გუშინ, მამუკა ხაზარაძის ვაჟის, ნიკა ხაზარაძის გრანდიოზული ქორწილი "შატო მუხრანში“ გაიმართა. ქორწილის შესახებ Ambebi.ge-ს მკითხველმა უკვე იცის (წაიკითხეთ ვრცლად: მამუკა ხაზარაძის ვაჟის გრანდიოზული ქორწილი - ცნობილი სტუმრები და მოწვეული კუბელი მუსიკოსი).
ამჯერად კი წვეულების საინტერესო დეტალებს გაგიზიარებთ. ნიკა ხაზარაძის რჩეული ნატალია მორჩილაძეა.
როგორც გიამბეთ, ქორწილს მუსიკალურად კუბელი მომღერალი იანელა ბრუკსი და მისი ბენდი აფორმებდა.
ვრცელდება კადრები, სადაც ჩანს, როგორ ცეკვავს ბიზნესმენი თემურ ჭყონია იანელასთან ერთად. ასევე ქორწილში იმღერა თავად მამუკა ხაზარაძემ. ნეფე პატარძალმა ტრადიციული ქართული ცეკვაც შეასრულა.
ნახეთ ვიდეო:
ახალ დაქორწინებულებს რათქმაუნდა ყოველივე კარგს უსურვებ, რაც შეეხება ,,მევახშე (მანანდე) კომსომოლას,, იმხელა ანტიპატიას განვიცდი, ამ ,,მედროვის,, მიმართ, რომ გადმოცემაც ძნელია.
ძალიან მომწონს მამუკას სიმღერა. ახლადდაქორწინებულებს კი ყველაფერს საუკეთესოს ვუსურვებ... რაც შეეხება, დაბოღმილ კომენტატორებს, ვურჩევ ცივი წყალი დალიონ...