პოლიტიკა
მსოფლიო

25

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 05:13-ზე, მთვარე 11:20-ზე ესტუმრება ვერძს კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
სამხედრო
Faceამბები
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ახალი აეროპორტი შესაძლოა, ვაზიანის ყოფილი აეროდრომის ტერიტორიაზე აშენდეს - ღარიბაშვილი აცხადებს, რომ "არსებული აეროპორტი არ არის დამაკმაყოფილებელი"
ახალი აეროპორტი შესაძლოა, ვაზიანის ყოფილი აეროდრომის ტერიტორიაზე აშენდეს - ღარიბაშვილი აცხადებს, რომ "არსებული აეროპორტი არ არის დამაკმაყოფილებელი"

ახა­ლი აე­რო­პორ­ტი შე­საძ­ლოა, ვა­ზი­ა­ნის ყო­ფი­ლი აე­როდ­რო­მის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე აშენ­დეს. რო­გორც პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა, ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­მა მთავ­რო­ბის დღე­ვან­დელ სხდო­მა­ზე აღ­ნიშ­ნა, მიმ­დი­ნა­რე­ობს მუ­შა­ო­ბა და სა­ბო­ლოო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ამის შემ­დეგ გახ­დე­ბა ცნო­ბი­ლი. პრე­მი­ე­რის გან­მარ­ტე­ბით, სა­უ­ბა­რია თა­ნა­მედ­რო­ვე, სა­ერ­თა­შო­რი­სო კლა­სის ახა­ლი აე­რო­პორ­ტის მშე­ნებ­ლო­ბა­ზე, რო­მე­ლიც რე­ა­ლუ­რად შე­იძ­ლე­ბა გახ­დეს რე­გი­ონ­ში სა­ა­ვი­ა­ციო ჰაბი.

"ეს არის ჩვე­ნი საკ­მა­ოდ ამ­ბი­ცი­უ­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, მაგ­რამ ვფიქ­რობ, დღეს გვაქვს ამის სა­შუ­ა­ლე­ბაც, გა­მოც­დი­ლე­ბაც და რაც მთა­ვა­რია, მი­ზა­ნი, რომ გავ­ხდეთ რე­გი­ონ­ში სა­ა­ვი­ა­ციო ჰაბი. ჩვენ არა­ერ­თხელ გვით­ქვამს, რომ ქვე­ყა­ნას ამის პო­ტენ­ცი­ა­ლი აქვს. სწო­რედ ამი­ტომ და­ვი­წყეთ მუ­შა­ო­ბა. რამ­დე­ნი­მე თვეა აქ­ტი­უ­რად მუ­შა­ობს ეკო­ნო­მი­კის სა­მი­ნის­ტრო. ალ­ბათ, და­მე­თან­ხმე­ბით, დღეს არ­სე­ბუ­ლი აე­რო­პორ­ტი არ არის და­მაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბე­ლი და ვერ უპა­სუ­ხებს იმ გა­მოწ­ვე­ვებს, ჩვენს ამ­ბი­ცი­ურ მიზ­ნებს, რო­მელ­ზეც მინ­და გე­სა­უბ­როთ. ჩვენ ვგეგ­მავთ და გვაქვს სურ­ვი­ლი, რომ გრძელ­ვა­დი­ან პრო­ექ­ტზე იყოს გათ­ვლა, ეს არ უნდა მხო­ლოდ 5 ან 10 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში გათ­ვლი­ლი პრო­ექ­ტი. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, მინ­და შემ­დე­გი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის თა­ო­ბა­ზე მო­გახ­სე­ნოთ-ჩვენ და­ვა­მუ­შა­ვეთ 2 ვა­რი­ან­ტი. ერთი იყო არ­სე­ბუ­ლი აე­რო­პორ­ტის გა­ერ­თი­ა­ნე­ბა და გა­ფარ­თო­ე­ბა, მაგ­რამ ამის თა­ო­ბა­ზე უფრო კვა­ლი­ფი­ცი­უ­რი სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი ისა­უბ­რე­ბენ. ამ აე­რო­პორ­ტს აქვს თა­ვი­სი მი­ნუ­სე­ბიც, შე­ზღუდ­ვე­ბიც და რე­ა­ლუ­რად, დიდი გან­ვი­თა­რე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბას ვერ იძ­ლე­ვა, მი­თუ­მე­ტეს, თუ გვინ­და რე­გი­ონ­ში სა­ა­ვი­ა­ციო ჰაბი გავ­ხდეთ, ეს აე­რო­პორ­ტი და მისი ად­გილმდე­ბა­რე­ო­ბა ამის სა­შუ­ა­ლე­ბას ვერ გვაძ­ლევს. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ჩვენ ეკო­ნო­მი­კურ საბ­ჭო­ზე დავ­სვით ეს სა­კი­თხი და მი­ვე­დით იმ დას­კვნამ­დე, რომ თუ გვინ­და 20, 30 და 100-წლი­ა­ნი პერ­სპექ­ტი­ვით ქვე­ყა­ნა­ზე ვიზ­რუ­ნოთ, ჩვენს მო­მა­ვალს თა­ო­ბებს და­ვუ­ტო­ვოთ სა­თა­ნა­დო ინფრას­ტრუქ­ტუ­რა და გა­მარ­თუ­ლი აე­რო­პორ­ტი, აუ­ცი­ლე­ბე­ლია ახა­ლი ლო­კა­ცი­ის შერ­ჩე­ვა. ასე­თი ად­გი­ლი თბი­ლის­ში არის, ამ მიზ­ნით იდე­ა­ლუ­რია ვა­ზი­ა­ნის ყო­ფი­ლი აე­როდ­რო­მი. ამი­ტომ, ჩემი და­ვა­ლე­ბით, ბოლო რამ­დე­ნი­მე თვეა ეკო­ნო­მი­კის სა­მი­ნის­ტრო აქ­ტი­უ­რად მუ­შა­ობს ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით. ჩვე­ნი სურ­ვი­ლია, ამ პრო­ექ­ტის შეს­წავ­ლა­ში ჩა­მო­ვიყ­ვა­ნოთ სა­უ­კე­თე­სო პრო­ექ­ტან­ტე­ბი, მშე­ნებ­ლე­ბი, არ­ქი­ტექ­ტო­რე­ბი. ჯერ კარ­გად შე­ვის­წავ­ლოთ ეს ად­გი­ლი და ამის შემ­დეგ მი­ვი­ღოთ სა­ბო­ლოო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა. სა­უ­ბა­რია თა­ნა­მედ­რო­ვე, სა­ერ­თა­შო­რი­სო კლა­სის ახა­ლი აე­რო­პორ­ტის მშე­ნებ­ლო­ბა­ზე, რო­მე­ლიც რე­ა­ლუ­რად შე­იძ­ლე­ბა გახ­დეს ჰაბი. ეს უნდა იყოს ტრან­ზი­ტულ-ლო­ჯის­ტი­კუ­რი და თა­ნა­მედ­რო­ვე, მგზავ­რებ­ზე გათ­ვლი­ლი სა­ერ­თა­შო­რი­სო კლა­სის აე­რო­პორ­ტი. ასე­ვე, ჩვენ სა­უ­ბა­რი გვქონ­და კარ­გი ტერ­მი­ნა­ლე­ბის მშე­ნებ­ლო­ბა­ზე“, - გა­ნა­ცხა­და ღა­რი­ბაშ­ვილ­მა.

მისი თქმით, თბი­ლის­სა და ქვე­ყა­ნას უნდა ჰქონ­დეს ერთ-ერთი სა­უ­კე­თე­სო აე­რო­პორ­ტი.

მკითხველის კომენტარები / 47 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნნნ
1

როგორც ანაკლია ააშენეთ, ისე იქნება აეროპორტის საქმე

ლადო
10

ბათუმი ქუთაისი თბილისი თელავი საკმარისია ვაზიანში კი უნდა იყოს ძლიერი ქართულ ამერიკული ბაზა

ავტორი:

ახალი აეროპორტი შესაძლოა, ვაზიანის ყოფილი აეროდრომის ტერიტორიაზე აშენდეს - ღარიბაშვილი აცხადებს, რომ "არსებული აეროპორტი არ არის დამაკმაყოფილებელი"

ახალი აეროპორტი შესაძლოა, ვაზიანის ყოფილი აეროდრომის ტერიტორიაზე აშენდეს - ღარიბაშვილი აცხადებს, რომ "არსებული აეროპორტი არ არის დამაკმაყოფილებელი"

ახალი აეროპორტი შესაძლოა, ვაზიანის ყოფილი აეროდრომის ტერიტორიაზე აშენდეს. როგორც პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე აღნიშნა, მიმდინარეობს მუშაობა და საბოლოო გადაწყვეტილება ამის შემდეგ გახდება ცნობილი. პრემიერის განმარტებით, საუბარია თანამედროვე, საერთაშორისო კლასის ახალი აეროპორტის მშენებლობაზე, რომელიც რეალურად შეიძლება გახდეს რეგიონში საავიაციო ჰაბი.

"ეს არის ჩვენი საკმაოდ ამბიციური გადაწყვეტილება, მაგრამ ვფიქრობ, დღეს გვაქვს ამის საშუალებაც, გამოცდილებაც და რაც მთავარია, მიზანი, რომ გავხდეთ რეგიონში საავიაციო ჰაბი. ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, რომ ქვეყანას ამის პოტენციალი აქვს. სწორედ ამიტომ დავიწყეთ მუშაობა. რამდენიმე თვეა აქტიურად მუშაობს ეკონომიკის სამინისტრო. ალბათ, დამეთანხმებით, დღეს არსებული აეროპორტი არ არის დამაკმაყოფილებელი და ვერ უპასუხებს იმ გამოწვევებს, ჩვენს ამბიციურ მიზნებს, რომელზეც მინდა გესაუბროთ. ჩვენ ვგეგმავთ და გვაქვს სურვილი, რომ გრძელვადიან პროექტზე იყოს გათვლა, ეს არ უნდა მხოლოდ 5 ან 10 წლის განმავლობაში გათვლილი პროექტი. აქედან გამომდინარე, მინდა შემდეგი გადაწყვეტილების თაობაზე მოგახსენოთ-ჩვენ დავამუშავეთ 2 ვარიანტი. ერთი იყო არსებული აეროპორტის გაერთიანება და გაფართოება, მაგრამ ამის თაობაზე უფრო კვალიფიციური სპეციალისტები ისაუბრებენ. ამ აეროპორტს აქვს თავისი მინუსებიც, შეზღუდვებიც და რეალურად, დიდი განვითარების შესაძლებლობას ვერ იძლევა, მითუმეტეს, თუ გვინდა რეგიონში საავიაციო ჰაბი გავხდეთ, ეს აეროპორტი და მისი ადგილმდებარეობა ამის საშუალებას ვერ გვაძლევს. აქედან გამომდინარე, ჩვენ ეკონომიკურ საბჭოზე დავსვით ეს საკითხი და მივედით იმ დასკვნამდე, რომ თუ გვინდა 20, 30 და 100-წლიანი პერსპექტივით ქვეყანაზე ვიზრუნოთ, ჩვენს მომავალს თაობებს დავუტოვოთ სათანადო ინფრასტრუქტურა და გამართული აეროპორტი, აუცილებელია ახალი ლოკაციის შერჩევა. ასეთი ადგილი თბილისში არის, ამ მიზნით იდეალურია ვაზიანის ყოფილი აეროდრომი. ამიტომ, ჩემი დავალებით, ბოლო რამდენიმე თვეა ეკონომიკის სამინისტრო აქტიურად მუშაობს ამ მიმართულებით. ჩვენი სურვილია, ამ პროექტის შესწავლაში ჩამოვიყვანოთ საუკეთესო პროექტანტები, მშენებლები, არქიტექტორები. ჯერ კარგად შევისწავლოთ ეს ადგილი და ამის შემდეგ მივიღოთ საბოლოო გადაწყვეტილება. საუბარია თანამედროვე, საერთაშორისო კლასის ახალი აეროპორტის მშენებლობაზე, რომელიც რეალურად შეიძლება გახდეს ჰაბი. ეს უნდა იყოს ტრანზიტულ-ლოჯისტიკური და თანამედროვე, მგზავრებზე გათვლილი საერთაშორისო კლასის აეროპორტი. ასევე, ჩვენ საუბარი გვქონდა კარგი ტერმინალების მშენებლობაზე“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

მისი თქმით, თბილისსა და ქვეყანას უნდა ჰქონდეს ერთ-ერთი საუკეთესო აეროპორტი.