მსოფლიო
სპორტი
Faceამბები

6

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 18:45-ზე, მთვარე მორიელშია – რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. დახმარების თხოვნა. გამოიჩინეთ ნებისყოფა, გამძლეობა, სიმტკიცე და პატიოსნება სამსახურში. გამოავლინეთ საკამათო საკითხების გადაჭრის, კონფლიქტების მოგვარების და კომპრომისებზე წასვლის უნარი. არ არის რეკომენდებული გადაჭარბებული ზრუნვა. ახალი წამოწყებები. აჩქარების და აურზაურის გამოვლინება. საუკეთესო დღეა ოჯახის შესაქმნელად. თავი უნდა შეიკავოთ უხეში საკვებისგან, კვერცხისგან, თევზისა და ხორცისგან. მთლიანად გამორიცხეთ ალკოჰოლი და ნიკოტინი. ზედა სასუნთქი გზების, გულის, ფილტვების და ღვიძლის გაწმენდის დღეა. მოუსმინეთ გულს.
სამხედრო
სამართალი
მოზაიკა
საზოგადოება
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჯერ გაგუდა და მეორე დღეს ნაქირავები მანქანით ხევში გადააგდო" - ვინ არის ყოფილი ქმრის მიერ სასტიკად მოკლული ახალგაზრდა ქალი?
"ჯერ გაგუდა და მეორე დღეს ნაქირავები მანქანით ხევში გადააგდო" - ვინ არის ყოფილი ქმრის მიერ სასტიკად მოკლული ახალგაზრდა ქალი?
  • ფო­ტო­ზე: მა­რი­ტა მა­ზი­აშ­ვი­ლი

სას­ტი­კი მკვლე­ლო­ბა მოხ­და თბი­ლის­ში. მა­მა­კაც­მა ყო­ფი­ლი ცოლი მოკ­ლა და კვა­ლის და­ფარ­ვის მიზ­ნით ცხე­და­რი ხევ­ში გა­და­აგ­დო. პო­ლი­ცი­ამ და­ნა­შა­ულ­ში ბრალ­დე­ბუ­ლი 31 წლის მა­მა­კა­ცი და­ა­კა­ვა.

  • მოკ­ლუ­ლი ახალ­გაზ­რდა გო­გო­ნა 27 წლის მა­რი­ტა მა­ზი­აშ­ვი­ლია. იგი მე­უღ­ლეს და­ახ­ლო­ე­ბით 7 წლის წინ და­შორ­და. გარ­დაც­ვლილს 11 წლის გო­გო­ნა დარ­ჩა.

"მარი ძა­ლი­ან თავ­და­ჯე­რე­ბუ­ლი, ლაღი ადა­მი­ა­ნი იყო, ძა­ლი­ან მე­გობ­რუ­ლი, გვერ­დში დგო­მა იცო­და. შა­ბათს სამ­სა­ხურ­ში ვნა­ხეთ, არა­ფე­რი უთ­ქვამს, რომ პრობ­ლე­მა ჰქონ­და. ჩვენც შო­კი­რე­ბუ­ლე­ბი ვართ მომ­ხდა­რით" - გვიყ­ვე­ბი­ან გარ­დაც­ვლი­ლის ახ­ლობ­ლე­ბი.

რო­გორც შსს-ს ინ­ფორ­მა­ცი­ი­დან ირ­კვე­ვა, მა­რი­ტა­სა და მის ყო­ფილ მე­უღ­ლეს შო­რის კონ­ფლიქ­ტი ავ­ტო­მო­ბილ­ში და­ი­წყო, რის შემ­დე­გაც ბრალ­დე­ბულ­მა გო­გო­ნა თო­კით გა­გუ­და. მე­ო­რე დღეს კი ნა­ქი­რა­ვე­ბი ავ­ტო­მო­ბი­ლის სა­ბარ­გულ­ში მო­ა­თავ­სა, გლ­და­ნის ცი­ხის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მი­ვი­და და ხევ­ში გა­და­ა­გო.

"ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს თბი­ლი­სის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა, ცხელ კვალ­ზე ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ოპე­რა­ტი­უ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი­სა და სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად, 1992 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ნ.ლ. ოჯა­ხის წევ­რის მი­მართ ჩა­დე­ნი­ლი გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის ბრალ­დე­ბით და­ა­კა­ვეს.

და­ნა­შა­უ­ლი 16-დან 20 წლამ­დე ან უვა­დო თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს. გა­მო­ძი­ე­ბამ და­ად­გი­ნა, რომ ბრალ­დე­ბულ­მა სა­კუ­თარ ავ­ტო­მო­ბილ­ში, ურ­თი­ერ­თშე­ლა­პა­რა­კე­ბის ნი­ა­დაგ­ზე, ყო­ფი­ლი მე­უღ­ლე - 1996 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი მ.მ. თო­კით გა­გუ­და. ბრალ­დე­ბულ­მა და­ნა­შა­უ­ლის და­ფარ­ვის მიზ­ნით, ცხე­და­რი, მე­ო­რე დღეს ნა­ქი­რა­ვე­ბი ავ­ტო­მო­ბი­ლის სა­ბარ­გულ­ში მო­ა­თავ­სა, გლ­და­ნის ცი­ხის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მი­ვი­და და ხევ­ში გა­და­ა­გო.

სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა ჩა­ტა­რე­ბუ­ლი სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად, და­ნა­შა­ულ­ში ბრალ­დე­ბუ­ლი ნ.ლ. მომ­ხდა­რი­დან მა­ლე­ვე და­ა­კა­ვეს. ოჯა­ხის წევ­რის მი­მართ ჩა­დე­ნილ გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის ფაქ­ტზე, გა­მო­ძი­ე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 11 პრი­მა 109-ე მუხ­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს" - ნათ­ქვა­მია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

ასე­ვე იხი­ლეთ:

მკითხველის კომენტარები / 92 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნინო
1

ეს არაკაცი მაშინ უნდა დაეჭირათ, 15 წლის გოგონა რომ გააუპატიურა, მაგრამ ერთხელ შერჩა ძალადობა და გააგრძელა ასეთი მოძალადეობრივი ცხოვრება. იმ მშობლების თავში ჩამახედა, თავიანთ შვილებს ასეთ ასაკში გათხოვებისათვის რომ იმეტებენ, მითუმეტეს ბავშვს ნორმალური ადამიანი თითს არ დააკარებს.

მიმი
0

როდემდე უნდა ითარეშონ ამ არაკაცმა კაცმაცუნა მკვლელებმა შეიცვალოს მუდმივი პატიმრობა დახვრეტის მუხლით,რამდენი დედა გამწარდა და რამდენი ოჯახის ტრაგედია უნდა იგლივის საქართველომ😥😥😥

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესს?
ავტორი:

"ჯერ გაგუდა და მეორე დღეს ნაქირავები მანქანით ხევში გადააგდო" - ვინ არის ყოფილი ქმრის მიერ სასტიკად მოკლული ახალგაზრდა ქალი?

"ჯერ გაგუდა და მეორე დღეს ნაქირავები მანქანით ხევში გადააგდო" - ვინ არის ყოფილი ქმრის მიერ სასტიკად მოკლული ახალგაზრდა ქალი?
  • ფოტოზე: მარიტა მაზიაშვილი

სასტიკი მკვლელობა მოხდა თბილისში. მამაკაცმა ყოფილი ცოლი მოკლა და კვალის დაფარვის მიზნით ცხედარი ხევში გადააგდო. პოლიციამ დანაშაულში ბრალდებული 31 წლის მამაკაცი დააკავა.

  • მოკლული ახალგაზრდა გოგონა 27 წლის მარიტა მაზიაშვილია. იგი მეუღლეს დაახლოებით 7 წლის წინ დაშორდა. გარდაცვლილს 11 წლის გოგონა დარჩა.

"მარი ძალიან თავდაჯერებული, ლაღი ადამიანი იყო, ძალიან მეგობრული, გვერდში დგომა იცოდა. შაბათს სამსახურში ვნახეთ, არაფერი უთქვამს, რომ პრობლემა ჰქონდა. ჩვენც შოკირებულები ვართ მომხდარით" - გვიყვებიან გარდაცვლილის ახლობლები.

როგორც შსს-ს ინფორმაციიდან ირკვევა, მარიტასა და მის ყოფილ მეუღლეს შორის კონფლიქტი ავტომობილში დაიწყო, რის შემდეგაც ბრალდებულმა გოგონა თოკით გაგუდა. მეორე დღეს კი ნაქირავები ავტომობილის საბარგულში მოათავსა, გლდანის ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე მივიდა და ხევში გადააგო.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1992 წელს დაბადებული ნ.ლ. ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.

დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა საკუთარ ავტომობილში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ყოფილი მეუღლე - 1996 წელს დაბადებული მ.მ. თოკით გაგუდა. ბრალდებულმა დანაშაულის დაფარვის მიზნით, ცხედარი, მეორე დღეს ნაქირავები ავტომობილის საბარგულში მოათავსა, გლდანის ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე მივიდა და ხევში გადააგო.

სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულში ბრალდებული ნ.ლ. მომხდარიდან მალევე დააკავეს. ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილ განზრახ მკვლელობის ფაქტზე, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლით მიმდინარეობს" - ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე იხილეთ: