ავტორი:

"კახოვკას წყალსაცავში წყლის დონე სწრაფად იკლებს, რაც საფრთხეს წარმოადგენს ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურისთვის" - "ენერგოატომის" განცხადება

"კახოვკას წყალსაცავში წყლის დონე სწრაფად იკლებს, რაც საფრთხეს წარმოადგენს ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურისთვის" - "ენერგოატომის" განცხადება

რუსული ჯარების მიერ კახოვკას ჰიდროელექტროსადგურის განადგურებას შესაძლოა უარყოფითი შედეგები მოჰყვეს ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე, მაგრამ სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება, - ამის შესახებ კომპანია "ენერგოატომის" მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

"რუსმა ოკუპანტებმა კახოვკას ჰიდროელექტროსადგურის კაშხალი ააფეთქეს. აფეთქების შედეგად კახოვსკას წყალსაცავში წყლის დონე სწრაფად იკლებს, რაც დამატებით საფრთხეს წარმოადგენს დროებით ოკუპირებული ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურისთვის.

კახოვკას რეზერვუარიდან წყალი აუცილებელია იმისთვის, რომ ატომურმა ელექტროსადგურმა მიიღოს ენერგია ტურბინის კონდენსატორებისა და უსაფრთხოების სისტემებისთვის. ახლა ელექტროსადგურის გამაგრილებელი წყალსატევი სავსეა: დილის 08:00 საათისთვის წყლის დონე 16.6 მეტრია და ეს საკმარისია ელექტროსადგურის საჭიროებისთვის" - აღნიშნულია განცხადებაში.

"ენერგოატომი" ირწმუნება, რომ ახლა ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე, სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება და უკრაინელი პერსონალი ყველა ინდიკატორს აკონტროლებს. სიტუაციის შეცვლის შემთხვევაში კი დაუყოვნებლივ გაავრცელებს ინფორმაციას.

წაიკითხეთ ასევე: