ქეი ეფ სი საქართველო , რესტორნების ქსელის გაფართოებას განაგრძობს - კომპანიამ ქვეყნის მასშტაბით მეცამეტე ობიექტი გახსნა.
ქეი ეფ სი-ს ახალი რესტორანი სტუმრებს ქ.თბილისში , სააკაძის მოედანზე , ვ.ჭაბუკიანის ქ. N2-ში უმასპინძლებს.
KFC (Kentucky Fried Chicken) ამერიკული სწრაფი
კვების რესტორნების ქსელია, რომელიც სახელგანთქმულია ქათმის მომზადების ლეგენდარული ,საიდუმლო რეცეპტით. იგი 1930 წელს დაარსდა კენტუკის შტატში (აშშ) კოლონელ ჰარლანდ სანდერსის მიერ, რომელმაც უმოკლეს ვადაში შეძლო სახელი გაეთქვა თავისი რეცეპტებით არა მხოლოდ ამერიკაში, არამედ მთელი მსოფლიოს მასშტაბით.
საქართველოში ქეი ეფ სი-ს რესტორნების ქსელი 2014 წლიდან ოპერირებს , კომპანია ყოველწლიურად განაგრძობს გაფართოებას და დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნას.
სააკაძის მოედანზე მდებარე ქეი ეფ სი გათვლილია 100-მდე სტუმარზე. რესტორანი იმუშავებს ყოველდღიურად 10 საათიდან - 23:00 საათამდე , ხოლო მიტანის და თან წაღების სერვისით სარგებლობა შესაძლებელი იქნება 10 საათიდან - 03:00 საათამდე.
შეგახსენებთ რომ ქეი ეფ სის რესტორნები სრულად შეესაბამება ევროპულ და საერთაშორისო სტანდარტებს.
R