საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

15

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 23:45-ზე, მთვარე თევზებშია – კარგია: ფინანსური საკითხების მოგვარება. კონტაქტი უფროსებთან და საზოგადო მოღვაწეებთან. იმუშავეთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად, ერთობლივად გადაჭერით საინტერესო საკითხები. იყავით ყურადღებიანი კრეატიული იდეების მიმართ. ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება, მივლინებაში წასვლა. ჩაერთეთ შემოქმედებით საქმიანობაში მოაწყვეთ შემოქმედებითი საღამო, კონცერტი, გამოფენა. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოუფრთხილდით ღვიძლს. კარგია სისხლის გაწმენდა. რეკომენდებულია აბაზანები, ნებისმიერი გამწმენდი პროცედურა. ივარჯიშეთ, იყავით სუფთა ჰაერზე.
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ავღანეთში დაწყებითი სკოლის 77 მოსწავლე გოგონა მოწამლეს
ავღანეთში დაწყებითი სკოლის 77 მოსწავლე გოგონა მოწამლეს

ჩრდი­ლო­ეთ ავ­ღა­ნეთ­ში ერ­თმა­ნე­თის მი­ყო­ლე­ბით ორ სკო­ლა­ში და­წყე­ბი­თი სკო­ლის მოს­წავ­ლე 80-მდე გო­გო­ნა მო­წამ­ლეს. ბავ­შვე­ბი სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­და­იყ­ვა­ნეს და ამ დრო­ის­თვის მათი მდგო­მა­რე­ო­ბა და­მაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბე­ლია, - აცხა­დებს ად­გი­ლობ­რი­ვი გა­ნათ­ლე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის ხელ­მძღვა­ნე­ლი, მო­ჰა­მედ რაჰ­მა­ნი. მისი თქმით, მო­წამ­ვლის ორ­გა­ნი­ზე­ბა ერთ ადა­მი­ანს ჰქონ­და ჩა­ფიქ­რე­ბუ­ლი, რო­მელ­მაც მი­ზე­ზად პი­რა­დი წყე­ნა და­ა­სა­ხე­ლა.

თა­ლი­ბა­ნის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში მოს­ვლის შემ­დეგ, ავ­ღა­ნელ გო­გო­ნებს მე­ექ­ვსე კლა­სის შემ­დეგ სწავ­ლა, მათ შო­რის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში სწავ­ლის გაგ­რძე­ლე­ბა ეკ­რძა­ლე­ბათ. მათ­თვის სა­მუ­შა­ო­ე­ბის უმე­ტე­სო­ბაც ხელ­მი­უწ­ვდო­მე­ლია და ასე­ვე სა­ზო­გა­დო თავ­შეყ­რის ად­გი­ლე­ბის დიდ ნა­წილ­ში ყოფ­ნაც აკ­რძა­ლუ­ლი აქვთ.

თავ­დას­ხმე­ბი სარ-ე-პუ­ლის პრო­ვინ­ცი­ა­ში შა­ბათ­სა და კვი­რას მოხ­და. ად­გი­ლობ­რი­ვი გა­ნათ­ლე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის ხელ­მძღვა­ნელ­მა, მო­ჰა­მედ რაჰ­მან­მა გა­ნა­ცხა­და, რომ ნას­ვან-ე-კა­ბოდ აა­ბის სკო­ლა­ში 60 მოს­წავ­ლე მო­წამ­ლეს, ხოლო ნას­ვან-ე-ფა­ი­ზა­ბა­დის სკო­ლა­ში - 17.

"ორი­ვე და­წყე­ბი­თი სკო­ლა ერ­თმა­ნეთ­თან ახ­ლო­საა და მი­ყო­ლე­ბით გახ­დნენ თავ­დას­ხმის სა­მიზ­ნე­ე­ბი. ბავ­შვე­ბი სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­და­ვიყ­ვა­ნეთ და ახლა კარ­გად არი­ან",- ამ­ბობ­და რაჰ­მა­ნი პრე­სას­თან სა­უბ­რი­სას.

დე­პარ­ტა­მენ­ტის გა­მო­ძი­ე­ბის პირ­ვე­ლა­დი დე­ტა­ლე­ბის მი­ხედ­ვით, გარ­კვე­ულ პირს წყე­ნა ჰქონ­და და მე­სა­მე მხა­რე და­ი­ქი­რა­ვა თავ­დას­ხმე­ბის გან­სა­ხორ­ცი­ე­ლებ­ლად. რაჰ­მანს არ აღუ­ნიშ­ნავს, თუ რო­გორ მო­წამ­ლეს გო­გო­ნე­ბი, ან რა სა­ხის და­ზი­ა­ნე­ბა მი­ი­ღეს მათ. წყა­რო: theguardian

იხი­ლეთ ასე­ვე:

მო­ამ­ზა­და: ანა სი­ბოშ­ვილ­მა

ავღანეთში დაწყებითი სკოლის 77 მოსწავლე გოგონა მოწამლეს

ავღანეთში დაწყებითი სკოლის 77 მოსწავლე გოგონა მოწამლეს

ჩრდილოეთ ავღანეთში ერთმანეთის მიყოლებით ორ სკოლაში დაწყებითი სკოლის მოსწავლე 80-მდე გოგონა მოწამლეს. ბავშვები საავადმყოფოში გადაიყვანეს და ამ დროისთვის მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, - აცხადებს ადგილობრივი განათლების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მოჰამედ რაჰმანი. მისი თქმით, მოწამვლის ორგანიზება ერთ ადამიანს ჰქონდა ჩაფიქრებული, რომელმაც მიზეზად პირადი წყენა დაასახელა.

თალიბანის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, ავღანელ გოგონებს მეექვსე კლასის შემდეგ სწავლა, მათ შორის უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელება ეკრძალებათ. მათთვის სამუშაოების უმეტესობაც ხელმიუწვდომელია და ასევე საზოგადო თავშეყრის ადგილების დიდ ნაწილში ყოფნაც აკრძალული აქვთ.

თავდასხმები სარ-ე-პულის პროვინციაში შაბათსა და კვირას მოხდა. ადგილობრივი განათლების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, მოჰამედ რაჰმანმა განაცხადა, რომ ნასვან-ე-კაბოდ ააბის სკოლაში 60 მოსწავლე მოწამლეს, ხოლო ნასვან-ე-ფაიზაბადის სკოლაში - 17.

"ორივე დაწყებითი სკოლა ერთმანეთთან ახლოსაა და მიყოლებით გახდნენ თავდასხმის სამიზნეები. ბავშვები საავადმყოფოში გადავიყვანეთ და ახლა კარგად არიან",- ამბობდა რაჰმანი პრესასთან საუბრისას.

დეპარტამენტის გამოძიების პირველადი დეტალების მიხედვით, გარკვეულ პირს წყენა ჰქონდა და მესამე მხარე დაიქირავა თავდასხმების განსახორციელებლად. რაჰმანს არ აღუნიშნავს, თუ როგორ მოწამლეს გოგონები, ან რა სახის დაზიანება მიიღეს მათ. წყარო: theguardian

იხილეთ ასევე:

მოამზადა: ანა სიბოშვილმა