მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება

30

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პირველი ივლისი, სამშაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 12:13-ზე, მთვარე ქალწულშია – სიტყვას დღეს განსაკუთრებული ძალა აქვს, ტყუილად ლაპარაკი არ შეიძლება. კარგია ლოცვა, სიმღერა და წმინდა ტექსტების კითხვა. ფილტვები დაუცველია. ადვილია გაცივება. არ არის რეკომენდებული კბილების ამოღება. არ მიირთვათ ქათამი და კვერცხი. მიირთვით ხილი, შეგიძლიათ დალიოთ მწვანე ან მცენარეული ჩაი. რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. ახალი კავშირების დამყარება. სარეკლამო კამპანიების, კონფერენციების და მსგავსი ღონისძიებების ჩატარება. გამოიყენეთ სიტყვები პარტნიორების, ინვესტორების და სპონსორების დასარწმუნებლად. ბიზნესმენებმა ხელი უნდა შეუწყონ და დააფინანსონ შემოქმედებითი ადამიანები. ბევრმა მუშაობამ შეიძლება გამოიწვიოს გადაღლილობა.
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
FBI-ის ყოფილი ოფიცერი და ამერიკისთვის ყველაზე დიდი ზიანის მომტანი ორმაგი აგენტი, საკანში გარდაცვლილი იპოვეს - ვინ იყო რობერტ ჰანსენი, რომლის გამოაშკარავებასაც წლები დასჭირდა
FBI-ის ყოფილი ოფიცერი და ამერიკისთვის ყველაზე დიდი ზიანის მომტანი ორმაგი აგენტი, საკანში გარდაცვლილი იპოვეს - ვინ იყო რობერტ ჰანსენი, რომლის გამოაშკარავებასაც წლები დასჭირდა

FBI-ის აგენ­ტი, რო­მე­ლიც აშშ-ის ის­ტო­რი­ა­ში ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე დიდი ზი­ა­ნის მომ­ტან ჯა­შუ­შად ით­ვლე­ბა, ცი­ხე­ში გარ­დაც­ვლი­ლი იპო­ვეს. რო­ბერტ ჰან­სე­ნი კო­ლო­რა­დოს შტატ­ში გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად და­ცულ სა­პა­ტიმ­რო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში იხ­დი­და სას­ჯელს. ის ორ­მა­გი აგენ­ტი იყო.

გა­მო­ძი­ე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, 79 წლის ჰან­სენს, წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, 1.4 მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რის თან­ხა და ბრი­ლი­ან­ტე­ბი აქვს მი­ღე­ბუ­ლი რუ­სუ­ლი წყა­რო­ე­ბი­დან. მის გა­მო­სა­აშ­კა­რა­ვებ­ლად კი ამე­რი­კუ­ლი სა­ი­დუმ­ლო სამ­სა­ხუ­რის ასო­ბით თა­ნამ­შრო­მე­ლი მუ­შა­ობ­და.

ჰან­სე­ნი 2002 წელს და­ა­კა­ვეს და ჯა­შუ­შო­ბის ბრალ­დე­ბით, სა­მუ­და­მო პა­ტიმ­რო­ბა მი­უ­სა­ჯეს. ჰან­სე­ნი და­პა­ტიმ­რე­ბამ­დე, ვირ­ჯი­ნი­ის გა­რე­უ­ბან­ში, ოთხო­თა­ხი­ან სახ­ლში, მე­უღ­ლეს­თან და ექვს შვილ­თან ერ­თად ცხოვ­რობ­და.

ჰან­სენს წვდო­მა ჰქონ­და სა­ი­დუმ­ლო ინ­ფორ­მა­ცი­ა­ზე.1985 წელს რუ­სეთ­სა და ყო­ფი­ლი საბ­ჭო­თა კავ­ში­რის სხვა ქვეყ­ნებს სა­ი­დუმ­ლო მა­სა­ლებს უგ­ზავ­ნი­და.

მა­ნამ­დე, 1976 წელს FBI-ს ოფი­ცე­რი გახ­და. მო­კავ­ში­რე­ებ­თან მი­მო­წე­რი­სას მეტ­სა­ხელ "რა­მონ გარ­სი­ას" იყე­ნებ­და. FBI-ს ვებგ­ვერ­დის მი­ხედ­ვით, ჰან­სენს ხელი მი­უწ­ვდე­ბო­და უამ­რავ წყა­რო­ზე, კონ­ტრდაზ­ვერ­ვის ტექ­ნი­კა­ზე, სა­გა­მო­ძი­ე­ბო მა­სა­ლებ­ზე, აშშ-ის მთავ­რო­ბის სა­ი­დუმ­ლო დო­კუ­მენ­ტებ­ზე.

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ჰან­სე­ნის უჩ­ვე­უ­ლო ქმე­დე­ბებ­თან და­კავ­ში­რე­ბით ეჭ­ვე­ბი არ­სე­ბობ­და, წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში თა­ვი­სუ­ფა­ლი იყო და მის გა­მო­აშ­კა­რა­ვე­ბას ვერ ახერ­ხებ­დნენ.

მას შემ­დეგ, რაც 1994 წელს FBI-მ ჯა­შუ­ში ოლდრიხ ჰე­ზენ ეიმ­სი და­ა­კა­ვა, ბი­უ­რომ გა­აც­ნო­ბი­ე­რა, რომ სა­ი­დუმ­ლო ინ­ფორ­მა­ცი­ე­ბი კვლავ ჟო­ნავ­და. ამის შემ­დეგ გა­მო­ძი­ე­ბა კვლავ გაგ­რძელ­და, ამ­ჯე­რად ეჭვი ჰან­სენ­ზე მი­ი­ტა­ნეს.

ის პენ­სი­ა­ზე აპი­რებ­და გას­ვლას, ამი­ტომ ბი­უ­რომ სწრა­ფად იმოქ­მე­და.

ჰან­სე­ნის და­სა­კა­ვებ­ლად, FBI-მ მას ცრუ და­ვა­ლე­ბა მის­ცა. 2001 წელს ჰან­სენ­მა მუ­შა­ო­ბა ახალ ოფის­ში და­ი­წყო, სა­დაც ფა­რუ­ლი კა­მე­რე­ბი და მიკრო­ფო­ნე­ბი იყო და­მონ­ტა­ჟე­ბუ­ლი. ერთი თვის შემ­დეგ, გა­მომ­ძი­ებ­ლებ­მა შე­ი­ტყვეს, რომ მას პარკში სა­ი­დუმ­ლო მა­სა­ლე­ბი უნდა და­ე­ტო­ვე­ბი­ნა. ის ფოქსტო­უ­ნის პარკში მი­ვი­და და სავ­სე ჩან­თით სა­ი­დუმ­ლო მა­სა­ლე­ბი მი­ი­ტა­ნა. როცა მან­ქა­ნა­ში დაბ­რუნ­და, და­ა­კა­ვეს. და­პა­ტიმ­რე­ბი­სას, FBI-ს აგენ­ტებს ჰკი­თხა: "რა­ტომ დაგ­ჭირ­დათ ამ­დე­ნი დრო?"

მე­გობ­რე­ბის და მე­ზობ­ლე­ბის და­ხა­სი­ა­თე­ბით, რო­ბერტ ჰან­სე­ნი ჩუმი და სან­დო ადა­მი­ა­ნის შთა­ბეჭ­დი­ლე­ბას ტო­ვებ­და. მათი თქმით, მისი ოჯა­ხი ყო­ველ კვი­რას წირ­ვა­ზე და­დი­ო­და, ჰან­სე­ნი კი მკაც­რი მამა იყო, რო­მე­ლიც შვი­ლებს ტე­ლე­ვი­ზო­რის ყუ­რე­ბას უზღუ­დავ­და. თუმ­ცა რო­გორც მოგ­ვი­ა­ნე­ბით გა­ირ­კვა, ამ ფა­სა­დის უკან ბევ­რი რამ იმა­ლე­ბო­და.

ჰან­სე­ნი ცოლს ჩუ­მად პორ­ნოგ­რა­ფი­ულ ვი­დე­ო­ებს უღებ­და და შემ­დეგ მე­გო­ბარს აჩ­ვე­ნებ­და.

რო­ბერტ ჰან­სენს 2002 წელს სა­მუ­და­მო პა­ტიმ­რო­ბა მი­უ­სა­ჯეს. მისი გარ­დაც­ვა­ლე­ბის მი­ზე­ზი ჯერ უც­ნო­ბია.

წყა­რო: bbc

მო­ამ­ზა­და: ანა სი­ბოშ­ვილ­მა

მკითხველის კომენტარები / 9 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ალექს
21

მიშას გამოაშკარავებაზეც უამრავი დრო იხარჯება, პორნო არ ვიცი და კასრები კი ქონდა !

ბენდუქა
31

კარგი კაცო, ეგ როგორ მოხდა დემოკრატიის აკვანში. ამდენი ხანი ეძებდნენ, ძლივ დაიჭირეს და ფაფუუუ. არ მჯერა უთუოდ რუსების ხელი ურევია ამ საქმეში, სხვა ვერავინ იზამდა ამას ))))))))))))))))))))))))

ავტორი:

FBI-ის ყოფილი ოფიცერი და ამერიკისთვის ყველაზე დიდი ზიანის მომტანი ორმაგი აგენტი, საკანში გარდაცვლილი იპოვეს - ვინ იყო რობერტ ჰანსენი, რომლის გამოაშკარავებასაც წლები დასჭირდა

FBI-ის ყოფილი ოფიცერი და ამერიკისთვის ყველაზე დიდი ზიანის მომტანი ორმაგი აგენტი, საკანში გარდაცვლილი იპოვეს - ვინ იყო რობერტ ჰანსენი, რომლის გამოაშკარავებასაც წლები დასჭირდა

FBI-ის აგენტი, რომელიც აშშ-ის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე დიდი ზიანის მომტან ჯაშუშად ითვლება, ციხეში გარდაცვლილი იპოვეს. რობერტ ჰანსენი კოლორადოს შტატში განსაკუთრებულად დაცულ საპატიმრო დაწესებულებაში იხდიდა სასჯელს. ის ორმაგი აგენტი იყო.

გამოძიების ინფორმაციით, 79 წლის ჰანსენს, წლების განმავლობაში, 1.4 მილიონი დოლარის თანხა და ბრილიანტები აქვს მიღებული რუსული წყაროებიდან. მის გამოსააშკარავებლად კი ამერიკული საიდუმლო სამსახურის ასობით თანამშრომელი მუშაობდა.

ჰანსენი 2002 წელს დააკავეს და ჯაშუშობის ბრალდებით, სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს. ჰანსენი დაპატიმრებამდე, ვირჯინიის გარეუბანში, ოთხოთახიან სახლში, მეუღლესთან და ექვს შვილთან ერთად ცხოვრობდა.

ჰანსენს წვდომა ჰქონდა საიდუმლო ინფორმაციაზე.1985 წელს რუსეთსა და ყოფილი საბჭოთა კავშირის სხვა ქვეყნებს საიდუმლო მასალებს უგზავნიდა.

მანამდე, 1976 წელს FBI-ს ოფიცერი გახდა. მოკავშირეებთან მიმოწერისას მეტსახელ "რამონ გარსიას" იყენებდა. FBI-ს ვებგვერდის მიხედვით, ჰანსენს ხელი მიუწვდებოდა უამრავ წყაროზე, კონტრდაზვერვის ტექნიკაზე, საგამოძიებო მასალებზე, აშშ-ის მთავრობის საიდუმლო დოკუმენტებზე.

მიუხედავად იმისა, რომ ჰანსენის უჩვეულო ქმედებებთან დაკავშირებით ეჭვები არსებობდა, წლების განმავლობაში თავისუფალი იყო და მის გამოაშკარავებას ვერ ახერხებდნენ.

მას შემდეგ, რაც 1994 წელს FBI-მ ჯაშუში ოლდრიხ ჰეზენ ეიმსი დააკავა, ბიურომ გააცნობიერა, რომ საიდუმლო ინფორმაციები კვლავ ჟონავდა. ამის შემდეგ გამოძიება კვლავ გაგრძელდა, ამჯერად ეჭვი ჰანსენზე მიიტანეს.

ის პენსიაზე აპირებდა გასვლას, ამიტომ ბიურომ სწრაფად იმოქმედა.

ჰანსენის დასაკავებლად, FBI-მ მას ცრუ დავალება მისცა. 2001 წელს ჰანსენმა მუშაობა ახალ ოფისში დაიწყო, სადაც ფარული კამერები და მიკროფონები იყო დამონტაჟებული. ერთი თვის შემდეგ, გამომძიებლებმა შეიტყვეს, რომ მას პარკში საიდუმლო მასალები უნდა დაეტოვებინა. ის ფოქსტოუნის პარკში მივიდა და სავსე ჩანთით საიდუმლო მასალები მიიტანა. როცა მანქანაში დაბრუნდა, დააკავეს. დაპატიმრებისას, FBI-ს აგენტებს ჰკითხა: "რატომ დაგჭირდათ ამდენი დრო?"

მეგობრების და მეზობლების დახასიათებით, რობერტ ჰანსენი ჩუმი და სანდო ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებდა. მათი თქმით, მისი ოჯახი ყოველ კვირას წირვაზე დადიოდა, ჰანსენი კი მკაცრი მამა იყო, რომელიც შვილებს ტელევიზორის ყურებას უზღუდავდა. თუმცა როგორც მოგვიანებით გაირკვა, ამ ფასადის უკან ბევრი რამ იმალებოდა.

ჰანსენი ცოლს ჩუმად პორნოგრაფიულ ვიდეოებს უღებდა და შემდეგ მეგობარს აჩვენებდა.

რობერტ ჰანსენს 2002 წელს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს. მისი გარდაცვალების მიზეზი ჯერ უცნობია.

წყარო: bbc

მოამზადა: ანა სიბოშვილმა