მსოფლიო
Faceამბები
სამართალი
კონფლიქტები
სამხედრო
პოლიტიკა
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ბებიის თვალწინ გული წაუვიდა და ექიმების მცდელობის მიუხედავად, გარდაიცვალა" - რას წერს გია ბარამიძე 18 წლის გერზე, რომელიც მოულოდნელად დაიღუპა
"ბებიის თვალწინ გული წაუვიდა და ექიმების მცდელობის მიუხედავად, გარდაიცვალა" - რას წერს გია ბარამიძე 18 წლის გერზე, რომელიც მოულოდნელად დაიღუპა

სამი წლის წინ ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ პო­ლი­ტი­კო­სი გია ბა­რა­მი­ძე მე­ო­რედ და­ო­ჯახ­და. მისი რჩე­უ­ლი უკ­რა­ი­ნე­ლი ანა ფი­ლიპ­ჩუ­კია. ანა აქ­ტი­უ­რად ჩნდე­ბა მე­უღ­ლის გვერ­დით აქ­ცი­ებ­ზე და ჩარ­თუ­ლია პო­ლი­ტი­კო­სი მე­უღ­ლის აქ­ტი­ვო­ბებ­ში.

ცოტა ხნის წინ ანამ სამ­წუ­ხა­რო ინ­ფორ­მა­ცია გა­მო­აქ­ვეყ­ნა და და­წე­რა, რომ მისი 18 წლის ქა­ლიშ­ვი­ლი გარ­და­იც­ვა­ლა.

"2023 წლის 3 ივ­ნისს ჩემი გო­გო­ნა ზე­ცა­ში გაფ­რინ­და", - და­წე­რა ანამ. მისი პოს­ტი გია ბა­რა­მი­ძე­მაც გა­ა­ზი­ა­რა, სა­დაც წყვილ­მა უამ­რა­ვი სამ­ძი­მა­რი მი­ი­ღო, მათ შო­რის ბევ­რი ინ­ტე­რეს­დე­ბო­და, რა და­ე­მარ­თა ახალ­გაზ­რდა გო­გო­ნას.

რო­გორც მოგ­ვი­ა­ნე­ბით ბა­რა­მი­ძემ პოს­ტის კო­მენ­ტი­რე­ბი­სას და­წე­რა, მა­რია ტე­რეშ­ჩენ­კო მო­უ­ლოდ­ნე­ლად გახ­და ცუ­დად, გული წა­უ­ვი­და და სას­წრა­ფოს ექი­მე­ბის დახ­მა­რე­ბის მი­უ­ხე­და­ვად მისი გა­დარ­ჩე­ნა ვერ მო­ხერ­ხდა.

"თა­ნაგ­რძნო­ბის­თვის ყვე­ლას დიდი მად­ლო­ბა მე­გობ­რე­ბო! არ ვი­ცით რა მო­უ­ვი­და ბავ­შვს, (18 წლის ახ­ლა­ხან გახ­და) ბე­ბი­ის თვალ­წინ გული წა­უ­ვი­და, და სას­წრა­ფოს ექი­მე­ბის მცდე­ლო­ბის მი­უ­ხე­და­ვად, გარ­და­იც­ვა­ლა. მი­ზე­ზებს გერ­მა­ნი­ის შე­სა­ბა­მი­სი მხა­რის (სა­დაც ცხოვ­რობ­დნენ, და მა­რი­ას უმაღ­ლეს­ში უნდა ეს­წავ­ლა) სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­თა პო­ლი­ცია იძი­ებს. უტარ­დე­ბა ექ­სპერ­ტი­ზა და (რო­გორც გვი­თხრეს) პა­სუ­ხი უახ­ლო­ეს კვი­რა­ში უნდა გვქონ­დეს. კი­დევ ერთხელ ყვე­ლას უღ­რმე­სი მად­ლო­ბა!" - წერს ბა­რა­მი­ძე.

ცნო­ბის­თვის, გია ბა­რა­მი­ძის პირ­ვე­ლი მე­უღ­ლე ეკა ჯა­ფა­რი­ძე გახ­ლდათ, რო­მელ­თა­ნაც სა­ერ­თო შვი­ლი, უფ­რო­სი გო­გო­ნა ჰყავს.

მკითხველის კომენტარები / 24 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მოქალაქე
4

უფალმა გაანათლოს მისი სული.

საბა
39

ეს ცოლია,თუ ბებია?! მონსტრების კორპორაციაა რა))

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ყირიმის ანექსიისთვის დაწესებული სანქციები ერთი წლით გაახანგრძლივა
ავტორი:

"ბებიის თვალწინ გული წაუვიდა და ექიმების მცდელობის მიუხედავად, გარდაიცვალა" - რას წერს გია ბარამიძე 18 წლის გერზე, რომელიც მოულოდნელად დაიღუპა

"ბებიის თვალწინ გული წაუვიდა და ექიმების მცდელობის მიუხედავად, გარდაიცვალა" - რას წერს გია ბარამიძე 18 წლის გერზე, რომელიც მოულოდნელად დაიღუპა

სამი წლის წინ ცნობილი გახდა, რომ პოლიტიკოსი გია ბარამიძე მეორედ დაოჯახდა. მისი რჩეული უკრაინელი ანა ფილიპჩუკია. ანა აქტიურად ჩნდება მეუღლის გვერდით აქციებზე და ჩართულია პოლიტიკოსი მეუღლის აქტივობებში.

ცოტა ხნის წინ ანამ სამწუხარო ინფორმაცია გამოაქვეყნა და დაწერა, რომ მისი 18 წლის ქალიშვილი გარდაიცვალა.

"2023 წლის 3 ივნისს ჩემი გოგონა ზეცაში გაფრინდა", - დაწერა ანამ. მისი პოსტი გია ბარამიძემაც გააზიარა, სადაც წყვილმა უამრავი სამძიმარი მიიღო, მათ შორის ბევრი ინტერესდებოდა, რა დაემართა ახალგაზრდა გოგონას.

როგორც მოგვიანებით ბარამიძემ პოსტის კომენტირებისას დაწერა, მარია ტერეშჩენკო მოულოდნელად გახდა ცუდად, გული წაუვიდა და სასწრაფოს ექიმების დახმარების მიუხედავად მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

"თანაგრძნობისთვის ყველას დიდი მადლობა მეგობრებო! არ ვიცით რა მოუვიდა ბავშვს, (18 წლის ახლახან გახდა) ბებიის თვალწინ გული წაუვიდა, და სასწრაფოს ექიმების მცდელობის მიუხედავად, გარდაიცვალა. მიზეზებს გერმანიის შესაბამისი მხარის (სადაც ცხოვრობდნენ, და მარიას უმაღლესში უნდა ესწავლა) სისხლის სამართლის საქმეთა პოლიცია იძიებს. უტარდება ექსპერტიზა და (როგორც გვითხრეს) პასუხი უახლოეს კვირაში უნდა გვქონდეს. კიდევ ერთხელ ყველას უღრმესი მადლობა!" - წერს ბარამიძე.

ცნობისთვის, გია ბარამიძის პირველი მეუღლე ეკა ჯაფარიძე გახლდათ, რომელთანაც საერთო შვილი, უფროსი გოგონა ჰყავს.