უკრაინაში დაიღუპა ცხინვალელი მოხალისე, რომელიც რუსეთის მხარეს იბრძოდა

უკრაინაში დაიღუპა ცხინვალელი მოხალისე, რომელიც რუსეთის მხარეს იბრძოდა

როგორც "ეხოკავკაზა" იუწყება, უკრაინაში დაიღუპა მოხალისე ოკუპირებული ცხინვალის რეგიონიდან, რომელიც რუსეთის მხარეს იბრძოდა. სააგენტო "რესის" თანახმად, გადაცვლილი 47 წლის გენრიხ კასაევი, რომელიც იანვარიდან მოყოლებული უგზო-უკვლოდ დაკარგულად მიიჩნეოდა, გარდაცვლილი იპოვეს. მისი ცხედარი ცხინვალში 3 ივნისს ჩაასვენეს. "რესის" თანახმად, ის დონეცკის მხარეში, დასახლებულ პუნქტ ავდეევკასთან დაიღუპა, როდესაც მისი ჯგუფი ალყაში მოხვდა. მას 3 შვილი დარჩა.