საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

14

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 23:39-ზე, მთვარე თევზებში იქნება 03-44-დან –რეკომენდებულია კოლექტიური მუშაობა, ერთობლივი პრობლემების გადაჭრა. ფინანსური საკითხების მოგვარება. მშენებლობის დაწყება. ძველი კავშირების გაძლიერება. მოერიდეთ ეგოიზმს და საკუთარი შესაძლებლობების გადაჭარბებულ შეფასებას. გამოავლინეთ ლიდერის თვისებები. არ არის რეკომენდებული შურისა და ბოროტების გამოვლენა. აქტიურია ზურგის ზედა ნაწილი. გაუფრთხილდით ხერხემალს. მთვარის ამ დღეს შექმნილი ოჯახები იშვიათად იშლება ეჭვიანობის, ღალატის ან ფინანსური პრობლემების გამო.
სამართალი
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პოლიციამ გორში მომხდარი ეკლესიის გაქურდვის ფაქტი გახსნა - დაკავებულია ერთი პირი
პოლიციამ გორში მომხდარი ეკლესიის გაქურდვის ფაქტი გახსნა - დაკავებულია ერთი პირი

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს შიდა ქარ­თლის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა, ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ოპე­რა­ტი­ულ-სამ­ძებ­რო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი­სა და სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად, 1988 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი, წარ­სულ­ში ნა­სა­მარ­თლე­ვი და ამ­ჟა­მად პი­რო­ბი­თი მსჯავ­რის ქვეშ მყო­ფი მ.გ. ქურ­დო­ბის ბრალ­დე­ბით და­ა­კა­ვეს.

რო­გორც შსს-ის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­შია ნათ­ქვა­მი, და­ნა­შა­უ­ლი 5 წლამ­დე ვა­დით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

"გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ ბრალ­დე­ბულ­მა, გორ­ში ყოვ­ლად­წ­მინ­და ღვთის­მშობ­ლის ხა­რე­ბის სა­ხე­ლო­ბის ეკ­ლე­სია გა­ქურ­და, სა­ი­და­ნაც უკა­ნო­ნოდ და­ე­უფ­ლა ფულს და შემ­თხვე­ვის ად­გი­ლი­დან მი­ი­მა­ლა. სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა ბრალ­დე­ბუ­ლი მომ­ხდა­რი­დან მა­ლე­ვე და­ა­კა­ვეს.

და­კა­ვე­ბულ­მა მის მიერ, ჩა­დე­ნი­ლი კი­დევ 4 ეკ­ლე­სი­ის გა­ქურდვის ფაქ­ტი აღი­ა­რა, სა­ი­და­ნაც უკა­ნო­ნოდ და­ე­უფ­ლა, ფულს და წმინ­და გი­ორ­გის გა­მო­სა­ხუ­ლე­ბის მე­და­ლი­ონს.

პო­ლი­ცი­ამ, ეკ­ლე­სი­ე­ბი­დან მო­პა­რუ­ლი თან­ხის ნა­წი­ლი, ასე­ვე წმინ­და გი­ორ­გის გა­მო­სა­ხუ­ლე­ბის მე­და­ლი­ო­ნი ნივთმტკი­ცე­ბის სა­ხით ამო­ი­ღო. სად­გომ­ში ან სხვა სა­ცავ­ში უკა­ნო­ნო შეღ­წე­ვის გზით ჩა­დე­ნი­ლი ქურ­დო­ბის ფაქ­ტზე გა­მო­ძი­ე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სსკ-ის 177-ე მუხ­ლის მე-2 ნა­წი­ლის "ბ“ ქვე­პუნ­ქტით მიმ­დი­ნა­რე­ობს”, - ნათ­ქვა­მია გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

მკითხველის კომენტარები / 5 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Qeto
16

ეკლესია, სადღა საქართველოში ეკლესია? ეგენი კერპთაყვანისცემის ადგილებია!!!!

ჰმ,
15

ომარ ხაიამის ლექსი გამახსენდა- მოლას ხალიჩების მოპარვაზე...ისე , ჩვენ შორის რომ ვთქვათ, ქურდი იქ მიდის, სადაც დიდი მატერიალური ღირებულებაა დაგროვილი, სულიერ ღირებულებას ხელს არ ახლებს. აბა, ჩემი კარი სულ ღიაა, წიგნების მაქვს ბევრი, მაგრამ ქურდები სათოფეზეც არ მეკარებიან.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საბავშვო ბაღში გარდაცვლილი 2 წლის დაჩის დედის პირველი კომენტარი - "ჩემზეც ბევრი ბრალდებები წამოვიდა"
ავტორი:

პოლიციამ გორში მომხდარი ეკლესიის გაქურდვის ფაქტი გახსნა - დაკავებულია ერთი პირი

პოლიციამ გორში მომხდარი ეკლესიის გაქურდვის ფაქტი გახსნა - დაკავებულია ერთი პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1988 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი მ.გ. ქურდობის ბრალდებით დააკავეს.

როგორც შსს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, დანაშაული 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, გორში ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხარების სახელობის ეკლესია გაქურდა, საიდანაც უკანონოდ დაეუფლა ფულს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სამართალდამცველებმა ბრალდებული მომხდარიდან მალევე დააკავეს.

დაკავებულმა მის მიერ, ჩადენილი კიდევ 4 ეკლესიის გაქურდვის ფაქტი აღიარა, საიდანაც უკანონოდ დაეუფლა, ფულს და წმინდა გიორგის გამოსახულების მედალიონს.

პოლიციამ, ეკლესიებიდან მოპარული თანხის ნაწილი, ასევე წმინდა გიორგის გამოსახულების მედალიონი ნივთმტკიცების სახით ამოიღო. სადგომში ან სხვა საცავში უკანონო შეღწევის გზით ჩადენილი ქურდობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს”, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.