რეპერი ქანიე უესტი და მისი ცოლი, ბიანკა ცენსორი საზოგადოებას ჩაცმის უჩვეულო სტილით კვლავ აბნევენ.
ისინი ლოს ანჯელესში, ეკლესიის მსახურებაზე, უნიკალურად ჩაცმულები გამოცხადდნენ, რის გამოც სწრაფად მოექცნენ სოციალური ქსელების მომხმარებლების ყურადღების ცენტრში.
წყვილს თან ახლდა რეპერის სამი წლის შვილი.
ფოტოებზე, რომელიც წყვილს პაპარაცმა გადაუღო, ჩანს, რომ ქანიეს შავი მაისური ეცვა და სამხრეები ეკეთა. მას მაისურზე სიტყვა "Polizei" ეწერა, რაც გერმანულად "პოლიციას" ნიშნავს.
ქანიეს ფეხზე შავი ლეგინსები და წინდა-ფეხსაცმელი ეცვა, მის ცოლს კი მთელ სხეულზე უცნაური სამოსი ჰქონდა ჩამოცმული, მათ შორის სახეზეც. ბიანკას ხელები არ უჩანდა და სამოსის შიგნით ჰქონდა მოთავსებული.
twitter-ზე წყვილის ჩაცმულობას არაერთი ხუმრობა და მიმი მოჰყვა, "ნაგვის ურნა აცვია?",- იკითხა კიდევ ერთმა ადამიანმა სოციალურ ქსელში.
წყარო: independent
მოამზადა: ანა სიბოშვილმა
ისე ამ ქალის გემოვნება რა ვთქვი,თორემ ნორმალურმა ქალმა როგორ უნდა მისცეს ამ გადაგვარებულ ქანიეს,რადგან სიმღერა მაგას არ უვარგა და სიფათი.
რომ ვაკვირდები მსოფლიო ყოველდღიურად სირდება და გადაგვარების გზაზეა,რაც ძირითადად ამერიკელების დამსახურებაა.ისე კი გვასალიას ჭკუას გავს.