ავტორი:

"ვერა ვონგის" მაღაზიაში შევედით, ეს იყო პირველივე კაბა, რომელიც ჩავიცვი...არ მიყვარს ფუშფუშა კაბები" - თაკო ნაცვლიშვილი ქორწილის დეტალებსა და სამომავლო გეგმებზე

"ვერა ვონგის" მაღაზიაში შევედით, ეს იყო პირველივე კაბა, რომელიც ჩავიცვი...არ მიყვარს ფუშფუშა კაბები" - თაკო ნაცვლიშვილი ქორწილის დეტალებსა და სამომავლო გეგმებზე

მოდელი თაკო ნაცვლიშვილი იტალიური ქორწილის შემდეგ სამშობლოში დაბრუნდა. "იმედის შუადღეს“ სტუმრობდა, სადაც დეტალურად ისაუბრა, თუ როგორ გააკეთა არჩევანი ვერა ვონგის დიზაინით შექმნილ საქორწილო კაბაზე.

  • თაკო ნაცვლიშვილი:

- მილანში გადაღებების პროცესში ვიყავი, როდესაც მეგობრებმა მითხრეს, რომ გაგვევლო და კაბები დაგვეთვალიერებინა. უკვე ქორწილისთვის ვემზადებოდები. "ვერა ვონგის" მაღაზიაში შევედით და ეს იყო პირველივე კაბა, რომელიც ჩავიცვი და მომეწონა. ისე მომეწონა, რომ სხვები რაც შემდეგ ჩავიცვი, თითქოს ისე არ მიხდებოდა, როგორც პირველი კაბა. თან არ მიყვარს ფუშფუშა კაბები.

რაც შეეხება ჩემს კარიერას, ახლა ვაპირებ მილანში წასვლას, ჩემი სააგენტოა "ნექსთი.“ იქ მივდივარ ერთი თვით. შემდეგ სექტემბრიდან ლონდონში მაქვს დაგეგმილი წასვლა, გადაღებები ჟურნალებისთვის და ბრენდებისთვის.

ერთი წლის წინ დავიწყე ეკომეგობრული საცვლების ბიზნესი. ჩვენ ვიყენებთ გადამუშავებულ და ნარჩენ ქსოვილებს, ადრე მოდის სახლები წვავდნენ ამ ნარჩენებს.

როდესაც ბრენდის ჩამოყალიბება გადავწყვიტე, პირველი რაც მინდოდა გამეთვალიწინებინა, ეს იყო ეთიკური და ეკომეგობრული წარმოება", - ამბობს თაკო.

ულამაზესმა ქართველმა მოდელმა თავის რჩეულზე, ოთო ხუროძეზე 28 მაისს იტალიაში იქორწინა. პატარძლის თეთრ კაბას, რომელიც მსოფლიოში ცნობილი დიზაინერის, Vera Wang-ის კოლექციიდანაა, შთამბეჭდავი "ვუალი" ამშვენებდა.

წყვილმა ჯვარი San Salvatore ai Monti-ში, ქართულ ტაძარში დაიწერა. თაკო ნაცვლიშვილი და ოთო ხუროძე რამდენიმე წელია შეყვარებულები არიან. ambebi.ge მათი სიყვარულის ისტორიის შესახებ ჯერ კიდევ 2019 წელს წერდა. თუმცა წყვილი საკუთარ გრძნობებს სოციალურ ქსელში იშვიათად ასაჯაროებდა. ჩვენი ინფორმააცით, თაკო და ოთო რამდენიმე თვე იყვნენ დანიშნულები და ეს პერიოდი ქორწილისთვის ემზადებოდნენ.