მუსიკოსი, კვარტეტ "ოთხი გიას" წევრი გია ნაცვლიშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და გუშინ მატარებელში გადახდენილ ისტორიაზე წერს.
მისი თქმით, ბათუმიდან წამოსვლისას ვაგონში 3-4 ადამიანის გარდა, ყველა რუსი იყო.
"გუშინ მატარებლით ჩამოვედი ბათუმიდან და ცხოვრებაში პირველად, საკუთარ სახლში თავი უცხოელად მომეჩვენა! ვაგონში მხოლოდ 3-4 ადამიანი ვიჯექით ქართულად მოლაპარაკე, დანარჩენები კი... ნარკოტიკებით და სპირტიანი სასმელებით გამობრუჟული, უზრდელი ჩრდილოელი მეზობლები გახლდნენ!!! ვერ გაიგებდით, ვინ ქალი იყო და ვინ კაცი, ვინ ვის ეჯდა კალთაში...
ვაგონიდან გავედი, გამცილებელი (ახალგაზრდა კაცი) მაშინვე მიხვდა ჩემი გასვლის მიზეზს და გამომელაპარაკა, მანაც გაიზიარა ჩემი აღშფოთება და უარესები მომიყვა! ამ დროს, ვიღაც 30 წლამდე ახალგაზრდა მომიახლოვდა და მეუბნება: ბიძაჩემო, რა გინდა ამ რუსებისგან, ჩამოდიან, ფულს ხარჯავენ და "გულაობენო". "კვალიფიციური" პასუხი კი გავეცი, მაგრამ... სანამ საქართველოში ასე იაზროვნებენ, არაფერი გვეშველება!!!" - წერს ნაცვლიშვილი.