პოლიტიკა
Faceამბები
საზოგადოება

2

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეხუთე დღე დაიწყება 07:57-ზე, მთვარე ტყუპშია მოერიდეთ ახალი საქმეების დაწყებას, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას. უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვა სხვა დღისთვის გადადეთ. არ გირჩევთ საქმეების, ურთიერთობის გარჩევას. მშვიდად აკეთეთ თქვენი საქმე. ნუ განიხილავთ ახალ პროექტებს. ივარჯიშეთ.ცუდი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისთვის. მოერიდეთ ცხოველური საკვებს. ნაკლები დრო გაატარეთ უჰაერო ოთახში, მოერიდეთ ე.წ. მოწევის ადგილებს. გაანიავეთ ოთახი. შეამცირეთ დატვირთვა ხელებსა და მხრებზე.
მსოფლიო
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ადამიანური კაპიტალის განვითარების ხელშეწყობის მიზნით, KIU დამსაქმებლებს ახალ პროგრამას სთავაზობს
ადამიანური კაპიტალის განვითარების ხელშეწყობის მიზნით, KIU დამსაქმებლებს ახალ პროგრამას სთავაზობს

ბა­კა­ლავ­რი­ა­ტის სტუ­დენ­ტთა სტა­ჟი­რე­ბის მიზ­ნით, ქუ­თა­ი­სის სა­ერ­თა­შო­რი­სო უნი­ვერ­სი­ტე­ტი (KIU) კერ­ძო და სა­ჯა­რო იუ­რი­დი­უ­ლი პი­რე­ბის­თვის, კომ­პა­ნი­ე­ბის­თვის, რომ­ლე­ბიც სა­ქარ­თვე­ლო­ში ან უცხო­ეთ­ში ოპე­რი­რე­ბენ, სტა­ჟი­რე­ბის პროგ­რა­მას იწყებს.

პროგ­რა­მის ფარ­გლებ­ში მას­პინ­ძელ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებს შე­საძ­ლებ­ლო­ბა ეძ­ლე­ვათ უკეთ გა­იც­ნონ ქვეყ­ნის ლი­დე­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტის წარ­მა­ტე­ბუ­ლი სტუ­დენ­ტე­ბი და სა­კუ­თარ გუნდს შე­მა­ტონ მა­ღა­ლი კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის, შრო­მის ბაზ­რის მო­თხოვ­ნე­ბის შე­სა­ბა­მი­სი ცოდ­ნი­თა და უნა­რე­ბით აღ­ჭურ­ვი­ლი ახა­ლი თა­ნამ­შრომ­ლე­ბი.

ამ ეტაპ­ზე უნი­ვერ­სი­ტეტს უკვე ჰყავს რამ­დე­ნი­მე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი პარტნი­ო­რი ორ­გა­ნი­ზა­ცია, თუმ­ცა მიმ­დი­ნა­რე წლი­დან იგეგ­მე­ბა ახა­ლი პარტნი­ო­რი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის და­მა­ტე­ბა და ქსე­ლის კი­დევ უფრო გაზ­რდა, რათა ერ­თობ­ლი­ვი ძა­ლის­ხმე­ვით მოხ­დეს ადა­მი­ა­ნუ­რი კა­პი­ტა­ლის გან­ვი­თა­რე­ბის ხელ­შე­წყო­ბა და მა­ღალკ­ვა­ლი­ფი­ცი­უ­რი პრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბის ად­გი­ლობ­რივ ბა­ზარ­ზე და­საქ­მე­ბა.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ქუ­თა­ი­სის სა­ერ­თა­შო­რი­სო უნი­ვერ­სი­ტეტ­ში სამ ინ­გლი­სუ­რე­ნო­ვან სა­ბა­კა­ლავ­რო პროგ­რა­მა­ზე მიმ­დი­ნა­რე­ობს სას­წავ­ლო პრო­ცე­სი, ესე­ნია: მე­ნე­ჯმენ­ტი, მა­თე­მა­ტი­კა და კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი მეც­ნი­ე­რე­ბა. KIU-ს სტრა­ტე­გი­უ­ლი პარტნი­ო­რია მი­უნ­ხე­ნის ტექ­ნი­კუ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტი (TUM), შე­სა­ბა­მი­სად, ქუ­თა­ი­სის სა­ერ­თა­შო­რი­სო უნი­ვერ­სი­ტე­ტის ყვე­ლა პროგ­რა­მა შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლია TUM-თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბით და წარ­მო­ად­გენს ამა­ვე უნი­ვერ­სი­ტე­ტის პროგ­რა­მე­ბის ანა­ლოგს. სას­წავ­ლო პრო­ცესს უძღვე­ბი­ან მსოფ­ლი­ოს წამ­ყვა­ნი ქარ­თვე­ლი და უცხო­ე­ლი პრო­ფე­სო­რე­ბი, მეც­ნი­ე­რე­ბი. სწო­რედ ამ სამი პროგ­რა­მის სტუ­დენ­ტე­ბის შერ­ჩე­ვა, სტა­ჟი­რე­ბა და შემ­დგომ და­საქ­მე­ბა იქ­ნე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლი პარტნი­ო­რი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის მხრი­დან.

კომ­პა­ნი­ებ­მა, რომ­ლე­ბიც და­ინ­ტე­რე­სე­ბულ­ნი არი­ან აღ­ნიშ­ნულ პროგ­რა­მა­ში ჩარ­თვით, უნდა შე­ავ­სონ სტა­ჟი­ო­რის მო­თხოვ­ნის ფორ­მა: სტა­ჟი­ო­რე­ბის მო­თხოვ­ნის ფორ­მა

სტა­ჟი­რე­ბა და­გეგ­მი­ლია ზა­ფხუ­ლის (ივ­ლი­სი-აგ­ვის­ტო) ან შე­მოდ­გო­მის (სექ­ტემ­ბე­რი-ოქ­ტომ­ბე­რი-ნო­ემ­ბე­რი-დე­კემ­ბე­რი) აკა­დე­მი­უ­რი სე­მესტრე­ბის პე­რი­ოდ­ში. სტა­ჟი­რე­ბი­სათ­ვის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი სა­ა­თე­ბის გა­და­ნა­წი­ლე­ბა ხორ­ცი­ელ­დე­ბა დამ­საქ­მე­ბელს, სტუ­დენ­ტსა და უნი­ვერ­სი­ტეტს შო­რის შე­თან­ხმე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე.

KIU-ს სტა­ჟი­რე­ბის პროგ­რა­მის მი­ზანს წარ­მო­ად­გენს ქვე­ყა­ნა­ში ადა­მი­ა­ნუ­რი კა­პი­ტა­ლის გან­ვი­თა­რე­ბის ხელ­შე­წყო­ბა და ტა­ლან­ტე­ბის მო­ძი­ე­ბის პრო­ცეს­ში ორ­მხრი­ვი თა­ნამ­შრომ­ლო­ბა.

და­ინ­ტე­რე­სე­ბულ კომ­პა­ნი­ებს დე­ტა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცი­ის ნახ­ვა შე­უძ­ლი­ათ აქ.

NS

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვლადიმირ პუტინმა სამხედრო სამსახურში საგაზაფხულო გაწვევის შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა
ავტორი:

ადამიანური კაპიტალის განვითარების ხელშეწყობის მიზნით, KIU დამსაქმებლებს ახალ პროგრამას სთავაზობს

ადამიანური კაპიტალის განვითარების ხელშეწყობის მიზნით, KIU დამსაქმებლებს ახალ პროგრამას სთავაზობს

ბაკალავრიატის სტუდენტთა სტაჟირების მიზნით, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი (KIU) კერძო და საჯარო იურიდიული პირებისთვის, კომპანიებისთვის, რომლებიც საქართველოში ან უცხოეთში ოპერირებენ, სტაჟირების პროგრამას იწყებს.

პროგრამის ფარგლებში მასპინძელ ორგანიზაციებს შესაძლებლობა ეძლევათ უკეთ გაიცნონ ქვეყნის ლიდერი უნივერსიტეტის წარმატებული სტუდენტები და საკუთარ გუნდს შემატონ მაღალი კვალიფიკაციის, შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისი ცოდნითა და უნარებით აღჭურვილი ახალი თანამშრომლები.

ამ ეტაპზე უნივერსიტეტს უკვე ჰყავს რამდენიმე მნიშვნელოვანი პარტნიორი ორგანიზაცია, თუმცა მიმდინარე წლიდან იგეგმება ახალი პარტნიორი ორგანიზაციების დამატება და ქსელის კიდევ უფრო გაზრდა, რათა ერთობლივი ძალისხმევით მოხდეს ადამიანური კაპიტალის განვითარების ხელშეწყობა და მაღალკვალიფიციური პროფესიონალების ადგილობრივ ბაზარზე დასაქმება.

აღსანიშნავია, რომ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში სამ ინგლისურენოვან საბაკალავრო პროგრამაზე მიმდინარეობს სასწავლო პროცესი, ესენია: მენეჯმენტი, მათემატიკა და კომპიუტერული მეცნიერება. KIU-ს სტრატეგიული პარტნიორია მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტი (TUM), შესაბამისად, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ყველა პროგრამა შემუშავებულია TUM-თან თანამშრომლობით და წარმოადგენს ამავე უნივერსიტეტის პროგრამების ანალოგს. სასწავლო პროცესს უძღვებიან მსოფლიოს წამყვანი ქართველი და უცხოელი პროფესორები, მეცნიერები. სწორედ ამ სამი პროგრამის სტუდენტების შერჩევა, სტაჟირება და შემდგომ დასაქმება იქნება შესაძლებელი პარტნიორი ორგანიზაციების მხრიდან.

კომპანიებმა, რომლებიც დაინტერესებულნი არიან აღნიშნულ პროგრამაში ჩართვით, უნდა შეავსონ სტაჟიორის მოთხოვნის ფორმა: სტაჟიორების მოთხოვნის ფორმა

სტაჟირება დაგეგმილია ზაფხულის (ივლისი-აგვისტო) ან შემოდგომის (სექტემბერი-ოქტომბერი-ნოემბერი-დეკემბერი) აკადემიური სემესტრების პერიოდში. სტაჟირებისათვის გათვალისწინებული საათების გადანაწილება ხორციელდება დამსაქმებელს, სტუდენტსა და უნივერსიტეტს შორის შეთანხმების საფუძველზე.

KIU-ს სტაჟირების პროგრამის მიზანს წარმოადგენს ქვეყანაში ადამიანური კაპიტალის განვითარების ხელშეწყობა და ტალანტების მოძიების პროცესში ორმხრივი თანამშრომლობა.

დაინტერესებულ კომპანიებს დეტალური ინფორმაციის ნახვა შეუძლიათ აქ.

NS