სამართალი
მსოფლიო
პოლიტიკა

11

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 23:22-ზე, მთვარე მერწყულშია – იმუშავეთ მშვიდად და საფუძვლიანად. მოაგვარეთ მარტივი ფინანსური საკითხები. გადადეთ მნიშვნელოვანი საქმეები. იყავით ყურადღებიანი იმის მიმართ, რაც ხდება და მოუსმინეთ რას გეუბნებათ ხალხი. იყავით ფხიზლად და მოერიდეთ კონფლიქტს. გამოიჩინეთ მოქნილობა და ორიგინალურობა ადამიანებთან ურთიერთობისას. სამსახურში გამოავლინეთ თქვენი საუკეთესო მხარე. ზედმეტი აქტიურობა შედეგს არ მოიტანს. არ აიღოთ ზედმეტი სამუშაო და რთული პროექტები. ხორცზე უარის თქმა ჯობია. გამოიყენეთ მცენარეული ზეთი. ალკოჰოლური სასმელები უნდა გამოირიცხოს.
სპორტი
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საშინელებათა ჟანრში გაცოცხლებული ქართული მითოლოგია - რას მალავს "მოთხრობები ქართლიდან"
საშინელებათა ჟანრში გაცოცხლებული ქართული მითოლოგია - რას მალავს "მოთხრობები ქართლიდან"

ქარ­თუ­ლი მი­თე­ბი, ლე­გენ­დე­ბი და ზღაპ­რე­ბი სავ­სეა უნი­კა­ლუ­რი, სა­ინ­ტე­რე­სო და ავ­თენ­ტუ­რი პერ­სო­ნა­ჟე­ბით. ჭინ­კე­ბი, დე­ვე­ბი, ქა­ჯე­ბი და ავ­სუ­ლე­ბი - ჩვე­ნი ქვეყ­ნის მდი­და­რი კულ­ტუ­რი­სა და ფოლკ­ლო­რის გა­ნუ­ყო­ფე­ლი ნა­წი­ლია, რო­მე­ლიც და­ვი­წყე­ბას არ უნდა მი­ე­ცეს. ასე­ვე, ის უძ­ვე­ლე­სი რი­ტუ­ა­ლე­ბი, რო­გო­რი­ცაა მა­გა­ლი­თად ჭი­ა­კო­კო­ნო­ბა, რო­მე­ლიც აღ­დგო­მის წინ იმარ­თე­ბო­და და კო­ცონ­ზე გა­დახ­ტო­მას მო­ი­ცავ­და, ბო­რო­ტი სუ­ლე­ბის­გან თა­ვის და­სა­ცა­ვად.

ქარ­თუ­ლი მი­თე­ბი თით­ქოს ცალ­კე სამ­ყა­როა, თა­ვი­სი მის­ტი­კუ­რი ელ­ფე­რი­თა და იდუ­მა­ლე­ბით. და თუ მი­თე­ბი და ლე­გენ­დე­ბი თქვე­ნი ინ­ტე­რე­სის სა­გან­საც წარ­მო­ად­გენს, მა­შინ „მო­თხრო­ბე­ბი ქარ­თლი­დან“ თქვენ­თვის ისე­თი­ვე სა­ინ­ტე­რე­სო აღ­მო­ჩე­ნა იქ­ნე­ბა, რო­გორც ჩემ­თვის.

წიგ­ნი, რო­მე­ლიც სა­ინ­ტე­რე­სო სი­ახ­ლეა ქარ­თვე­ლი მკი­თხვე­ლის­თვის - რვა მო­თხრო­ბას აერ­თი­ა­ნებს, სა­დაც ქარ­თუ­ლი მი­თე­ბი­სა და ზღაპ­რე­ბის ამ­ბებს სრუ­ლი­ად ახალ ჭრილ­ში გა­ეც­ნო­ბით. თუ სა­ში­ში ამ­ბე­ბი გიყ­ვართ, სა­ინ­ტე­რე­სო და სა­ოც­რად ამა­ღელ­ვე­ბე­ლი თავ­გა­და­სავ­ლე­ბის­თვის მო­ემ­ზა­დეთ! წიგნ­ში - „მო­თხრო­ბე­ბი ქარ­თლი­დან“ გა­და­ეყ­რე­ბით ყვე­ლა­ზე სა­ზა­რელ არ­სე­ბებ­სა და მონ­სტრებს, რაც კი შე­იძ­ლე­ბა ადა­მი­ა­ნის გო­ნე­ბამ წარ­მო­იდ­გი­ნოს. ბნელ და უძი­რო გა­მოქ­ვა­ბულ­ში შეხ­ვდე­ბით დევს, რო­მე­ლიც სრუ­ლე­ბი­თაც არ ჰგავს ჩვენ­თვის ბავ­შვო­ბი­დან კარ­გად ნაც­ნო­ბო ზღაპ­რე­ბის საყ­ვა­რელ პერ­სო­ნაჟს, რომ­ლიც მო­ტყუ­ე­ბა ნა­ცარ­ქე­ქი­ამ მარ­ტი­ვად შეძ­ლო და რო­მე­ლიც ჩვენ­ში თა­ნაგ­რძნო­ბას და შე­ცო­დე­ბას უფრო იწ­ვევ­და, ვიდ­რე შიშს. რე­ვაზ-გი­ორ­გი არ­ვე­ლა­ძის მო­თხრო­ბა­ში - „12 აგ­ვის­ტო“, სა­დაც მოქ­მე­დე­ბა 1121 წელს ვი­თარ­დე­ბა, შეხ­ვდე­ბით ისეთ დევს, რო­გო­რიც ალ­ბათ სი­ნამ­დვი­ლე­ში იქ­ნე­ბო­და, რე­ა­ლუ­რად რომ ეარ­სე­ბა.

რო­გორც თა­ვად ავ­ტო­რი ამ­ბობს: „მინ­დო­და ჩემი ქვეყ­ნის მი­თო­ლო­გი­უ­რი არ­სე­ბე­ბი წარ­მო­მე­ჩი­ნა და "შე­უც­ნობ­ლის“ აგენ­ტე­ბად მექ­ცია - შუ­ა­სა­უ­კუ­ნე­ე­ბის "შემ­ზა­რა­ვის“, რო­გორც ჟან­რი­სა და ლავ­კრაფ­ტი­სე­უ­ლი მის­ტე­რი­ის ნა­ზა­ვი შე­მექ­მნა“.

მო­თხრო­ბე­ბი მარ­თლაც ატა­რებს იმ გან­სა­კუთ­რე­ბულ, ბნელ და შემ­ზა­რავ მის­ტე­რი­ის ატ­მოს­ფე­როს, რო­გო­რიც „ლავ­კრაფ­ტი­სე­უ­ლი ჰო­რო­რის­თვი­საა“ და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ახალ­გაზ­რდა მწე­რალ­მა, რე­ვაზ-გი­ორ­გი არ­ვე­ლა­ძემ „მო­თხრო­ბე­ბი ქარ­თლი­დან“ ინ­გლი­სურ ენა­ზე და­წე­რა და წიგ­ნა­დაც ამე­რი­კა­ში გა­მოს­ცა, რომ ამე­რი­კე­ლე­ბის­თვის ჩვე­ნი ქვეყ­ნის კულ­ტუ­რა, ადათ-წე­სე­ბი, მი­თო­ლო­გია და თქმუ­ლე­ბე­ბი გა­ეც­ნო.

უსას­რუ­ლო ფან­ტა­ზია, სა­ინ­ტე­რე­სო პერ­სო­ნა­ჟე­ბი, მის­ტი­კის, სა­ში­ნე­ლე­ბი­სა და თა­ნა­მედ­რო­ვე რე­ა­ლო­ბის სა­ინ­ტე­რე­სო გა­დაკ­ვე­თა, და რა თქმა უნდა, და­ძა­ბუ­ლი ატ­მოს­ფე­რო, რო­მე­ლიც კი­თხვის დროს, რა­ღაც მო­მენ­ტებ­ში ში­შის ჟრუ­ან­ტელ­საც კი მოგგვრით. ყვე­ლა­ზე უში­შა­რი ადა­მი­ა­ნე­ბის გო­ნე­ბა­საც კი ამოგ­ზა­უ­რებს ღა­მის კოშ­მა­რე­ბის სა­ინ­ტე­რე­სო სამ­ყა­რო­ში.

მო­თხრო­ბა­ში „ჭი­ა­კო­კო­ნო­ბა“ - მწე­რა­ლი ძა­ლი­ან ოს­ტა­ტუ­რად ახერ­ხებს თა­ნა­მედ­რო­ვე ყო­ველ­დღი­უ­რო­ბა­ში მის­ტი­კის შე­მო­ტა­ნას. მას შემ­დეგ, რაც წი­თელ ზმა­ნე­ბა­ში, კო­ცო­ნის თავ­ზე მო­ცეკ­ვა­ვე ქაჯს წარ­მო­იდ­გენთ, რო­მელ­საც მთე­ლი სხე­უ­ლი არა­ბუ­ნებ­რი­ვად დაგ­რძე­ლე­ბია, ამაზ­რზე­ნად და­უ­ღია შავი უძი­რო პირი, რო­მელ­საც შემ­ზა­რა­ვი ნიღ­ბის მიღ­მა მა­ლავს, ვეჭ­ვობ, მზის ჩას­ვლის შემ­დეგ, ვა­კის პარკში გა­სე­ირ­ნე­ბის იდეა მიმ­ზიდ­ვე­ლად მო­გეჩ­ვე­ნოთ. და თუ რა კავ­შირ­შია ვა­კის პარ­კი და იქ აღ­მარ­თუ­ლი ქა­ლის ძეგლი მო­თხრო­ბას­თან - ამა­ზე პა­სუხს თა­ვად წიგნ­ში იპო­ვით.

მო­თხრო­ბე­ბი ქარ­თუ­ლად ქეთი ქან­თა­რი­ამ თარ­გმნა. თარ­გმა­ნი მა­ღალპრო­ფე­სი­ულ დო­ნე­ზეა შეს­რუ­ლე­ბუ­ლი, ორი­გი­ნალ­თან ემო­ცი­უ­რი კავ­ში­რი, ავ­ტო­რი­სე­უ­ლი სტი­ლი და ხა­სი­ა­თი პირ­ვან­დე­ლი სა­ხი­თაა შე­ნარ­ჩუ­ნე­ბუ­ლი. წიგ­ნი გა­მომ­ცემ­ლო­ბა „პა­ლიტ­რაL“-მა, საკ­მა­ოდ ორი­გი­ნა­ლუ­რი ფორ­მით გა­მოს­ცა. წიგნს ორი­ვე მხრი­დან წინა ყდა აქვს, ერთი მხრივ - ქარ­თუ­ლად, ხოლო მე­ო­რეს მხრივ - ინ­გლი­სუ­რად. შე­სა­ბა­მი­სად, თა­ვად წიგ­ნიც ორი ნა­წი­ლი­სა­გან შედ­გე­ბა - ქარ­თუ­ლი და ინ­გლი­სუ­რი ვერ­სი­ე­ბის სინ­თეზს წარ­მო­ად­გენს.

წიგნ­ში შე­სუ­ლია შემ­დე­გი მო­თხრო­ბე­ბი: „12 აგ­ვის­ტო“; „გველ­მო­წა­მე­ნი“; ჭი­ა­კო­კო­ნო­ბა“; „წრებ­რუნ­ვა“; „დო­ბილ­თა ლუდ­ხა­ნა“; „ნა­დავ­ლი­სა და მტა­ცებ­ლის ამ­ბა­ვი“; „ავი სტუ­მა­რი“ და „მა­ცი­ლი ობო­ბა“. წიგნს ასე­ვე ახ­ლავს Manoela Costa Artwork-ის არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი ილუსტრა­ცი­ე­ბი.

რაც შე­ე­ხე­ბა თა­ვად ავ­ტორს, 26 წლის რე­ვაზ-გი­ორ­გი არ­ვე­ლა­ძე პრო­ფე­სი­ით რე­ჟი­სო­რი და ვი­დე­ო­მე­მონ­ტა­ჟეა, თუმ­ცა ქარ­თულ­მა სა­ზო­გა­დო­ე­ბამ ის მწერ­ლის ამ­პლუ­ა­ში - ქარ­თულ მი­თო­ლო­გი­ა­ზე შექ­მნი­ლი მო­თხრო­ბე­ბის კრე­ბუ­ლით გა­იც­ნო. ვფიქ­რობ, წინ შთა­ბეჭ­დი­ლე­ბე­ბის ზღვა და და­უ­ვი­წყა­რი ემო­ცი­ე­ბი გე­ლო­დე­ბათ!

ავ­ტო­რი: თეა ინა­სა­რი­ძე

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ვიდეოკადრებს ავრცელებს პროკურატურა პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულ 19 წლის საბა ჯიქიასთან დაკავშირებით?
ავტორი:

საშინელებათა ჟანრში გაცოცხლებული ქართული მითოლოგია - რას მალავს "მოთხრობები ქართლიდან"

საშინელებათა ჟანრში გაცოცხლებული ქართული მითოლოგია - რას მალავს "მოთხრობები ქართლიდან"

ქართული მითები, ლეგენდები და ზღაპრები სავსეა უნიკალური, საინტერესო და ავთენტური პერსონაჟებით. ჭინკები, დევები, ქაჯები და ავსულები - ჩვენი ქვეყნის მდიდარი კულტურისა და ფოლკლორის განუყოფელი ნაწილია, რომელიც დავიწყებას არ უნდა მიეცეს. ასევე, ის უძველესი რიტუალები, როგორიცაა მაგალითად ჭიაკოკონობა, რომელიც აღდგომის წინ იმართებოდა და კოცონზე გადახტომას მოიცავდა, ბოროტი სულებისგან თავის დასაცავად.

ქართული მითები თითქოს ცალკე სამყაროა, თავისი მისტიკური ელფერითა და იდუმალებით. და თუ მითები და ლეგენდები თქვენი ინტერესის საგანსაც წარმოადგენს, მაშინ „მოთხრობები ქართლიდან“ თქვენთვის ისეთივე საინტერესო აღმოჩენა იქნება, როგორც ჩემთვის.

წიგნი, რომელიც საინტერესო სიახლეა ქართველი მკითხველისთვის - რვა მოთხრობას აერთიანებს, სადაც ქართული მითებისა და ზღაპრების ამბებს სრულიად ახალ ჭრილში გაეცნობით. თუ საშიში ამბები გიყვართ, საინტერესო და საოცრად ამაღელვებელი თავგადასავლებისთვის მოემზადეთ! წიგნში - „მოთხრობები ქართლიდან“ გადაეყრებით ყველაზე საზარელ არსებებსა და მონსტრებს, რაც კი შეიძლება ადამიანის გონებამ წარმოიდგინოს. ბნელ და უძირო გამოქვაბულში შეხვდებით დევს, რომელიც სრულებითაც არ ჰგავს ჩვენთვის ბავშვობიდან კარგად ნაცნობო ზღაპრების საყვარელ პერსონაჟს, რომლიც მოტყუება ნაცარქექიამ მარტივად შეძლო და რომელიც ჩვენში თანაგრძნობას და შეცოდებას უფრო იწვევდა, ვიდრე შიშს. რევაზ-გიორგი არველაძის მოთხრობაში - „12 აგვისტო“, სადაც მოქმედება 1121 წელს ვითარდება, შეხვდებით ისეთ დევს, როგორიც ალბათ სინამდვილეში იქნებოდა, რეალურად რომ ეარსება.

როგორც თავად ავტორი ამბობს: „მინდოდა ჩემი ქვეყნის მითოლოგიური არსებები წარმომეჩინა და "შეუცნობლის“ აგენტებად მექცია - შუასაუკუნეების "შემზარავის“, როგორც ჟანრისა და ლავკრაფტისეული მისტერიის ნაზავი შემექმნა“.

მოთხრობები მართლაც ატარებს იმ განსაკუთრებულ, ბნელ და შემზარავ მისტერიის ატმოსფეროს, როგორიც „ლავკრაფტისეული ჰორორისთვისაა“ დამახასიათებელი. აღსანიშნავია, რომ ახალგაზრდა მწერალმა, რევაზ-გიორგი არველაძემ „მოთხრობები ქართლიდან“ ინგლისურ ენაზე დაწერა და წიგნადაც ამერიკაში გამოსცა, რომ ამერიკელებისთვის ჩვენი ქვეყნის კულტურა, ადათ-წესები, მითოლოგია და თქმულებები გაეცნო.

უსასრულო ფანტაზია, საინტერესო პერსონაჟები, მისტიკის, საშინელებისა და თანამედროვე რეალობის საინტერესო გადაკვეთა, და რა თქმა უნდა, დაძაბული ატმოსფერო, რომელიც კითხვის დროს, რაღაც მომენტებში შიშის ჟრუანტელსაც კი მოგგვრით. ყველაზე უშიშარი ადამიანების გონებასაც კი ამოგზაურებს ღამის კოშმარების საინტერესო სამყაროში.

მოთხრობაში „ჭიაკოკონობა“ - მწერალი ძალიან ოსტატურად ახერხებს თანამედროვე ყოველდღიურობაში მისტიკის შემოტანას. მას შემდეგ, რაც წითელ ზმანებაში, კოცონის თავზე მოცეკვავე ქაჯს წარმოიდგენთ, რომელსაც მთელი სხეული არაბუნებრივად დაგრძელებია, ამაზრზენად დაუღია შავი უძირო პირი, რომელსაც შემზარავი ნიღბის მიღმა მალავს, ვეჭვობ, მზის ჩასვლის შემდეგ, ვაკის პარკში გასეირნების იდეა მიმზიდველად მოგეჩვენოთ. და თუ რა კავშირშია ვაკის პარკი და იქ აღმართული ქალის ძეგლი მოთხრობასთან - ამაზე პასუხს თავად წიგნში იპოვით.

მოთხრობები ქართულად ქეთი ქანთარიამ თარგმნა. თარგმანი მაღალპროფესიულ დონეზეა შესრულებული, ორიგინალთან ემოციური კავშირი, ავტორისეული სტილი და ხასიათი პირვანდელი სახითაა შენარჩუნებული. წიგნი გამომცემლობა „პალიტრაL“-მა, საკმაოდ ორიგინალური ფორმით გამოსცა. წიგნს ორივე მხრიდან წინა ყდა აქვს, ერთი მხრივ - ქართულად, ხოლო მეორეს მხრივ - ინგლისურად. შესაბამისად, თავად წიგნიც ორი ნაწილისაგან შედგება - ქართული და ინგლისური ვერსიების სინთეზს წარმოადგენს.

წიგნში შესულია შემდეგი მოთხრობები: „12 აგვისტო“; „გველმოწამენი“; ჭიაკოკონობა“; „წრებრუნვა“; „დობილთა ლუდხანა“; „ნადავლისა და მტაცებლის ამბავი“; „ავი სტუმარი“ და „მაცილი ობობა“. წიგნს ასევე ახლავს Manoela Costa Artwork-ის არაჩვეულებრივი ილუსტრაციები.

რაც შეეხება თავად ავტორს, 26 წლის რევაზ-გიორგი არველაძე პროფესიით რეჟისორი და ვიდეომემონტაჟეა, თუმცა ქართულმა საზოგადოებამ ის მწერლის ამპლუაში - ქართულ მითოლოგიაზე შექმნილი მოთხრობების კრებულით გაიცნო. ვფიქრობ, წინ შთაბეჭდილებების ზღვა და დაუვიწყარი ემოციები გელოდებათ!

ავტორი: თეა ინასარიძე