პოლიტიკა
მსოფლიო

24

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 03:53-ზე, მთვარის პირველი დღე დადგება 23:10-ზე, მთვარე ლომს ესტუმრება 19:32-ზე – არაფერი ახალი და მნიშვნელოვანი არ გააკეთოთ, დაასრულეთ ის, რაც ადრე დაიწყეთ. გაუფრთხილდით სახლს და ოჯახს, გაასუფთავეთ და მოაწესრიგეთ თქვენი სახლი. არ არის რეკომენდებული, რომ მოაგვაროთ ფინანსური საქმეები, ხელი მოაწეროთ დოკუმენტებს. არ გირჩევთ ფულის სესხება და გასესხებას, ახალი თანამშრომლების დაქირავებას. მოლაპარაკებების წარმოებას, უარყოფითი ემოციების გამოხატვას. ახალი მთვარის პირველი დღე არ არის ხელსაყრელი ქორწინებისთვის, ქორწილისთვის, თუმცა, დაგეგმვა შეგიძლიათ.
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გოგონა, რომელიც მამამ სარდაფში გამოკეტა და მასზე სექსუალურად ძალადობდა: 24-წლიან ტყვეობაში გაჩენილი 7 შვილი - ელიზაბეტ ფრიცლის დაუჯერებელი ამბავი
გოგონა, რომელიც მამამ სარდაფში გამოკეტა და მასზე სექსუალურად ძალადობდა: 24-წლიან ტყვეობაში გაჩენილი 7 შვილი - ელიზაბეტ ფრიცლის დაუჯერებელი ამბავი

ავ­სტრი­ე­ლი ელი­ზა­ბეტ ფრითცლის ის­ტო­რი­ამ მთე­ლი მსოფ­ლიო შეძ­რა. ეს არის ამ­ბა­ვი გო­გო­ნა­ზე, რო­მე­ლიც სა­კუ­თარ­მა მა­მამ გა­ი­ტა­ცა. ის­ტო­რია იმ­დე­ნად სა­ზა­რე­ლია, რომ შე­საძ­ლოა, ფილ­მე­ბის შემ­ქმნე­ლებ­საც არ მოს­ვლო­დათ აზ­რად.

იო­ზეფ ფრითცლ­მა, რო­მე­ლიც ერთი შე­ხედ­ვით, წე­სი­ე­რი ადა­მი­ა­ნი, მზრუნ­ვე­ლი ქმა­რი და მე­ო­ჯა­ხე ჩან­და, 1984 წლის 28 აგ­ვის­ტოს თა­ვი­სი ქა­ლიშ­ვი­ლი გა­ი­ტა­ცა და სარ­დაფ­ში გა­მო­კე­ტა.18 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ჰყავ­და ჩა­კე­ტი­ლი და მას­ზე სექ­სუ­ა­ლუ­რად ძა­ლა­დობ­და. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ სა­ი­დუმ­ლო სარ­და­ფი იმა­ვე სახ­ლში იყო, სა­დაც კაცი ოჯახ­თან ერ­თად ცხოვ­რობ­და, თუმ­ცა მისი არ­სე­ბო­ბის შე­სა­ხებ ოჯა­ხის და­ნარ­ჩენ­მა წევ­რებ­მა არ იცოდ­ნენ.

ჯერ კი­დევ 1978 წელს იო­ზეფ­მა სარ­და­ფი ბუნ­კე­რად გა­და­ა­კე­თა.

"მან ჯერ კი­დევ მა­შინ ამირ­ჩია, როცა სულ პა­ტა­რა ვი­ყა­ვი", - იხ­სე­ნებ­და ელი­ზა­ბე­ტი. პორ­ნოგ­რა­ფი­უ­ლი ჟურ­ნა­ლე­ბი, სექ­სუ­ა­ლუ­რი ხა­სი­ა­თის უხამ­სი ქმე­დე­ბე­ბი 14 წლის შვი­ლის წინ - ეს ყვე­ლა­ფე­რი მოგ­ვი­ა­ნე­ბით გახ­და ცნო­ბი­ლი.

ბუნ­კერს სახ­ლამ­დე 8 კარი აკავ­ში­რებ­და, შე­სა­ბა­მი­სად, იქი­დან ხმაც არ გა­დი­ო­და. მა­მამ შვილს სა­ხე­ზე ეთე­რით გაჟ­ღენ­თი­ლი ტილო აა­ფა­რა, ხოლო რო­დე­საც გო­გო­ნამ გა­იღ­ვი­ძა უკვე გა­მო­კე­ტი­ლი იყო.

პირ­ვე­ლი რამ­დე­ნი­მე კვი­რა იო­ზეფ ფრითცლი ქა­ლიშ­ვილს სრულ სიბ­ნე­ლე­ში ამ­ყო­ფებ­და. გო­გო­ნას­თან კი ჩა­დი­ო­და ან იმის­თვის, რომ საჭ­მე­ლი მი­ე­ტა­ნა, ან იმი­ტომ, რომ გა­ე­უ­პა­ტი­უ­რე­ბი­ნა. როცა ელი­ზა­ბეტ­მა წი­ნა­აღ­მდე­გო­ბის გა­წე­ვა სცა­და, იო­ზეფ­მა ის სას­ტი­კად სცე­მა და ძაღ­ლის ჯაჭ­ვით და­ა­ბა. ასეთ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მან და­ახ­ლო­ე­ბით, 9 თვე გა­ა­ტა­რა.

კვა­ლის არე­ვის მიზ­ნით, ფრიტცლ­მა პო­ლი­ცი­ა­ში შვი­ლის გა­უ­ჩი­ნა­რე­ბის შე­სა­ხებ გან­ცხა­დე­ბა და­წე­რა. რამ­დე­ნი­მე დღე­ში კი, "ელი­ზა­ბე­ტის­გან წე­რი­ლი“ მო­ი­ტა­ნა, სა­დაც გო­გო­ნა ვი­თომ სწერ­და, რომ რა­ღაც სექ­ტა­ში გა­წევ­რი­ან­და და სახ­ლში აღარ დაბ­რუნ­დე­ბო­და. რამ­დე­ნა­დაც წე­რი­ლი მისი ხე­ლით იყო და­წე­რი­ლი, კი­თხვე­ბი არა­ვის გას­ჩე­ნია.

ბუნ­კერ­ში 24-წლი­ა­ნი გა­მო­კეტვის პე­რი­ოდ­ში ელი­ზა­ბეტ­მა იო­ზე­ფის­გან 7 შვი­ლი გა­ა­ჩი­ნა. აქე­დან პირ­ვე­ლი შვი­ლი გარ­და­იც­ვა­ლა.

მე­ო­რედ კერ­სტი­ნი და­ი­ბა­და, რო­მე­ლიც თა­ვი­სი ოპ­ტი­მის­ტუ­რი, მხი­ა­რუ­ლი ხა­სი­ა­თით დე­დის ბნე­ლი ცხოვ­რე­ბის ნა­თე­ლი სხი­ვი გახ­და. ქა­ლიშ­ვი­ლის და­ბა­დე­ბის შემ­დეგ, ფრიტც­ლის ავად­მყოფ­მა გო­ნე­ბამ ელი­ზა­ბე­ტი რო­გორც ცოლი ისე აღიქ­ვა. ის მას ერო­ტი­კულ ტან­საც­მელს ყი­დუ­ლობ­და, აწყობ­და რო­მან­ტი­კულ ვახ­შმებს, 1990 წელს შვი­ლი შტე­ფა­ნი და­ი­ბა­და, მის შემ­დეგ კი - ლიზა. ამის შემ­დეგ იო­ზეფ­მა ბუნ­კე­რი გა­ა­დი­და, მა­ნამ­დე 20კვ.მ იყო.

მან მი­ტო­ვე­ბუ­ლი მე­ზო­ბე­ლი შე­ნო­ბი­დან სარ­და­ფი გა­იყ­ვა­ნა. ამა­ში ელი­ზა­ბე­ტიც ეხ­მა­რე­ბო­და, რომ მის­თვის და მისი შვი­ლე­ბის­თვის და­მა­ტე­ბით სივ­რცე გა­ჩე­ნი­ლი­ყო. მაგ­რამ ახალ­მა ოთა­ხებ­მა სი­ტუ­ა­ცია ვერ გა­მო­ას­წო­რა: ბუნ­კერ­ში უჰა­ე­რო­ბა იყო, ხოლო ობი ყვე­ლა კე­დელს ედე­ბო­და.

მა­ლე­ვე პა­ტა­რა ქა­ლიშ­ვი­ლი ცუ­დად გახ­და, ბუნ­კე­რის პი­რო­ბებ­ში მისი მკურ­ნა­ლო­ბა შე­უძ­ლე­ბე­ლი იყო. 1993 წლის მა­ისს, იო­ზეფ­მა სახ­ლის კარ­თან 9 თვის ლიზა მო­ა­თავ­სა. ბავ­შვის გარ­და, ყუთ­ში წე­რი­ლი იდო, სა­დაც ელი­ზა­ბე­ტი მშობ­ლებს სთხოვ­და, რომ პა­ტა­რის­თვის მი­ე­ხე­დათ. ასე­თი­ვე ოინი გა­ი­მე­ო­რა 1994 წელს, ამ­ჯე­რად მან მო­ნი­კა "და­ტო­ვა“ სახ­ლის კარ­თან. ელი­ზა­ბე­ტის დე­დას წარ­მოდ­გე­ნაც კი არ ჰქონ­და, რომ მისი შვი­ლი მთე­ლი ამ პე­რი­ო­დის გან­მავ­ლო­ბა­ში ფაქ­ტობ­რი­ვად, მისი ია­ტა­კის ქვეშ, და­მამ­ცი­რე­ბე­ლი მო­პყრო­ბის ქვეშ იმ­ყო­ფე­ბო­და.

1996 წელს ტყუ­პი - ალექ­სან­დრე და მი­ქა­ე­ლი და­ი­ბან­დნენ. მი­ქა­ე­ლი სუს­ტი ბავ­შვი აღ­მოჩ­ნდა. ელი­ზა­ბე­ტი მთე­ლი ძა­ლით ცდი­ლობ­და ბავ­შვის გა­ჯან­სა­ღე­ბას, თუმ­ცა ჰა­ე­რის სიმ­ცი­რის გამო, ის უფრო სუს­ტდე­ბო­და. ფრიტც­ლი უყუ­რებ­და რო­გორ იტან­ჯე­ბოდ­ნენ მისი შვი­ლე­ბი, თუმ­ცა არა­ფერს აკე­თებ­და. მე­სა­მე დღეს ჩვი­ლი გარ­და­იც­ვა­ლა, თუმ­ცა თა­ნა­მედ­რო­ვე სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბა მას სი­ცო­ცხლეს შე­უ­ნარ­ჩუ­ნებ­და. ალე­სან­დრეს გა­უ­მარ­თლა, იო­ზეფ­მა ისიც "ზედა სახ­ლში“ წა­იყ­ვა­ნა.

ტყუ­პის შემ­დეგ, სამ­ყა­როს მეშ­ვი­დე ბავ­შვი ფე­ლიქ­სი მო­ევ­ლი­ნა. სამ ბავ­შვს გა­უ­მარ­თლა, რომ­ლე­ბიც "მაღ­ლა“ წა­იყ­ვა­ნა იო­ზეფ­მა. თუმ­ცა და­ნარ­ჩე­ნებ­მა მთე­ლი ცხოვ­რე­ბა ბუ­კერ­ში გა­ა­ტა­რეს, სა­დაც არა­ნა­ი­რი პი­რო­ბე­ბი არ ჰქონ­დათ. ტი­რა­ნი კი მათ ფსი­ქო­ლო­გი­ურ გა­ნად­გუ­რე­ბას, დამ­ცი­რე­ბას, შე­უ­რა­ცხყო­ფა­სა და ცე­მას აგ­რძე­ლებ­და.

თუმ­ცა იმ ბავ­შვე­ბის­თვის, რომ­ლე­ბიც ზე­მოთ“ აიყ­ვა­ნა, კე­თი­ლი და მო­სიყ­ვა­რუ­ლე ბა­ბუა იყო, რომ­ლე­ბიც ზო­ო­პარკში დაჰ­ყავ­და, ჩუქ­ნი­და სა­ჩუქ­რებს, ამ­ზა­დე­ბი­ნებ­და გაკ­ვე­თი­ლებს.

არა­ვინ იცის, სა­დამ­დე და რო­გორ გაგ­რძელ­დე­ბო­და ეს ამ­ბა­ვი, რომ არა უფ­რო­სი ქა­ლიშ­ვი­ლის, კერ­სტი­ნის ცუ­დად ყოფ­ნა. იო­ზე­ფი ცდი­ლობ­და, ბავ­შვი ას­პი­რი­ნით გა­ნე­კურ­ნა, თუმ­ცა მას პირ­ღე­ბი­ნე­ბა არ უწყდე­ბო­და. ელი­ზა­ბე­ტი, რო­მე­ლიც ფე­ხებ­ში ჩა­უ­ვარ­და მა­მას, სთხოვ­და, რომ მათი სა­ერ­თო ბავ­შვი გა­და­ერ­ჩი­ნა. ის სა­ბო­ლო­ოდ და­თან­ხმდა და ნა­ცა­დი "ოი­ნის“ გა­მე­ო­რე­ბას აპი­რებ­და.

კერ­სტი­ნი ფრიტცლ­მა სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­და­იყ­ვა­ნა. ექი­მებ­მა მყი­სი­ე­რად იგ­რძნეს სა­ეჭ­ვო გა­რე­მო­ე­ბე­ბი. არა­ნა­ი­რი დო­კუ­მენ­ტე­ბი, კა­ნის უც­ნა­უ­რი ფერი, და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი და ჩა­ლურ­ჯე­ბუ­ლი სხე­უ­ლი სხე­უ­ლი, უჩ­ვე­უ­ლო სი­გამ­ხდრე - გო­გო­ნა ისე გა­მო­ი­ყუ­რე­ბო­და, რო­გორც მთე­ლი ცხოვ­რე­ბა გა­მო­კე­ტილ სივ­რცე­ში მცხოვ­რებ ადა­მი­ანს შე­ე­ფე­რე­ბა.

ექიმ­მა პო­ლი­ცი­ელს შე­ა­ტყო­ბი­ნა, რომ შე­საძ­ლოა, შემ­თხვე­ვა სე­რი­ო­ზულ და­ნა­შა­ულს ეხე­ბო­და. ტე­ლე­ვი­ზი­ებ­ში კერ­სტი­ნის დე­დის ძებ­ნის მიზ­ნით, სი­უ­ჟე­ტე­ბი გა­ვი­და. ფრიტც­ლი და­ნებ­და. მან ელი­ზა­ბე­ტი სა­ა­ვად­მყო­ფო­ში იმ პი­რო­ბით მი­იყ­ვა­ნა, რომ გო­გო­ნა მა­მის მიერ გა­მო­გო­ნილ სექ­ტის ის­ტო­რი­ას და­ა­დას­ტუ­რებ­და.

და­კი­თხვის მო­მენ­ტში ელი­ზა­ბე­ტი ნამ­დვი­ლად სექ­ტის ვერ­სი­ას ჰყვე­ბო­და, თუმ­ცა პო­ლი­ცი­ე­ლებ­მა და­არ­წმუ­ნეს, რომ უსაფრ­თხოდ იყო და გო­გო­ნამ მთე­ლი ის­ტო­რია მოჰ­ყვა. მე­ო­რე დღეს ოპე­რა­ტი­უ­ლი-სამ­ძებ­რო სამ­სა­ხუ­რის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი ბუნ­კერ­ში ჩა­ვიდ­ნენ, სა­დაც ელი­ზა­ბე­ტის და­ნარ­ჩე­ნი ბავ­შვე­ბი აღ­მო­ა­ჩი­ნეს. ბი­ჭე­ბი სას­წრა­ფოდ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­და­იყ­ვა­ნეს, მათი მტან­ჯვე­ლი კი და­ა­კა­ვეს.

ფრიც­ლი და­კა­ვე­ბის შემ­დეგ მტკი­ცედ უარ­ყოფ­და და­ნა­შა­ულს. ამ­ტკი­ცებ­და, რომ ელი­ზა­ბე­ტი უარ­ყო­ფი­თი წრის­გან და ნარ­კო­ტი­კე­ბის­გან თავ­დაც­ვის მიზ­ნით გა­და­არ­ჩი­ნა. თუმ­ცა რო­გორც კი შვი­ლის 2-სა­ა­თი­ა­ნი ვი­დე­ოჩ­ვე­ნე­ბა აჩ­ვე­ნეს, და­ნებ­და და ბრა­ლი აღი­ა­რა.

2009 წლის 19 მარტს 73 წლის იო­ზეფ ფრიტცლს სა­მუ­და­მო პა­ტიმ­რო­ბა მი­ე­სა­ჯა. ის დამ­ნა­შა­ვედ ხუთი ბრალ­დე­ბით აღი­ა­რეს: თა­ვი­სუფ­ლე­ბის უკა­ნო­ნო აღ­კვე­თა, ადა­მი­ა­ნის წინ­და­უ­ხე­და­ვო­ბით მოკ­ვლა, გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბა, მო­ნო­ბა და ინ­ცეს­ტი.

ავ­სტრი­ე­ლი მა­ნი­ა­კი დღემ­დე ცო­ცხა­ლია, ის სუ­ლი­ე­რი პრობ­ლე­მე­ბის მქო­ნე პა­ტიმ­რე­ბის ცი­ხე­ში იხ­დის სას­ჯელს.

ელი­ზა­ბეტ­მა გვა­რი შე­იც­ვა­ლა და თა­ვის ბავ­შვებ­თან ერ­თად სხვა­გან გა­და­ცხოვ­რდა. მისი ად­გილ­სამ­ყო­ფე­ლი არ სა­ჯა­როვ­დე­ბა. ოჯა­ხი დიდ ფან­ჯრე­ბი­ან სახ­ლში ცხოვ­რობს, რო­მელ­საც სარ­და­ფი არ აქვს. პირ­ვე­ლი წლე­ბი ელი­ზა­ბე­ტი დე­დას­თან კონ­ტაქტს ერი­დე­ბო­და, თუმ­ცა ფსი­ქო­ლო­გე­ბის დახ­მა­რე­ბით, მათი ურ­თი­ერ­თო­ბა და­ლაგ­და.

  • ავ­ტო­რი: ანრი კურ­ტა­ნი­ძე
მკითხველის კომენტარები / 18 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
რუსუდან
0

რა არ გადახდება ადამიანს,ამდენი მანიაკია ქვეყანაზე.სადამდე მიდის აღვირახსნილობა,ღმერთო ჩემო.

ნანა
15

აქ კი არ უნდა გამოაქვეყნოთ თუ მართალია ცოცხლად უნდა დაწვათ ეს ურჩხული, და ასეთი ევროპისაკენ მექაჩეებიით რა უბედურებააა, არ მგონია სიმართლეს შეესაბამებოდეს 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ამალ კლუნი ჯორჯ კლუნთან ოჯახური ცხოვრების საიდუმლოზე საუბრებს
ავტორი:

გოგონა, რომელიც მამამ სარდაფში გამოკეტა და მასზე სექსუალურად ძალადობდა: 24-წლიან ტყვეობაში გაჩენილი 7 შვილი - ელიზაბეტ ფრიცლის დაუჯერებელი ამბავი

გოგონა, რომელიც მამამ სარდაფში გამოკეტა და მასზე სექსუალურად ძალადობდა: 24-წლიან ტყვეობაში გაჩენილი 7 შვილი - ელიზაბეტ ფრიცლის დაუჯერებელი ამბავი

ავსტრიელი ელიზაბეტ ფრითცლის ისტორიამ მთელი მსოფლიო შეძრა. ეს არის ამბავი გოგონაზე, რომელიც საკუთარმა მამამ გაიტაცა. ისტორია იმდენად საზარელია, რომ შესაძლოა, ფილმების შემქმნელებსაც არ მოსვლოდათ აზრად.

იოზეფ ფრითცლმა, რომელიც ერთი შეხედვით, წესიერი ადამიანი, მზრუნველი ქმარი და მეოჯახე ჩანდა, 1984 წლის 28 აგვისტოს თავისი ქალიშვილი გაიტაცა და სარდაფში გამოკეტა.18 წლის განმავლობაში ჰყავდა ჩაკეტილი და მასზე სექსუალურად ძალადობდა. აღსანიშნავია, რომ საიდუმლო სარდაფი იმავე სახლში იყო, სადაც კაცი ოჯახთან ერთად ცხოვრობდა, თუმცა მისი არსებობის შესახებ ოჯახის დანარჩენმა წევრებმა არ იცოდნენ.

ჯერ კიდევ 1978 წელს იოზეფმა სარდაფი ბუნკერად გადააკეთა.

"მან ჯერ კიდევ მაშინ ამირჩია, როცა სულ პატარა ვიყავი", - იხსენებდა ელიზაბეტი. პორნოგრაფიული ჟურნალები, სექსუალური ხასიათის უხამსი ქმედებები 14 წლის შვილის წინ - ეს ყველაფერი მოგვიანებით გახდა ცნობილი.

ბუნკერს სახლამდე 8 კარი აკავშირებდა, შესაბამისად, იქიდან ხმაც არ გადიოდა. მამამ შვილს სახეზე ეთერით გაჟღენთილი ტილო ააფარა, ხოლო როდესაც გოგონამ გაიღვიძა უკვე გამოკეტილი იყო.

პირველი რამდენიმე კვირა იოზეფ ფრითცლი ქალიშვილს სრულ სიბნელეში ამყოფებდა. გოგონასთან კი ჩადიოდა ან იმისთვის, რომ საჭმელი მიეტანა, ან იმიტომ, რომ გაეუპატიურებინა. როცა ელიზაბეტმა წინააღმდეგობის გაწევა სცადა, იოზეფმა ის სასტიკად სცემა და ძაღლის ჯაჭვით დააბა. ასეთ მდგომარეობაში მან დაახლოებით, 9 თვე გაატარა.

კვალის არევის მიზნით, ფრიტცლმა პოლიციაში შვილის გაუჩინარების შესახებ განცხადება დაწერა. რამდენიმე დღეში კი, "ელიზაბეტისგან წერილი“ მოიტანა, სადაც გოგონა ვითომ სწერდა, რომ რაღაც სექტაში გაწევრიანდა და სახლში აღარ დაბრუნდებოდა. რამდენადაც წერილი მისი ხელით იყო დაწერილი, კითხვები არავის გასჩენია.

ბუნკერში 24-წლიანი გამოკეტვის პერიოდში ელიზაბეტმა იოზეფისგან 7 შვილი გააჩინა. აქედან პირველი შვილი გარდაიცვალა.

მეორედ კერსტინი დაიბადა, რომელიც თავისი ოპტიმისტური, მხიარული ხასიათით დედის ბნელი ცხოვრების ნათელი სხივი გახდა. ქალიშვილის დაბადების შემდეგ, ფრიტცლის ავადმყოფმა გონებამ ელიზაბეტი როგორც ცოლი ისე აღიქვა. ის მას ეროტიკულ ტანსაცმელს ყიდულობდა, აწყობდა რომანტიკულ ვახშმებს, 1990 წელს შვილი შტეფანი დაიბადა, მის შემდეგ კი - ლიზა. ამის შემდეგ იოზეფმა ბუნკერი გაადიდა, მანამდე 20კვ.მ იყო.

მან მიტოვებული მეზობელი შენობიდან სარდაფი გაიყვანა. ამაში ელიზაბეტიც ეხმარებოდა, რომ მისთვის და მისი შვილებისთვის დამატებით სივრცე გაჩენილიყო. მაგრამ ახალმა ოთახებმა სიტუაცია ვერ გამოასწორა: ბუნკერში უჰაერობა იყო, ხოლო ობი ყველა კედელს ედებოდა.

მალევე პატარა ქალიშვილი ცუდად გახდა, ბუნკერის პირობებში მისი მკურნალობა შეუძლებელი იყო. 1993 წლის მაისს, იოზეფმა სახლის კართან 9 თვის ლიზა მოათავსა. ბავშვის გარდა, ყუთში წერილი იდო, სადაც ელიზაბეტი მშობლებს სთხოვდა, რომ პატარისთვის მიეხედათ. ასეთივე ოინი გაიმეორა 1994 წელს, ამჯერად მან მონიკა "დატოვა“ სახლის კართან. ელიზაბეტის დედას წარმოდგენაც კი არ ჰქონდა, რომ მისი შვილი მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ფაქტობრივად, მისი იატაკის ქვეშ, დამამცირებელი მოპყრობის ქვეშ იმყოფებოდა.

1996 წელს ტყუპი - ალექსანდრე და მიქაელი დაიბანდნენ. მიქაელი სუსტი ბავშვი აღმოჩნდა. ელიზაბეტი მთელი ძალით ცდილობდა ბავშვის გაჯანსაღებას, თუმცა ჰაერის სიმცირის გამო, ის უფრო სუსტდებოდა. ფრიტცლი უყურებდა როგორ იტანჯებოდნენ მისი შვილები, თუმცა არაფერს აკეთებდა. მესამე დღეს ჩვილი გარდაიცვალა, თუმცა თანამედროვე სამედიცინო დახმარება მას სიცოცხლეს შეუნარჩუნებდა. ალესანდრეს გაუმართლა, იოზეფმა ისიც "ზედა სახლში“ წაიყვანა.

ტყუპის შემდეგ, სამყაროს მეშვიდე ბავშვი ფელიქსი მოევლინა. სამ ბავშვს გაუმართლა, რომლებიც "მაღლა“ წაიყვანა იოზეფმა. თუმცა დანარჩენებმა მთელი ცხოვრება ბუკერში გაატარეს, სადაც არანაირი პირობები არ ჰქონდათ. ტირანი კი მათ ფსიქოლოგიურ განადგურებას, დამცირებას, შეურაცხყოფასა და ცემას აგრძელებდა.

თუმცა იმ ბავშვებისთვის, რომლებიც ზემოთ“ აიყვანა, კეთილი და მოსიყვარულე ბაბუა იყო, რომლებიც ზოოპარკში დაჰყავდა, ჩუქნიდა საჩუქრებს, ამზადებინებდა გაკვეთილებს.

არავინ იცის, სადამდე და როგორ გაგრძელდებოდა ეს ამბავი, რომ არა უფროსი ქალიშვილის, კერსტინის ცუდად ყოფნა. იოზეფი ცდილობდა, ბავშვი ასპირინით განეკურნა, თუმცა მას პირღებინება არ უწყდებოდა. ელიზაბეტი, რომელიც ფეხებში ჩაუვარდა მამას, სთხოვდა, რომ მათი საერთო ბავშვი გადაერჩინა. ის საბოლოოდ დათანხმდა და ნაცადი "ოინის“ გამეორებას აპირებდა.

კერსტინი ფრიტცლმა საავადმყოფოში გადაიყვანა. ექიმებმა მყისიერად იგრძნეს საეჭვო გარემოებები. არანაირი დოკუმენტები, კანის უცნაური ფერი, დაზიანებული და ჩალურჯებული სხეული სხეული, უჩვეულო სიგამხდრე - გოგონა ისე გამოიყურებოდა, როგორც მთელი ცხოვრება გამოკეტილ სივრცეში მცხოვრებ ადამიანს შეეფერება.

ექიმმა პოლიციელს შეატყობინა, რომ შესაძლოა, შემთხვევა სერიოზულ დანაშაულს ეხებოდა. ტელევიზიებში კერსტინის დედის ძებნის მიზნით, სიუჟეტები გავიდა. ფრიტცლი დანებდა. მან ელიზაბეტი საავადმყოფოში იმ პირობით მიიყვანა, რომ გოგონა მამის მიერ გამოგონილ სექტის ისტორიას დაადასტურებდა.

დაკითხვის მომენტში ელიზაბეტი ნამდვილად სექტის ვერსიას ჰყვებოდა, თუმცა პოლიციელებმა დაარწმუნეს, რომ უსაფრთხოდ იყო და გოგონამ მთელი ისტორია მოჰყვა. მეორე დღეს ოპერატიული-სამძებრო სამსახურის თანამშრომლები ბუნკერში ჩავიდნენ, სადაც ელიზაბეტის დანარჩენი ბავშვები აღმოაჩინეს. ბიჭები სასწრაფოდ საავადმყოფოში გადაიყვანეს, მათი მტანჯველი კი დააკავეს.

ფრიცლი დაკავების შემდეგ მტკიცედ უარყოფდა დანაშაულს. ამტკიცებდა, რომ ელიზაბეტი უარყოფითი წრისგან და ნარკოტიკებისგან თავდაცვის მიზნით გადაარჩინა. თუმცა როგორც კი შვილის 2-საათიანი ვიდეოჩვენება აჩვენეს, დანებდა და ბრალი აღიარა.

2009 წლის 19 მარტს 73 წლის იოზეფ ფრიტცლს სამუდამო პატიმრობა მიესაჯა. ის დამნაშავედ ხუთი ბრალდებით აღიარეს: თავისუფლების უკანონო აღკვეთა, ადამიანის წინდაუხედავობით მოკვლა, გაუპატიურება, მონობა და ინცესტი.

ავსტრიელი მანიაკი დღემდე ცოცხალია, ის სულიერი პრობლემების მქონე პატიმრების ციხეში იხდის სასჯელს.

ელიზაბეტმა გვარი შეიცვალა და თავის ბავშვებთან ერთად სხვაგან გადაცხოვრდა. მისი ადგილსამყოფელი არ საჯაროვდება. ოჯახი დიდ ფანჯრებიან სახლში ცხოვრობს, რომელსაც სარდაფი არ აქვს. პირველი წლები ელიზაბეტი დედასთან კონტაქტს ერიდებოდა, თუმცა ფსიქოლოგების დახმარებით, მათი ურთიერთობა დალაგდა.

  • ავტორი: ანრი კურტანიძე