პოლიტიკა
მსოფლიო

7

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 20:04-ზე, მთვარე მშვილდოსანს ესტუმრება 02:05-ზე – კარგია ჯგუფური მუშაობისთვის, ახალი ინფორმაციის მოსაპოვებლად, ახალი სასწავლო ციკლების დასაყენებლად. საყოფაცხოვრებო ნივთების დაგროვების, შეძენისა და წარმოების დღე. კარგია პურის გამოცხობა. შეიტანეთ კორექტირება ბიზნესში და გააფართოვეთ გავლენის სფეროები. ხელი მოაწერე ხელშეკრულებებს. კარგია თანამშრომლების დაქირავება, საჯარო ღონისძიებების ჩატარება. მიიღეთ ახალი ინფორმაცია, გაიუმჯობესეთ განათლება. იმუშავეთ გუნდში და განიხილეთ აქტუალური საკითხები კოლეგების ან თანამოაზრეების გარემოცვაში. აქტიური ორგანოებია: თეძოები, ვენები, საჯდომის ნერვი. ფაფა, ბოსტნეული და ხილი შეუცვლელია.
საზოგადოება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"დავუშვათ, გავიწყვიტე შუბლის ძარღვი და დავთანხმდი რუსული "ტუსოვკის" გამართვას ბაღში... ჩვენ რა უნდა ვქნათ? ჭურჭელი გავრეცხოთ და მოვემსახუროთ?" - რას წერს ზურა შევარდნაძე
"დავუშვათ, გავიწყვიტე შუბლის ძარღვი და დავთანხმდი რუსული "ტუსოვკის" გამართვას ბაღში... ჩვენ რა უნდა ვქნათ? ჭურჭელი გავრეცხოთ და მოვემსახუროთ?" - რას წერს ზურა შევარდნაძე

ცნო­ბი­ლი ფლო­რის­ტი, "გარ­დე­ნია შე­ვარ­დნა­ძის" მფლო­ბე­ლი ზურა შე­ვარ­დნა­ძე სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მო­სუ­ლი რუ­სე­ბის შე­სა­ხებ პოსტს აქ­ვეყ­ნებს.

"რუსი არც მე­გო­ბა­რი მყავს, არც ნაც­ნო­ბი, არც ახ­ლო­ბე­ლი. არ ვიც­ნობ ამ ხალ­ხს მათ მენ­ტა­ლი­ტეტს. დღე არ გავა რუ­სუ­ლად მო­ლა­პა­რა­კე (ჭიშ­კარ­ში ხომ ვერ დავ­ჯდე­ბი და გა­და­ვარ­ჩევ ვინ რუ­სია, ვინ უკ­რა­ი­ნე­ლი ან სხვა..) ბევ­რი მო­დის ბაღ­ში და გვთხო­ვენ წვე­უ­ლე­ბის გა­მარ­თვას. იმი­ტომ, რომ რუ­სუ­ლად ლა­პა­რა­კობს, პირ­და­პირ უარს ხომ არ მი­ვახ­ლი და გა­ვაგ­დებ, მი­წევს მო­ვუს­მი­ნო. ვუს­მენ და ვრწმუნ­დე­ბი, რომ რაც გა­მი­გია მათ დამ­ბყრობ­ლურ, გა­მომ­ყე­ნებ­ლურ ხა­სი­ათ­ზე, ყვე­ლა­ფე­რი მარ­თა­ლია. მშვე­ნი­ე­რი და­სა­ნა­ხი წყვი­ლი მიყ­ვე­ბა დღეს: რომ უნდა 160 სტუმ­რის შეკ­რე­ბა ჩვენს ტე­რა­სა­ზე და მშვი­დად აგ­რძე­ლებს " ქე­ტე­რინგ სვოი, ორ­გა­ნი­ზა­ტორ სვოი, ნა­პიტ­კი ი ბარ­მენ სვოი, მუ­ზი­კა, ზვუ­კო­რე­ჟი­სორ ი აპა­რა­ტუ­რა სვა­ია, ფო­ერ­ვერკ სვოი, ფო­ტოგ­რაფ ი ვი­დე­ოგ­რაფ სვოი, ფლო­რისტ ტოჟე სვოი...." აი, აქ კი უკვე ფეხ­ზე ვდგე­ბი და ვე­უბ­ნე­ბი, რომ მათ­თვის სა­სურ­ვე­ლი რი­ცხვი და­კა­ვე­ბუ­ლია და მკვა­ხედ ვემ­შვი­დო­ბე­ბი. ვერ ვხვდე­ბი ასე რო­გორ შე­უძ­ლი­ათ, და­ვუშ­ვათ და გა­ვი­წყვი­ტე შუბ­ლის ძარ­ღვი და დავ­თან­ხმდი რუ­სუ­ლი "ტუსოვ­კის" გა­მარ­თვას ბაღ­ში, თუ ყვე­ლა­ფე­რი შენ უნდა ქნა, მა­შინ ჩვენ რა უნდა ვქნათ? ჭურ­ჭე­ლი გავ­რე­ცხოთ და მო­ვემ­სა­ხუ­როთ? ბოლო დღე­ე­ბია ყვე­ლა მე­გო­ბარს ვუ­ზი­ა­რებ ამ ამ­ბავს, მიყ­ვე­ბი­ან, რომ არაა ეს ახა­ლი, რომ რუ­სებ­მა რა­ხა­ნია თბი­ლის­ში და არა მარ­ტო მო­ა­წყვეს თა­ვი­სი ბიზ­ნე­სე­ბი და მშვე­ნივ­რად მუ­შა­ო­ბენ. მე­გო­ბარ­მა ფლო­რის­ტმა მი­თხრა, რომ ძა­ლი­ან შე­უმ­ცირ­და დაკ­ვე­თე­ბი, რად­გან რუ­სე­ბი გა­ცი­ლე­ბით ია­ფად სთა­ვა­ზო­ბენ იგი­ვე სა­მუ­შა­ოს, იღე­ბენ და ას­რუ­ლე­ბენ დაკ­ვე­თებს. სქე­მაც ამიხ­სნა. მე რომ 100 ლა­რის ღი­რე­ბუ­ლე­ბის მცე­ნა­რე გავ­ყი­დო, იმ ასი ლა­რი­დან ვიხ­დი და­მა­ტე­ბი­თი ღი­რე­ბუ­ლე­ბის გა­და­სა­ხადს 18%-ს, ხელ­ფა­სად გა­და­სახ­დე­ლი თან­ხი­დან სა­შე­მო­სავ­ლო გა­და­სა­ხადს 18%-ს, მიწა, ქო­თა­ნი, სა­სუ­ქიც ხომ სჭირ­დე­ბა ამ მცე­ნა­რეს, ისიც ხომ ხარ­ჯია, თუ რამ დამ­რჩე­ბა ამის შემ­დეგ მო­გე­ბა, იმ მო­გე­ბუ­ლი­დან კი­დევ მო­გე­ბის გა­და­სა­ხადსაც ვიხ­დით ბე­ჯი­თად. ჩვე­ნი "ძვირ­ფა­სე­ბი" კი არე­გის­ტრი­რე­ბენ ინდმე­წა­მეს თურ­მე, რაც გუ­ლის­ხმობს, რომ ასი ათას ლა­რამ­დე ბრუნ­ვის შემ­თხვე­ვა­ში ნა­ვაჭ­რის მხო­ლოდ ერთ პრო­ცენტს გა­და­იხ­დის, რომ მი­უ­ახ­ლოვ­დე­ბა ამ და­წე­სე­ბულ ზღვარს, შე­ა­ჩე­რებს სტა­ტუსს და ინდმე­წარ­მედ და­ა­რე­გის­ტრი­რებს ოჯა­ხის მე­ო­რე წევ­რს და ასე. კი ბა­ტო­ნო, მე არ დავ­თან­ხმდე­ბი, შევ­კრავ წარბს და ზოგს კულ­ტუ­რუ­ლად და ზოგს არა­კულ­ტუ­რუ­ლად გა­მო­ვემ­შვი­დო­ბე­ბი, მაგ­რამ არ მგო­ნია ეს სა­ხუ­მა­რო ამ­ბა­ვი და არც ის ვიცი, სა­ნამ­დე მიგ­ვიყ­ვანს. ასე რო­გორ უნდა გაგ­რძელ­დეს?" - წერს შე­ვარ­დნა­ძე.

მკითხველის კომენტარები / 66 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მაიკო
14

როგორც სხვას ემსახურები ისევე მოემსახურები რუსს ეროვნება რა შუაშია 

ანა
0

კი თქო გეთქვათ და იმხელა ფასი დაგებრეხვებიათ, რასაც ყველაფერი თქვენ რომ გაუკეთოთ მაშინ გადაახდევინებდით. 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესს?
ავტორი:

"დავუშვათ, გავიწყვიტე შუბლის ძარღვი და დავთანხმდი რუსული "ტუსოვკის" გამართვას ბაღში... ჩვენ რა უნდა ვქნათ? ჭურჭელი გავრეცხოთ და მოვემსახუროთ?" - რას წერს ზურა შევარდნაძე

"დავუშვათ, გავიწყვიტე შუბლის ძარღვი და დავთანხმდი რუსული "ტუსოვკის" გამართვას ბაღში... ჩვენ რა უნდა ვქნათ? ჭურჭელი გავრეცხოთ და მოვემსახუროთ?" - რას წერს ზურა შევარდნაძე

ცნობილი ფლორისტი, "გარდენია შევარდნაძის" მფლობელი ზურა შევარდნაძე საქართველოში ჩამოსული რუსების შესახებ პოსტს აქვეყნებს.

"რუსი არც მეგობარი მყავს, არც ნაცნობი, არც ახლობელი. არ ვიცნობ ამ ხალხს მათ მენტალიტეტს. დღე არ გავა რუსულად მოლაპარაკე (ჭიშკარში ხომ ვერ დავჯდები და გადავარჩევ ვინ რუსია, ვინ უკრაინელი ან სხვა..) ბევრი მოდის ბაღში და გვთხოვენ წვეულების გამართვას. იმიტომ, რომ რუსულად ლაპარაკობს, პირდაპირ უარს ხომ არ მივახლი და გავაგდებ, მიწევს მოვუსმინო. ვუსმენ და ვრწმუნდები, რომ რაც გამიგია მათ დამბყრობლურ, გამომყენებლურ ხასიათზე, ყველაფერი მართალია. მშვენიერი დასანახი წყვილი მიყვება დღეს: რომ უნდა 160 სტუმრის შეკრება ჩვენს ტერასაზე და მშვიდად აგრძელებს " ქეტერინგ სვოი, ორგანიზატორ სვოი, ნაპიტკი ი ბარმენ სვოი, მუზიკა, ზვუკორეჟისორ ი აპარატურა სვაია, ფოერვერკ სვოი, ფოტოგრაფ ი ვიდეოგრაფ სვოი, ფლორისტ ტოჟე სვოი...." აი, აქ კი უკვე ფეხზე ვდგები და ვეუბნები, რომ მათთვის სასურველი რიცხვი დაკავებულია და მკვახედ ვემშვიდობები. ვერ ვხვდები ასე როგორ შეუძლიათ, დავუშვათ და გავიწყვიტე შუბლის ძარღვი და დავთანხმდი რუსული "ტუსოვკის" გამართვას ბაღში, თუ ყველაფერი შენ უნდა ქნა, მაშინ ჩვენ რა უნდა ვქნათ? ჭურჭელი გავრეცხოთ და მოვემსახუროთ? ბოლო დღეებია ყველა მეგობარს ვუზიარებ ამ ამბავს, მიყვებიან, რომ არაა ეს ახალი, რომ რუსებმა რახანია თბილისში და არა მარტო მოაწყვეს თავისი ბიზნესები და მშვენივრად მუშაობენ. მეგობარმა ფლორისტმა მითხრა, რომ ძალიან შეუმცირდა დაკვეთები, რადგან რუსები გაცილებით იაფად სთავაზობენ იგივე სამუშაოს, იღებენ და ასრულებენ დაკვეთებს. სქემაც ამიხსნა. მე რომ 100 ლარის ღირებულების მცენარე გავყიდო, იმ ასი ლარიდან ვიხდი დამატებითი ღირებულების გადასახადს 18%-ს, ხელფასად გადასახდელი თანხიდან საშემოსავლო გადასახადს 18%-ს, მიწა, ქოთანი, სასუქიც ხომ სჭირდება ამ მცენარეს, ისიც ხომ ხარჯია, თუ რამ დამრჩება ამის შემდეგ მოგება, იმ მოგებულიდან კიდევ მოგების გადასახადსაც ვიხდით ბეჯითად. ჩვენი "ძვირფასები" კი არეგისტრირებენ ინდმეწამეს თურმე, რაც გულისხმობს, რომ ასი ათას ლარამდე ბრუნვის შემთხვევაში ნავაჭრის მხოლოდ ერთ პროცენტს გადაიხდის, რომ მიუახლოვდება ამ დაწესებულ ზღვარს, შეაჩერებს სტატუსს და ინდმეწარმედ დაარეგისტრირებს ოჯახის მეორე წევრს და ასე. კი ბატონო, მე არ დავთანხმდები, შევკრავ წარბს და ზოგს კულტურულად და ზოგს არაკულტურულად გამოვემშვიდობები, მაგრამ არ მგონია ეს სახუმარო ამბავი და არც ის ვიცი, სანამდე მიგვიყვანს. ასე როგორ უნდა გაგრძელდეს?" - წერს შევარდნაძე.