ავტორი:

GIGI Studios-ს სათვალეების შეძენას უკვე თბილისში, "აფლელუ პარიზის" მაღაზიაში  შეძლებთ

GIGI Studios-ს სათვალეების შეძენას უკვე თბილისში, "აფლელუ პარიზის" მაღაზიაში  შეძლებთ

GIGI Studios-ს სათვალეების შეძენას მალე თბილისში, „აფლელუ პარიზის“ მაღაზიაში შეძლებთ. „აფლელუ პარიზი“ გახდა ცნობილი ესპანური ბრენდის GIGI Studios-ს ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში.

GIGI Studios ისტორია წლების წინ ბარსელონაში დაიწყო. ოჯახმა, რომლის საქმიანობაც მუდმივად სათვალეს უკავშირდებოდა, საკუთარი ბრენდის შექმნა გადაწყვიტა და წარმატებასაც მალე მიაღწია. GIGI Studios წარმოდგენილია 45-ზე მეტ ქვეყანაში. ამიერიდან კი მისი შეძენა „აფლელუ პარიზშიც“ შესაძლებელია.

GIGI Studios-მ სახელი გაითქვა, როგორც ახალგაზრდულმა, დინამიკურმა ბრენდმა, რომელიც მომხმარებლებს მოდურ, განსხვავებულ და ძალიან საინტერესო დიზაინის სათვალეებს სთავაზობს. სათვალე მფლობელს საშუალებას აძლევს, უკეთესად გამოხატოს საკუთარი თავი, იყოს თავდაჯერებული და მოდური.

აღსანიშნავია, რომ ბრენდი მომხმარებელს ხშირად ანებივრებს ახალი კოლექციით, რომელიც განსხვავებულ მასალებს, ფორმებსა და ფერებს აერთიანებს. მრავალფეროვანი კოლექციიდან სასურველი მოდელის შერჩევას ნებისმიერი გემოვნების მქონე ადამიანი შეძლებს.

„აფლელუ პარიზი“, რომელიც საქართველოში GIGI Studios-ს წარმომადგენელი გახდა, ერთი მაღაზიითა წარმოდგენილი. ბრენდის ოფიციალური მაღაზიები ხასიათდება სისადავით, ელეგანტურობით, სინათლითა და ფერთა სასიამოვნო გრადაციით, რაც დიზაინერების მრავალწლიანი მუშაობის შედეგია.

აღსანიშნავია, „აფლელუ პარიზს“ მსოფლიო და მათ შორის ქართულ ბაზარზეც მუდმივი უნიკალური შეთავაზება „ჩინ-ჩინ!“ აქვს. შეთავაზების ფარგლებში ნებისმიერი სათვალის შეძენისას, მომხმარებელი მეორეს, აფლელუს ბრენდის კოლექციიდან იღებს მხოლოდ 1 ლარად. ეს ეხება GIGI Studios-ს სათვალეებსაც, რომელთა შეძენის შემთხვევაშიც აფლელუს სათვალეს მომხმარებელი 1 ლარად მიიღებს.

R