პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

7

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 20:04-ზე, მთვარე მშვილდოსანს ესტუმრება 02:05-ზე – კარგია ჯგუფური მუშაობისთვის, ახალი ინფორმაციის მოსაპოვებლად, ახალი სასწავლო ციკლების დასაყენებლად. საყოფაცხოვრებო ნივთების დაგროვების, შეძენისა და წარმოების დღე. კარგია პურის გამოცხობა. შეიტანეთ კორექტირება ბიზნესში და გააფართოვეთ გავლენის სფეროები. ხელი მოაწერე ხელშეკრულებებს. კარგია თანამშრომლების დაქირავება, საჯარო ღონისძიებების ჩატარება. მიიღეთ ახალი ინფორმაცია, გაიუმჯობესეთ განათლება. იმუშავეთ გუნდში და განიხილეთ აქტუალური საკითხები კოლეგების ან თანამოაზრეების გარემოცვაში. აქტიური ორგანოებია: თეძოები, ვენები, საჯდომის ნერვი. ფაფა, ბოსტნეული და ხილი შეუცვლელია.
სამხედრო
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"McDonald’s-ი აფხაზეთში შესვლის უფლებას არ გვაძლევს, რადგან მას საქართველოს ტერიტორიად აღიარებს" - რუსული კვების კომპანიის მორიგი იმედგაცრუება და აფხაზების გამოხმაურება
"McDonald’s-ი აფხაზეთში შესვლის უფლებას არ გვაძლევს, რადგან მას საქართველოს ტერიტორიად აღიარებს" - რუსული კვების კომპანიის მორიგი იმედგაცრუება და აფხაზების გამოხმაურება

ოკუ­პი­რე­ბულ აფხა­ზეთ­ში, გა­სუ­ლი წლის დე­კემ­ბერ­ში და­ა­ნონ­სე­ბუ­ლი McDonald’s-ის რუ­სუ­ლი ანა­ლო­გის Вкусно и точка-ის გახ­სნა გა­და­ი­დო, რა­მაც ად­გი­ლობ­რი­ვი მო­სახ­ლე­ო­ბის გა­ღი­ზი­ა­ნე­ბა გა­მო­იწ­ვია. არა­და, წლის ბო­ლოს, მისი წარ­მო­მად­გენ­ლო­ბა აცხა­დებ­და, რომ კომ­პა­ნი­ის "ფრან­ჩა­ი­ზი" (პრო­დუქ­ტის წარ­მო­ე­ბის უფ­ლე­ბა) აფხა­ზეთს უკვე ნა­ყი­დი ჰქონ­და და ქსე­ლი რე­გი­ონ­ში 2023 წელს და­ი­წყებ­და მუ­შა­ო­ბას.

ამის შე­სა­ხებ, რამ­დე­ნი­მე რუ­სულ მე­დი­ას­თან ვაჭ­რო­ბის სა­კი­თხებ­ში აფხა­ზე­თის ე.წ. უწყე­ბის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი სა­უბ­რობ­და. მისი თქმით, რუ­სე­თის­თვის სან­ქცი­ე­ბის და­წე­სე­ბის შემ­დეგ, ქვეყ­ნი­დან არა­ერ­თი და­სავ­ლუ­რი კომ­პა­ნია წა­ვი­და, რის შემ­დე­გაც Вкусно и точка-ს რუ­სეთ­ში თა­ვის და­სამ­კვიდ­რებ­ლად ყვე­ლა­ნა­ი­რი წი­ნა­პი­რო­ბა ჰქონ­და.

"პა­რა­ლე­ლუ­რად კი კომ­პა­ნი­ას ხელს არა­ფერს უშ­ლი­და, აფხა­ზე­თის სა­ინ­ვეს­ტი­ციო ბა­ზა­რიც აეთ­ვი­სე­ბი­ნათ, რო­მე­ლიც კა­ნონ­მდებ­ლო­ბი­სა და გა­და­სა­ხა­დე­ბის თვალ­საზ­რი­სით, საკ­მა­ოდ ლი­ბე­რა­ლუ­რია" - ამ­ბობ­და ბარ­ცი­ცი ად­გი­ლობ­რივ მე­დი­ას­თან სა­უბ­რი­სას.

  • ახლა კი ირ­კვე­ვა, რომ McDonald’s-ი აღ­ნიშ­ნულ კომ­პა­ნი­ას კვე­ბის ბიზ­ნე­სის ოკუ­პი­რე­ბულ რე­გი­ონ­ში წარ­მო­ე­ბის უფ­ლე­ბა არ აძ­ლევს.

"ჩვენ ყვე­ლა­ნა­ი­რად ვცდი­ლობთ, აფხა­ზეთ­ში შე­ვი­დეთ, მაგ­რამ იუ­რი­დი­უ­ლი უფ­ლე­ბა არ მაქვს იმ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ბიზ­ნე­სის წარ­მო­ე­ბის, რო­მელ­საც ამე­რი­კუ­ლი McDonald’s ფა­რავს. აღ­ნიშ­ნუ­ლი კომ­პა­ნია კი, აფხა­ზეთს სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ად აღი­ა­რებს და ამ ქვე­ყა­ნა­ში თა­ვად ოპე­რი­რებს და ჩვენ იქ შეს­ვლის სა­შუ­ა­ლე­ბა არ გვაქვს... შე­სა­ბა­მი­სად, ჩვენ კორ­პო­რა­ცი­ას­თან შე­თან­ხმე­ბის გა­რე­შე ვე­რას­დროს გავ­ხსნით აფხა­ზეთ­ში რეს­ტორ­ნებს. თუმ­ცა, მას­თან წე­რი­ლო­ბი­თი შე­თან­ხმე­ბა რომ გვქონ­დეს, მე­ზო­ბელ ქვე­ყა­ნას­თან სი­ა­მოვ­ნე­ბით ვა­წარ­მო­ებ­დით ბიზ­ნესს" - გა­ნა­ცხა­და Вкусно и точка-ის დამ­ფუძ­ნე­ბელ­მა ალექ­სან­დრ გო­ვო­რიმ.

  • აფხა­ზე­თის მო­სახ­ლე­ო­ბის თქმით, ამე­რი­კუ­ლი სა­რეს­ტორ­ნო ქსე­ლის რუ­სულ ანა­ლოგს თა­ვად რუ­სეთ­შიც არ ჰყავს დიდი რა­ო­დე­ნო­ბით მომ­ხმა­რე­ბე­ლი და აფხა­ზე­თი­სა და ცხინ­ვა­ლის რე­გი­ო­ნის მსგავს ად­გი­ლებ­ში, სა­დაც კონ­კუ­რენ­ცია ნაკ­ლე­ბია, მათი შეს­ვლა, მომ­გე­ბი­ა­ნი იქ­ნე­ბო­და.

არი­ან ისე­თე­ბი, ვი­საც მი­აჩ­ნია, რომ აღ­ნიშ­ნუ­ლი კომ­პა­ნი­ის შე­მოს­ვლის ერ­თა­დერ­თი და­დე­ბი­თი შე­დე­გი ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის და­საქ­მე­ბა იქ­ნე­ბო­და, თუმ­ცა, არც ეს გა­მო­უ­ვი­დათ. ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბა კი, გა­მუდ­მე­ბით და­პი­რე­ბებს იძ­ლე­ვა და ვე­რა­ფერს ას­რუ­ლებს.

აფხა­ზე­ბი გა­ა­ღი­ზი­ა­ნა რუსი დე­პუ­ტა­ტის, სვეტ­ლა­ნა ჟუ­რო­ვას გან­ცხა­დე­ბამ, რომ­ლის თა­ნახ­მა­დაც, რუს ინ­ვეს­ტო­რებს აფხა­ზეთ­ში უსაფრ­თხო­ე­ბის გა­რან­ტი­ე­ბი სჭირ­დე­ბათ.

abkhaz-auto.ru-ს ცნო­ბით, რის­კე­ბის მი­ნი­მუ­მამ­დე და­საყ­ვა­ნად, უნდა მოხ­დეს იმ შე­თან­ხმე­ბებ­ზე ხელ­მო­წე­რა, რომ­ლის გარ­შე­მოც პო­ლი­ტი­კურ­მა მხა­რე­ებ­მა კონ­სენ­სუსს ვერ მი­აღ­წი­ეს.

აფხა­ზე­ბის თქმით, რუ­სე­თი მათ ყვე­ლა­ფერს ჰპირ­დე­ბა, მაგ­რამ შემ­დეგ ყვე­ლა­ფერს სა­თა­ვი­სოდ წყვეტს, "გა­რან­ტი­ე­ბის" სა­ნაც­ვლოდ...

"თა­ვად ყვე­ლა­ფერს გვპირ­დე­ბი­ან, რე­ფორ­მე­ბის გა­ტა­რე­ბა­ში დახ­მა­რე­ბას, ტუ­რიზ­მის გან­ვი­თა­რე­ბას, ინფრას­ტრუქ­ტუ­რის მო­წყო­ბას, ოღონდ ყვე­ლა პუნ­ქტში მათი ინ­ტე­რე­სე­ბია და­ცუ­ლი" - მი­აჩ­ნი­ათ მათ.

ყვე­ლა­ფერს გვპირ­დე­ბი­ან და არა­ფე­რი იხ­სნე­ბა. ასე ხდე­ბა და­უს­რუ­ლებ­ლად, რო­გორც მცი­რე, ისე დიდ პრო­ექ­ტებ­ზე. ხან რა მი­ზე­ზით, ხან რა მი­ზე­ზით... ამ საკ­ვე­ბი ობი­ექ­ტის გა­რე­შეც რო­გორ­მე გავძლებთ და თუ არ­ჩე­ვან­ზე მიდ­გე­ბა საქ­მე, რუ­სუ­ლი კვე­ბის ობი­ექტს, რო­მე­ლიც რუ­სეთ­შიც კი არ სარ­გებ­ლობს პო­პუ­ლა­რო­ბით, არც აქ ეყო­ლე­ბო­და დიდი მუშ­ტა­რი, თუმ­ცა, რა თქმა უნდა, "მაკ­დო­ნალდსი" გვირ­ჩევ­ნია, მაგ­რამ სი­ახ­ლე მა­ინც სა­სი­ა­მოვ­ნო იქ­ნე­ბო­და... ამე­რი­კულ სა­რეს­ტორ­ნო ქსელს რუ­სეთ­ში 850 ობი­ექ­ტი ჰქონ­და და მა­ინც მო­თხოვ­ნა­დი იყო, მის რუ­სულ ანა­ლოგ­ზე კი, გა­მუდ­მე­ბით წე­რენ, რომ ფაქ­ტობ­რი­ვად, ცა­რი­ე­ლია და მხო­ლოდ ძა­ლი­ან პატ­რი­ო­ტე­ბი და საბ­ჭო­თა კატ­ლე­ტის ნოს­ტალ­გი­ით შე­პყრო­ბი­ლი ხალ­ხი სტუმ­რობს" - წერს ორეს­ტი სმი­რი.

მკითხველის კომენტარები / 24 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნა -ლა
0

რამდენიმე წელიწადი ვმუშაობდი სტუდენტთა ქალაქში სადაც ძალიან ახლო ურთიერთობა მქონდა ყველა კუთხის წარმომადგენელთან,იქ ძალიან შინაურ საკითხებზე ვსაუბრობდით, ყოველ დილით ვყიდულობდი ყველა დასახელების გაზეთს , ზოგჰ[ჯერ გამყიდველიც მამარაგებდა და მაგიდაზე მეყარა, ბავშვები შემოდიოდნენ და ყიდულობდნენ, აი ისინი მიამბობდნენ თავიანთი ხალხის წესებსა და კანონებსზე. ჩვენ საშინელი კანონები გვაქვს, ქართველებთან შედარებითო . ერთი ძალიან ცდილობდა აქ დარჩენაზე, არ ვიცი როგორ გამოუვიდა რადგან ორი ბავშვი გააჩინა და ქმრად არ აღაიარებდა ბიჭი თავს. აუტანელი მამაკაცები გვყავს, რა აქვს მათ საერთო ქართველებთან, არ გამაგიჟოვო და ახლა ვნანობ რომ დაწვრილებით არ ვკითხულობდი იმ სხვაობების შესახებ, ის ბავშვები ალბათ უკვე კაცები არიან,მაგრამ სად ცხოვროენ არ ვიცი.

კავკასიური სახლი
0

alxazi-ს: შენ აფხაზეთის რომელ "ისტორია" წაიკითხე? ის ხომ არა რუსმა სჰოვინისთებმა, ვორონოვმა და მისნაირებმა რომ დაჯღაბნეს და რაგაც მითიური "აფხაზეთის ისტორია" დაარქვეს? არის საქართველოს ისტორია, რომლის შემადგენელი ნაწილი იყო, არის და იქნება აფხაზეთი. როცა რამეს ამბობ მაგას დამტკიცებაც უნდა. რა დამამტკიცებელი არგუმენტები გაქვს? რუსი შოვინისტების ნაჯღაბნ "ისტორიას" ნულის ფასი აქვს. ძალიან თუ გაინტერესებს წაიკითხე ბიზანტიური, არაბული, სომხური წყაროები სადაც ყველგან ნათქვამია რომ აფხაზეთის მოსახლეობა იყო ქართული. თუნდაც ქართული სახელწოდება სოხუმი (ცხუმი) რომელიც ასევე ძველ წყაროებშია. და არსად არ არის მოხსენიებული ქალაქის აფსუური სახელი აქუა . აფსუები, რომლებმაც ძველი აფხაზეთის ძირძველი ქართველების სახელი მიითვისეს ჩრდილო კავკასიიდან არიან და ჩამოსახლდნენ აფხაზეთის ტერიტორიაზე მე-17-18 საუკუნეებში.ასე რომ რაც არ უნდა ეცადოს ზოგი რომ აფხაზეთი საქართველოდან გამოჰყონ არასდროს არ გამოუვათ ეგ

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი თორნიკე რიჟვაძის საქმეზე?
ავტორი:

"McDonald’s-ი აფხაზეთში შესვლის უფლებას არ გვაძლევს, რადგან მას საქართველოს ტერიტორიად აღიარებს" - რუსული კვების კომპანიის მორიგი იმედგაცრუება და აფხაზების გამოხმაურება

"McDonald’s-ი აფხაზეთში შესვლის უფლებას არ გვაძლევს, რადგან მას საქართველოს ტერიტორიად აღიარებს" - რუსული კვების კომპანიის მორიგი იმედგაცრუება და აფხაზების გამოხმაურება

ოკუპირებულ აფხაზეთში, გასული წლის დეკემბერში დაანონსებული McDonald’s-ის რუსული ანალოგის Вкусно и точка-ის გახსნა გადაიდო, რამაც ადგილობრივი მოსახლეობის გაღიზიანება გამოიწვია. არადა, წლის ბოლოს, მისი წარმომადგენლობა აცხადებდა, რომ კომპანიის "ფრანჩაიზი" (პროდუქტის წარმოების უფლება) აფხაზეთს უკვე ნაყიდი ჰქონდა და ქსელი რეგიონში 2023 წელს დაიწყებდა მუშაობას.

ამის შესახებ, რამდენიმე რუსულ მედიასთან ვაჭრობის საკითხებში აფხაზეთის ე.წ. უწყების წარმომადგენელი საუბრობდა. მისი თქმით, რუსეთისთვის სანქციების დაწესების შემდეგ, ქვეყნიდან არაერთი დასავლური კომპანია წავიდა, რის შემდეგაც Вкусно и точка-ს რუსეთში თავის დასამკვიდრებლად ყველანაირი წინაპირობა ჰქონდა.

"პარალელურად კი კომპანიას ხელს არაფერს უშლიდა, აფხაზეთის საინვესტიციო ბაზარიც აეთვისებინათ, რომელიც კანონმდებლობისა და გადასახადების თვალსაზრისით, საკმაოდ ლიბერალურია" - ამბობდა ბარციცი ადგილობრივ მედიასთან საუბრისას.

  • ახლა კი ირკვევა, რომ McDonald’s-ი აღნიშნულ კომპანიას კვების ბიზნესის ოკუპირებულ რეგიონში წარმოების უფლება არ აძლევს.

"ჩვენ ყველანაირად ვცდილობთ, აფხაზეთში შევიდეთ, მაგრამ იურიდიული უფლება არ მაქვს იმ ტერიტორიაზე ბიზნესის წარმოების, რომელსაც ამერიკული McDonald’s ფარავს. აღნიშნული კომპანია კი, აფხაზეთს საქართველოს ტერიტორიად აღიარებს და ამ ქვეყანაში თავად ოპერირებს და ჩვენ იქ შესვლის საშუალება არ გვაქვს... შესაბამისად, ჩვენ კორპორაციასთან შეთანხმების გარეშე ვერასდროს გავხსნით აფხაზეთში რესტორნებს. თუმცა, მასთან წერილობითი შეთანხმება რომ გვქონდეს, მეზობელ ქვეყანასთან სიამოვნებით ვაწარმოებდით ბიზნესს" - განაცხადა Вкусно и точка-ის დამფუძნებელმა ალექსანდრ გოვორიმ.

  • აფხაზეთის მოსახლეობის თქმით, ამერიკული სარესტორნო ქსელის რუსულ ანალოგს თავად რუსეთშიც არ ჰყავს დიდი რაოდენობით მომხმარებელი და აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მსგავს ადგილებში, სადაც კონკურენცია ნაკლებია, მათი შესვლა, მომგებიანი იქნებოდა.

არიან ისეთები, ვისაც მიაჩნია, რომ აღნიშნული კომპანიის შემოსვლის ერთადერთი დადებითი შედეგი ადგილობრივების დასაქმება იქნებოდა, თუმცა, არც ეს გამოუვიდათ. ხელმძღვანელობა კი, გამუდმებით დაპირებებს იძლევა და ვერაფერს ასრულებს.

აფხაზები გააღიზიანა რუსი დეპუტატის, სვეტლანა ჟუროვას განცხადებამ, რომლის თანახმადაც, რუს ინვესტორებს აფხაზეთში უსაფრთხოების გარანტიები სჭირდებათ.

abkhaz-auto.ru-ს ცნობით, რისკების მინიმუმამდე დასაყვანად, უნდა მოხდეს იმ შეთანხმებებზე ხელმოწერა, რომლის გარშემოც პოლიტიკურმა მხარეებმა კონსენსუსს ვერ მიაღწიეს.

აფხაზების თქმით, რუსეთი მათ ყველაფერს ჰპირდება, მაგრამ შემდეგ ყველაფერს სათავისოდ წყვეტს, "გარანტიების" სანაცვლოდ...

"თავად ყველაფერს გვპირდებიან, რეფორმების გატარებაში დახმარებას, ტურიზმის განვითარებას, ინფრასტრუქტურის მოწყობას, ოღონდ ყველა პუნქტში მათი ინტერესებია დაცული" - მიაჩნიათ მათ.

ყველაფერს გვპირდებიან და არაფერი იხსნება. ასე ხდება დაუსრულებლად, როგორც მცირე, ისე დიდ პროექტებზე. ხან რა მიზეზით, ხან რა მიზეზით... ამ საკვები ობიექტის გარეშეც როგორმე გავძლებთ და თუ არჩევანზე მიდგება საქმე, რუსული კვების ობიექტს, რომელიც რუსეთშიც კი არ სარგებლობს პოპულარობით, არც აქ ეყოლებოდა დიდი მუშტარი, თუმცა, რა თქმა უნდა, "მაკდონალდსი" გვირჩევნია, მაგრამ სიახლე მაინც სასიამოვნო იქნებოდა... ამერიკულ სარესტორნო ქსელს რუსეთში 850 ობიექტი ჰქონდა და მაინც მოთხოვნადი იყო, მის რუსულ ანალოგზე კი, გამუდმებით წერენ, რომ ფაქტობრივად, ცარიელია და მხოლოდ ძალიან პატრიოტები და საბჭოთა კატლეტის ნოსტალგიით შეპყრობილი ხალხი სტუმრობს" - წერს ორესტი სმირი.