უკრაინის შეირაღებული ძალების სამხრეთის ოპერატიული სარდლობისა და ხერსონის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ინფორმაციით, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ხერსონის ოლქში კახოვკას ჰიდროელექტროსადგურის კაშხალი ააფეთქეს.
"ახლა ზუსტდება ნგრევის მასშტაბები, წყლის სიჩქარე და მოცულობა, დატბორვის სავარაუდო ადგილები“, - განაცხადა ხერსონის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ალექსანდრ პროკუდინმა.
თემას ეხმიანება უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი და განცხადებასთან ერთად აქვეყნებს კაშხლის ამჟამინდელ კადრებს.
"რუსი ტერორისტები. კახოვკას ჰიდროელექტროსადგურის კაშხლის განადგურება მხოლოდ უდასტურებს მთელი მსოფლიოს, რომ ისინი უნდა განიდევნონ უკრაინის მიწის ყოველი კუთხიდან.
მათ არც ერთი მეტრი მიწა არ უნდა დარჩეთ, რადგან ყველა მეტრს ტერორისთვის იყენებენ. მხოლოდ უკრაინის გამარჯვება დააბრუნებს უსაფრთხოებას და ეს გამარჯვება მოვა. ტერორისტები ვერ შეაჩერებენ უკრაინას წყლით, რაკეტებით და სხვა რამით“, - აცხადებს ზელენსკი.