ნატალი პორტმანს და მის მეუღლეს, ბენჟამინ მილეპიეს პრობლემები აქვთ. ბოლო პერიოდში მათი ურთიერთობა ფრანგული პრესის ყურადღების ცენტრში მოექცა, წერენ, რომ მილეპიეს სხვა ქალთან ჰქონდა რომანი.
ფრანგული გამოცემა Voici ამტკიცებს, რომ მილეპიე პორტმანს კლიმატის აქტივისტ 25 წლის ქალთან ღალატობდა. ამის შესახებ ნატალიმ მარტში შეიტყო. წყარო People-ს ესაუბრა და გაამხილა: "მათი ურთიერთობა ხანმოკლე იყო და უკვე დასრულდა".
41 წლის პორტმანი და 45 წლის მილეპიე ერთმანეთს პირველად 2010 წლის ფილმ "შავი გედის" გადაღებებზე შეხვდნენ.
"მიუხედვად მისი (მილეპიეს) უდიდესი შეცდომისა, ისინი ერთად რჩებიან", - აცხადებს წყარო.
"მან იცის, რომ უდიდესი შეცდომა დაუშვა, ყველაფერს აკეთებს, რომ ნატალიმ აპატიოს და ოჯახი შეინარჩუნონ. ნატალი ძალიან ჩაკეტილი ადამიანია და არ აპირებს მედიაში ამის გაშუქებას. მისი ყველაზე დიდი პრიორიტეტი ბავშვების და მათი პრივატულობის დაცვაა", - დასძენს ის.
პორტმანს და მილეპიეს ორი შვილი ჰყავთ: 12 წლის ვაჟი - ალეფი და ქალიშვილი ამალია, რომელიც 6 წლისაა. ნატალიმ ფრანგ ქორეოგრაფზე 2012 წლის აგვისტოში იქორწინა.
პაპარაცებმა ნატალი და მისი ქმარი ჯერ კიდევ წინა თვეში აღბეჭდეს იმ მომენტში, როცა ისინი ერთმანეთს კოცნიდნენ, თუმცა ამ ახალმა ამბებმა, როგორც ჩანს, კიდევ ერთხელ შეარყია მათი ურთიერთობა.
წყარო: people
მოამზადა: ანა სიბოშვილმა