აშშ-ის გაერთიანებული შტაბების უფროსის, გენერალ მარკ მილის განცხადებით, რუსეთის წინააღმდეგ კონტრშეტევისთვის უკრაინა ძალიან კარგად არის მომზადებული, თუმცა, ამის მიუხედავად, "ძალიან ნაადრევია იმის თქმა, თუ რა შედეგები მოჰყვება კონტრშეტევას".
აღნიშნული განცხადება საფრანგეთში ვიზიტად მყოფმა ამერიკელმა გენერალმა CNN-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში გააკეთა.
"უკრაინელები ომში არიან, რომელიც ეგზისტენციალური საფრთხეა ქვეყნის გადარჩენისთვის და გაცილებით დიდი მნიშვნელობა აქვს დანარჩენი მსოფლიოსთვის - ევროპისთვის, შეერთებული შტატებისთვის და მთელი მსოფლიოსთვის“, - განაცხადა მილიმ.
როგორც CNN წერს, აშშ-ის გაერთიანებული შტაბების უფროსი, საფრანგეთში, ნორმანდიაში 1944 წლის დესანტის გადასხმის ოპერაცია “ნეპტუნის“ იგივე D-Day-ის 79 წლისთავის აღსანიშნავად იმყოფება.