ავტორი:

"სიამოვნებით მოვისმენდი, საქართველოს პრემიერ-მინისტრს ეთქვა, რომ რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრა "კრიმინალური აგრესიის აქტია" - რობინ შეპარდი

"სიამოვნებით მოვისმენდი, საქართველოს პრემიერ-მინისტრს ეთქვა, რომ რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრა "კრიმინალური აგრესიის აქტია" - რობინ შეპარდი

ჰალიფაქსის საერთაშორისო უსაფრთხოების ფორუმის ვიცე-პრეზიდენტი, რობინ შეპარდი ფიქრობს, რომ გლობალური უსაფრთხოების ფორუმზე რუსეთის მიერ ომის წამოწყების მიზეზებზე საუბრისას საქართველოს პრემიერ-მინისტრი მკაფიო უნდა ყოფილიყო.

როგორც მან "ამერიკის ხმასთან" განაცხადა, მნიშვნელობა არ აქვს, გაწევრიანდება თუა რა უკრაინა ნატო-ში, ეს არ უნდა იყოს რუსეთისთვის სხვა ქვეყანაში შეჭრის საბაბი.

რობინ შეპარდის თქმით, სიამოვნებით მოისმენდა ირაკლი ღარიბაშვილს ეთქვა, რომ რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრა „კრიმინალური აგრესიის აქტია“.

"ვფიქრობ, მან გარკვეულწილად ბუნდოვნად ისაუბრა, რადგან შესაძლებელია მისი ნათქვამის ინტერპრეტაცია. როდესაც მან არსებითად თქვა, რომ მიზეზი უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებისკენ სწრაფვა იყო, ერთია, ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ სწორედ ამას იყენებდა რუსეთი უკრაინაში შეჭრის საბაბად. ან მეორე, თუ ეს არის რუსეთის მიერ ომის წამოწყების მიზეზების მხარდაჭერა და იმის თქმა, რომ უკრაინა არ უნდა ისწრაფოდეს ნატო-ში გაწევრიანებას. ასე რომ, ეს გარკვეულწილად ორაზროვანი იყო. ის საქართველოს პრემიერ-მინისტრია და უნდა იცოდეს, რომ როცა საერთაშორისო დონეზე საუბრობს, ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია. სიამოვნებით მოვისმენდი მისგან ეთქვა, რომ ეს კრიმინალური აგრესიის აქტია. მნიშვნელობა არ აქვს, გაწევრიანდება თუა რა უკრაინა ნატო-ში, ეს მთლიანად უკრაინის გადასაწყვეტია და რა თქმა უნდა, არ უნდა იყოს რუსეთისთვის სხვა ქვეყანაში შეჭრის საბაბი“, -განაცხადა რობინ შეპარდმა.

ცნობისთვის, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ბრატისლავაში, გლობალური უსაფრთხოების ფორუმის (GLOBSEC) ფარგლებში გამართულ თემატურ დისკუსიაზე განაცხადა, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრის ერთ-ერთი მიზეზი ქვეყნის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების სურვილი იყო.