მას შემდეგ, რაც საქართველომ რუსეთთან საჰაერო კომუნიკაცია განაახლა, აგრესორი ქვეყნის მოქალაქეებმა ქართული ავიაკომპანია Georgian Airways-ის მომსახურებაზე მასობრივი უარის თქმა დაიწყეს. ამის შესახებ უკრაინული მედიასაშუალება "უნიანი“ წერს.
სააგენტოს მიხედვით, რუსული მედიის ცნობით, რუსები უჩივიან "გაბერილ ფასებს“, რომელიც ქართულმა გადამზიდავმა Georgian Airways-მა დააწესა.
"ახლა რუსებისთვის საქართველოში ფრენის ღირებულება ორივე მიმართულებით 60 ათასი რუბლიდან იწყება“, - წერს გამოცემა.
ინფორმაციაში ასევე აღნიშნულია, რომ თვითმფრინავები არ ივსება, რადგან ტურისტები თბილისში სომხეთისა და ჩრდილოეთ ოსეთის გავლით მანქანით მგზავრობას ამჯობინებენ.
"დიახ, ბილეთები საქართველოს მიმართულებით უფრო ძვირია, ვიდრე თურქეთის! მართლაც, დელიში ფრენა უფრო ეკონომიურია, საქართველოში კი გიჟური ფასებია" , - ციტირებს საინფორმაციო სააგენტო რუსეთის მოქალაქეს.
ასევე, "უნიანი“ წერს, რომ რუსეთის ფედერაციის მოქალაქეები აღნიშნავენ, რომ თურქეთისა და ტაილანდის ბილეთებიც კი გაცილებით იაფია, ვიდრე საქართველოში საჰაერო მგზავრობა.
პროვოკატორები მოქმედებენ და საქართველოს აპირისპირებენ! ასე იყო ათასწლეულები! საქართველოს და რუსეთის ურთიერთობაში წინააღმდეგობა იმ მტრების დამსახურებაა ვისაც ეს არ აწყობს და ესაა მიზეზი და მხოლოდ შედეგით მსჯელობა მიზეზის გააზრების გარეშე შეცდომაა! საქართველოს დღეს სჭირდება სიმშვიდე და ამოსუნთქვა ვინც ამას ეწინააღმდეგება მტერია ან ბრიყვი! ვინც დღეს ღარიბაშვილს ებრძვის საქართველოს ებრძვის!
პროვოკატორები მოქმედებენ, სამწუხაროდ ბნელი ძალები ათასწლეულებია მოქმედებენ!