სამხედრო
მსოფლიო
პოლიტიკა

29

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 07:05-ზე მთვარის პირველი დღე დადგება 14:57-ზე, მთვარე ვერძშია შუადღემდე დაასრულეთ ძველი საქმეები. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისაგან. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, სწავლა. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა დასვენებისთვის. ბუნებაში, ქალაქგარეთ სასეირნოდ. საღამოს დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, მოსალოდნელია ტრავმები. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხელ და ცხარე საკვებს. არ მიიღოთ ალკოჰოლი. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი.
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
მოზაიკა
Faceამბები
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რასმუსენის თქმით, ნატო-ს წევრებმა, შესაძლოა, უკრაინაში ჯარები გაგზავნონ - "აშკარაა იმის შესაძლებლობა, რომ ზოგიერთმა ქვეყანამ ინდივიდუალურად მიიღოს ზომები"
რასმუსენის თქმით, ნატო-ს წევრებმა, შესაძლოა, უკრაინაში ჯარები გაგზავნონ - "აშკარაა იმის შესაძლებლობა, რომ ზოგიერთმა ქვეყანამ ინდივიდუალურად მიიღოს ზომები"

ნატო-ს წევ­რმა გარ­კვე­ულ­მა ქვეყ­ნებ­მა, შე­საძ­ლოა, გა­მოთ­ქვან მზად­ყოფ­ნა უკ­რა­ი­ნა­ში ჯა­რე­ბის გან­თავ­სე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით, თუ წევ­რი სა­ხელ­მწი­ფო­ე­ბი, მათ შო­რის აშშ, ვილ­ნი­უს­ში ალი­ან­სის სა­მიტ­ზე კი­ევს უსაფრ­თხო­ე­ბის ხელ­შე­სა­ხებ გა­რან­ტი­ებს არ მის­ცე­მენ, - ამის შე­სა­ხებ ნატო-ს ყო­ფილ­მა გე­ნე­რა­ლურ­მა მდი­ვან­მა, ან­დერს ფოგ რას­მუ­სენ­მა გა­ნა­ცხა­და.

"თუ ნატო ვერ შე­თან­ხმდე­ბა უკ­რა­ი­ნას­თან და­კავ­ში­რე­ბით წინსვლის მკა­ფიო გზა­ზე, აშ­კა­რაა იმის შე­საძ­ლებ­ლო­ბა, რომ ზო­გი­ერ­თმა ქვე­ყა­ნამ ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რად მი­ი­ღოს ზო­მე­ბი. ჩვენ ვი­ცით, რომ პო­ლო­ნე­თი ძა­ლი­ან არის ჩარ­თუ­ლი უკ­რა­ი­ნის­თვის კონ­კრე­ტუ­ლი დახ­მა­რე­ბის გა­წე­ვა­ში და მე არ გა­მოვ­რი­ცხავ შე­საძ­ლებ­ლო­ბას, რომ პო­ლო­ნე­თი კი­დევ უფრო ძლი­ე­რად ჩა­ერ­თოს ამ კონ­ტექ­სტში ეროვ­ნულ სა­ფუძ­ველ­ზე და მას მოჰ­ყვეს ბალ­ტი­ის ქვეყ­ნე­ბი, შე­საძ­ლოა, ად­გილ­ზე ჯა­რე­ბის გან­თავ­სე­ბის ჩათ­ვლით. ვფიქ­რობ, პო­ლო­ნე­ლე­ბი სე­რი­ო­ზუ­ლად გა­ნი­ხი­ლა­ვენ შეს­ვლას და მსურ­ველ­თა კო­ა­ლი­ცი­ის შეკ­რე­ბას, თუ უკ­რა­ი­ნა ვილ­ნი­უს­ში არა­ფერს მი­ი­ღებს. ჩვენ არა­სა­თა­ნა­დოდ არ უნდა შე­ვა­ფა­სოთ პო­ლო­ნე­თის გრძნო­ბე­ბი, პო­ლო­ნე­ლე­ბი გრძნო­ბენ, რომ ძა­ლი­ან დიდი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში და­სავ­ლეთ ევ­რო­პა არ უს­მენ­და მათ გაფრ­თხი­ლე­ბებს ჭეშ­მა­რი­ტი რუ­სუ­ლი მენ­ტა­ლი­ტე­ტის შე­სა­ხებ”, - აღ­ნიშ­ნა რას­მუ­სენ­მა.

მისი თქმით, აუ­ცი­ლე­ბე­ლია, რომ უკ­რა­ი­ნამ უსაფრ­თხო­ე­ბის წე­რი­ლო­ბი­თი გა­რან­ტი­ე­ბი მი­ი­ღოს, სა­სურ­ვე­ლია სა­მი­ტამ­დე, მაგ­რამ ნატო-ს ჩარ­ჩოს მიღ­მა. ეს უნდა მო­ი­ცავ­დეს სა­დაზ­ვერ­ვო ინ­ფორ­მა­ცი­ის გა­ზი­ა­რე­ბას, ერ­თობ­ლივ წვრთნებს, საბ­რძო­ლო მა­სა­ლის გაძ­ლი­ე­რე­ბულ წარ­მო­ე­ბას, ნატო-სთან თავ­სე­ბა­დო­ბას და შე­ი­ა­რა­ღე­ბის მი­წო­დე­ბას, რო­მე­ლიც საკ­მა­რი­სი იქ­ნე­ბა რუ­სე­თის შემ­დგო­მი თავ­დას­ხმის­გან შე­კა­ვე­ბის­თვის.

ამას­თან, რას­მუ­სე­ნი მი­იჩ­ნევს, რომ უსაფრ­თხო­ე­ბის გა­რან­ტი­ე­ბი არ იქ­ნე­ბა საკ­მა­რი­სი.

"ნატო-ს ზო­გი­ერ­თი მო­კავ­ში­რე შე­საძ­ლოა, უსაფრ­თხო­ე­ბის გა­რან­ტი­ე­ბის მომ­ხრე იყოს, რათა რე­ა­ლუ­რად თა­ვი­დან აი­ცი­ლოს რე­ა­ლუ­რი დის­კუ­სია უკ­რა­ი­ნის გა­წევ­რი­ა­ნე­ბის მის­წრა­ფე­ბებ­თან და­კავ­ში­რე­ბით. ისი­ნი იმე­დოვ­ნე­ბენ, რომ უსაფრ­თხო­ე­ბის გა­რან­ტი­ე­ბის მი­წო­დე­ბით, შეძ­ლე­ბენ თა­ვი­დან აი­ცი­ლონ ეს კი­თხვა. არა მგო­ნია, რომ ეს შე­საძ­ლე­ბე­ლია. ვფიქ­რობ, ნატო-ს სა­კი­თხი ვილ­ნი­უ­სის სა­მიტ­ზე დად­გე­ბა“, - აღ­ნიშ­ნა რას­მუ­სენ­მა.

მისი თქმით, ის­ტო­რი­ამ აჩ­ვე­ნა, რომ სა­ხი­ფა­თოა უკ­რა­ი­ნის ნატო-ს მო­საც­დელ ოთახ­ში გა­ნუ­სა­ზღვრე­ლი ვა­დით და­ტო­ვე­ბა. რას­მუ­სე­ნი მი­იჩ­ნევს, რომ გა­წევ­რი­ა­ნე­ბის გზა უნდა გა­მო­რი­ცხავ­დეს ისე­თი წი­ნა­პი­რო­ბე­ბის დად­გე­ნას, რო­გო­რი­ცაა ნა­ტოს წევ­რო­ბის სა­მოქ­მე­დო გეგ­მა, რაც არც შვე­დეთს და არც ფი­ნეთს არ მო­ე­თხო­ვათ.

ალი­ან­სის ყო­ფილ­მა გე­ნე­რა­ლურ­მა მდი­ვან­მა ასე­ვე უარ­ყო არ­გუ­მენ­ტი, რომ არ არის შე­საძ­ლე­ბე­ლი უკ­რა­ი­ნის­თვის ნატო-ში გა­წევ­რი­ა­ნე­ბის გზის შე­თა­ვა­ზე­ბა მა­ნამ, სა­ნამ ომი არ დამ­თავ­რდე­ბა და ხაზი გა­უს­ვა, რომ ეს პუ­ტინს ვე­ტოს მი­ა­ნი­ჭებს.

მკითხველის კომენტარები / 58 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
gaga
1

აქ ლაპარაკია ნატოს წევრი სახელმწიფოების ჯარების განთავსებაზე უკარაინის იმ ტერიტორიაზე რომელზეც რუსეთს პრეტენზია არ აქვს. ეს ჯარები უზრუნველყოფენ უკრაინის ამ ნაწილის დაცვას და უსაფრთხოებას, ხოლო უკრაინის ჯარი მთლიანად გადაერთვება დაპყრობილი ტერიტორიების გათავისუფლებაზე. ბირთვული ომი არ იქნება. ბირთვული იარაღი, ეს არ არის ხელყუმბარა, რომელიც პუტინს ჯიბეში უდევს და როცა მოესურვება მაშინ გაისვრის. ბირთვულ იარაღს სათანადო ფსიქოლოგიურ დონეზე მომზადებული ინსპექტორები განაგებენ და ვიდრე პირადად არ დარწმუნდებიან რომ მათზე ბირთვული თავდასხმა მოხდა, მანამ თავად ცოცხალი თავით არ გაისვრიან. სულ რომ გასკდეს პუტინი ვერაფერს გახდება მათთან.

ბექა
11

ეს აცდენილია სიტუაციას

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი
ავტორი:

რასმუსენის თქმით, ნატო-ს წევრებმა, შესაძლოა, უკრაინაში ჯარები გაგზავნონ - "აშკარაა იმის შესაძლებლობა, რომ ზოგიერთმა ქვეყანამ ინდივიდუალურად მიიღოს ზომები"

რასმუსენის თქმით, ნატო-ს წევრებმა, შესაძლოა, უკრაინაში ჯარები გაგზავნონ - "აშკარაა იმის შესაძლებლობა, რომ ზოგიერთმა ქვეყანამ ინდივიდუალურად მიიღოს ზომები"

ნატო-ს წევრმა გარკვეულმა ქვეყნებმა, შესაძლოა, გამოთქვან მზადყოფნა უკრაინაში ჯარების განთავსებასთან დაკავშირებით, თუ წევრი სახელმწიფოები, მათ შორის აშშ, ვილნიუსში ალიანსის სამიტზე კიევს უსაფრთხოების ხელშესახებ გარანტიებს არ მისცემენ, - ამის შესახებ ნატო-ს ყოფილმა გენერალურმა მდივანმა, ანდერს ფოგ რასმუსენმა განაცხადა.

"თუ ნატო ვერ შეთანხმდება უკრაინასთან დაკავშირებით წინსვლის მკაფიო გზაზე, აშკარაა იმის შესაძლებლობა, რომ ზოგიერთმა ქვეყანამ ინდივიდუალურად მიიღოს ზომები. ჩვენ ვიცით, რომ პოლონეთი ძალიან არის ჩართული უკრაინისთვის კონკრეტული დახმარების გაწევაში და მე არ გამოვრიცხავ შესაძლებლობას, რომ პოლონეთი კიდევ უფრო ძლიერად ჩაერთოს ამ კონტექსტში ეროვნულ საფუძველზე და მას მოჰყვეს ბალტიის ქვეყნები, შესაძლოა, ადგილზე ჯარების განთავსების ჩათვლით. ვფიქრობ, პოლონელები სერიოზულად განიხილავენ შესვლას და მსურველთა კოალიციის შეკრებას, თუ უკრაინა ვილნიუსში არაფერს მიიღებს. ჩვენ არასათანადოდ არ უნდა შევაფასოთ პოლონეთის გრძნობები, პოლონელები გრძნობენ, რომ ძალიან დიდი ხნის განმავლობაში დასავლეთ ევროპა არ უსმენდა მათ გაფრთხილებებს ჭეშმარიტი რუსული მენტალიტეტის შესახებ”, - აღნიშნა რასმუსენმა.

მისი თქმით, აუცილებელია, რომ უკრაინამ უსაფრთხოების წერილობითი გარანტიები მიიღოს, სასურველია სამიტამდე, მაგრამ ნატო-ს ჩარჩოს მიღმა. ეს უნდა მოიცავდეს სადაზვერვო ინფორმაციის გაზიარებას, ერთობლივ წვრთნებს, საბრძოლო მასალის გაძლიერებულ წარმოებას, ნატო-სთან თავსებადობას და შეიარაღების მიწოდებას, რომელიც საკმარისი იქნება რუსეთის შემდგომი თავდასხმისგან შეკავებისთვის.

ამასთან, რასმუსენი მიიჩნევს, რომ უსაფრთხოების გარანტიები არ იქნება საკმარისი.

"ნატო-ს ზოგიერთი მოკავშირე შესაძლოა, უსაფრთხოების გარანტიების მომხრე იყოს, რათა რეალურად თავიდან აიცილოს რეალური დისკუსია უკრაინის გაწევრიანების მისწრაფებებთან დაკავშირებით. ისინი იმედოვნებენ, რომ უსაფრთხოების გარანტიების მიწოდებით, შეძლებენ თავიდან აიცილონ ეს კითხვა. არა მგონია, რომ ეს შესაძლებელია. ვფიქრობ, ნატო-ს საკითხი ვილნიუსის სამიტზე დადგება“, - აღნიშნა რასმუსენმა.

მისი თქმით, ისტორიამ აჩვენა, რომ სახიფათოა უკრაინის ნატო-ს მოსაცდელ ოთახში განუსაზღვრელი ვადით დატოვება. რასმუსენი მიიჩნევს, რომ გაწევრიანების გზა უნდა გამორიცხავდეს ისეთი წინაპირობების დადგენას, როგორიცაა ნატოს წევრობის სამოქმედო გეგმა, რაც არც შვედეთს და არც ფინეთს არ მოეთხოვათ.

ალიანსის ყოფილმა გენერალურმა მდივანმა ასევე უარყო არგუმენტი, რომ არ არის შესაძლებელი უკრაინისთვის ნატო-ში გაწევრიანების გზის შეთავაზება მანამ, სანამ ომი არ დამთავრდება და ხაზი გაუსვა, რომ ეს პუტინს ვეტოს მიანიჭებს.