მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება

13

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 23:31-ზე, მთვარე მერწყულშია – ფრთხილად იყავით სიტყვებთან და ქმედებებთან, იოლია კონფლიქტური სიტუაციის პროვოცირება. დღე მშვიდად გაატარე, მაგრამ არა მარტოობაში. ყურადღებით შეამოწმეთ ყველა ინფორმაცია. სერიოზული საქმეები გადადე. გაასუფთავეთ თქვენი სამუშაო ადგილი არასაჭირო ნივთებისგან. თანამშრომლებს ნაკლები შეხება უნდა ჰქონდეთ უფროსთან, მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში. დაიცავით ნეიტრალიტეტი კოლეგების მიმართ. არ არის რეკომენდებული შეხვედრების დანიშვნა. ხელშეკრულებების გაფორმება. ახალ სამსახურში გადასვლა. დაუფიქრებლად მოქმედება. ნუ აჰყვებით პროვოკაციებს და ნუ მოახდინეთ სხვების პროვოცირება. მოერიდეთ მთვრალ ადამიანებთან ურთიერთობა. უცნობ ადამიანებთან კონტაქტი.
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სახლებია ჩაძირული, ვინ გვიშველის? ვენახები დაისეტყვა, დაზღვეული არ მაქვს, რა ვქნა ახლა მე?" - სტიქია კახეთში: განადგურებულია ვენახები, დატბორილია სახლები (ფოტოები)
"სახლებია ჩაძირული, ვინ გვიშველის? ვენახები დაისეტყვა, დაზღვეული არ მაქვს, რა ვქნა ახლა მე?" - სტიქია კახეთში: განადგურებულია ვენახები, დატბორილია სახლები (ფოტოები)

ყვარ­ლის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში სტი­ქი­აა. ადი­დე­ბულ­მა მდი­ნა­რე ფატ­მა­სუ­რიმ სო­ფელ გა­ვაზს პრობ­ლე­მე­ბი შე­უქ­მნა. უხვმა ნა­ლექ­მა მდი­ნა­რის კა­ლა­პო­ტი გარ­ღვია და წყა­ლი სოფ­ლის ცენ­ტრა­ლურ ქუ­ჩებ­ში მი­ე­დი­ნე­ბა, რის გა­მოც, სა­მან­ქა­ნე გა­და­ად­გი­ლე­ბა შე­უძ­ლე­ბე­ლია. ასე­ვე, დატ­ბო­რი­ლია სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლე­ბის პირ­ვე­ლი სარ­თუ­ლე­ბი, ეზო­ე­ბი და სარ­და­ფე­ბი. გარ­და ინფრას­ტრუქ­ტუ­რუ­ლი ზი­ა­ნი­სა, გა­ნად­გუ­რე­ბუ­ლია სა­სოფ­ლო სა­მე­ურ­ნეო სა­ვარ­გუ­ლე­ბი.

მო­სახ­ლე­ო­ბა ამ­ბობს, რომ სა­ნი­აღ­ვრე არ­ხე­ბია გა­საწ­მენ­დი, რის გა­მოც, უხვი ნა­ლე­ქი ვერ გა­ტარ­და. ამას­თან, რო­გორც ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი აცხა­დე­ბენ, გა­სა­მაგ­რე­ბე­ლია მდი­ნა­რის ჯე­ბი­რე­ბი. ისი­ნი დახ­მა­რე­ბას ითხო­ვენ. ად­გილ­ზე მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლია სა­მაშ­ვე­ლო სამ­სა­ხუ­რის ბრი­გა­დე­ბი.

"სახ­ლე­ბია ჩა­ძი­რუ­ლი, ვინ გვიშ­ვე­ლის, ვე­ნა­ხე­ბი და­ი­სე­ტყვა, და­ზღვე­უ­ლი არ მაქვს, რა ვქნა ახლა მე? ბან­კის ფული მაქვს შე­სა­ტა­ნი, რა შე­ვი­ტა­ნო მე?" - ამ­ბობს ერთ-ერთი ად­გი­ლობ­რი­ვი.

და­ზა­რა­ლე­ბუ­ლებს კა­ხე­თის სა­ხელ­მწი­ფო რწმუ­ნე­ბუ­ლი შეხ­ვდა.

"წუ­ხან­დე­ლი უხვი ნა­ლე­ქის შე­დე­გად და­იტ­ბო­რა გა­ვა­ზის ხიდი, ასე­ვე სა­სოფ­ლო და სა­მე­ურ­ნეო ად­გი­ლე­ბი. მთე­ლი ღა­მის გან­მავ­ლო­ბა­ში შე­სა­ბა­მის სა­მუ­შა­ო­ებ­ში ჩარ­თუ­ლი იყო რო­გორც ად­გი­ლობ­რი­ვი მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის შე­სა­ბა­მი­სი სამ­სა­ხუ­რე­ბი, ასე­ვე სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის მარ­თვის სამ­სა­ხუ­რის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი. მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლია, რო­გორც ცო­ცხა­ლი ძალა, ასე­ვე ტექ­ნი­კა. მიმ­დი­ნა­რე­ობს ზა­რა­ლის დათ­ვლა" - აღ­ნიშ­ნა რწმუ­ნე­ბულ­მა გი­ორ­გი ალა­დაშ­ვილ­მა.

მკითხველის კომენტარები / 22 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
სვანსკი
0

მოსავალი უნდა დააზღვიოთ,მიუხედავად იმისა,რომ დაზღვევა მშრომელი ადამიანის ჯიბის ჩამოსაღლეტად არის მოგონილი, სეტყვას ,ემატება გაუწმენდავი მდინარის კალაპოტი და მოსავლის დაღუპვა გარდაუვალია,მითუმეტეს როდესაც საშიშ ზონაში იმყოფები მდინარის ახლოს

კატო
73

კახეთში სეტყვა პირველად ნახეს? 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საბავშვო ბაღში გარდაცვლილი 2 წლის დაჩის დედის პირველი კომენტარი - "ჩემზეც ბევრი ბრალდებები წამოვიდა"
ავტორი:

"სახლებია ჩაძირული, ვინ გვიშველის? ვენახები დაისეტყვა, დაზღვეული არ მაქვს, რა ვქნა ახლა მე?" - სტიქია კახეთში: განადგურებულია ვენახები, დატბორილია სახლები (ფოტოები)

"სახლებია ჩაძირული, ვინ გვიშველის? ვენახები დაისეტყვა, დაზღვეული არ მაქვს, რა ვქნა ახლა მე?" - სტიქია კახეთში: განადგურებულია ვენახები, დატბორილია სახლები (ფოტოები)

ყვარლის მუნიციპალიტეტში სტიქიაა. ადიდებულმა მდინარე ფატმასურიმ სოფელ გავაზს პრობლემები შეუქმნა. უხვმა ნალექმა მდინარის კალაპოტი გარღვია და წყალი სოფლის ცენტრალურ ქუჩებში მიედინება, რის გამოც, სამანქანე გადაადგილება შეუძლებელია. ასევე, დატბორილია საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები, ეზოები და სარდაფები. გარდა ინფრასტრუქტურული ზიანისა, განადგურებულია სასოფლო სამეურნეო სავარგულები.

მოსახლეობა ამბობს, რომ სანიაღვრე არხებია გასაწმენდი, რის გამოც, უხვი ნალექი ვერ გატარდა. ამასთან, როგორც ადგილობრივები აცხადებენ, გასამაგრებელია მდინარის ჯებირები. ისინი დახმარებას ითხოვენ. ადგილზე მობილიზებულია სამაშველო სამსახურის ბრიგადები.

"სახლებია ჩაძირული, ვინ გვიშველის, ვენახები დაისეტყვა, დაზღვეული არ მაქვს, რა ვქნა ახლა მე? ბანკის ფული მაქვს შესატანი, რა შევიტანო მე?" - ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი.

დაზარალებულებს კახეთის სახელმწიფო რწმუნებული შეხვდა.

"წუხანდელი უხვი ნალექის შედეგად დაიტბორა გავაზის ხიდი, ასევე სასოფლო და სამეურნეო ადგილები. მთელი ღამის განმავლობაში შესაბამის სამუშაოებში ჩართული იყო როგორც ადგილობრივი მუნიციპალიტეტის შესაბამისი სამსახურები, ასევე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები. მობილიზებულია, როგორც ცოცხალი ძალა, ასევე ტექნიკა. მიმდინარეობს ზარალის დათვლა" - აღნიშნა რწმუნებულმა გიორგი ალადაშვილმა.