ავტორი:

"ნატო საფრთხეს უქმნის რუსეთის იმპერიულ ამბიციებს და არა მის ეროვნულ უსაფრთხოებას" - ესტონეთის პრემიერი

"ნატო საფრთხეს უქმნის რუსეთის იმპერიულ ამბიციებს და არა მის ეროვნულ უსაფრთხოებას" - ესტონეთის პრემიერი

ესტონეთის პრემიერ-მინისტრის, კაია კალასის განცხადებით, ნატო საფრთხეს უქმნის რუსეთის იმპერიულ ამბიციებს და არა რუსეთის ეროვნულ უსაფრთხოებას.

კალასის თქმით, მისი ქვეყნის ნატოში გაწევრიანება ხალხის თავისუფალი არჩევანი იყო და არა გარე ძალების მიერ ესტონეთისთვის ძალად თავს მოხვეული რამ.

"აქ, ზოგიერთი აცხადებს, რომ ნატოს გაფართოება, როგორც პროცესი, როგორმე ქვეყნების ნებასთან არ არის დაკავშირებული, თუმცა მე ამას უარვყოფ. რუსეთი იქცევა როგორც ბოლო კოლონიური ძალა, რომელიც ფაქტობრივად ცდილობს კოლონიზაციას და თავისი იმპერიის გაფართოებას“, - აღნიშნა ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა.

როგორც კალასმა აღნიშნა, ისინი, ვინც ნატოს ადანაშაულებენ გაფართოებასა და ესკალაციაში, რუსეთის მიერ წახალისებულ იმპერიალისტურ ენასა და იდეოლოგიას იღებენ.