მოხდა ის, რაც პროგნოზირებადი გახლდათ - უკრაინის მიერ კონტრშეტევების დაწყებისთანავე, რუსმა ოკუპანტებმა მდინარე დნეპრზე მდებარე კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის კაშხალი ააფეთქეს, რითაც დაიწყო მდინარის უფრო დაბალი, მარცხენა სანაპიროს დატბორვა, სწორედ იმ სანაპიროსი, რომელზეც ხერსონიდან დესანტირება აქვთ დაგეგმილი უკრაინის მოიერიშე დანაყოფებს...
კრემლი, რა თქმა უნდა, არ აღიარებს კახოვკის კაშხლის აფეთქებას და რაღაც მითიურ საჰაერო დარტყმებზე საუბრობს უკრაინელების მხრიდან, მაგრამ ეს აბსურდია:
ფაქტობრივად, პუტინმა მიბაძა კრემლის კიდევ ერთ, ისტორიულ ბინადარს - სტალინს, როდესაც, მისი ბრძანებით, 82 წლის წინ იმავე დნეპრზე უზარმაზარი "დნეპროჰესის“ კაშხალი ააფეთქეს..
კახოვკის კაშხლის აფეთქებამ და წყალსაცავიდან წყლის დიდი მასის გადინებამ შეიძლება გარკვეული პრობლემები შეუქმნას ზაპოროჟიეს ევროპაში ყველაზე დიდ ატომურ ელექტროსადგურს, რადგან მისი ექვსი ატომური ენერგობლოკის გაგრილების სისტემა სწორედ დნეპრის წყალს იყენებს და მდინარეში წყლის დონის მნიშვნელოვნად დაცემამ შეიძლება გაართულოს გაგრილების სისტემის საშტატო მუშაობა.
აფეთქების შემდეგ გავრცელებულ ფოტოვიდეოკადრებში მოჩანს, რომ მიუხედავად დიდი სიმძლავრის აფეთქებისა, დანგრევას გადაურჩა კახოვკის კაშხლის ფუნდამენტი და მდინარის წყლის ნაკადი მასზე გადადის ანუ ეს ფუნდამენტი კიდევ აკავებს წყალსაცავში დაგროვებულ წყლის დიდ მოცულობას. ეს ფუნდამენტიც რომ დაენგრია აფეთქების ძალას, წყალსაცავში დაგროვებული წყლის უზარმაზარი მოცულობა დიდი სისწრაფით წალეკავდა ყველაფერს თავის გზაზე... წაიკითხეთ ვრცლად