მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო

10

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

10 ივლისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 22:46-ზე – დაასრულეთ დაუსრულებელი დავალებები. მიღწეული პოზიციების გაძლიერება. უფროსებმა არ მოსთხოვოთ ზედმეტ მიღწევები ქვეშევრდომებს. გადადეთ სერიოზული საქმეები. მოერიდეთ აურზაურსა და სტრესს. ყურადღება მიაქციეთ თქვენი სამუშაო ადგილის კომფორტულ მოწყობას. დაკავდით შემოქმედებით, მუსიკით და პოეზიით. არ არის რეკომენდებული ფულადი ოპერაციები. დოკუმენტების, კონტრაქტებისა და ხელშეკრულებების გაფორმება. მივლინება. მოლაპარაკებების წარმოება. მუშაობის დაწყება ახალ ადგილას. უარყოფითი ემოციების გამოვლენა. არ არის რეკომენდებული ცხოველური საკვების მიღება. დღის მენიუ უნდა შედგებოდეს ხილისა და ბოსტნეულისგან. დღეს ურთიერთობების დალაგებას და კამათს აზრი არა აქვს.
Faceამბები
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"რუსები ზღვაში ნასვამები შედიან და მათ გადარჩენას კაპიკებზე მომუშავე ჩვენი მაშველები ცდილობენ" - უკონტროლო საკურორტო სეზონი აფხაზეთში და ადგილობრივების საყვედური რუსებს
"რუსები ზღვაში ნასვამები შედიან და მათ გადარჩენას კაპიკებზე მომუშავე ჩვენი მაშველები ცდილობენ" - უკონტროლო საკურორტო სეზონი აფხაზეთში და ადგილობრივების საყვედური რუსებს

ოკუ­პი­რე­ბულ აფხა­ზეთ­ში, რო­გორც ად­გი­ლობ­რი­ვი მე­დია წერს, სა­კუ­რორ­ტო სე­ზო­ნი ჯერ არც კი და­წყე­ბუ­ლა, მაგ­რამ ზღვა­ში სამი ადა­მი­ა­ნი და­იხ­რჩო. სა­მი­ვე მათ­გა­ნი რუ­სე­თის მო­ქა­ლა­ქეა და დიდი ალ­ბა­თო­ბით, სა­მი­ვე მათ­გა­ნი წყალ­ში ნას­ვა­მი ჩა­ვი­და...

  • მო­სახ­ლე­ო­ბა ად­გი­ლობ­რივ ე.წ. ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბას მი­მარ­თავს, მი­ი­ღოს ზო­მე­ბი ნას­ვა­მი დამ­სვე­ნებ­ლე­ბის უსაფრ­თხო­ე­ბის­თვის, რათა მათ გა­დარ­ჩე­ნას კა­პი­კებ­ზე მო­მუ­შა­ვე ახალ­გაზ­რდა მაშ­ვე­ლე­ბის სი­ცო­ცხლე არ შე­ე­წი­როს, რომ­ლე­ბიც ზღვა­ში ხში­რად სპე­ცი­ა­ლუ­რი ეკი­პი­რე­ბის გა­რე­შე ჩა­დი­ან, რად­გან ის არ აქვთ.

ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ არა­ერ­თი გაფრ­თხი­ლე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, რუ­სე­თის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი არ იცა­ვენ უსაფრ­თხო­ე­ბის ზო­მებს, არას­დროს ფრთხი­ლო­ბენ, არ ით­ვა­ლის­წი­ნე­ბენ მათ რჩე­ვებს, ზღვა­ში შეს­ვლის ან კა­ნი­ონ­ზე ყოფ­ნი­სას. ცდი­ლო­ბენ ისეთ ად­გი­ლებ­ში გა­და­ი­ღონ ფოტო თუ ვი­დეო, რომ შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა მო­ახ­დი­ნონ, ზღვა­ში უმე­ტე­სად ნას­ვა­მე­ბი შე­დი­ან, ძლი­ე­რი ღელ­ვი­სას, ან თუნ­დაც შტორ­მის დროს და იღუ­პე­ბი­ან.

"მათი ახ­ლობ­ლე­ბი კი, რუ­სეთ­ში დაბ­რუ­ნე­ბის­თა­ნა­ვე, აფხა­ზე­თის ლან­ძღვა-გი­ნე­ბას იწყე­ბენ - თუ რამ­დე­ნად არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა მომ­სა­ხუ­რე­ბა ფა­სებს, რამ­დე­ნად სა­ხი­ფა­თოა ძვე­ლი, დან­გრე­უ­ლი ინფრას­ტრუქ­ტუ­რა, რომ ად­გი­ლობ­რი­ვებს არ სურთ წინსვლა, გან­ვი­თა­რე­ბა, პროგ­რე­სი, მაგ­რამ უნ­დათ მხო­ლოდ შე­მო­სა­ვა­ლი" - მი­აჩ­ნი­ათ მათ.

რამ­დე­ნი­მე დღის წინ, რი­წის პარკთან, იუპ­შა­რის კა­ნი­ონ­ში რუსი ტუ­რის­ტი ჩა­ვარ­და. ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის თქმით, მისი გა­დარ­ჩე­ნა ვერ მო­ხერ­ხდა. 27 წლის ტუ­რის­ტი იქ "უა­ზის" მარ­კის ავ­ტო­მო­ბი­ლით, კა­ნი­ონ­თან მაქ­სი­მა­ლუ­რად მი­ახ­ლო­ე­ბას შე­ე­ცა­და, რა დრო­საც მან­ქა­ნა მო­წყდა და ქვებ­ზე და­ე­ხეთ­ქა.

ად­გი­ლობ­რი­ვი სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის მარ­თვის სამ­სა­ხუ­რის თა­ნამ­შრომ­ლებს, რუ­სე­თის მო­ქა­ლა­ქის ცხედ­რის ამო­საყ­ვა­ნად 15 სა­ათ­ზე მეტი დას­ჭირ­და... "და­ღუ­პუ­ლი 1996 წელს, ქა­ლაქ პენ­ზა­ში და­ბა­დე­ბუ­ლი ვლა­დის­ლავ ვიშ­ნი­ა­კო­ვი აღ­მოჩ­ნდა" - ნათ­ქვა­მია abkhaz-auto.ru-ს მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

გა­მო­ცე­მის ცნო­ბით, ხრამ­ში გა­და­ვარ­დნი­ლი მან­ქა­ნა ად­გი­ლობ­რი­ვებ­მა ნა­ხეს და სა­მაშ­ვე­ლო სამ­სა­ხუ­რიც გა­მო­ი­ძა­ხეს. ად­გილ­ზე მის­ვლის შემ­დეგ გა­ირ­კვა, რომ ავ­ტო­მან­ქა­ნა­ში 28 წლის ქალი, ალ­ბი­ნა კო­პე­ე­ვაც იმ­ყო­ფე­ბო­და, რო­მე­ლიც სხე­უ­ლის მძი­მე და­ზი­ა­ნე­ბით, სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­და­იყ­ვა­ნეს.

"ყო­ველ წელს ასეა, სე­ზონს ტრა­გე­დი­ე­ბით ვხსნით... ქალს ორი­ვე ქვე­და კი­დუ­რე­ბი, ფაქ­ტობ­რი­ვად, სრუ­ლი­ად დამ­ტვრე­უ­ლი აქვს. ექი­მე­ბის თქმით, მდგო­მა­რე­ო­ბა მძი­მეა და შე­საძ­ლოა, ქალ­მა ვე­ღა­რას­დროს გა­ი­ა­როს... ეს პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვა არ არის, რო­დე­საც რუსი ტუ­რის­ტე­ბი კა­ნი­ო­ნი­დან ან სხვა ექ­სტრე­მა­ლუ­რი ად­გი­ლე­ბი­დან გა­დაც­ვივ­დნენ. ყო­ველ წელს, ათო­ბით მსგავ­სი ფაქ­ტი ხდე­ბა. იქვე ახ­ლოს პა­ტა­რა კაფე მაქვს. რო­დე­საც და­ვი­ნა­ხე, ეს მან­ქა­ნა სად აპი­რებ­და ას­ვლას, ვუ­თხა­რი, ამ მო­დე­ლის მან­ქა­ნით, ასეთ სა­ხი­ფა­თო ად­გი­ლას ას­ვლას რო­გორ ბე­დავ-მეთ­ქი, ცი­ნი­კუ­რად გად­მომ­ხე­და, გა­სა­გე­ბია, რომ თქვენ აფხა­ზეთს იქით არა­ფე­რი გი­ნა­ხავთ, მაგ­რამ სხვა უფრო ექ­სტრე­მა­ლუ­რი ად­გი­ლე­ბიც არ­სე­ბობს, რო­მე­ლიც და­ლაშ­ქრუ­ლი მაქ­ვსო. ცოტა ხან­ში, სა­ში­ნე­ლი ხმა გა­ვი­გე - მან­ქა­ნის ქვებ­ზე და­ხეთ­ქე­ბის ხმა" - წერს ად­გი­ლობ­რი­ვი ლეონ ჯი­კირ­ბა.

აფხა­ზე­ბის თქმით, წლე­ბია მწვა­ვედ დგას ზღვა­ში ნას­ვამ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ჩა­სუ­ლი ტუ­რის­ტე­ბის თე­მაც, რო­მე­ლიც უმე­ტეს შემ­თხვე­ვა­ში ტრა­გე­დი­ით სრულ­დე­ბა.

1-ელ ივ­ნი­სის, ღა­მეს სო­ხუმ­ში, ზღვამ ქა­ლის ცხე­და­რი გა­მო­რი­ყა. ის მე­თევ­ზე­ებ­მა იპო­ვეს და მი­ლი­ცია გა­მო­ი­ძა­ხეს. და­ღუ­პუ­ლი 1981 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი აღ­მოჩ­ნდა... ერთ-ერთი ვერ­სი­ით, მას­ზე იძა­ლა­დეს და ზღვა­ში ჩა­აგ­დეს. არ­სე­ბობს გან­სხვა­ვე­ბუ­ლი მო­საზ­რე­ბაც, რომ ის სა­ბა­ნა­ოდ მარ­ტო შე­ვი­და და და­იხ­რჩო.

"რო­დე­საც ასე­თი შემ­თხვე­ვე­ბი ხდე­ბა, რუ­სე­ბი არას­დროს აღი­ა­რე­ბენ, რომ პრობ­ლე­მა მათ­შიც არის და ზღვა­ში ნას­ვა­მი ან ნარ­კო­ტი­კუ­ლი თრო­ბის ქვეშ მყო­ფი არ უნდა შეხ­ვი­დე... ჩვე­ნი სა­ნა­პი­რო­ე­ბი მო­უვ­ლე­ლია, სავ­სეა ნაგ­ვით და არ არის და­ცუ­ლი უსაფრ­თხო­ე­ბის ზო­მე­ბი, მაგ­რამ ჯერ სა­კუ­რორ­ტო სე­ზო­ნი არ გახ­სნი­ლა, ისი­ნი კი შეშ­ლი­ლე­ბი­ვით შეც­ვივ­დნენ ზღვა­ში, მო­ედ­ნენ მთა-ბარს. იხო­ცე­ბი­ან, ხრა­მებ­ში ცვი­ვი­ან. ერ­თმა­ნე­თის გა­მოც­დი­ლე­ბას არ ით­ვა­ლის­წი­ნე­ბენ, ჩვენ აგ­დე­ბით გვი­ყუ­რე­ბენ და ტრა­გე­დია რომ მოხ­დე­ბა, ისევ ჩვენ გვა­და­ნა­შა­უ­ლე­ბენ" - წერს ასი­და ბე­ნია.

მკითხველის კომენტარები / 13 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
პოსეიდონი
1

რა განერვიულებთ მერე, მუხასრანსკიდან ჩამოსულებზე მზე და ზღვა ეგრე მოქმედებს. მკუხე ყურძნის ჭამა და გზის პირას ანწლისა და ძაღლუყრძენას მოკრეფაც მაგათი სპორტის სახეობაა,

D
0

პლიაჟენზე ჭაჭა დაურიგეთ უფასოდ თუ არ გაქვთ კახეთიდან გამოგიგზავნით. იაფში გამოვალთ სად აბრამსების ყიდვა სად არყის დარიგება პლიაჟზე.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ვიდეოკადრებს ავრცელებს პროკურატურა პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულ 19 წლის საბა ჯიქიასთან დაკავშირებით?
ავტორი:

"რუსები ზღვაში ნასვამები შედიან და მათ გადარჩენას კაპიკებზე მომუშავე ჩვენი მაშველები ცდილობენ" - უკონტროლო საკურორტო სეზონი აფხაზეთში და ადგილობრივების საყვედური რუსებს

"რუსები ზღვაში ნასვამები შედიან და მათ გადარჩენას კაპიკებზე მომუშავე ჩვენი მაშველები ცდილობენ" - უკონტროლო საკურორტო სეზონი აფხაზეთში და ადგილობრივების საყვედური რუსებს

ოკუპირებულ აფხაზეთში, როგორც ადგილობრივი მედია წერს, საკურორტო სეზონი ჯერ არც კი დაწყებულა, მაგრამ ზღვაში სამი ადამიანი დაიხრჩო. სამივე მათგანი რუსეთის მოქალაქეა და დიდი ალბათობით, სამივე მათგანი წყალში ნასვამი ჩავიდა...

  • მოსახლეობა ადგილობრივ ე.წ. ხელმძღვანელობას მიმართავს, მიიღოს ზომები ნასვამი დამსვენებლების უსაფრთხოებისთვის, რათა მათ გადარჩენას კაპიკებზე მომუშავე ახალგაზრდა მაშველების სიცოცხლე არ შეეწიროს, რომლებიც ზღვაში ხშირად სპეციალური ეკიპირების გარეშე ჩადიან, რადგან ის არ აქვთ.

ადგილობრივები ამბობენ, რომ არაერთი გაფრთხილების მიუხედავად, რუსეთის მოქალაქეები არ იცავენ უსაფრთხოების ზომებს, არასდროს ფრთხილობენ, არ ითვალისწინებენ მათ რჩევებს, ზღვაში შესვლის ან კანიონზე ყოფნისას. ცდილობენ ისეთ ადგილებში გადაიღონ ფოტო თუ ვიდეო, რომ შთაბეჭდილება მოახდინონ, ზღვაში უმეტესად ნასვამები შედიან, ძლიერი ღელვისას, ან თუნდაც შტორმის დროს და იღუპებიან.

"მათი ახლობლები კი, რუსეთში დაბრუნებისთანავე, აფხაზეთის ლანძღვა-გინებას იწყებენ - თუ რამდენად არ შეესაბამება მომსახურება ფასებს, რამდენად სახიფათოა ძველი, დანგრეული ინფრასტრუქტურა, რომ ადგილობრივებს არ სურთ წინსვლა, განვითარება, პროგრესი, მაგრამ უნდათ მხოლოდ შემოსავალი" - მიაჩნიათ მათ.

რამდენიმე დღის წინ, რიწის პარკთან, იუპშარის კანიონში რუსი ტურისტი ჩავარდა. ადგილობრივების თქმით, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. 27 წლის ტურისტი იქ "უაზის" მარკის ავტომობილით, კანიონთან მაქსიმალურად მიახლოებას შეეცადა, რა დროსაც მანქანა მოწყდა და ქვებზე დაეხეთქა.

ადგილობრივი საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებს, რუსეთის მოქალაქის ცხედრის ამოსაყვანად 15 საათზე მეტი დასჭირდა... "დაღუპული 1996 წელს, ქალაქ პენზაში დაბადებული ვლადისლავ ვიშნიაკოვი აღმოჩნდა" - ნათქვამია abkhaz-auto.ru-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გამოცემის ცნობით, ხრამში გადავარდნილი მანქანა ადგილობრივებმა ნახეს და სამაშველო სამსახურიც გამოიძახეს. ადგილზე მისვლის შემდეგ გაირკვა, რომ ავტომანქანაში 28 წლის ქალი, ალბინა კოპეევაც იმყოფებოდა, რომელიც სხეულის მძიმე დაზიანებით, საავადმყოფოში გადაიყვანეს.

"ყოველ წელს ასეა, სეზონს ტრაგედიებით ვხსნით... ქალს ორივე ქვედა კიდურები, ფაქტობრივად, სრულიად დამტვრეული აქვს. ექიმების თქმით, მდგომარეობა მძიმეა და შესაძლოა, ქალმა ვეღარასდროს გაიაროს... ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც რუსი ტურისტები კანიონიდან ან სხვა ექსტრემალური ადგილებიდან გადაცვივდნენ. ყოველ წელს, ათობით მსგავსი ფაქტი ხდება. იქვე ახლოს პატარა კაფე მაქვს. როდესაც დავინახე, ეს მანქანა სად აპირებდა ასვლას, ვუთხარი, ამ მოდელის მანქანით, ასეთ სახიფათო ადგილას ასვლას როგორ ბედავ-მეთქი, ცინიკურად გადმომხედა, გასაგებია, რომ თქვენ აფხაზეთს იქით არაფერი გინახავთ, მაგრამ სხვა უფრო ექსტრემალური ადგილებიც არსებობს, რომელიც დალაშქრული მაქვსო. ცოტა ხანში, საშინელი ხმა გავიგე - მანქანის ქვებზე დახეთქების ხმა" - წერს ადგილობრივი ლეონ ჯიკირბა.

აფხაზების თქმით, წლებია მწვავედ დგას ზღვაში ნასვამ მდგომარეობაში ჩასული ტურისტების თემაც, რომელიც უმეტეს შემთხვევაში ტრაგედიით სრულდება.

1-ელ ივნისის, ღამეს სოხუმში, ზღვამ ქალის ცხედარი გამორიყა. ის მეთევზეებმა იპოვეს და მილიცია გამოიძახეს. დაღუპული 1981 წელს დაბადებული აღმოჩნდა... ერთ-ერთი ვერსიით, მასზე იძალადეს და ზღვაში ჩააგდეს. არსებობს განსხვავებული მოსაზრებაც, რომ ის საბანაოდ მარტო შევიდა და დაიხრჩო.

"როდესაც ასეთი შემთხვევები ხდება, რუსები არასდროს აღიარებენ, რომ პრობლემა მათშიც არის და ზღვაში ნასვამი ან ნარკოტიკული თრობის ქვეშ მყოფი არ უნდა შეხვიდე... ჩვენი სანაპიროები მოუვლელია, სავსეა ნაგვით და არ არის დაცული უსაფრთხოების ზომები, მაგრამ ჯერ საკურორტო სეზონი არ გახსნილა, ისინი კი შეშლილებივით შეცვივდნენ ზღვაში, მოედნენ მთა-ბარს. იხოცებიან, ხრამებში ცვივიან. ერთმანეთის გამოცდილებას არ ითვალისწინებენ, ჩვენ აგდებით გვიყურებენ და ტრაგედია რომ მოხდება, ისევ ჩვენ გვადანაშაულებენ" - წერს ასიდა ბენია.