საზოგადოება
პოლიტიკა

8

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:15-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – კარგია ნებისმიერი ბიზნესის დასაწყებად. ამ დღეს დაწყებული საქმეები თავისით გამოვა. შესაძლებელია დაწინაურება, ხელფასის მატება, ჯილდოები და დამსახურებული აღიარება. დაიწყეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კარგია კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. სასარგებლოა კუჭისა და ნაწლავების გაწმენდა. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას. ყურადღებით მოუსმინეთ ყველაფერს, რასაც გეუბნებათ საყვარელი ადამიანი.
მსოფლიო
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რუსეთში ვაშლის სიდრით მოწამვლის შედეგად 16 ადამიანი გარდაიცვალა
რუსეთში ვაშლის სიდრით მოწამვლის შედეგად 16 ადამიანი გარდაიცვალა

რუ­სეთ­ში, ული­ა­ნოვ­სკის ოლ­ქში, და­ბა­ლალ­კოჰო­ლუ­რი ვაშ­ლის სიდ­რით ათო­ბით ადა­მი­ა­ნი მო­ი­წამ­ლა და ბოლო ოფი­ცი­ა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცი­ით 16 ადა­მი­ა­ნი გარ­და­იც­ვა­ლა.

არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, სიდ­რით მო­წამ­ლუ­ლი კი­დევ 19 ადა­მი­ა­ნის მდგო­მა­რე­ო­ბა მძი­მეა და ზო­გი­ერ­თი მათ­გა­ნი რე­ა­ნი­მა­ცი­ულ გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში მკურ­ნა­ლობს.

რო­გორც ოლ­ქის გუ­ბერ­ნა­ტო­რი, ალექ­სეი რუს­კი­ხი აცხა­დებს, მო­წამ­ლულ­თა და და­ღუ­პულ­თა უმე­ტე­სო­ბა დი­მიტ­როვგრა­დის მკვიდ­რია. და­წყე­ბუ­ლია გა­მო­ძი­ე­ბა და აღიძ­რა სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე მუხ­ლით, რო­მე­ლიც კვე­ბი­თი პრო­დუქ­ტე­ბის წარ­მო­ე­ბი­სას უსაფრ­თხო­ე­ბის ნორ­მე­ბის დარ­ღვე­ვას გუ­ლის­ხმობს.

გა­მო­ძი­ე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, მო­წამ­ვლის ყვე­ლა შემ­თხვე­ვა უკავ­შირ­დე­ბა სა­მა­რას რე­გი­ონ­ში წარ­მო­ე­ბულ პრო­დუქტს, ვაშ­ლის სიდრს, სა­ხე­ლად "Мистер Сидр". მწარ­მო­ე­ბე­ლი კომ­პა­ნი­ის დი­რექ­ტო­რი და­კა­ვე­ბუ­ლია.

რუ­სე­თის მომ­ხმა­რე­ბელ­თა უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვის ფე­დე­რა­ლუ­რი სა­ა­გენ­ტოს, როს­პოტ­რებ­ნად­ზო­რის ხელ­მძღვა­ნელ­მა ანა პო­პო­ვამ სა­ა­გენ­ტოს რე­გი­ო­ნა­ლურ გან­ყო­ფი­ლე­ბებს და­ა­ვა­ლა ქვეყ­ნის მას­შტა­ბით ყვე­ლა მარ­კე­ტი­დან ამო­ი­ღონ ეს პრო­დუქ­ტი.

წყა­რო

მკითხველის კომენტარები / 6 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
დემე
1

სიდრის ავტორი პრემიაზეა წარსადგენი,ბოროტი და ღრჯო ადამიანები მეტსაც იმსახურებენ.

დაბლოკეთ პუტინისტები!!!
6

16 მილიონი აჯობებდა! )))

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი თორნიკე რიჟვაძის საქმეზე?
ავტორი:

რუსეთში ვაშლის სიდრით მოწამვლის შედეგად 16 ადამიანი გარდაიცვალა

რუსეთში ვაშლის სიდრით მოწამვლის შედეგად 16 ადამიანი გარდაიცვალა

რუსეთში, ულიანოვსკის ოლქში, დაბალალკოჰოლური ვაშლის სიდრით ათობით ადამიანი მოიწამლა და ბოლო ოფიციალური ინფორმაციით 16 ადამიანი გარდაიცვალა.

არსებული ინფორმაციით, სიდრით მოწამლული კიდევ 19 ადამიანის მდგომარეობა მძიმეა და ზოგიერთი მათგანი რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობს.

როგორც ოლქის გუბერნატორი, ალექსეი რუსკიხი აცხადებს, მოწამლულთა და დაღუპულთა უმეტესობა დიმიტროვგრადის მკვიდრია. დაწყებულია გამოძიება და აღიძრა სისხლის სამართლის საქმე მუხლით, რომელიც კვებითი პროდუქტების წარმოებისას უსაფრთხოების ნორმების დარღვევას გულისხმობს.

გამოძიების ინფორმაციით, მოწამვლის ყველა შემთხვევა უკავშირდება სამარას რეგიონში წარმოებულ პროდუქტს, ვაშლის სიდრს, სახელად "Мистер Сидр". მწარმოებელი კომპანიის დირექტორი დაკავებულია.

რუსეთის მომხმარებელთა უფლებების დაცვის ფედერალური სააგენტოს, როსპოტრებნადზორის ხელმძღვანელმა ანა პოპოვამ სააგენტოს რეგიონალურ განყოფილებებს დაავალა ქვეყნის მასშტაბით ყველა მარკეტიდან ამოიღონ ეს პროდუქტი.

წყარო