ავტორი:

"მადლობელი ვარ ყველა მეომრის, რომლებმაც გადმოგვცეს სიახლე, რასაც ყველა ველოდით ბახმუტის მიმართულებით" - ზელენსკი

"მადლობელი ვარ ყველა მეომრის, რომლებმაც გადმოგვცეს სიახლე, რასაც ყველა ველოდით ბახმუტის მიმართულებით" - ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ბახმუტის ირგვლივ მებრძოლ ჯარისკაცებს მადლობა გადაუხადა მას შემდეგ, რაც ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ უკრაინის დამცველებმა ქალაქის ჩრდილოეთ და სამხრეთ ფლანგებზე ტერიტორიები დაიბრუნეს.

„მადლობელი ვარ ყველა მეომრის, ყველა ჩვენი დამცველის, რომლებმაც დღეს გადმოგვცეს ის სიახლე, რასაც ყველა ველოდით ბახმუტის მიმართულებით. მეომრებო, ყოჩაღ! ვხედავთ, როგორ ისტერიულად აღიქვამს რუსეთი ჩვენს თითოეულ ნაბიჯს იქ, ჩვენს ყველა დაკავებულ პოზიციას. მტერმა იცის, რომ უკრაინა გაიმარჯვებს. ისინი ამას ხედავენ. ისინი ამას გრძნობენ თქვენი დარტყმების წყალობით. გმადლობთ ამისთვის!” - აღნიშნა ზელენსკიმ.

მანამდე, უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ანა მალიარმა განაცხადა, რომ უკრაინა აღმოსავლეთის ფრონტის ხაზის გასწვრივ შეტევით მოქმედებებს ახორციელებს და ბახმუტის ჩრდილოეთით მდებარე ორიხოვო-ვასილივკასა და პარასკოვიივკას დასახლებების გარშემო 200-დან 1600 მეტრამდე დაწინაურდა. ქალაქის სამხრეთ-დასავლეთით მდებარე ივანივსკესა და კლიშჩიივკას გარშემო კი - 100-დან 700 მეტრამდე.