სასამართლომ ბრალდებულს სასჯელის სახით 20 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა" - ნათქვამია ინფორმაციაში.