მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო

24

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 06:31-ზე, მთვარე მერწყულში საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
მოზაიკა
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"დინამო არენაზე" ბრუნო მარსი იმღერებს - როდის არის დაგეგმილი გრანდიოზული კონცერტი?
"დინამო არენაზე" ბრუნო მარსი იმღერებს - როდის არის დაგეგმილი გრანდიოზული კონცერტი?

1-ელ ოქ­ტომ­ბერს სა­ქარ­თვე­ლო, „Starring Georgia-ს“ ფარ­გლებ­ში, ბრუ­ნო მარსს უმას­პინ­ძლებს. მსოფ­ლიო ვარ­სკვლა­ვი მსმე­ნე­ლის წი­ნა­შე „დი­ნა­მო არე­ნა­ზე“ წარ­დგე­ბა.

ინ­ფორ­მა­ცი­ას „ბლექ სი არე­ნა“ ავ­რცე­ლებს.

მა­თი­ვე ცნო­ბით, კონ­ცერ­ტზე და­სას­წრე­ბი ბი­ლე­თე­ბი ხელ­მი­საწ­ვდო­მი 20 ივ­ნისს იქ­ნე­ბა.

"15 გრე­მის ჯილ­დოს, 4 Brit Awards-ის, 4 გი­ნე­სის რე­კორ­დი­სა და უამ­რა­ვი მუ­სი­კა­ლუ­რი პრი­ზის მფლო­ბე­ლი ბრუ­ნო მარ­სი თა­ნა­მედ­რო­ვე შე­მოქ­მე­დე­ბი­თი ინ­დუსტრი­ის ერთ-ერთ მნიშ­ვნე­ლო­ვან და გავ­ლე­ნი­ან არ­ტის­ტად მი­იჩ­ნე­ვა.

ამე­რი­კე­ლი მუ­სი­კო­სის, მომ­ღერ­ლი­სა და მულ­ტინ­სტრუ­მენ­ტა­ლის­ტის სა­დე­ბი­უ­ტო ალ­ბო­მი „Doo-Wops & Hooligans“ მა­შინ­ვე ნამ­დვი­ლი სენ­სა­ცი­ად, ბრუ­ნო მარ­სი კი, გლო­ბა­ლურ სუ­პერ­ვარ­სკვლა­ვად იქცა, რაც მის მომ­დევ­ნო ტურ­ნე­ებ­ზეც და­დას­ტურ­და. სტუ­დი­უ­რი მუ­შა­ო­ბის პა­რა­ლე­ლუ­რად, ნა­თე­ლი გახ­და, რომ ბრუ­ნო მარ­სი ახა­ლი თა­ო­ბის ფა­ვო­რიტ „ლაივ“ შემ­სრუ­ლებ­ლად იქცა, რო­მელ­საც სა­კონ­ცერ­ტო და სა­ფეს­ტი­ვა­ლო სივ­რცე­ებ­ში ახ­ლე­ბუ­რი ენერ­გი­ის აკუ­მუ­ლი­რე­ბა შე­ეძ­ლო. შე­სა­ბა­მი­სად, მო­უ­ლოდ­ნე­ლი არ ყო­ფი­ლა გრე­მის და­ჯილ­დო­ე­ბა­ზე შემ­დე­გი ტრი­უმ­ფიც.

ბრუ­ნო მარ­სის ვარ­სკვლა­ვუ­რი სტა­ტუ­სი კი­დევ ერთხელ დამ­ტკიც­და მომ­დევ­ნო ალ­ბო­მებ­ში, სა­დაც, R&B და ჰიპ-ჰო­პის პა­რა­ლე­ლუ­რად, ბრუ­ნო მარ­სი სა­ცეკ­ვაო მუ­სი­კის ტენ­დენ­ცი­ებ­საც არ ივი­წყებ­და.

სხვა­დას­ხვა მას­შტა­ბუ­რი ფეს­ტი­ვა­ლის, ტურ­ნე­სა თუ ცალ­კე­უ­ლი ჰი­ტის დამ­სა­ხუ­რე­ბით, ამე­რი­კე­ლი მუ­სი­კო­სი დღემ­დე რჩე­ბა სხვა­დას­ხვა თა­ო­ბის საყ­ვა­რელ შე­მოქ­მე­დად.

ქარ­თველ მსმე­ნელს მისი მოს­მე­ნის სა­შუ­ა­ლე­ბა პირ­ვე­ლად 1-ელ ოქ­ტომ­ბერს, „Starring Georgia- ს“ ფარ­გლებ­ში, ბო­რის პა­ი­ჭა­ძის სა­ხე­ლო­ბის ეროვ­ნულ სტა­დი­ონ­ზე შე­ეძ­ლე­ბა. კონ­ცერ­ტზე და­სას­წრე­ბი ბი­ლე­თე­ბი ხელ­მი­საწ­ვდო­მი 20 ივ­ნისს იქ­ნე­ბა.

„Starring Georgia“ სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის, ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლის ინი­ცი­რე­ბუ­ლი კამ­პა­ნი­აა, რო­მე­ლიც „Black Sea Arena-ს“ გუნდთან ერ­თად ხორ­ცი­ელ­დე­ბა. ორ­წლი­ა­ნი კამ­პა­ნი­ის ფარ­გლებ­ში, სა­ქარ­თვე­ლო მთე­ლი „თა­ნა­ვარ­სკვლა­ვე­დის“ მას­პინ­ძე­ლი გახ­დე­ბა. ჩვენს ქვე­ყა­ნას თა­ნა­მედ­რო­ვე­ო­ბის ყვე­ლა­ზე აქ­ტუ­ა­ლუ­რი არ­ტის­ტე­ბი ეწ­ვე­ვი­ან, რო­მელ­თა მოს­მე­ნის სა­შუ­ა­ლე­ბა ქარ­თველ მე­ლო­მა­ნებს აქამ­დე სა­კუ­თარ ქვე­ყა­ნა­ში არ ჰქო­ნი­ათ. მათ შო­რი­საა: „Imagine Dragons“, „Nile Rodgers & Chic“, „FKJ“, „Damian Lazarus“ და „All Day I Dream“. ახა­ლი კამ­პა­ნი­ის ფარ­გლებ­ში, „Black Sea Arena-ს“ სცე­ნის გარ­და, კონ­ცერ­ტე­ბი შეკ­ვე­თილ­ში, თბი­ლის­სა და სხვა ლო­კა­ცი­ებ­ზე ჩა­ტარ­დე­ბა“, - აღ­ნიშ­ნუ­ლია გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

მკითხველის კომენტარები / 10 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
************
0

ბრუნო მარსი არის ფსევდონიმი. მისი ნამდვილი სახელი და გვარი არის პიტერ ჯინ ჰერნანდეს.

დაგუგლეთ
4

ტიპს 15 გრემი აქვს და ვინააო?)))) აქ ის სიმღერა მოეწონებათ - "მილიარდერი". ტექსტიც საკაიფია, მსმენელს ეხმარება აუსრულოს ოცნება, გახდეს მილიარდერი. 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"ერთა ლიგის" "პლეი ოფის" საპასუხო მატჩში საქართველოს ნაკრებმა სომხეთი ანგარიშით 6:1 დაამარცხა
ავტორი:

"დინამო არენაზე" ბრუნო მარსი იმღერებს - როდის არის დაგეგმილი გრანდიოზული კონცერტი?

"დინამო არენაზე" ბრუნო მარსი იმღერებს - როდის არის დაგეგმილი გრანდიოზული კონცერტი?

1-ელ ოქტომბერს საქართველო, „Starring Georgia-ს“ ფარგლებში, ბრუნო მარსს უმასპინძლებს. მსოფლიო ვარსკვლავი მსმენელის წინაშე „დინამო არენაზე“ წარდგება.

ინფორმაციას „ბლექ სი არენა“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, კონცერტზე დასასწრები ბილეთები ხელმისაწვდომი 20 ივნისს იქნება.

"15 გრემის ჯილდოს, 4 Brit Awards-ის, 4 გინესის რეკორდისა და უამრავი მუსიკალური პრიზის მფლობელი ბრუნო მარსი თანამედროვე შემოქმედებითი ინდუსტრიის ერთ-ერთ მნიშვნელოვან და გავლენიან არტისტად მიიჩნევა.

ამერიკელი მუსიკოსის, მომღერლისა და მულტინსტრუმენტალისტის სადებიუტო ალბომი „Doo-Wops & Hooligans“ მაშინვე ნამდვილი სენსაციად, ბრუნო მარსი კი, გლობალურ სუპერვარსკვლავად იქცა, რაც მის მომდევნო ტურნეებზეც დადასტურდა. სტუდიური მუშაობის პარალელურად, ნათელი გახდა, რომ ბრუნო მარსი ახალი თაობის ფავორიტ „ლაივ“ შემსრულებლად იქცა, რომელსაც საკონცერტო და საფესტივალო სივრცეებში ახლებური ენერგიის აკუმულირება შეეძლო. შესაბამისად, მოულოდნელი არ ყოფილა გრემის დაჯილდოებაზე შემდეგი ტრიუმფიც.

ბრუნო მარსის ვარსკვლავური სტატუსი კიდევ ერთხელ დამტკიცდა მომდევნო ალბომებში, სადაც, R&B და ჰიპ-ჰოპის პარალელურად, ბრუნო მარსი საცეკვაო მუსიკის ტენდენციებსაც არ ივიწყებდა.

სხვადასხვა მასშტაბური ფესტივალის, ტურნესა თუ ცალკეული ჰიტის დამსახურებით, ამერიკელი მუსიკოსი დღემდე რჩება სხვადასხვა თაობის საყვარელ შემოქმედად.

ქართველ მსმენელს მისი მოსმენის საშუალება პირველად 1-ელ ოქტომბერს, „Starring Georgia- ს“ ფარგლებში, ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნულ სტადიონზე შეეძლება. კონცერტზე დასასწრები ბილეთები ხელმისაწვდომი 20 ივნისს იქნება.

„Starring Georgia“ საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ინიცირებული კამპანიაა, რომელიც „Black Sea Arena-ს“ გუნდთან ერთად ხორციელდება. ორწლიანი კამპანიის ფარგლებში, საქართველო მთელი „თანავარსკვლავედის“ მასპინძელი გახდება. ჩვენს ქვეყანას თანამედროვეობის ყველაზე აქტუალური არტისტები ეწვევიან, რომელთა მოსმენის საშუალება ქართველ მელომანებს აქამდე საკუთარ ქვეყანაში არ ჰქონიათ. მათ შორისაა: „Imagine Dragons“, „Nile Rodgers & Chic“, „FKJ“, „Damian Lazarus“ და „All Day I Dream“. ახალი კამპანიის ფარგლებში, „Black Sea Arena-ს“ სცენის გარდა, კონცერტები შეკვეთილში, თბილისსა და სხვა ლოკაციებზე ჩატარდება“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.