"ნიკა გვარამიას გზავნილი არის ძალიან ზუსტი, ახლა არ არის დაპირისპირების დრო, პირიქით, რუსი ოლიგარქის ავტოკრატიული რეჟიმის წინააღმდეგ უნდა გავერთიანდეთ", - ამის შესახებ საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ირაკლი ნადირაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ყველა პროდასავლური ოპოზიცია უნდა გაერთიანდეს და ერთიანი ძალებით „რუსს ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილს უნდა შეებრძოლონ.“
"ნიკა გვარამიას გზავნილი არის ძალიან სწორი და ზუსტი, მაშინ, როდესაც რუსი ოლიგარქი ივანიშვილის სახით, ფაქტობრივად, შენ კრემლის ფილიალს საქართველოში ებრძვი. ახლა დაყოფის, დაპირისპირების, წარსული კომპლექსების დრო არ არის, ყველა პროდასავლური ოპოზიცია უნდა გავერთიანდეთ და ერთად რუსს ოლიგარქ ივანიშვილს უნდა შევებრძოლოთ, რომ ის სინერგია შევქმნათ, რომელიც მისი ავტოკრატიული რეჟიმის დასამარცხებლად საჭირო იქნება,“ - განაცხადა ირაკლი ნადირაძემ.