ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ანა დოლიძე სოციალური ქსელის მეშვეობით ეხმიანება თბილისში მომხდარ ფემიციდის სავარაუდო ფაქტს.
"მორიგი მოკლული ქალის ტრაგედიაზე ვწერ: დიდი უბედურება ტრიალებს ჩვენს ქვეყანაში ქალების მიმართ. დაუცველები ვართ. ნინო წილოსანო, შენი კორუმპირებულობის, არაკომპეტენტურობის, უსაქმურობის და კონფორმიზმის ბრალიცაა ეგ. წამი რომ არ გიმუშავია ამ საქმისთვის, ტორტივით რომ ჩაგახუტეს გენდერული საბჭო მამიკოს ფულების გამო და წარმოდგენა რომ არ გაქვს რა დღეში არიან ქალები მართლა. აფუჭებ მაგ ადგილს შენ, აფუჭებ გენდერულ საბჭოს და ათიათასობით ქალს აზარალებ. პირდაპირ აგებ პასუხს ამ უმოძრაობით ამ ძალადობაზე, რაც ხდება. გადადექი!" - წერს ანა დოლიძე.
შეგახსენებთ, სასტიკი მკვლელობა მოხდა თბილისში. სავარაუდოდ, მამაკაცმა ყოფილი ცოლი მოკლა და კვალის დაფარვის მიზნით ცხედარი ხევში გადააგდო. პოლიციამ დანაშაულში ბრალდებული 31 წლის ნიკოლოზ ლაჩოშვილი უკვე დააკავა.
მოკლული ახალგაზრდა გოგონა 27 წლის მარიტა მაზიაშვილია. იგი მეუღლეს დაახლოებით 7 წლის წინ დაშორდა. გარდაცვლილს 11 წლის გოგონა დარჩა.
ასევე იხილეთ: