6 ივნისს, უკრაინაში, კახოვკას ჰიდროელექტროსადგურის კაშხალი ააფეთქეს.
უკრაინის ხელისუფლება მომხდარში რუსეთს ადანაშაულებს და აცხადებს, რომ ეს არის ქვეყნის კრიტიკული ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ ჩადენილი ტერორისტული აქტი.
რუსეთი ბრალდებას უარყოფს და აფეთქებაში უკრაინას ადანაშაულებს.
უკრაინის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ კაშხლის აფეთქების გამო 80 დასახლების დატბორვის საშიშროება არსებობს. აქედან რამდენიმე უკვე დაიტბორა. უკრაინა დნიპროს მარჯვენა სანაპიროდან, მის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან, მოსახლეობის ევაკუაციას ახორციელებს. მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს დროებით ოკუპირებულ ტერიტორიაზეც.
ნახეთ ფოტოები დატბორილი დასახლებიდან: